პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხელფასების ზრდას გადაყოლილი მთავრობა
ხელფასების ზრდას გადაყოლილი მთავრობა

2014 წლის ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, სა­ბი­უ­ჯე­ტო სექ­ტორ­ში და­საქ­მე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბაც იზ­რდე­ბა და შრო­მი­თი ანა­ზღა­უ­რე­ბაც. გა­ი­სად სა­ჯა­რო სექ­ტორ­ში და­საქ­მე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა 104 878 ადა­მი­ა­ნი, რაც ნაც­მოძ­რა­ო­ბის მმარ­თვე­ლო­ბის ბოლო წელ­თან შე­და­რე­ბით 1,8%-ით მე­ტია. რაც შე­ე­ხე­ბა შრო­მი­თი ანა­ზღა­უ­რე­ბის­თვის გა­მო­ყო­ფილ თან­ხას, 2012 წლის ბი­უ­ჯეტ­თან შე­და­რე­ბით, ზრდა და­ახ­ლო­ე­ბით 25%-ია და 1,318 მლრდ ლარს შე­ად­გენს. აშ­კა­რაა, რომ "ოც­ნე­ბის" ბი­უ­ჯე­ტის სა­კი­თხი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

2014 წლის ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, სა­ბი­უ­ჯე­ტო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში და­საქ­მე­ბუ­ლი 104,879 ადა­მი­ა­ნი იქ­ნე­ბა, რაც 2012 წელ­თან შე­და­რე­ბით 1 902-ით, და­ახ­ლო­ე­ბით 1,8%-ით მე­ტია. ნაც­მოძ­რა­ო­ბის მმარ­თვე­ლო­ბის ბოლო წლის ბი­უ­ჯე­ტის მი­ხედ­ვით და­საქ­მე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 102 978 ადა­მი­ანს შე­ად­გენ­და.

და­საქ­მე­ბუ­ლე­ბის ზრდას­თან ერ­თად, 2012 წელ­თან შე­და­რე­ბით, 2014 წლის ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტში გაზ­რდი­ლია შრო­მი­თი ანა­ზღა­უ­რე­ბის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხის მო­ცუ­ლო­ბა, თუმ­ცა და­საქ­მე­ბუ­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით ზრდა არა 18%-ს, არა­მედ ბევ­რად მეტს, და­ახ­ლო­ე­ბით, 25%-ს შე­ად­გენს.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბებს, ზო­გი­ერთ სა­მი­ნის­ტრო­ში და­საქ­მე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბაც იზ­რდე­ბა და შრო­მი­თი ანა­ზღა­უ­რე­ბაც, ზო­გან კი ზრდა მხო­ლოდ ხელ­ფა­სებ­ზე მო­დის. კერ­ძოდ, პარ­ლა­მენ­ტსა და მას­თან არ­სე­ბულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში მო­მუ­შა­ვე­თა რი­ცხვი­ა­ნო­ბა, 2012 წლის ბი­უ­ჯეტ­თან შე­და­რე­ბით, 2014 წლის ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით შემ­ცი­რე­ბუ­ლია. თუ აღ­ნიშ­ნულ უწყე­ბა­ში 2012 წელს 1 414 ადა­მი­ა­ნი მუ­შა­ობ­და, 2014 წელს 1 331 ადა­მი­ა­ნი იმუ­შა­ვებს. სა­მა­გი­ე­როდ, თით­ქმის 10 მლნ ლა­რით იზ­რდე­ბა შრო­მი­თი ანა­ზღა­უ­რე­ბის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხა. თუ 2012 წელს პარ­ლა­მენ­ტსა და მას­თან არ­სე­ბულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში მო­მუ­შა­ვე­თა შრო­მი­თი ანა­ზღა­უ­რე­ბის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი იყო 24,868 მლნ ლარი, 2014 წლის ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, ეს ციფ­რი 33,180 ლარს შე­ად­გენს.

2012 წელ­თან შე­და­რე­ბით, 2014 წელს მო­მუ­შა­ვე­თა რი­ცხვი­ა­ნო­ბა 215-დან 200 ადა­მი­ა­ნამ­დე მცირ­დე­ბა მთავ­რო­ბის კან­ცე­ლა­რი­ა­ში, სა­მა­გი­ე­როდ, თით­ქმის 2 მლნ ლა­რით იზ­რდე­ბა შრო­მი­თი ანა­ზღა­უ­რე­ბის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი და­ფი­ნან­სე­ბა. გა­ი­სად მთავ­რო­ბის კან­ცე­ლა­რი­ა­ში მო­მუ­შა­ვე­თა შრო­მი­თი ანა­ზღა­უ­რე­ბის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლია 6,5 მლნ ლარი მა­შინ, რო­დე­საც 2012 წლის ბი­უ­ჯეტ­ში ეს ციფ­რი 4,794 მლნ ლარს შე­ად­გენ­და.

უმ­ნიშ­ვნე­ლოდ, მაგ­რამ იზ­რდე­ბა უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო­ში და­საქ­მე­ბულ­თა შრო­მი­თი ანა­ზღა­უ­რე­ბის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი და­ფი­ნან­სე­ბაც. თუ ნაც­მოძ­რა­ო­ბის მმარ­თვე­ლო­ბის დროს, აღ­ნიშ­ნულ უწყე­ბა­ში მო­მუ­შა­ვე­თა შრო­მი­თი ანა­ზღა­უ­რე­ბის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი იყო 1,134 მლნ ლარი, 2014 წლის ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტით ეს თან­ხა 1,179 მლნ ლა­რამ­დე იზ­რდე­ბა. და­საქ­მე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა კი ისევ 38 ადა­მი­ანს შე­ად­გენს.

2014 წლის ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტით და­ახ­ლო­ე­ბით 2,5 მლნ ლა­რით იზ­რდე­ბა აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის­თვის შრო­მი­თი ანა­ზღა­უ­რე­ბის მო­ცუ­ლო­ბა. თუ 2012წლის ბი­უ­ჯეტ­ში გა­მო­ყო­ფი­ლი იყო 5,081 მლნ ლარი, 2014 წლის ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტით შრო­მი­თი ანა­ზღა­უ­რე­ბის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლია 8,645 მლნ ლარი. უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს ანა­ლო­გი­უ­რად მო­მუ­შა­ვე­თა რი­ცხვი­ა­ნო­ბა არც აუ­დი­ტის სამ­სა­ხურ­ში იზ­რდე­ბა. რო­გორც 2012-ში, ასე­ვე 2014 წელ­საც ამ უწყე­ბა­ში 350 ადა­მი­ა­ნი იმუ­შა­ვებს.

2012 წელ­თან შე­და­რე­ბით, 2014 წელს იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლეს საბ­ჭო­ში მო­მუ­შა­ვე­თა რი­ცხვი­ა­ნო­ბა სულ 12 ადა­მი­ა­ნით იზ­რდე­ბა. სა­მა­გი­ე­როდ, ორ­ჯერ მე­ტად იმა­ტებს შრო­მი­თი ანა­ზღა­უ­რე­ბის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხა. თუ 2012 წლის ბი­უ­ჯე­ტით იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს შრო­მი­თი ანა­ზღა­უ­რე­ბის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი ჰქონ­და 838 ათა­სი ლარი, 2014 წლის ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, ეს თან­ხა 1920 მლნ ლარს შე­ად­გენს.

ქვეყ­ნის მთა­ვა­რი ფი­ნან­სუ­რი დო­კუ­მენ­ტის შემ­დგენ უწყე­ბა­ში და­საქ­მე­ბულ­თა რი­ცხვიც იზ­რდე­ბა და სა­ხელ­ფა­სო ფონ­დიც. კერ­ძოდ, თუ 2012 წელს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო­ში 4 475 ადა­მი­ა­ნი მუ­შა­ობ­და, 2014 წლის ბი­უ­ჯე­ტის მი­ხედ­ვით ეს ციფ­რი 4 789-ს შე­ად­გენს. რაც შე­ე­ხე­ბა შრო­მი­თი ანა­ზღა­უ­რე­ბის­თვის გა­მო­ყო­ფილ და­ფი­ნან­სე­ბას, "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" ბოლო ბი­უ­ჯე­ტით დი­მიტ­რი გვინ­და­ძის უწყე­ბის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი იყო 66,293 მლნ ლარი, 2014 წლის ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით კი ხა­დუ­რის უწყე­ბა შრო­მი­თი ანა­ზღა­უ­რე­ბის­თვის 70,193 მლნ ლა­რის და­ხარ­ჯვას აპი­რებს.

შრო­მი­თი ანა­ზღა­უ­რე­ბის­თვის და­ფი­ნან­სე­ბა ეზ­რდე­ბა ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო­საც. ამ­ჯე­რად კვი­რი­კაშ­ვი­ლის უწყე­ბას გა­მო­ყო­ფი­ლი აქვს 13,024 მლნ ლარი, რაც 2012 წლის ბი­უ­ჯეტ­თან შე­და­რე­ბით 4,1 მლნ ლა­რით მე­ტია. მა­შინ ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს შრო­მი­თი ანა­ზღა­უ­რე­ბის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი ჰქონ­და 8,8 მლნ ლარი. 2012 წელ­თან შე­და­რე­ბით გაზ­რდი­ლია და­საქ­მე­ბულ­თა რი­ცხოვ­ნო­ბაც, 2014 წლის ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო­ში მო­მუ­შა­ვე­თა რი­ცხვი­ა­ნო­ბა 723-ს შე­ად­გენს, როცა 2012 წელს ეს ციფ­რი 611 იყო.

2014 წლის ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტით იზ­რდე­ბა იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­ში და­საქ­მე­ბულ­თა შრო­მი­თი ანა­ზღა­უ­რე­ბის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი და­ფი­ნან­სე­ბაც. კერ­ძოდ, თუ 2012 წლის ბი­უ­ჯე­ტით ამ უწყე­ბის შრო­მი­თი ანა­ზღა­უ­რე­ბის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი იყო 23,998 მლნ ლარი, 2014 წლის ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტით ეს მო­ნა­ცე­მი 37,495 მლნ ლარს შე­ად­გენს. სა­ხელ­ფა­სო ფონ­დის­გან გან­სხვა­ვე­ბით, 2014 წლის ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტით იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­ში შემ­ცი­რე­ბუ­ლია მო­მუ­შა­ვე­თა რი­ცხვი­ა­ნო­ბა. თუ 2012 წელს უწყე­ბა­ში 1875 ადა­მი­ა­ნი მუ­შა­ობ­და, 2014 წელს ეს რი­ცხვი 1787-მდე მცირ­დე­ბა.

მცირ­დე­ბა მო­მუ­შა­ვე­თა რა­ო­დე­ნო­ბა თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში. სა­მა­გი­ე­როდ, იზ­რდე­ბა ანა­ზღა­უ­რე­ბის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი და­ფი­ნან­სე­ბის მო­ცუ­ლო­ბა. 2012 წელს თავ­დაც­ვის უწყე­ბა­ში ხელ­ფა­სებ­ზე გა­მო­ყო­ფი­ლი იყო 307,865 მლნ ლარი, 2014 წლის ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით კი, ეს რი­ცხვი 427,994 მლნ ლა­რამ­დე იზ­რდე­ბა.

თით­ქმის სამ­ჯერ ეზ­რდე­ბა შრო­მი­თი ანა­ზღა­უ­რე­ბის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი და­ფი­ნან­სე­ბა გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს. ასე­ვე ორ­ჯერ მეტ­ჯერ იზ­რდე­ბა უწყე­ბა­ში მო­მუ­შა­ვე­თა რი­ცხვი. თუ 2012 წლის ბი­უ­ჯე­ტით ამ უწყე­ბა­ში მუ­შა­ობ­და 814 ადა­მი­ა­ნი, შრო­მი­თი ანა­ზღა­უ­რე­ბის­თვის კი ბი­უ­ჯე­ტი­დან გა­მო­ყო­ფი­ლი იყო 6,031 მლნ ლარი. 2014 წლის ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში მო­მუ­შა­ვე­თა რი­ცხვი 1 916 ადა­მი­ა­ნამ­დე იზ­რდე­ბა, ხელ­ფა­სე­ბის­თვის თან­ხა კი 16,460 მლნ-მდე.

გაზ­რდი­ლია რო­გორც და­საქ­მე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა, ასე­ვე სა­ხელ­ფა­სო ფონ­დი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში. თუ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" მმარ­თვე­ლო­ბის დროს, 2012 წელს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში 603 ადა­მი­ა­ნი მუ­შა­ობ­და და შრო­მი­თი ანა­ზღა­უ­რე­ბის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი იყო 8,178 მლნ ლარი, 2014 წლის ბი­უ­ჯე­ტის მი­ხედ­ვით, მო­მუ­შა­ვე­თა რი­ცხვი­ა­ნო­ბა 1 212-მდე იზ­რდე­ბა, სა­ხელ­ფა­სო ფონ­დი კი 19,065 მლნ ლა­რამ­დე.

გარ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­მი­ნის­ტრო­ე­ბი­სა, თით­ქმის ყვე­ლა უწყე­ბა­ში სა­ხელ­ფა­სო ფონ­დიც და და­საქ­მე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბაც გაზ­რდი­ლია.

იუ­რის­ტი ლე­ვან ალა­ფიშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ 2014 წლის ბი­უ­ჯეტ­ში თა­ნამ­შრო­მელ­თა 1,8%-იანი ზრდა სა­ხელ­ფა­სო ფონ­დის 25%-იანი ზრდის გა­მარ­თლე­ბის­თვი­საა ნაჩ­ვე­ნე­ბი. ამის გა­რე­შე კრი­ტი­კა, რომ მთავ­რო­ბა სა­ჯა­რო სექ­ტორ­ში ხელ­ფა­სებს ზრდის და გაზ­რდი­ლი მადა აქვს, უფრო სა­ფუძ­ვლი­ა­ნი იქ­ნე­ბო­და. ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტში სა­ხელ­ფა­სო ფონ­დი­სა და მო­მუ­შა­ვე­თა რი­ცხოვ­ნო­ბის ზრდა გარ­კვე­უ­ლი მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბის გამო ხდე­ბა.

"წლი­უ­რი ბი­უ­ჯე­ტის კა­ნო­ნით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში თა­ნამ­დე­ბო­ბის რი­ცხოვ­ნო­ბა, რომ­ლი­თაც ხდე­ბა ბი­უ­ჯე­ტის გა­ან­გა­რი­შე­ბა. ეს ერ­თგვა­რი სა­წყი­სი წერ­ტი­ლია ათ­ვლე­ბის­თვის, მაგ­რამ არ არის და­საქ­მე­ბუ­ლე­ბის რე­ა­ლუ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. ეს არის ე.წ. ზედა ჭერი, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც ხდე­ბა თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მი­ღე­ბა-გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, სა­ხელ­ფა­სო ფონ­დის გა­ან­გა­რი­შე­ბა და ა.შ.

სწო­რედ აქ ხდე­ბა ტრა­დი­ცი­უ­ლად მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა: სა­მი­ნის­ტრო­სა თუ სხვა სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი მომ­დევ­ნო წლის და­გეგ­მვი­სას იღებს თა­ნამ­შრო­მელ­თა მაქ­სი­მა­ლურ რა­ო­დე­ნო­ბას, ბი­უ­ჯე­ტი და სა­ხელ­ფა­სო ფონ­დიც, შე­სა­ბა­მი­სად, მაქ­სი­მა­ლუ­რად მტკიც­დე­ბა. ბი­უ­ჯე­ტის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­დეგ ეს შტა­ტე­ბი არ ივ­სე­ბა (რჩე­ბა ვა­კან­სი­ე­ბი) ხარ­ჯვი­სას კი ეს ყვე­ლა­ფე­რი აძ­ლევს და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნელს სა­ხელ­ფა­სო ფონდში "აღ­მო­ჩე­ნი­ლი" რე­ზერ­ვის ხარ­ჯზე თა­ვი­სუფ­ლად მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი თა­ნამ­შრო­მელ­თა სა­ხელ­ფა­სო თუ პრე­მი­ა­ლუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის თა­ო­ბა­ზე; ანუ სა­ჯა­რო სექ­ტორ­ში რამ­დე­ნი მო­ხე­ლეა სა­ჭი­რო არა­ვინ იცის. ეს მო­ნა­ცე­მე­ბი არ არის ობი­ექ­ტუ­რად გან­სა­ზღვრუ­ლი და პროგ­ნო­ზი­რე­ბუ­ლი.

თა­ვის მხრივ, ეს გა­ნა­პი­რო­ბებს სა­ჯა­რო სექ­ტორ­ში და­საქ­მე­ბულ­თა რი­ცხოვ­ნო­ბი­სა თუ ფი­ნან­სურ-მა­ტე­რი­ა­ლუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­კი­თხებ­ზე სუ­ბი­ექ­ტუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბას, თა­ნაც ისე, რომ ამით კა­ნო­ნი არ ირ­ღვე­ვა", - აცხა­დებს "ბიზ­ნეს-რე­ზო­ნანსთან" სა­უბ­რი­სას ლე­ვან ალა­ფიშ­ვი­ლი.

ელზა წიკ­ლა­უ­რი

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

იხი­ლეთ ასე­ვე: - უფსკრუ­ლი ხელ­ფა­სებს შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­ში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ხელფასების ზრდას გადაყოლილი მთავრობა

ხელფასების ზრდას გადაყოლილი მთავრობა

2014 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობაც იზრდება და შრომითი ანაზღაურებაც. გაისად საჯარო სექტორში დასაქმებული იქნება 104 878 ადამიანი, რაც ნაცმოძრაობის მმართველობის ბოლო წელთან შედარებით 1,8%-ით მეტია. რაც შეეხება შრომითი ანაზღაურებისთვის გამოყოფილ თანხას, 2012 წლის ბიუჯეტთან შედარებით, ზრდა დაახლოებით 25%-ია და 1,318 მლრდ ლარს შეადგენს. აშკარაა, რომ "ოცნების" ბიუჯეტის საკითხი ყველაზე მნიშვნელოვანია.

2014 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული 104,879 ადამიანი იქნება, რაც 2012 წელთან შედარებით 1 902-ით, დაახლოებით 1,8%-ით მეტია. ნაცმოძრაობის მმართველობის ბოლო წლის ბიუჯეტის მიხედვით დასაქმებულთა რაოდენობა 102 978 ადამიანს შეადგენდა.

დასაქმებულების ზრდასთან ერთად, 2012 წელთან შედარებით, 2014 წლის ბიუჯეტის პროექტში გაზრდილია შრომითი ანაზღაურებისთვის გამოყოფილი თანხის მოცულობა, თუმცა დასაქმებულებისგან განსხვავებით ზრდა არა 18%-ს, არამედ ბევრად მეტს, დაახლოებით, 25%-ს შეადგენს.

რაც შეეხება სახელმწიფო უწყებებს, ზოგიერთ სამინისტროში დასაქმებულთა რაოდენობაც იზრდება და შრომითი ანაზღაურებაც, ზოგან კი ზრდა მხოლოდ ხელფასებზე მოდის. კერძოდ, პარლამენტსა და მასთან არსებულ ორგანიზაციებში მომუშავეთა რიცხვიანობა, 2012 წლის ბიუჯეტთან შედარებით, 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით შემცირებულია. თუ აღნიშნულ უწყებაში 2012 წელს 1 414 ადამიანი მუშაობდა, 2014 წელს 1 331 ადამიანი იმუშავებს. სამაგიეროდ, თითქმის 10 მლნ ლარით იზრდება შრომითი ანაზღაურებისთვის გამოყოფილი თანხა. თუ 2012 წელს პარლამენტსა და მასთან არსებულ ორგანიზაციებში მომუშავეთა შრომითი ანაზღაურებისთვის გამოყოფილი იყო 24,868 მლნ ლარი, 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ეს ციფრი 33,180 ლარს შეადგენს.

2012 წელთან შედარებით, 2014 წელს მომუშავეთა რიცხვიანობა 215-დან 200 ადამიანამდე მცირდება მთავრობის კანცელარიაში, სამაგიეროდ, თითქმის 2 მლნ ლარით იზრდება შრომითი ანაზღაურებისთვის გამოყოფილი დაფინანსება. გაისად მთავრობის კანცელარიაში მომუშავეთა შრომითი ანაზღაურებისთვის გამოყოფილია 6,5 მლნ ლარი მაშინ, როდესაც 2012 წლის ბიუჯეტში ეს ციფრი 4,794 მლნ ლარს შეადგენდა.

უმნიშვნელოდ, მაგრამ იზრდება უშიშროების საბჭოში დასაქმებულთა შრომითი ანაზღაურებისთვის გამოყოფილი დაფინანსებაც. თუ ნაცმოძრაობის მმართველობის დროს, აღნიშნულ უწყებაში მომუშავეთა შრომითი ანაზღაურებისთვის გამოყოფილი იყო 1,134 მლნ ლარი, 2014 წლის ბიუჯეტის პროექტით ეს თანხა 1,179 მლნ ლარამდე იზრდება. დასაქმებულთა რაოდენობა კი ისევ 38 ადამიანს შეადგენს.

2014 წლის ბიუჯეტის პროექტით დაახლოებით 2,5 მლნ ლარით იზრდება აუდიტის სამსახურისთვის შრომითი ანაზღაურების მოცულობა. თუ 2012წლის ბიუჯეტში გამოყოფილი იყო 5,081 მლნ ლარი, 2014 წლის ბიუჯეტის პროექტით შრომითი ანაზღაურებისთვის გამოყოფილია 8,645 მლნ ლარი. უშიშროების საბჭოს ანალოგიურად მომუშავეთა რიცხვიანობა არც აუდიტის სამსახურში იზრდება. როგორც 2012-ში, ასევე 2014 წელსაც ამ უწყებაში 350 ადამიანი იმუშავებს.

2012 წელთან შედარებით, 2014 წელს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მომუშავეთა რიცხვიანობა სულ 12 ადამიანით იზრდება. სამაგიეროდ, ორჯერ მეტად იმატებს შრომითი ანაზღაურებისთვის გამოყოფილი თანხა. თუ 2012 წლის ბიუჯეტით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შრომითი ანაზღაურებისთვის გამოყოფილი ჰქონდა 838 ათასი ლარი, 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ეს თანხა 1920 მლნ ლარს შეადგენს.

ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის შემდგენ უწყებაში დასაქმებულთა რიცხვიც იზრდება და სახელფასო ფონდიც. კერძოდ, თუ 2012 წელს ფინანსთა სამინისტროში 4 475 ადამიანი მუშაობდა, 2014 წლის ბიუჯეტის მიხედვით ეს ციფრი 4 789-ს შეადგენს. რაც შეეხება შრომითი ანაზღაურებისთვის გამოყოფილ დაფინანსებას, "ნაციონალების" ბოლო ბიუჯეტით დიმიტრი გვინდაძის უწყებისთვის გამოყოფილი იყო 66,293 მლნ ლარი, 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით კი ხადურის უწყება შრომითი ანაზღაურებისთვის 70,193 მლნ ლარის დახარჯვას აპირებს.

შრომითი ანაზღაურებისთვის დაფინანსება ეზრდება ეკონომიკის სამინისტროსაც. ამჯერად კვირიკაშვილის უწყებას გამოყოფილი აქვს 13,024 მლნ ლარი, რაც 2012 წლის ბიუჯეტთან შედარებით 4,1 მლნ ლარით მეტია. მაშინ ეკონომიკის სამინისტროს შრომითი ანაზღაურებისთვის გამოყოფილი ჰქონდა 8,8 მლნ ლარი. 2012 წელთან შედარებით გაზრდილია დასაქმებულთა რიცხოვნობაც, 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ეკონომიკის სამინისტროში მომუშავეთა რიცხვიანობა 723-ს შეადგენს, როცა 2012 წელს ეს ციფრი 611 იყო.

2014 წლის ბიუჯეტის პროექტით იზრდება იუსტიციის სამინისტროში დასაქმებულთა შრომითი ანაზღაურებისთვის გამოყოფილი დაფინანსებაც. კერძოდ, თუ 2012 წლის ბიუჯეტით ამ უწყების შრომითი ანაზღაურებისთვის გამოყოფილი იყო 23,998 მლნ ლარი, 2014 წლის ბიუჯეტის პროექტით ეს მონაცემი 37,495 მლნ ლარს შეადგენს. სახელფასო ფონდისგან განსხვავებით, 2014 წლის ბიუჯეტის პროექტით იუსტიციის სამინისტროში შემცირებულია მომუშავეთა რიცხვიანობა. თუ 2012 წელს უწყებაში 1875 ადამიანი მუშაობდა, 2014 წელს ეს რიცხვი 1787-მდე მცირდება.

მცირდება მომუშავეთა რაოდენობა თავდაცვის სამინისტროში. სამაგიეროდ, იზრდება ანაზღაურებისთვის გამოყოფილი დაფინანსების მოცულობა. 2012 წელს თავდაცვის უწყებაში ხელფასებზე გამოყოფილი იყო 307,865 მლნ ლარი, 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით კი, ეს რიცხვი 427,994 მლნ ლარამდე იზრდება.

თითქმის სამჯერ ეზრდება შრომითი ანაზღაურებისთვის გამოყოფილი დაფინანსება გარემოს დაცვის სამინისტროს. ასევე ორჯერ მეტჯერ იზრდება უწყებაში მომუშავეთა რიცხვი. თუ 2012 წლის ბიუჯეტით ამ უწყებაში მუშაობდა 814 ადამიანი, შრომითი ანაზღაურებისთვის კი ბიუჯეტიდან გამოყოფილი იყო 6,031 მლნ ლარი. 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, გარემოს დაცვის სამინისტროში მომუშავეთა რიცხვი 1 916 ადამიანამდე იზრდება, ხელფასებისთვის თანხა კი 16,460 მლნ-მდე.

გაზრდილია როგორც დასაქმებულთა რაოდენობა, ასევე სახელფასო ფონდი სოფლის მეურნეობის სამინისტროში. თუ "ნაციონალების" მმართველობის დროს, 2012 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროში 603 ადამიანი მუშაობდა და შრომითი ანაზღაურებისთვის გამოყოფილი იყო 8,178 მლნ ლარი, 2014 წლის ბიუჯეტის მიხედვით, მომუშავეთა რიცხვიანობა 1 212-მდე იზრდება, სახელფასო ფონდი კი 19,065 მლნ ლარამდე.

გარდა აღნიშნული სამინისტროებისა, თითქმის ყველა უწყებაში სახელფასო ფონდიც და დასაქმებულთა რაოდენობაც გაზრდილია.

იურისტი ლევან ალაფიშვილი ამბობს, რომ 2014 წლის ბიუჯეტში თანამშრომელთა 1,8%-იანი ზრდა სახელფასო ფონდის 25%-იანი ზრდის გამართლებისთვისაა ნაჩვენები. ამის გარეშე კრიტიკა, რომ მთავრობა საჯარო სექტორში ხელფასებს ზრდის და გაზრდილი მადა აქვს, უფრო საფუძვლიანი იქნებოდა. ბიუჯეტის პროექტში სახელფასო ფონდისა და მომუშავეთა რიცხოვნობის ზრდა გარკვეული მანიპულაციების ჩატარების გამო ხდება.

"წლიური ბიუჯეტის კანონით განისაზღვრება საჯარო სამსახურში თანამდებობის რიცხოვნობა, რომლითაც ხდება ბიუჯეტის გაანგარიშება. ეს ერთგვარი საწყისი წერტილია ათვლებისთვის, მაგრამ არ არის დასაქმებულების რეალური მაჩვენებელი. ეს არის ე.წ. ზედა ჭერი, რომლის ფარგლებშიც ხდება თანამშრომლების მიღება-გათავისუფლება, სახელფასო ფონდის გაანგარიშება და ა.შ.

სწორედ აქ ხდება ტრადიციულად მანიპულირება: სამინისტროსა თუ სხვა საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი მომდევნო წლის დაგეგმვისას იღებს თანამშრომელთა მაქსიმალურ რაოდენობას, ბიუჯეტი და სახელფასო ფონდიც, შესაბამისად, მაქსიმალურად მტკიცდება. ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ ეს შტატები არ ივსება (რჩება ვაკანსიები) ხარჯვისას კი ეს ყველაფერი აძლევს დაწესებულების ხელმძღვანელს სახელფასო ფონდში "აღმოჩენილი" რეზერვის ხარჯზე თავისუფლად მიიღოს გადაწყვეტილებები თანამშრომელთა სახელფასო თუ პრემიალური უზრუნველყოფის თაობაზე; ანუ საჯარო სექტორში რამდენი მოხელეა საჭირო არავინ იცის. ეს მონაცემები არ არის ობიექტურად განსაზღვრული და პროგნოზირებული.

თავის მხრივ, ეს განაპირობებს საჯარო სექტორში დასაქმებულთა რიცხოვნობისა თუ ფინანსურ-მატერიალური უზრუნველყოფის საკითხებზე სუბიექტური გადაწყვეტილებების მიღებას, თანაც ისე, რომ ამით კანონი არ ირღვევა", - აცხადებს "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას ლევან ალაფიშვილი.

ელზა წიკლაური

გაზეთი ”რეზონანსი”

იხილეთ ასევე: - უფსკრული ხელფასებს შორის საქართველოში

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია