მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოფო შევარდნაძის ემოციური წერილი პატრიარქს
სოფო შევარდნაძის ემოციური წერილი პატრიარქს

სა­პატ­რი­არ­ქოს ან­დრია პირ­ველ­წო­დე­ბუ­ლის ქარ­თულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ხელ­ნა­წე­რი წიგნ-ალ­ბო­მის "წე­რი­ლე­ბი პატ­რი­არ­ქს" მე­ო­რე ნა­წი­ლის პრე­ზენ­ტა­ცია შედ­გა.

წიგნ­ში წმინ­და სი­ნო­დის წევ­რე­ბის, პო­ლი­ტი­კუ­რი და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­ე­ბის, ხე­ლო­ვა­ნე­ბის პატ­რი­არ­ქი­სად­მი ხელ­ნა­წე­რი წე­რი­ლე­ბია და­ბეჭ­დი­ლი, სა­დაც ისი­ნი უწ­მინ­დეს სა­კუ­თარ სი­ხა­რულს, წარ­მა­ტე­ბას და ტკი­ვილს უზი­ა­რე­ბენ.

გთა­ვა­ზობთ სოფო შე­ვარ­დნა­ძის პატ­რი­არ­ქი­სად­მი მი­წე­რილ პი­რად წე­რილს.

"თქვე­ნო უწ­მინ­დე­სო­ბავ,

გწერთ ერთი ნაც­რის­ფე­რი დი­ლის მი­წუ­რულს. მოს­კოვ­ში უკვე რა­ხა­ნია მზი­ა­ნი ყინ­ვა გა­და­უ­ღე­ბელ­მა წვი­მამ და დამ­ხო­ბილ­მა ცამ შეც­ვა­ლა. ჩემს წინ, ფან­ჯრის რა­ფა­ზე მი­დევს ია­პო­ნუ­რი სი­ცო­ცხლის ხე, რო­მე­ლიც თქვენ მა­ჩუ­ქეთ. ამ ხეს ხში­რად ვუ­ყუ­რებ და მჯე­რა სი­ცო­ცხლის სას­წა­უ­ლის. თქვენ არა მარ­ტო ხე მა­ჩუ­ქეთ, ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი - სი­ცო­ცხლის სას­წა­ულ­ში რწმე­ნა შემ­ძი­ნეთ. ვუ­ყუ­რებ ამ ხეს როცა წვიმს, როცა დღე­ო­ბით ვერ ვხე­დავ ცას და მა­ინც მი­ხა­რია ცხოვ­რე­ბა; მი­ხა­რია მშვი­დად, ჩემ­თვის, გუ­ლის სიღ­რმე­ში, არა რო­გორც ადრე, თავ­ქა­რი­ა­ნი სუ­ლის­კვე­თე­ბით. თქვე­ნო უწ­მინ­დე­სო­ბავ, თქვენ მას­წავ­ლეთ რომ ცხოვ­რე­ბა მუდ­მი­ვი სას­წა­უ­ლია, აუჩ­ქა­რე­ბე­ლი და უწყვე­ტი, რო­გორც ჩემი მშვი­დი და ფა­რუ­ლი სი­ხა­რუ­ლი...

ვხვდე­ბი ახლა რაც თქვე­ნის წყა­ლო­ბით რაც ჩემ­ში უპი­რო­ბო სიყ­ვა­რუ­ლის უნა­რი აღ­მო­ვა­ჩი­ნე. ის აღ­დგო­მა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იყო: ჩემი პირ­ვე­ლი მარ­ხვა, პირ­ვე­ლი აღ­სა­რე­ბა, ზი­ა­რე­ბა, თქვენ­თან შეხ­ვედ­რა. ამ შეხ­ვედ­რამ გა­ნა­პი­რო­ბა ის, რომ მე დღეს ასე მიყ­ვარს - სიყ­ვა­რუ­ლი...

უდი­დე­სი მო­წი­წე­ბით და სიყ­ვა­რუ­ლით, სოფო.

მოს­კო­ვი, 12.02.2013."

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ:

- ლე­ვან ვა­სა­ძის პი­რა­დი წე­რი­ლი პარ­ტი­არ­ქს: ჩემი უსა­მარ­ცხვი­ნო­ე­სი საქ­ცი­ე­ლე­ბის მიღ­მაც კი...

- ივა­ნიშ­ვი­ლის პი­რა­დი წე­რი­ლი პატ­რი­არ­ქს

სოფო შევარდნაძის ემოციური წერილი პატრიარქს

სოფო შევარდნაძის ემოციური წერილი პატრიარქს

საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის ქართულ უნივერსიტეტში ხელნაწერი წიგნ-ალბომის "წერილები პატრიარქს" მეორე ნაწილის პრეზენტაცია შედგა.

წიგნში წმინდა სინოდის წევრების, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეების, ხელოვანების პატრიარქისადმი ხელნაწერი წერილებია დაბეჭდილი, სადაც ისინი უწმინდეს საკუთარ სიხარულს, წარმატებას და ტკივილს უზიარებენ.

გთავაზობთ სოფო შევარდნაძის პატრიარქისადმი მიწერილ პირად წერილს.

"თქვენო უწმინდესობავ,

გწერთ ერთი ნაცრისფერი დილის მიწურულს. მოსკოვში უკვე რახანია მზიანი ყინვა გადაუღებელმა წვიმამ და დამხობილმა ცამ შეცვალა. ჩემს წინ, ფანჯრის რაფაზე მიდევს იაპონური სიცოცხლის ხე, რომელიც თქვენ მაჩუქეთ. ამ ხეს ხშირად ვუყურებ და მჯერა სიცოცხლის სასწაულის. თქვენ არა მარტო ხე მაჩუქეთ, ყველაზე მთავარი - სიცოცხლის სასწაულში რწმენა შემძინეთ. ვუყურებ ამ ხეს როცა წვიმს, როცა დღეობით ვერ ვხედავ ცას და მაინც მიხარია ცხოვრება; მიხარია მშვიდად, ჩემთვის, გულის სიღრმეში, არა როგორც ადრე, თავქარიანი სულისკვეთებით. თქვენო უწმინდესობავ, თქვენ მასწავლეთ რომ ცხოვრება მუდმივი სასწაულია, აუჩქარებელი და უწყვეტი, როგორც ჩემი მშვიდი და ფარული სიხარული...

ვხვდები ახლა რაც თქვენის წყალობით რაც ჩემში უპირობო სიყვარულის უნარი აღმოვაჩინე. ის აღდგომა განსაკუთრებული იყო: ჩემი პირველი მარხვა, პირველი აღსარება, ზიარება, თქვენთან შეხვედრა. ამ შეხვედრამ განაპირობა ის, რომ მე დღეს ასე მიყვარს - სიყვარული...

უდიდესი მოწიწებით და სიყვარულით, სოფო.

მოსკოვი, 12.02.2013."

ასევე დაგაინტერესებთ:

- ლევან ვასაძის პირადი წერილი პარტიარქს: ჩემი უსამარცხვინოესი საქციელების მიღმაც კი...

- ივანიშვილის პირადი წერილი პატრიარქს

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია