პოლიტიკა
მოზაიკა
მსოფლიო

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სიახლე: გაყიდული საქონელი უკან არ მიიღება – ასეთ წარწერებს მაღაზიები მალე ვეღარ გააკეთებენ
სიახლე: გაყიდული საქონელი უკან არ მიიღება – ასეთ წარწერებს მაღაზიები მალე ვეღარ გააკეთებენ

გა­ყი­დუ­ლი სა­ქო­ნე­ლი უკან არ მი­ი­ღე­ბა - ასეთ წარ­წე­რებს მა­ღა­ზი­ე­ბი მალე ვე­ღარ გა­ა­კე­თე­ბენ. მომ­ხმა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის კუ­თხით კა­ნონპ­რო­ექ­ტი უკვე მზად არის.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ასე­თი წარ­წე­რის გა­კე­თე­ბა კა­ნონ­მდებ­ლო­ბით აკ­რძა­ლუ­ლი არ იქ­ნე­ბა, კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, იგი უბ­რა­ლოდ აზრს და­კარ­გავს, რად­გან მომ­ხმა­რე­ბელს სა­ქო­ნე­ლის უკან დაბ­რუ­ნე­ბაც შე­ეძ­ლე­ბა.

მა­გა­ლი­თად, თუ თქვენ შარ­ვალს, ან მა­ი­სურს იყი­დით და სახ­ლში აღ­მო­ა­ჩენთ, რომ ფერი აღარ მოგ­წონთ, ან უბ­რა­ლოდ ზო­მა­ში ოდ­ნავ პა­ტა­რა გაქვთ, ან სხვა მი­ზე­ზი გექ­ნე­ბათ მის და­საბ­რუ­ნებ­ლად, გა­დაც­ვლის უფ­ლე­ბა მა­ინც გექ­ნე­ბათ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ნა­ყიდ სა­მოსს ნაკ­ლი არ აქვს.

ახა­ლი კა­ნო­ნი მათ­თვი­საც სი­ახ­ლე იქ­ნე­ბა, ვინც ონ­ლა­ინ­ში ვაჭ­რობს. თუ თქვენ სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან ფეხ­საც­მელს გა­მო­ი­წერთ, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ფო­ტო­ზე გაქვთ ნა­ნა­ხი, მისი მი­ღე­ბი­დან გექ­ნე­ბათ ორი კვი­რა, რომ თუ არ მო­გერ­გოთ, მას­ზე უარი თქვათ.

რაც შე­ე­ხე­ბა ნაკ­ლი­ან პრო­დუქტს, დღე­საც მოქ­მე­დებს კა­ნო­ნი, რომ თუ პრო­დუქ­ცი­ას აქვს ნაკ­ლი, მომ­ხმა­რე­ბელს შე­უძ­ლია ეს ნაკ­ლი კომ­პა­ნი­ას, ან მა­ღა­ზი­ას გა­მო­ას­წო­რე­ბი­ნოს, მაგ­რამ ამ უფ­ლე­ბის გა­უქ­მე­ბა, ან შე­ზღუდ­ვა კერ­ძო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით ე.წ. სა­გა­რან­ტიო წე­რი­ლით შე­საძ­ლე­ბე­ლია. ახა­ლი კა­ნო­ნის მი­ღე­ბის შემ­დეგ, მომ­ხმა­რე­ბელს უფ­ლე­ბა ექ­ნე­ბა ნაკ­ლის შემ­თხვე­ვა­ში, მა­ღა­ზი­ას ნაკ­ლის გა­მოს­წო­რე­ბის, დაბ­რუ­ნე­ბის, ან გაც­ვლის მო­თხოვ­ნით 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ან ვარ­გი­სი­ა­ნო­ბის ვა­დის ამო­წურ­ვამ­დე მი­მარ­თოს. ამ უფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა კერ­ძო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით, რა­ზეც არ უნდა მო­ა­წე­რი­ნონ მო­ქა­ლა­ქეს ხელი პრო­დუქ­ცი­ის ყიდ­ვი­სას. მტკი­ცე­ბის ტვირ­თი კი, თუ ვინ და­ა­ზი­ა­ნა ნივ­თი, მე­წარ­მე­ზე გა­და­დის.

სი­ახ­ლე ფას­დაკ­ლე­ბის მოყ­ვა­რულ­თათ­ვი­საც არის. მა­გა­ლი­თად, თუ მა­ღა­ზია გა­მო­ა­ცხა­დებს ფას­დაკ­ლე­ბას, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი პრო­დუქ­ცი­ას ჩვე­უ­ლებ­რივ ფა­სად გა­ყი­დის, ან თუ რო­მე­ლი­მე მა­ღა­ზი­ა­ში შექ­მნი­ან შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას, რომ ლიკ­ვი­და­ცი­აა, ან რა­ი­მე სხვა მსგავს მარ­კე­ტინ­გულ ხრიკს მი­მარ­თა­ვენ. მომ­ხმა­რებ­ლის­თვის ეს ყვე­ლა­ფე­რი ნაკ­ლად ჩა­ით­ვლე­ბა - ანუ, ნაკ­ლის გან­მარ­ტე­ბა ფარ­თოვ­დე­ბა.

თუ თქვენ მცდა­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა შე­გიქ­მნეს ნივთზე, რეკ­ლა­მით ან რა­ი­მე მარ­კე­ტინ­გუ­ლი ხრი­კით, ან წარ­წე­რით, ან გამ­ყიდ­ვე­ლის სა­უბ­რით, ანუ "და­გა­ბო­ლეს", ეს უკვე ნაკ­ლი იქ­ნე­ბა და თქვენ უფ­ლე­ბა გექ­ნე­ბათ მიხ­ვი­დეთ მა­ღა­ზი­ა­ში და მო­ი­თხო­ვოთ ის, რა­საც სი­ნამ­დვი­ლე­ში გპირ­დე­ბოდ­ნენ, ან და­უბ­რუ­ნოთ ნა­ყი­დი ნივ­თი.

ჯერ­ჯე­რო­ბით კა­ნონპ­რო­ექ­ტი მე­წარ­მე­ბის­თვის ასეთ შემ­თხვე­ვებ­ში სან­ქცი­ებს არ ით­ვა­ლის­წი­ნებს.

რაც შე­ე­ხე­ბა საკ­ვებ პრო­დუქტს, თუ თქვენ იყი­დით საკ­ვებს, მისი დაბ­რუ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მას აღ­მო­აჩ­ნდა ნაკ­ლი. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, ან ფული უნდა მო­ი­თხო­ვოთ, ან უნდა გა­მო­აც­ვლე­ვი­ნოთ.

"ნაკ­ლი­ა­ნი ყვე­ლა­ფე­რი ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა დაბ­რუ­ნე­ბას, ან გა­მოც­ვლას", - გან­მარ­ტავს ლია თო­დუა, რო­მე­ლიც კა­ნონპ­რო­ექ­ტის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში აქ­ტი­უ­რად იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

თუ მა­გა­ტყუ­ეს, დე­ფექ­ტი­ა­ნი სა­მო­სი იყი­დეთ და მა­ღა­ზია მას აღარ იბ­რუ­ნებს, ან თუ გა­მო­ა­ცხა­დეს Sale, ნივ­თი იგი­ვე ფა­სად იყი­დეთ, რაც ფას­დაკ­ლე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბამ­დე იყო და თქვენს უფ­ლე­ბებს სა­თა­ნა­დოდ ვერ იცავთ, ან თუ ზო­გა­დად ფიქ­რობთ, რომ თქვე­ნი, რო­გორც მომ­ხმა­რებ­ლის უფ­ლე­ბა და­ირ­ღვა, ამის­თვის თქვენ ომ­ბუდსმე­ნი მო­გემ­სა­ხუ­რე­ბათ. მომ­ხმა­რე­ბელ­თა და­ვე­ბის გა­და­წყვე­ტის­თვის სა­ხელ­მწი­ფო ახალ თა­ნამ­დე­ბო­ბას შექ­მნის.

P.შ. ნივ­თი, რო­მელ­საც და­აბ­რუ­ნებთ, ნახ­მა­რი არ უნდა იყოს და მას გა­სა­ყი­დი სახე უნდა ჰქონ­დეს შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი.

მინ­დია აფ­ცი­ა­უ­რი

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სიახლე: გაყიდული საქონელი უკან არ მიიღება – ასეთ წარწერებს მაღაზიები მალე ვეღარ გააკეთებენ

სიახლე: გაყიდული საქონელი უკან არ მიიღება – ასეთ წარწერებს მაღაზიები მალე ვეღარ გააკეთებენ

გაყიდული საქონელი უკან არ მიიღება - ასეთ წარწერებს მაღაზიები მალე ვეღარ გააკეთებენ. მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით კანონპროექტი უკვე მზად არის.

მიუხედავად იმისა, რომ ასეთი წარწერის გაკეთება კანონმდებლობით აკრძალული არ იქნება, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, იგი უბრალოდ აზრს დაკარგავს, რადგან მომხმარებელს საქონელის უკან დაბრუნებაც შეეძლება.

მაგალითად, თუ თქვენ შარვალს, ან მაისურს იყიდით და სახლში აღმოაჩენთ, რომ ფერი აღარ მოგწონთ, ან უბრალოდ ზომაში ოდნავ პატარა გაქვთ, ან სხვა მიზეზი გექნებათ მის დასაბრუნებლად, გადაცვლის უფლება მაინც გექნებათ მიუხედავად იმისა, რომ ნაყიდ სამოსს ნაკლი არ აქვს.

ახალი კანონი მათთვისაც სიახლე იქნება, ვინც ონლაინში ვაჭრობს. თუ თქვენ საზღვარგარეთიდან ფეხსაცმელს გამოიწერთ, რომელიც მხოლოდ ფოტოზე გაქვთ ნანახი, მისი მიღებიდან გექნებათ ორი კვირა, რომ თუ არ მოგერგოთ, მასზე უარი თქვათ.

რაც შეეხება ნაკლიან პროდუქტს, დღესაც მოქმედებს კანონი, რომ თუ პროდუქციას აქვს ნაკლი, მომხმარებელს შეუძლია ეს ნაკლი კომპანიას, ან მაღაზიას გამოასწორებინოს, მაგრამ ამ უფლების გაუქმება, ან შეზღუდვა კერძო ხელშეკრულებით ე.წ. საგარანტიო წერილით შესაძლებელია. ახალი კანონის მიღების შემდეგ, მომხმარებელს უფლება ექნება ნაკლის შემთხვევაში, მაღაზიას ნაკლის გამოსწორების, დაბრუნების, ან გაცვლის მოთხოვნით 2 წლის განმავლობაში ან ვარგისიანობის ვადის ამოწურვამდე მიმართოს. ამ უფლების შეზღუდვა შეუძლებელი გახდება კერძო ხელშეკრულებით, რაზეც არ უნდა მოაწერინონ მოქალაქეს ხელი პროდუქციის ყიდვისას. მტკიცების ტვირთი კი, თუ ვინ დააზიანა ნივთი, მეწარმეზე გადადის.

სიახლე ფასდაკლების მოყვარულთათვისაც არის. მაგალითად, თუ მაღაზია გამოაცხადებს ფასდაკლებას, სინამდვილეში კი პროდუქციას ჩვეულებრივ ფასად გაყიდის, ან თუ რომელიმე მაღაზიაში შექმნიან შთაბეჭდილებას, რომ ლიკვიდაციაა, ან რაიმე სხვა მსგავს მარკეტინგულ ხრიკს მიმართავენ. მომხმარებლისთვის ეს ყველაფერი ნაკლად ჩაითვლება - ანუ, ნაკლის განმარტება ფართოვდება.

თუ თქვენ მცდარი შთაბეჭდილება შეგიქმნეს ნივთზე, რეკლამით ან რაიმე მარკეტინგული ხრიკით, ან წარწერით, ან გამყიდველის საუბრით, ანუ "დაგაბოლეს", ეს უკვე ნაკლი იქნება და თქვენ უფლება გექნებათ მიხვიდეთ მაღაზიაში და მოითხოვოთ ის, რასაც სინამდვილეში გპირდებოდნენ, ან დაუბრუნოთ ნაყიდი ნივთი.

ჯერჯერობით კანონპროექტი მეწარმებისთვის ასეთ შემთხვევებში სანქციებს არ ითვალისწინებს.

რაც შეეხება საკვებ პროდუქტს, თუ თქვენ იყიდით საკვებს, მისი დაბრუნება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას აღმოაჩნდა ნაკლი. ასეთ შემთხვევაში, ან ფული უნდა მოითხოვოთ, ან უნდა გამოაცვლევინოთ.

"ნაკლიანი ყველაფერი ექვემდებარება დაბრუნებას, ან გამოცვლას", - განმარტავს ლია თოდუა, რომელიც კანონპროექტის შემუშავებაში აქტიურად იღებდა მონაწილეობას.

თუ მაგატყუეს, დეფექტიანი სამოსი იყიდეთ და მაღაზია მას აღარ იბრუნებს, ან თუ გამოაცხადეს Sale, ნივთი იგივე ფასად იყიდეთ, რაც ფასდაკლების გამოცხადებამდე იყო და თქვენს უფლებებს სათანადოდ ვერ იცავთ, ან თუ ზოგადად ფიქრობთ, რომ თქვენი, როგორც მომხმარებლის უფლება დაირღვა, ამისთვის თქვენ ომბუდსმენი მოგემსახურებათ. მომხმარებელთა დავების გადაწყვეტისთვის სახელმწიფო ახალ თანამდებობას შექმნის.

P.შ. ნივთი, რომელსაც დააბრუნებთ, ნახმარი არ უნდა იყოს და მას გასაყიდი სახე უნდა ჰქონდეს შენარჩუნებული.

მინდია აფციაური

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია