მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ატყუებენ სუპერმარკეტები მომხმარებელს
როგორ ატყუებენ სუპერმარკეტები მომხმარებელს

სუ­პერ­მარ­კე­ტებ­ში მომ­ხმა­რე­ბელს ატყუ­ე­ბენ. პრობ­ლე­მა ხან ფა­სებს უკავ­შირ­დე­ბა, ხან სას­წო­რის უზუს­ტო­ბას, ხოლო ეტი­კე­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მუდ­მი­ვად არის ხარ­ვე­ზი.

მომ­ხმა­რებ­ლე­ბის მხრი­დან სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბე­ბის არ­ცოდ­ნა სა­ვაჭ­რო ქსე­ლე­ბის მფლო­ბე­ლებს მათ მო­ტყუ­ე­ბას კი­დევ უფრო უად­ვი­ლებს, რის გა­მოც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ად­ვი­ლად შე­დი­ან შეც­დო­მა­ში. ერ­თა­დერ­თი ორ­გა­ნო, რო­მელ­საც შე­იძ­ლე­ბა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებ­მა მი­მარ­თონ, შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რია. თუმ­ცა, ამის შე­სა­ხებ მათ არ იცი­ან და სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას ვერ ახერ­ხე­ბენ.

სუ­პერ­მარ­კე­ტი, რო­მე­ლიც გლ­და­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ახ­ლა­ხან გა­მოჩ­ნდა და "და­ბა­ლი ფა­სე­ბით" იზი­დავს მომ­ხმა­რე­ბელს, სი­ნამ­დვი­ლე­ში მყიდ­ვე­ლი შეც­დო­მა­ში შეჰ­ყავს. ზო­გი­ერ­თი ამას მხო­ლოდ სა­ლა­როს­თან ხვდე­ბა, რო­დე­საც სა­ყიდ­ლად შერ­ჩე­ულ ნივთში თან­ხის გა­დახ­და უწევს. უმე­ტე­სო­ბა ვერც ამ­ჩნევს სხვა­ო­ბას და "იაფ პრო­დუქტს" სი­ნამ­დვი­ლე­ში ძვი­რად ყი­დუ­ლობს.

"რე­ზო­ნან­სის" ერთ-ერთი თა­ნამ­შრომ­ლის მიერ ტყუ­ილ­ში გა­მო­ჭე­რილ­მა გამ­ყიდ­ველ­მა თავი იმით გა­ი­მარ­თლა, რომ კომ­პი­უ­ტერ­ში შე­ტა­ნი­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით ჰყი­დის პრო­დუქტს და დახ­ლებ­თან მი­თი­თე­ბულ ციფ­რებ­თან არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო.

"სუ­პერ­მარ­კეტ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 11 ლა­რამ­დე ღი­რე­ბუ­ლე­ბის პრო­დუქ­ტი ვი­ყი­დე. თუმ­ცა, სა­ლა­როს­თან მი­სულს 12,50 ლა­რის გა­დახ­და დამ­ჭირ­და, სი­გა­რე­ტიც კი, რო­მე­ლიც მო­ლა­რის ცხვირ­წინ იყი­დე­ბო­და და 1,65 ლარი ედო, სი­ნამ­დვი­ლე­ში 1,70 ლარი ღირ­და. რო­დე­საც რამ­დე­ნი­მე და­სა­ხე­ლე­ბის პრო­დუქტს ვყი­დუ­ლობ, ამ სხვა­ო­ბას ვერც ვამ­ჩნევ, შე­იძ­ლე­ბა, უსირ­ცხვი­ლოდ მო­მა­ტყუ­ონ. თითო-ორო­ლა ნივ­თის შე­ძე­ნი­სას ტყუ­ი­ლი აშ­კა­რავ­დე­ბა, მაგ­რამ გამ­ყიდ­ვე­ლე­ბი აქეთ გად­მო­დი­ან თავ­დას­ხმა­ზე და ცდი­ლო­ბენ, მა­ღა­ლი ფასი გა­ა­მარ­თლონ. ჩემს შემ­თხვე­ვა­ში, მა­ღა­ზი­ის კო­ლექ­ტივ­მა ისიც კი მი­თხრა, მი­თი­თე­ბულ ფა­სად დის­ტრი­ბუ­ტო­რებს აქვთ შე­მო­ტა­ნი­ლიო, რა­მაც კი­დევ უფრო აღ­მაშ­ფო­თა. გა­მო­დის, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი სუ­პერ­მარ­კე­ტი დღე­ში ასო­ბით მომ­ხმა­რე­ბელს ატყუ­ებს. სამ­წუ­ხა­როდ, ეს არ არის გა­მო­ნაკ­ლი­სი შემ­თხვე­ვა, მსგავს ხერ­ხებს მა­ღა­ზი­ე­ბი ხში­რად მი­მარ­თა­ვენ და ყო­ველ ნა­ბიჯ­ზე ცდი­ლო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბის მო­ტყუ­ე­ბას. სა­კუ­თარ თავს თუ არ და­ვი­ცავთ, პრობ­ლე­მას ვე­რაფ­რით მო­ვაგ­ვა­რებთ და მუდ­მი­ვად შე­ეც­დე­ბი­ან ჩვენს მო­ტყუ­ე­ბას", - ამ­ბობს სუ­პერ­მარ­კე­ტის და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მომ­ხმა­რე­ბე­ლი.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით "რე­ზო­ნან­სი" მომ­ხმა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცავ ასო­ცი­ა­ცია "ეტიკს" და­უ­კავ­შირ­და. კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ამი­რან შენ­გე­ლი­ას თქმით, თბი­ლის­ში მომ­ხმა­რებ­ლე­ბის მო­ტყუ­ე­ბის ფაქ­ტე­ბი ბოლო დროს გახ­შირ­და, რისი მი­ზე­ზიც სა­ვაჭ­რო ქსე­ლე­ბის კონ­ტრო­ლის შე­სუს­ტე­ბაა.

"ბევ­რი ადა­მი­ა­ნი წი­ნას­წარ ვერ ან­გა­რი­შობს, რა ღი­რე­ბუ­ლე­ბის პრო­დუქ­ტი აქვს შერ­ჩე­უ­ლი. ფასს სა­ლა­როს­თან იგებს და მო­ლა­რის მიერ და­ან­გა­რი­შე­ბულ თან­ხას უსი­ტყვოდ იხ­დის. ეს პრო­ცე­სი რო­გორ­მე უნდა გა­ა­კონ­ტრო­ლოს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხურ­მა. ეს ერ­თა­დერ­თი ორ­გა­ნოა, რო­მელ­საც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებ­მა უნდა მი­მარ­თონ და მო­ი­თხო­ვონ და­ნა­კარ­გის ანა­ზღა­უ­რე­ბა. ყვე­ლა ტყუ­ის, მა­ღა­ზი­ის მფლო­ბე­ლიც და გამ­ყიდ­ვე­ლიც, თუმ­ცა, ბო­ლოს ამ უკა­ნას­კნელს აწ­მენ­დენ ხელს. უხე­შად რომ ვთქვათ, ყვე­ლა ასე­თი და­ნა­შა­უ­ლი სა­ვაჭ­რო ქსე­ლე­ბის მფლო­ბე­ლე­ბის ნა­მა­ი­მუ­ნა­რია და ამის გამო მათ პა­სუ­ხი უნდა აგონ", - აცხა­დებს ამი­რან შენ­გე­ლია.

გარ­და იმი­სა, რომ მომ­ხმა­რებ­ლებს ფას­სა და პრო­დუქ­ტის ხა­რისხში ატყუ­ე­ბენ, წო­ნა­შიც იტყუ­ე­ბი­ან. ელექტრო­სას­წო­რი, რომ­ლის სი­ზუს­ტე­შიც რა­ტომ­ღაც ეჭვი აქამ­დე არ შეგ­ვპარ­ვია, ხში­რად ზუს­ტი არ არის. ეს კი­დევ ერთი გა­მო­ნაკ­ლი­სი შემ­თხვე­ვაა, როცა კონ­ტრო­ლი არ არ­სე­ბობს და და­ზა­რა­ლე­ბულს თა­ვი­სი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა არ შე­უძ­ლია იმ მარ­ტი­ვი მი­ზე­ზის გამო, რომ კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ასეთ "მცი­რე დარ­ღვე­ვებ­ზე" არ ვრცელ­დე­ბა და მხო­ლოდ "დიდი და­ნა­კარ­გის" ფაქ­ტებ­ზე რე­ა­გი­რებს.

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, კა­ნონ­მდებ­ლო­ბის ამ ხარ­ვეზს აქ­ტი­უ­რად იყე­ნე­ბენ სა­ვაჭ­რო ქსე­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და ელექტრო-სას­წო­რე­ბის და­კა­ლიბ­რე­ბა თვით­ნე­ბუ­რად, მა­თი­ვე სა­სარ­გებ­ლოდ გა­და­წყვი­ტეს. მით უმე­ტეს, რომ წო­ნის კონ­ტრო­ლი არ ხორ­ცი­ელ­დე­ბა და გამ­ყიდ­ველს მყიდ­ვე­ლის მო­ტყუ­ე­ბის მეტი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ექ­მნე­ბა.

"წო­ნა­ში მო­ტყუ­ე­ბის ფაქ­ტი გან­სა­კუთ­რე­ბით მას შემ­დეგ გახ­შირ­და, რაც ელექტრო­სას­წო­რის და­კა­ლიბ­რე­ბის მო­თხოვ­ნა არა­სა­ვალ­დე­ბუ­ლო გახ­და. მყიდ­ვე­ლი მა­ღა­ზი­ის მე­პატ­რო­ნის სინ­დის­ზეა მინ­დო­ბი­ლი, რი­თაც ბევ­რი სარ­გებ­ლობს და მომ­ხმა­რე­ბელს ატყუ­ებს. სა­ვა­რა­უ­დოდ, უა­რე­სი სი­ტუ­ა­ცი­აა ბაზ­რებ­ში. უნდა ვე­ლო­დოთ, რომ ყველ­გან შე­იძ­ლე­ბა მოგ­ვა­ტყუ­ონ. ცალ­კე პრობ­ლე­მაა, რომ ვე­რა­ვის მივ­მარ­თავთ სა­ჩივ­რით, მნიშ­ვნე­ლო­ვან ზა­რა­ლი თუ არ მი­ად­გა, მცი­რე და­ნა­კარ­გზე კა­ნონ­მდებ­ლო­ბა არ რე­ა­გი­რებს. ფაქ­ტობ­რი­ვად, კონ­ტრო­ლის მე­ქა­ნიზ­მი არ არ­სე­ბობს", - ამ­ბობს ლია თო­დუა, სურ­სა­თის სფე­როს სპე­ცი­ა­ლის­ტი.

მომ­ხმა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ა­ში აცხა­დე­ბენ, რომ მსგავ­სი ფაქ­ტე­ბი საკ­მა­ოდ ხში­რია აგ­რა­რულ ბაზ­რებ­ში. კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის, მა­დო­ნა კო­ი­ძის თქმით, იტყუ­ე­ბი­ან ქარ­თუ­ლი სა­წარ­მო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც და მომ­ხმა­რე­ბელს საკ­მა­ოდ ხში­რად ეტი­კე­ტის შე­უ­სა­ბა­მო ხა­რის­ხი­სა და მო­ცუ­ლო­ბის ნა­წარმს სთა­ვა­ზო­ბენ.

"აგ­რა­რულ ბაზ­რებ­ში, ძი­რი­თა­დად, ხე­ლის სას­წორს იყე­ნე­ბენ, სა­დაც ცდო­მი­ლე­ბა დი­დია და გა­დახ­დი­ლი თან­ხა შე­ძე­ნი­ლი სა­ქონ­ლის წო­ნას არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, მომ­ხმა­რე­ბელს ატყუ­ე­ბენ კომ­პა­ნი­ე­ბიც. გვაქვს უამ­რა­ვი ფაქ­ტი, როცა და­ფა­სო­ე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტის ეტი­კეტ­ზე მი­თი­თე­ბუ­ლი წონა შიგ­თავ­სის მო­ცუ­ლო­ბას არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით ეს ხდე­ბა ფქვი­ლის და ბურ­ღუ­ლე­უ­ლის შემ­თხვე­ვა­ში. წო­ნის პრობ­ლე­მა არ­სე­ბობს და ამის შე­სა­ხებ არა­ერ­თხელ გვი­სა­უბ­რია, კომ­პა­ნი­ე­ბიც დაგ­ვი­სა­ხე­ლე­ბია, მაგ­რამ პრობ­ლე­მა არ ამო­წუ­რუ­ლა. ცხა­დია, მომ­ხმა­რებ­ლის უფ­ლე­ბე­ბი უხე­შა­დაა დარ­ღვე­უ­ლი. მას აქვს ზა­რა­ლის ანა­ზღა­უ­რე­ბის უფ­ლე­ბა და შე­უძ­ლია, გამ­ყიდ­ველს და­ნაკ­ლი­სი და პრო­დუქ­ცი­ის შევ­სე­ბა მოს­თხო­ვოს. ეს უკა­ნას­კნე­ლი ვალ­დე­ბუ­ლია, ცდო­მი­ლე­ბა თა­ვად გა­მო­ას­წო­როს ან გა­დახ­დი­ლი თან­ხა და­აბ­რუ­ნოს", - აცხა­დებს მა­დო­ნა კო­ი­ძე.

მარი ჩი­ტა­ია

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

როგორ ატყუებენ სუპერმარკეტები მომხმარებელს

როგორ ატყუებენ სუპერმარკეტები მომხმარებელს

სუპერმარკეტებში მომხმარებელს ატყუებენ. პრობლემა ხან ფასებს უკავშირდება, ხან სასწორის უზუსტობას, ხოლო ეტიკეტებთან დაკავშირებით მუდმივად არის ხარვეზი.

მომხმარებლების მხრიდან საკუთარი უფლებების არცოდნა სავაჭრო ქსელების მფლობელებს მათ მოტყუებას კიდევ უფრო უადვილებს, რის გამოც მოქალაქეები ადვილად შედიან შეცდომაში. ერთადერთი ორგანო, რომელსაც შეიძლება დაზარალებულებმა მიმართონ, შემოსავლების სამსახურია. თუმცა, ამის შესახებ მათ არ იციან და საკუთარი უფლებების დაცვას ვერ ახერხებენ.

სუპერმარკეტი, რომელიც გლდანის ტერიტორიაზე ახლახან გამოჩნდა და "დაბალი ფასებით" იზიდავს მომხმარებელს, სინამდვილეში მყიდველი შეცდომაში შეჰყავს. ზოგიერთი ამას მხოლოდ სალაროსთან ხვდება, როდესაც საყიდლად შერჩეულ ნივთში თანხის გადახდა უწევს. უმეტესობა ვერც ამჩნევს სხვაობას და "იაფ პროდუქტს" სინამდვილეში ძვირად ყიდულობს.

"რეზონანსის" ერთ-ერთი თანამშრომლის მიერ ტყუილში გამოჭერილმა გამყიდველმა თავი იმით გაიმართლა, რომ კომპიუტერში შეტანილი მონაცემებით ჰყიდის პროდუქტს და დახლებთან მითითებულ ციფრებთან არაფერი აქვს საერთო.

"სუპერმარკეტში დაახლოებით 11 ლარამდე ღირებულების პროდუქტი ვიყიდე. თუმცა, სალაროსთან მისულს 12,50 ლარის გადახდა დამჭირდა, სიგარეტიც კი, რომელიც მოლარის ცხვირწინ იყიდებოდა და 1,65 ლარი ედო, სინამდვილეში 1,70 ლარი ღირდა. როდესაც რამდენიმე დასახელების პროდუქტს ვყიდულობ, ამ სხვაობას ვერც ვამჩნევ, შეიძლება, უსირცხვილოდ მომატყუონ. თითო-ოროლა ნივთის შეძენისას ტყუილი აშკარავდება, მაგრამ გამყიდველები აქეთ გადმოდიან თავდასხმაზე და ცდილობენ, მაღალი ფასი გაამართლონ. ჩემს შემთხვევაში, მაღაზიის კოლექტივმა ისიც კი მითხრა, მითითებულ ფასად დისტრიბუტორებს აქვთ შემოტანილიო, რამაც კიდევ უფრო აღმაშფოთა. გამოდის, რომ აღნიშნული სუპერმარკეტი დღეში ასობით მომხმარებელს ატყუებს. სამწუხაროდ, ეს არ არის გამონაკლისი შემთხვევა, მსგავს ხერხებს მაღაზიები ხშირად მიმართავენ და ყოველ ნაბიჯზე ცდილობენ ადამიანების მოტყუებას. საკუთარ თავს თუ არ დავიცავთ, პრობლემას ვერაფრით მოვაგვარებთ და მუდმივად შეეცდებიან ჩვენს მოტყუებას", - ამბობს სუპერმარკეტის დაზარალებული მომხმარებელი.

აღნიშნულთან დაკავშირებით "რეზონანსი" მომხმარებელთა უფლებების დამცავ ასოციაცია "ეტიკს" დაუკავშირდა. კომპანიის ხელმძღვანელის, ამირან შენგელიას თქმით, თბილისში მომხმარებლების მოტყუების ფაქტები ბოლო დროს გახშირდა, რისი მიზეზიც სავაჭრო ქსელების კონტროლის შესუსტებაა.

"ბევრი ადამიანი წინასწარ ვერ ანგარიშობს, რა ღირებულების პროდუქტი აქვს შერჩეული. ფასს სალაროსთან იგებს და მოლარის მიერ დაანგარიშებულ თანხას უსიტყვოდ იხდის. ეს პროცესი როგორმე უნდა გააკონტროლოს შემოსავლების სამსახურმა. ეს ერთადერთი ორგანოა, რომელსაც დაზარალებულებმა უნდა მიმართონ და მოითხოვონ დანაკარგის ანაზღაურება. ყველა ტყუის, მაღაზიის მფლობელიც და გამყიდველიც, თუმცა, ბოლოს ამ უკანასკნელს აწმენდენ ხელს. უხეშად რომ ვთქვათ, ყველა ასეთი დანაშაული სავაჭრო ქსელების მფლობელების ნამაიმუნარია და ამის გამო მათ პასუხი უნდა აგონ", - აცხადებს ამირან შენგელია.

გარდა იმისა, რომ მომხმარებლებს ფასსა და პროდუქტის ხარისხში ატყუებენ, წონაშიც იტყუებიან. ელექტროსასწორი, რომლის სიზუსტეშიც რატომღაც ეჭვი აქამდე არ შეგვპარვია, ხშირად ზუსტი არ არის. ეს კიდევ ერთი გამონაკლისი შემთხვევაა, როცა კონტროლი არ არსებობს და დაზარალებულს თავისი უფლებების დაცვა არ შეუძლია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ კანონმდებლობა ასეთ "მცირე დარღვევებზე" არ ვრცელდება და მხოლოდ "დიდი დანაკარგის" ფაქტებზე რეაგირებს.

როგორც აღმოჩნდა, კანონმდებლობის ამ ხარვეზს აქტიურად იყენებენ სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები და ელექტრო-სასწორების დაკალიბრება თვითნებურად, მათივე სასარგებლოდ გადაწყვიტეს. მით უმეტეს, რომ წონის კონტროლი არ ხორციელდება და გამყიდველს მყიდველის მოტყუების მეტი შესაძლებლობები ექმნება.

"წონაში მოტყუების ფაქტი განსაკუთრებით მას შემდეგ გახშირდა, რაც ელექტროსასწორის დაკალიბრების მოთხოვნა არასავალდებულო გახდა. მყიდველი მაღაზიის მეპატრონის სინდისზეა მინდობილი, რითაც ბევრი სარგებლობს და მომხმარებელს ატყუებს. სავარაუდოდ, უარესი სიტუაციაა ბაზრებში. უნდა ველოდოთ, რომ ყველგან შეიძლება მოგვატყუონ. ცალკე პრობლემაა, რომ ვერავის მივმართავთ საჩივრით, მნიშვნელოვან ზარალი თუ არ მიადგა, მცირე დანაკარგზე კანონმდებლობა არ რეაგირებს. ფაქტობრივად, კონტროლის მექანიზმი არ არსებობს", - ამბობს ლია თოდუა, სურსათის სფეროს სპეციალისტი.

მომხმარებელთა უფლებების ასოციაციაში აცხადებენ, რომ მსგავსი ფაქტები საკმაოდ ხშირია აგრარულ ბაზრებში. კომპანიის ხელმძღვანელის, მადონა კოიძის თქმით, იტყუებიან ქართული საწარმოების წარმომადგენლებიც და მომხმარებელს საკმაოდ ხშირად ეტიკეტის შეუსაბამო ხარისხისა და მოცულობის ნაწარმს სთავაზობენ.

"აგრარულ ბაზრებში, ძირითადად, ხელის სასწორს იყენებენ, სადაც ცდომილება დიდია და გადახდილი თანხა შეძენილი საქონლის წონას არ შეესაბამება. სამწუხაროდ, მომხმარებელს ატყუებენ კომპანიებიც. გვაქვს უამრავი ფაქტი, როცა დაფასოებული პროდუქტის ეტიკეტზე მითითებული წონა შიგთავსის მოცულობას არ შეესაბამება. განსაკუთრებით ეს ხდება ფქვილის და ბურღულეულის შემთხვევაში. წონის პრობლემა არსებობს და ამის შესახებ არაერთხელ გვისაუბრია, კომპანიებიც დაგვისახელებია, მაგრამ პრობლემა არ ამოწურულა. ცხადია, მომხმარებლის უფლებები უხეშადაა დარღვეული. მას აქვს ზარალის ანაზღაურების უფლება და შეუძლია, გამყიდველს დანაკლისი და პროდუქციის შევსება მოსთხოვოს. ეს უკანასკნელი ვალდებულია, ცდომილება თავად გამოასწოროს ან გადახდილი თანხა დააბრუნოს", - აცხადებს მადონა კოიძე.

მარი ჩიტაია

გაზეთი ”რეზონანსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია