პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:02-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 17:43-ზე დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დიდთოვლობის გამო რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა შეფერხებულია
დიდთოვლობის გამო რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა შეფერხებულია

რი­კო­თის უღელ­ტე­ხილ­ზე სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბა შე­ფერ­ხე­ბუ­ლია. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტში გა­ნუ­ცხა­დეს, მოძ­რა­ო­ბის შე­ზღუდ­ვა დიდ­თოვ­ლო­ბამ და მი­საბ­მე­ლი­ა­ნი ტრან­ზი­ტუ­ლი ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მო­ცუ­რე­ბამ გა­მო­იწ­ვია.

გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ე.წ. ტრა­ი­ლე­რი თბი­ლი­სი-სე­ნა­კი-ლე­სე­ლი­ძის გზის 148-ე კი­ლო­მეტრზე, სო­ფელ ხევ­თან მრუდ­მო­სახ­ვე­ვი­ან მო­ნაკ­ვეთ­ზე მო­ცურ­და და გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი ჩა­კე­ტა, რის გა­მოც გზა­ზე სა­ცო­ბი წარ­მო­იქ­მნა. ავ­ტოტ­რან­პორ­ტის სა­ცო­ბის გამო ტრა­ი­ლე­რის გზი­დან გა­და­საყ­ვა­ნად დამ­ხმა­რე ტექ­ნი­კის ად­გილ­ზე მიყ­ვა­ნა გარ­თულ­და, რის გა­მოც სა­ცო­ბი უფრო გა­ი­ზარ­და.

შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე სი­ტუ­ა­ცი­ას სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია და ად­გი­ლობ­რი­ვი საგ­ზაო სამ­სა­ხუ­რე­ბი არე­გუ­ლი­რე­ბენ. მო­ცუ­რე­ბუ­ლი ტრა­ი­ლე­რის გვერ­დით გზა გა­თა­ვი­სუფ­ლდა, სა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლია ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის ერთ მწკრი­ვად გა­ტა­რე­ბა.

"ვი­ნა­ი­დან სა­ცო­ბი ძა­ლი­ან დი­დია, მოძ­რა­ო­ბის რე­გუ­ლი­რე­ბა გარ­კვე­ულ დროს მო­ი­თხოვს. გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი ყვე­ლა­ფერს აკე­თებს იმის­თვის, რომ შექ­მნი­ლი სირ­თუ­ლე მალე აღ­მო­ი­ფხვრას, თუმ­ცა მდგო­მა­რე­ო­ბას ინ­ტენ­სი­უ­რი თოვა და ძლი­ე­რი ქარი არ­თუ­ლებს, რის გა­მოც უღელ­ტე­ხილ­ზე ხილ­ვა­დო­ბა ძა­ლი­ან და­ბა­ლია", - აცხა­დე­ბენ გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

დიდთოვლობის გამო რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა შეფერხებულია

დიდთოვლობის გამო რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა შეფერხებულია

რიკოთის უღელტეხილზე საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია. როგორც "ინტერპრესნიუსს" საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, მოძრაობის შეზღუდვა დიდთოვლობამ და მისაბმელიანი ტრანზიტული ავტოსატრანსპორტო საშუალების მოცურებამ გამოიწვია.

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ე.წ. ტრაილერი თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის 148-ე კილომეტრზე, სოფელ ხევთან მრუდმოსახვევიან მონაკვეთზე მოცურდა და გზის სავალი ნაწილი ჩაკეტა, რის გამოც გზაზე საცობი წარმოიქმნა. ავტოტრანპორტის საცობის გამო ტრაილერის გზიდან გადასაყვანად დამხმარე ტექნიკის ადგილზე მიყვანა გართულდა, რის გამოც საცობი უფრო გაიზარდა.

შემთხვევის ადგილზე სიტუაციას საპატრულო პოლიცია და ადგილობრივი საგზაო სამსახურები არეგულირებენ. მოცურებული ტრაილერის გვერდით გზა გათავისუფლდა, სადაც შესაძლებელია ავტომანქანების ერთ მწკრივად გატარება.

"ვინაიდან საცობი ძალიან დიდია, მოძრაობის რეგულირება გარკვეულ დროს მოითხოვს. გზების დეპარტამენტი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შექმნილი სირთულე მალე აღმოიფხვრას, თუმცა მდგომარეობას ინტენსიური თოვა და ძლიერი ქარი ართულებს, რის გამოც უღელტეხილზე ხილვადობა ძალიან დაბალია", - აცხადებენ გზების დეპარტამენტში.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია