პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რით უნდა გამოირჩეოდეს მარიკო ლეჟავას რჩეული
რით უნდა გამოირჩეოდეს მარიკო ლეჟავას რჩეული

მომ­ღე­რალ­მა მა­რი­კო ლეჟა­ვამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა და სიმ­პა­თია არა მარ­ტო სა­კუ­თა­რი ვო­კა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, არა­მედ გა­მორ­ჩე­უ­ლი გა­რეგ­ნო­ბის წყა­ლო­ბი­თაც და­იმ­სა­ხუ­რა. ამ რუბ­რი­კის სა­შუ­ა­ლე­ბით შე­ვეც­დე­ბი, მა­რი­კო უფრო ახ­ლოს გა­გაც­ნოთ. მინ­და გი­თხრათ, რომ მან სა­კუ­თარ უარ­ყო­ფით თვი­სე­ბებ­ზე და­უ­ფა­რა­ვად ისა­უბ­რა. მი­აჩ­ნია, რომ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ფუს­ფუ­სი მისი საქ­მე არ არის, რად­გან სა­დი­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ზე უფრო მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო საქ­მე­ე­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი. ამ ეტაპ­ზე, ოჯა­ხის შექ­მნა­ზე ფიქ­რი ნა­ად­რე­ვად ეჩ­ვე­ნე­ბა.

- ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ულ ოჯახ­ში გა­ვი­ზარ­დე. მყავს დედა, მამა და და-ძმა. დედა - თა­მარ ჭუმ­ბუ­რი­ძე მუ­სი­კო­სია, მამა - ალექ­სან­დრე ლეჟა­ვა კი პრო­ფე­სი­ით ექი­მი-რა­დი­ო­ლო­გი გახ­ლავთ. დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი ასა­კით ჩემ­ზე პა­ტა­რე­ბი არი­ან: რატი 10-ის, ხოლო ნინო 16 წლი­საა. ვა­მა­ყობ, რომ ძა­ლი­ან კარ­გი დედ­მა­მიშ­ვი­ლო­ბა გვაქვს და სა­ჭი­რო დროს ყო­ველ­თვის ერ­თმა­ნე­თის გვერ­დით ვართ. პი­რა­დად მე, მათი თა­ნად­გო­მა დიდ სტი­მულს მაძ­ლევს, ეს ურ­თი­ერ­თო­ბა მაძ­ლი­ე­რებს.

- ადა­მი­ა­ნებს სა­კუ­თარ თავ­ზე ლა­პა­რა­კი არ უყ­ვართ... შენ შე­გიძ­ლია, მა­რი­კო ლეჟა­ვა დაგ­ვი­ხა­სი­ა­თო?

- გე­თან­ხმე­ბი, სა­კუ­თარ თავ­ზე ლა­პა­რა­კი მარ­თლა ძა­ლი­ან ძნე­ლია. მე ვარ ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც შე­უმ­ჩნე­ვე­ლი არა­სო­დეს არა­ფე­რი რჩე­ბა. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად აგიხ­სნით: როცა ადა­მი­ა­ნებ­თან გარ­კვე­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს, რა­ღაც პე­რი­ო­დის შემ­დეგ, მას­ში ისეთ რა­ღა­ცებს ვამ­ჩნევ და ვხე­დავ, რა­საც ნორ­მა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი წე­სით, არ უნდა აკ­ვირ­დე­ბო­დეს; მოკ­ლედ, სხვე­ბის­თვის შე­უმ­ჩნე­ვე­ლი და უმ­ნიშ­ვნე­ლო წვრილ­მა­ნი ჩემ­ზე ისე მოქ­მე­დებს, რომ კონ­კრე­ტულ პი­როვ­ნე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა აღარ მინ­დე­ბა. ხში­რად მი­ფიქ­რია, რომ ეს სა­ში­ნე­ლი თვი­სე­ბა რო­გორ­მე უნდა მო­ვი­შო­რო, მაგ­რამ ვერ ვა­ხერ­ხებ. ძა­ლი­ან მინ­და, ის წვრილ­მა­ნე­ბი, რა­საც ადა­მი­ა­ნე­ბი ვერ ამ­ჩნე­ვენ, მეც ვერ და­ვი­ნა­ხო. ვფიქ­რობ, რომ ცხოვ­რე­ბა ასე უფრო იოლი იქ­ნე­ბა.

- შენს და­დე­ბით თვი­სე­ბებ­ზე რას გვე­ტყვი?

- სა­კუ­თარ თავ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად მომ­წონს ის, რომ ძა­ლი­ან ერ­თგუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ. იმ­დე­ნად ერ­თგუ­ლი, რომ ხან­და­ხან სიბ­რიყ­ვე­ში გა­დამ­დის (იცი­ნის). რაც შე­ე­ხე­ბა ცუდ თვი­სე­ბებს, ვა­ღი­ა­რებ, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი მაქვს. რამ­დე­ნი­მეს ახ­ლა­ვე ჩა­მო­გით­ვლით: პირ­ვე­ლი და ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი - დრო­ის შეგ­რძნე­ბა მაქვს და­კარ­გუ­ლი. ადა­მი­ან­თან და­ნიშ­ნულ დრო­ზე მის­ვლას ვერ­სად ვა­ხერ­ხებ. გა­მუდ­მე­ბით დრო­ის სიმ­ცი­რეს გან­ვიც­დი; მე­ო­რე - სა­ში­ნე­ლი გაბ­რა­ზე­ბა ვიცი. როცა მაბ­რა­ზე­ბენ, და­უნ­დო­ბე­ლი ვხდე­ბი. ჩემი უარ­ყო­ფი­თი თვი­სე­ბე­ბის გამო ოჯა­ხის წევ­რე­ბის­გან შე­ნიშ­ვნას ხში­რად ვი­ღებ.

- რამ­დე­ნად პრინ­ცი­პუ­ლი ადა­მი­ა­ნი ხარ? რის გამო შე­იძ­ლე­ბა, სა­კუ­თარ პრინ­ცი­პებს უღა­ლა­ტო?

- ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან პრინ­ცი­პუ­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი გახ­ლა­ვართ, მაგ­რამ თუ მივ­ხვდე­ბი, რომ ჩემი პრინ­ცი­პუ­ლო­ბით კონ­კრე­ტულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ვე­რა­ფერს გავ­ხდე­ბი, გა­ჩე­რე­ბაც შე­მიძ­ლია...

- შენ­ში სი­ა­მა­ყის გრძნო­ბა რა დო­ზი­თაა?

- ამა­ყი არ ვარ და ჩემი ახ­ლობ­ლე­ბი, ოჯა­ხის წევ­რე­ბი ამის გამო ხში­რად მე­ჩხუ­ბე­ბი­ან. მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ რა­ღაც დო­ზით ადა­მი­ანს სი­ა­მა­ყის გრძნო­ბა უნდა ჰქონ­დეს. მე კი ვფიქ­რობ, რომ ამა­ყი მა­რი­კო უბ­რა­ლოდ, სა­სა­ცი­ლო იქ­ნე­ბა. მი­მაჩ­ნია, რომ სუფ­თა, ადა­მი­ა­ნურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში სი­ა­მა­ყე სა­ჭი­რო არ არის.

- სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბა, მა­გა­ლი­თად, სა­დღე­სას­წა­უ­ლო სუფ­რის გაშ­ლა, სა­დი­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბა თუ გე­ხერ­ხე­ბა?

- ოოო... ეს ყვე­ლა­ფე­რი მონ­დო­მე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. როცა რა­ღა­ცას გუ­ლით ვინ­დო­მებ, რო­გო­რი რთუ­ლი გა­სა­კე­თე­ბე­ლიც უნდა იყოს, კარ­გად გა­მო­მი­ვა. თუ სურ­ვი­ლი გა­მიჩ­ნდე­ბა, სა­დი­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბა­საც შევ­ძლებ. სა­ერ­თოდ, რა­ღა­ცე­ბის მომ­ზა­დე­ბა და სუფ­რის გაშ­ლა ძა­ლი­ან მე­ზა­რე­ბა, რად­გან ამ­ჟა­მად უფრო სა­ინ­ტე­რე­სო საქ­მე­ე­ბით ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი (იცი­ნის). ვიცი, რომ იდე­ა­ლუ­რი დი­ა­სახ­ლი­სი არ ვიქ­ნე­ბი, მაგ­რამ მე­უღ­ლის გუ­ლის მო­სა­გე­ბად რა­ი­მე გემ­რი­ე­ლის მომ­ზა­დე­ბას აუ­ცი­ლებ­ლად ვის­წავ­ლი. რაც მთა­ვა­რია, ერბო-კვერ­ცხის მომ­ზა­დე­ბა შე­მიძ­ლია. როცა ვამ­ბობ, - არაფ­რის მომ­ზა­დე­ბა არ ვიცი-მეთ­ქი, მა­ი­მე­დე­ბენ, მთა­ვა­რია, კვერ­ცხი­სა და კარ­ტო­ფი­ლის შეწ­ვა იცო­დე, და­ნარ­ჩენს კი თან­და­თა­ნო­ბით ის­წავ­ლიო. როცა ვცდი­ლობ, სამ­ზა­რე­უ­ლო­ში მყოფ დე­დას და­ვეხ­მა­რო, პი­რი­ქით გა­მომ­დის - ძი­რი­თა­დად, ხელს ვუშ­ლი და ამი­ტო­მაც, ჩემი ეს მცდე­ლო­ბა ყვი­რი­ლით მთავ­რდე­ბა ხოლ­მე (იცი­ნის).

- მა­მა­კა­ცის პე­რან­გის და­უ­თო­ე­ბა თუ შე­გიძ­ლია?

- მი­მაჩ­ნია, რომ მა­მა­კა­ცის პე­რან­გის და­უ­თო­ე­ბა პრი­მი­ტი­უ­ლი რამ არის და ეს საქ­მე ყვე­ლას გა­მოს­დის. ყვე­ლაფ­რის გა­კე­თე­ბა ვიცი, მაგ­რამ რა ვქნა, თუ ხან­და­ხან სი­ზარ­მა­ცე მძლევს ხოლ­მე (იცი­ნის)?!

- რო­გო­რი მა­მა­კა­ცე­ბი მოგ­წონს?

- ეს ცოტა არ იყოს, რთუ­ლი თე­მაა. ჩემი რჩე­უ­ლი აუ­ცი­ლებ­ლად, ძა­ლი­ან მა­მა­კა­ცუ­რი, გა­მორ­ჩე­უ­ლი გე­მოვ­ნე­ბის პატ­რო­ნი უნდა იყოს, კარ­გად ჩაც­მა უნდა შე­ეძ­ლოს. გან­სა­კუთ­რე­ბით დიდ ყუ­რა­დღე­ბას მა­მა­კა­ცის ფეხ­საც­მელს ვა­ნი­ჭებ. რა­ტომ­ღაც, ასე­თი ჩვე­ვა მაქვს: სა­პი­რის­პი­რო სქე­სის წარ­მო­მად­გე­ნელს პირ­ველ რიგ­ში, სწო­რედ ფეხ­საც­მელ­ზე ვუ­ყუ­რებ. და რაც მთა­ვა­რია, ჩემს რჩე­ულს კარ­გი იუ­მო­რის გრძნო­ბა უნდა ჰქონ­დეს, სხვა­ნა­ი­რად ვერ გა­მიძ­ლებს.

- თუ გი­ფიქ­რია იმა­ზე, რომ შენი რჩე­უ­ლი აუ­ცი­ლებ­ლად, შეძ­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხის შვი­ლი უნდა იყოს?

- მდი­დარ და ფუ­ლი­ან მე­უღ­ლე­ზე ვინ არ ოც­ნე­ბობს?! თუმ­ცა, ჩემ­თვის ამას მა­ინ­ცდა­მა­ინც დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ და ვფიქ­რობ, რომ სა­კუ­თა­რი შე­მო­სა­ვა­ლი ყო­ველ­თვის მექ­ნე­ბა, მე­უღ­ლის ფულ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი არა­სო­დეს ვიქ­ნე­ბი!

- არ­სე­ბო­ბენ ისე­თი ქა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სიყ­ვა­რულს და­უ­ფიქ­რებ­ლად ცვლი­ან ზღაპ­რულ ცხოვ­რე­ბა­ზე. შენ რა აზ­რის ხარ ასეთ გო­გო­ნებ­ზე?

- ამ კა­ტე­გო­რი­ის ადა­მი­ა­ნებს ჰგო­ნიათ, რომ ფუ­ლით ბედ­ნი­ე­რე­ბას იყი­დი­ან, მაგ­რამ პი­რა­დად ჩემ­თვის, ბედ­ნი­ე­რე­ბა უსიყ­ვა­რუ­ლოდ მარ­თლა არ არ­სე­ბობს. თუმ­ცა, ფული ხომ ჯო­ჯო­ხეთს ანა­თებს? ჰოდა, შე­უ­ხე­დავ, ჯმუხ, მაგ­რამ ფუ­ლი­ან ბიძა კა­ცებ­საც "გა­ა­ნა­თებს" ალ­ბათ.

- ერთი ნახ­ვით შეყ­ვა­რე­ბის თუ გჯე­რა?

- ერთი ნახ­ვით შე­იძ­ლე­ბა, ადა­მი­ა­ნი მხო­ლოდ მო­გე­წო­ნოს, მის მი­მართ სიმ­პა­თი­ით გა­ნე­წყო. ჩემ­თვის მხო­ლოდ მა­მა­კა­ცის გა­რეგ­ნო­ბა არ არის მთა­ვა­რი. ის პირ­ველ რიგ­ში, ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი უნდა იყოს.

- პა­ტი­ე­ბა თუ შე­გიძ­ლია?

- გარ­კვე­უ­ლი დო­ზით, რა თქმა უნდა, პა­ტი­ე­ბაც შე­მიძ­ლია. თუმ­ცა სი­ტუ­ა­ცი­ა­საც გა­აჩ­ნია... ორ­პი­რო­ბა და ღა­ლა­ტი უპა­ტი­ე­ბე­ლი და­ნა­შა­უ­ლია.

- ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი ქორ­წი­ლე­ბი თუ მოგ­წონს?

- ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ულ ოჯახ­ში გა­ვი­ზარ­დე და შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა­ფერ ქარ­თულს პა­ტივს ვცემ. იმა­ზე, თუ რო­გო­რი ქორ­წი­ლი მინ­და მქონ­დეს, არას­დროს მი­ფიქ­რია.

სოფო ჭო­ნიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

რით უნდა გამოირჩეოდეს მარიკო ლეჟავას რჩეული

რით უნდა გამოირჩეოდეს მარიკო ლეჟავას რჩეული

მომღერალმა მარიკო ლეჟავამ საზოგადოების ყურადღება და სიმპათია არა მარტო საკუთარი ვოკალური მონაცემებით, არამედ გამორჩეული გარეგნობის წყალობითაც დაიმსახურა. ამ რუბრიკის საშუალებით შევეცდები, მარიკო უფრო ახლოს გაგაცნოთ. მინდა გითხრათ, რომ მან საკუთარ უარყოფით თვისებებზე დაუფარავად ისაუბრა. მიაჩნია, რომ სამზარეულოში ფუსფუსი მისი საქმე არ არის, რადგან სადილების მომზადებაზე უფრო მეტად საინტერესო საქმეებითაა დაკავებული. ამ ეტაპზე, ოჯახის შექმნაზე ფიქრი ნაადრევად ეჩვენება.

- ქართულ ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე. მყავს დედა, მამა და და-ძმა. დედა - თამარ ჭუმბურიძე მუსიკოსია, მამა - ალექსანდრე ლეჟავა კი პროფესიით ექიმი-რადიოლოგი გახლავთ. დედმამიშვილები ასაკით ჩემზე პატარები არიან: რატი 10-ის, ხოლო ნინო 16 წლისაა. ვამაყობ, რომ ძალიან კარგი დედმამიშვილობა გვაქვს და საჭირო დროს ყოველთვის ერთმანეთის გვერდით ვართ. პირადად მე, მათი თანადგომა დიდ სტიმულს მაძლევს, ეს ურთიერთობა მაძლიერებს.

- ადამიანებს საკუთარ თავზე ლა­პარაკი არ უყვართ... შენ შეგიძლია, მარიკო ლეჟავა დაგვიხასიათო?

- გეთანხმები, საკუთარ თავზე ლაპარაკი მართლა ძალიან ძნელია. მე ვარ ადამიანი, რომელსაც შეუმჩნეველი არასოდეს არაფერი რჩება. უფრო კონკრეტულად აგიხსნით: როცა ადამიანებთან გარკვეული ურთიერთობა მაქვს, რაღაც პერიოდის შემდეგ, მასში ისეთ რაღაცებს ვამჩნევ და ვხედავ, რასაც ნორმალური ადამიანი წესით, არ უნდა აკვირდებოდეს; მოკლედ, სხვებისთვის შეუმჩნეველი და უმნიშვნელო წვრილმანი ჩემზე ისე მოქმედებს, რომ კონკრეტულ პიროვნებასთან ურთიერთობა აღარ მინდება. ხშირად მიფიქრია, რომ ეს საშინელი თვისება როგორმე უნდა მოვიშორო, მაგრამ ვერ ვახერხებ. ძალიან მინდა, ის წვრილმანები, რასაც ადამიანები ვერ ამჩნევენ, მეც ვერ დავინახო. ვფიქრობ, რომ ცხოვრება ასე უფრო იოლი იქნება.

- შენს დადებით თვისებებზე რას გვეტყვი?

- საკუთარ თავში ყველაზე მეტად მომწონს ის, რომ ძალიან ერთგული ადამიანი ვარ. იმდენად ერთგული, რომ ხანდახან სიბრიყვეში გადამდის (იცინის). რაც შეეხება ცუდ თვისებებს, ვაღიარებ, რომ ძალიან ბევრი მაქვს. რამდენიმეს ახლავე ჩამოგითვლით: პირველი და ყველაზე მთავარი - დროის შეგრძნება მაქვს დაკარგული. ადამიანთან დანიშნულ დროზე მისვლას ვერსად ვახერხებ. გამუდმებით დროის სიმცირეს განვიცდი; მეორე - საშინელი გაბრაზება ვიცი. როცა მაბრაზებენ, დაუნდობელი ვხდები. ჩემი უარყოფითი თვისებების გამო ოჯახის წევრებისგან შენიშვნას ხშირად ვიღებ.

- რამდენად პრინციპული ადამიანი ხარ? რის გამო შეიძლება, საკუთარ პრინციპებს უღალატო?

- ძალიან, ძალიან პრინციპული და სამართლიანი ადამიანი გახლავართ, მაგრამ თუ მივხვდები, რომ ჩემი პრინციპულობით კონკრეტულ სიტუაციაში ვერაფერს გავხდები, გაჩერებაც შემიძლია...

- შენში სიამაყის გრძნობა რა დოზითაა?

- ამაყი არ ვარ და ჩემი ახლობლები, ოჯახის წევრები ამის გამო ხშირად მეჩხუბებიან. მეუბნებიან, რომ რაღაც დოზით ადამიანს სიამაყის გრძნობა უნდა ჰქონდეს. მე კი ვფიქრობ, რომ ამაყი მარიკო უბრალოდ, სასაცილო იქნება. მიმაჩნია, რომ სუფთა, ადამიანურ ურთიერთობებში სიამაყე საჭირო არ არის.

- საოჯახო საქმეების კეთება, მაგალითად, სადღესასწაულო სუფრის გაშლა, სადილების მომზადება თუ გეხერხება?

- ოოო... ეს ყველაფერი მონდომებაზეა დამოკიდებული. როცა რაღაცას გულით ვინდომებ, როგორი რთული გასაკეთებელიც უნდა იყოს, კარგად გამომივა. თუ სურვილი გამიჩნდება, სადილების მომზადებასაც შევძლებ. საერთოდ, რაღაცების მომზადება და სუფრის გაშლა ძალიან მეზარება, რადგან ამჟამად უფრო საინტერესო საქმეებით ვარ დაკავებული (იცინის). ვიცი, რომ იდეალური დიასახლისი არ ვიქნები, მაგრამ მეუღლის გულის მოსაგებად რაიმე გემრიელის მომზადებას აუცილებლად ვისწავლი. რაც მთავარია, ერბო-კვერცხის მომზადება შემიძლია. როცა ვამბობ, - არაფრის მომზადება არ ვიცი-მეთქი, მაიმედებენ, მთავარია, კვერცხისა და კარტოფილის შეწვა იცოდე, დანარჩენს კი თანდათანობით ისწავლიო. როცა ვცდილობ, სამზარეულოში მყოფ დედას დავეხმარო, პირიქით გამომდის - ძირითადად, ხელს ვუშლი და ამიტომაც, ჩემი ეს მცდელობა ყვირილით მთავრდება ხოლმე (იცინის).

- მამაკაცის პერანგის დაუთოება თუ შეგიძლია?

- მიმაჩნია, რომ მამაკაცის პერანგის დაუთოება პრიმიტიული რამ არის და ეს საქმე ყველას გამოსდის. ყველაფრის გაკეთება ვიცი, მაგრამ რა ვქნა, თუ ხანდახან სიზარმაცე მძლევს ხოლმე (იცინის)?!

- როგორი მამაკაცები მოგწონს?

- ეს ცოტა არ იყოს, რთული თემაა. ჩემი რჩეული აუცილებლად, ძალიან მამაკაცური, გამორჩეული გემოვნების პატრონი უნდა იყოს, კარგად ჩაცმა უნდა შეეძლოს. განსაკუთრებით დიდ ყურადღებას მამაკაცის ფეხსაცმელს ვანიჭებ. რატომღაც, ასეთი ჩვევა მაქვს: საპირისპირო სქესის წარმომადგენელს პირველ რიგში, სწორედ ფეხსაცმელზე ვუყურებ. და რაც მთავარია, ჩემს რჩეულს კარგი იუმორის გრძნობა უნდა ჰქონდეს, სხვანაირად ვერ გამიძლებს.

- თუ გიფიქრია იმაზე, რომ შენი რჩეული აუცილებლად, შეძლებული ოჯახის შვილი უნდა იყოს?

- მდიდარ და ფულიან მეუღლეზე ვინ არ ოცნებობს?! თუმცა, ჩემთვის ამას მაინცდამაინც დიდი მნიშვნელობა არ აქვს. დამოუკიდებელი ადამიანი ვარ და ვფიქრობ, რომ საკუთარი შემოსავალი ყოველთვის მექნება, მეუღლის ფულზე დამოკიდებული არასოდეს ვიქნები!

- არსებობენ ისეთი ქალები, რომ­ლებიც სიყვარულს დაუფიქრებლად ცვლიან ზღაპრულ ცხოვრებაზე. შენ რა აზრის ხარ ასეთ გოგონებზე?

- ამ კატეგორიის ადამიანებს ჰგო­ნიათ, რომ ფულით ბედნიერებას იყიდიან, მაგრამ პირადად ჩემთვის, ბედნიერება უსიყვარულოდ მართლა არ არსებობს. თუმცა, ფული ხომ ჯოჯოხეთს ანათებს? ჰოდა, შეუხედავ, ჯმუხ, მაგრამ ფულიან ბიძა კაცებსაც "გაანათებს" ალბათ.

- ერთი ნახვით შეყვარების თუ გჯერა?

- ერთი ნახვით შეიძლება, ადამიანი მხოლოდ მოგეწონოს, მის მიმართ სიმპათიით განეწყო. ჩემთვის მხოლოდ მამაკაცის გარეგნობა არ არის მთავარი. ის პირველ რიგში, ღირსეული ადამიანი უნდა იყოს.

- პატიება თუ შეგიძლია?

- გარკვეული დოზით, რა თქმა უნდა, პატიებაც შემიძლია. თუმცა სიტუაციასაც გააჩნია... ორპირობა და ღალატი უპატიებელი დანაშაულია.

- ქართული ტრადიციული ქორწილები თუ მოგწონს?

- ქართულ ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე და შესაბამისად, ყველაფერ ქართულს პატივს ვცემ. იმაზე, თუ როგორი ქორწილი მინდა მქონდეს, არასდროს მიფიქრია.

სოფო ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება