მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხალხი უკვე ლაპარაკობს, ესენი რად ავირჩიეთო!"
"ხალხი უკვე ლაპარაკობს, ესენი რად ავირჩიეთო!"

- მი­ხა­რია, რომ პრე­ზი­დენ­ტი ჩემს მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ დუ­შეთ­ში ცხოვ­რობს, ვთხოვ, მი­ხე­დოთ დუ­შეთ­საც და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს, - ამ­ბობს მსა­ხი­ო­ბი ას­მათ ტყაბ­ლა­ძე და მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს აფა­სებს:

- გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს ახ­ლოს არ ვიც­ნობ, მაგ­რამ ერ­თმა­ნეთს მივ­სალ­მე­ბი­ვართ, იცის, ვინც ვარ. ძა­ლი­ან მომ­წონს მისი მშობ­ლე­ბი, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და პა­ტი­ო­სა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ცუდ შვილს არ გაზ­რდიდ­ნენ. ერ­თია მხო­ლოდ - მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის მე­გობ­რე­ბად ის პი­რე­ბი და­ა­სა­ხე­ლეს, რომ­ლებ­საც გარ­კვე­უ­ლი და­ნა­შა­უ­ლი აქვთ ჩა­დე­ნი­ლი, ამი­ტო­მაც რა გზით წა­იყ­ვანს მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს, ეს მა­ფიქ­რებს. პრე­ზი­დენტს ვაფრ­თხი­ლებ: რომ ჰგო­ნია, ერ­თგუ­ლი მე­გობ­რე­ბი ჰყავს და მთე­ლი სუ­ლი­თა და გუ­ლით არის მათ­თან, სწო­რედ ისი­ნი აღ­მოჩ­ნდე­ბი­ან ყვე­ლა­ზე დიდი მტრე­ბი, ამი­ტომ და­უკ­ვირ­დეს ყო­ველ ნა­ბიჯს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მყო­ფებ­მა არ იფიქ­რონ, რომ მათი უფ­ლე­ბე­ბი შე­უ­ზღუ­და­ვია, ყვე­ლა მოქ­მე­დე­ბა­ზე პა­სუხს მოვ­თხოვთ, ფხიზ­ლად ვართ. კარ­გად ვიცი, რომ რთუ­ლი გზა აქვთ გა­სავ­ლე­ლი, ზოგი მო­ღა­ლა­ტი­სა და ქვეყ­ნის და­მაქ­ცე­ვა­რის გე­ნე­ტი­კით მო­ვი­და, მაგ­რამ დაძ­ლი­ონ ამ­ბი­ცია და ქვე­ყა­ნას გა­მო­ად­გნენ. სხვა­თა შო­რის, არ მე­გო­ნა, მარ­გვე­ლაშ­ვილს პრე­ზი­დენ­ტო­ბა თუ მო­ე­სურ­ვე­ბო­და, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი კა­ცია, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, სა­მეც­ნი­ე­რო სფე­რო­ში გა­აგ­რძე­ლებ­და მოღ­ვა­წე­ო­ბას. სა­ა­კაშ­ვი­ლის­გან არა­ფე­რი მიკ­ვირ­და, პრე­ზი­დენ­ტო­ბა­ზე დიდი თა­ნამ­დე­ბო­ბა რომ ყო­ფი­ლი­ყო, ისიც მო­უნ­დე­ბო­და. არც ახლა მგო­ნია, რომ სა­ბო­ლო­ოდ წა­ვი­და, მობ­რუნ­დე­ბა და ხალ­ხსაც აი­ყო­ლი­ებს, აკი არ ეძ­ნე­ლე­ბო­და არც ავ­ტო­ბუ­სის სა­ჭეს­თან ჯდო­მა და არც ვე­ლო­სი­პე­დით რბო­ლა... ბევ­რი ამ­ყო­ლიც ჰყავ­და!

- ფიქ­რობს, რომ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა აღ­დგა?

- ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ ვა­ტყობ. მგო­ნია, რომ ღა­რი­ბაშ­ვი­ლი მო­აგ­ვა­რებს ყვე­ლა­ფერს, სიმ­პა­თი­უ­რი ოჯა­ხი ჰყავს. არ მომ­წონს, რო­დე­საც მას­ზე ამ­ბო­ბენ, თბი­ლის­ში ჩა­მო­სუ­ლი­აო. რას ჰგავს ეს, ბევ­რი ჩა­მო­სუ­ლი გამ­ხდა­რა ნამ­დვი­ლი თბი­ლი­სე­ლი და თბი­ლი­სის­თვის და სა­ქარ­თვე­ლოს­თვის თავი და­უ­დია. მათ გვა­რებს ხომ არ ჩა­მოვ­თვლი, და­ი­წყონ ილია ჭავ­ჭა­ვა­ძი­დან, კა­ბი­ნეტ­ში ყვე­ლას რომ მისი პორ­ტრე­ტი უკი­დია - საქ­მე პორ­ტრეტ­ში კი არ არის, ილი­ას გო­ნე­ბი­თა და თვა­ლით შე­ხე­დონ მოვ­ლე­ნებს, უცხო­ე­ლებს რომ აწყვე­ტი­ნე­ბენ ქვეყ­ნის ბედს, რა­ტომ მა­შინ არ ახ­სენ­დე­ბათ ილია? ფრან­გე­ბი ამ­ბო­ბენ, ყვე­ლა გე­ნი­ო­სი სო­ფელ­ში იბა­დე­ბა და პა­რიზ­ში კვდე­ბაო. ჩვენ­თა­ნაც ასეა, იბა­დე­ბი­ან სოფ­ლებ­ში და თბი­ლის­ში კვდე­ბი­ან, მათ ნიჭს ას­პა­რე­ზი ამ და­ლოც­ვილ ქა­ლაქ­ში ეძ­ლე­ვა. აგერ, პრე­ზი­დენ­ტი დუ­შეთ­ში და­სახ­ლდა, სამ­სა­ხურ­ში ყო­ველ­დღე იქი­დან და­დის... ძა­ლი­ან კარ­გია, რომ რა­ი­ონ­ში არ­ჩია ცხოვ­რე­ბა, სო­ფელ­თან და გლე­ხებ­თან ახ­ლოს.

- პრე­ზი­დენ­ტი თქვენს მშობ­ლი­ურ სახ­ლთან ახ­ლოს ცხოვ­რობს, მე­ზობ­ლებს ეკონ­ტაქ­ტე­ბა?

- ჩემი სახ­ლი დუ­შე­თის ცენ­ტრშია, პრე­ზი­დენ­ტი კი ცოტა მო­შო­რე­ბით და­სახ­ლდა, მა­ღალ ად­გი­ლას, სა­ცე­ცხლე კოშკთან. ზუს­ტად გე­ტყვით – შეხ­ვალთ თუ არა დუ­შეთ­ში, მარ­ჯვნივ გა­მოჩ­ნდე­ბა კოშ­კი, პრე­ზი­დენ­ტის სახ­ლი იმის ქვე­მო­თაა – ქვის­გან ნა­შე­ნი ბე­ლე­ტა­ჟია, აქვს მან­სარ­და. ჩემი სახ­ლი­დან იქამ­დე ფე­ხით ასას­ვლე­ლი ბი­ლი­კია. ახლა დაც­ვა და­ა­ყე­ნეს - რომ არ მო­ე­სურ­ვე­ბი­ნა, მი­ვი­დო­დი და ვე­ტყო­დი, თა­ვი­სი და ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის გამო დაც­ვა აეყ­ვა­ნა. მის მე­ზობ­ლე­ბის­გან ვიცი, რომ ძა­ლი­ან კონ­ტაქ­ტუ­რია, მა­ღა­ზი­ა­შიც შე­დის და პრო­დუქტსაც ყი­დუ­ლობს.

- ვის­გან შე­ი­ძი­ნა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა სახ­ლი?

- პრე­ზი­დენ­ტის მე­ზობ­ლად ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბი ცხოვ­რო­ბენ. ადრე ეს მა­მუ­ლე­ბი დუ­შელ თა­ვა­დებს ყა­რან­გო­ზიშ­ვი­ლებს ეკუთ­ვნო­დათ, რო­მელ­თაც რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ ჩა­მო­არ­თვეს, დარ­ჩათ მხო­ლოდ მცი­რე ტე­რი­ტო­რია. ეტყო­ბა, ყა­რან­გო­ზიშ­ვი­ლებ­მა აქ ცხოვ­რე­ბა აღარ ისურ­ვეს და ბაგ­რა­ტი­ო­ნებს და­უ­ტო­ვეს. აი, ეს ოჯა­ხი აღ­მოჩ­ნდა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის ნა­თე­სა­ვი თუ ახლო მე­გო­ბა­რი, მათ­თან სტუმ­რად ყოფ­ნის დროს მე­ზობ­ლად მდგა­რი სახ­ლი მოს­წო­ნე­ბია და შე­უ­ძე­ნია. პრე­ზი­დენტს ვთხოვ, მი­ხე­დოს დუ­შეთს, არ და­ა­ვი­წყდეს, რომ ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე ცხოვ­რობ­და დუ­შეთ­ში და 9 წელი სწო­რედ ამ გზა­ზე და­დი­ო­და. ეს დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა. ვთხოვ, რე­მონ­ტი გა­უ­კე­თოს იმ სახ­ლს, სა­დაც ილია ცხოვ­რობ­და და იმ შე­ნო­ბა­საც, სა­დაც მუ­შა­ობ­და (სხვა­თა შო­რის, რო­დე­საც ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე სახ­ლი­დან სამ­სა­ხურ­ში მი­დი­ო­და, ჩემი სახ­ლის­თვის უნდა ჩა­ევ­ლო. ბე­დად, თბი­ლის­შიც და დუ­შეთ­შიც ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე ვცხოვ­რობ).

- რა სი­ახ­ლეა თქვენს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, რო­გორც მცი­რე მე­წარ­მეს, და­გი­წეს­დათ თუ არა შე­ღა­ვა­თე­ბი?

- არა­ვი­თა­რი. მსხვილ მე­წარ­მე­ებს სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცათ, ქვეყ­ნის გა­რეთ გა­ი­ტა­ნონ კი­დევ უფრო მეტი პრო­დუქ­ცია, მაგ­რამ ჩვენ რთულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში დავ­რჩით, ძა­ლი­ან დი­დია გა­და­სა­ხა­დე­ბი, მომ­ხმა­რე­ბელ­მა იკლო, ხალ­ხი უმუ­შე­ვა­რია. გა­და­ხე­დონ ტა­რი­ფებს, ნა­გავ­ზე ძა­ლი­ან დიდი გა­და­სა­ხა­დია, ჩემს შემ­თხვე­ვა­ში (ბარს ვა­მუ­შა­ვებ), მა­გი­დას­თან დად­გმულ ყო­ველ სკამ­ზე მომ­დის გა­და­სა­ხა­დი. დღე­ე­ბი გა­დის და ამ სკა­მებს არა­ვინ იკა­ვებს, გა­და­სა­ხადს კი დიდს ვიხ­დი. დაგ­ვი­ბა­რონ და გა­ვაც­ნობთ სი­ტუ­ა­ცი­ას, მუშ­ტე­ბის რტყმა და მუ­ქა­რა – თუ არ გა­და­იხ­დით, დაგ­ხუ­რავ­თო - არ შე­იძ­ლე­ბა. ნაგ­ვის ფული თუ არ გა­და­ი­ხა­დე, დენს ისევ თი­შა­ვენ, ამ მხრივ არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა, ამ სა­კი­თხებ­ზე არა­ვინ მუ­შა­ობს, პარ­ლა­მენ­ტიც უმოქ­მე­დოა. რამ­დენ­ჯერ შე­მი­ნიშ­ნავს, სხდო­მა­ზე ან სძი­ნავთ, ან მო­ბი­ლურ­ში იყუ­რე­ბი­ან. თუ საქ­მეს არ გა­ა­კე­თე­ბენ, არ ვა­პა­ტი­ებთ. ხალ­ხი უკვე ლა­პა­რა­კობს, ესე­ნი რად ავირ­ჩი­ე­თო! სო­ფე­ლი ცუდ დღე­შია, ლტოლ­ვი­ლებს ქა­ლაქ­ში კი ნუ ასახ­ლე­ბენ, მიწა მის­ცენ, მო­სა­ვა­ლი რომ მო­იყ­ვა­ნონ.

- რას ითხოვთ ახა­ლი მთავ­რო­ბის­გან?

- მძღო­ლებს ძა­ლი­ან დიდ ჯა­რი­მებს აკის­რე­ბენ. ბი­უ­ჯე­ტი შე­სავ­სე­ბი აქვთ და ისევ ჩემი თან­ხე­ბით უნ­დათ შევ­სე­ბა? სა­ხელ­მწი­ფოვ, მე რომ მთხოვ, რა­ღაც შენც მო­ი­ფიქ­რე, ქარ­ხნე­ბი და ფაბ­რი­კე­ბი აა­შე­ნე. მე კი ნუ დამ­დევ და მეტ­რა­ბა­ხე­ბი, ბი­უ­ჯე­ტი შე­ვავ­სეო, რით შე­ავ­სე, ჩე­მით?

ამას­წი­ნათ 100 ლარი გა­და­ვი­ხა­დე, სა­ნა­პი­რო­ზე 15 კი­ლო­მეტ­რი სიჩ­ქა­რით მეტი გა­მივ­ლია. მე­სი­ჯი მო­მი­ვი­და. იქ­ნებ ვერ წა­ვი­კი­თხე ეს მე­სი­ჯი, უნდა დამ­სა­ჯო და ხუთ­მა­გი გა­და­მახ­დე­ვი­ნო?

თუ და­ეჭ­ვდი, რამ­დე­ნად სწო­რად გა­მო­გი­წე­რეს ჯა­რი­მა, იმ­დენს იწ­ვა­ლებ, გა­ი­ყი­დე­ბი და ისევ ჯა­რი­მის გა­დახ­დას ირ­ჩევ. ამას­წი­ნათ სახ­ლს რომ მი­ვუ­ახ­ლოვ­დი, მან­ქა­ნა­ში ღვე­დი მო­ვიხ­სე­ნი, პატ­რუ­ლი შე­მე­ფე­თა და 50 ლა­რით და­მა­ჯა­რი­მა. არ უნდა დამ­თავ­რდეს ამ­გვა­რად ხალ­ხის­თვის სუ­ლის ამოხ­და? როცა 150 ლარ­ზე მეტ პენ­სი­ას ვერ აძ­ლევ, ხალ­ხს ვერ ასაქ­მებ, ვალი მე უნდა და­მა­კის­რო? აქვე ვი­ტყვი, ძა­ლი­ან მა­წუ­ხებს მა­წან­წა­ლა ძაღ­ლე­ბი, ხალ­ხს ფული არა აქვს, რომ კბე­ნის შემ­თხვე­ვა­ში ცო­ფის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა შე­ი­ძი­ნოს, ცო­ფით უნდა და­ა­ვად­დნენ? ცხვირ-პირს ამო­ვუ­ნა­ყავ­დი იმა­თაც, ვინც მოვ­ლილ ძაღლს ქუ­ჩა­ში ასე­ირ­ნებს და ფე­კა­ლი­ებს ტო­ვებს. ხმა­მაღ­ლა ვამ­ბობ, ეს ხალ­ხი და­ა­ჯა­რი­მეთ! გა­მო­იკ­ვლი­ონ მშე­ნებ­ლო­ბე­ბის სა­კი­თხი, ჩემს სახ­ლთან 25-სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლის სა­ძირ­კვე­ლი ამო­თხა­რეს, მიწა და­იძ­რა და მე­ზო­ბელს კე­დე­ლი ჩა­მო­ენგრა, მარ­ტო კახა კუ­კა­ვა მო­ვი­და, მთავ­რო­ბას არ ეკად­რე­ბო­და?

- ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი უნდა წა­სუ­ლი­ყო თუ არა პრე­მი­ე­რის პოს­ტი­დან?

- იგ­რძნო, რომ წა­სას­ვლე­ლი იყო. ჩვენ ხომ არ ვი­ცით, ბიზ­ნეს­ში საქ­მე რო­გორ ჰქონ­და, მიჩ­ვე­უ­ლია მი­ლი­არ­დებს, უცებ რომ შე­უ­ჩერ­დეს შე­მო­სა­ვა­ლი? მე ცოტა ნა­წყე­ნი ვი­ყა­ვი, მის ფონდს ძა­ლი­ან გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბის დახ­მა­რე­ბის­თვის მივ­მარ­თე (5-6 ადა­მი­ა­ნის­თვის), მაგ­რამ არ და­ეხ­მარ­ნენ, პი­რა­დად ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა მი­თხრა უარი, ისევ იმათ მის­ცეს ფული, ვი­საც ისე­დაც ჰქონ­დათ. მგო­ნია, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ოთარ მეღ­ვი­ნე­თუ­ხუ­ცე­სი იმ­დე­ნად უყ­ვარ­და, იცო­და, მისი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე რომ ვი­ყა­ვი და ჩემი აზრი აღარ აინ­ტე­რე­სებ­და. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჩემი გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ორ მსა­ხი­ობს – მე­დეა ბი­ბი­ლე­იშ­ვილ­სა და მე­რაბ თა­ბუ­კაშ­ვილს და­ე­ნიშ­ნათ დახ­მა­რე­ბა (მე­დეა გარ­და­იც­ვა­ლა). ბევ­რი გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი მსხა­ი­ო­ბია, კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ და­ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან და სა­შიმ­ში­ლოდ არ გა­ი­მე­ტე­ბენ.

ესა­უბ­რა

ქე­თე­ვან ხა­მი­ცაშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "ასა­ვალ-და­სა­ვა­ლი"

"ხალხი უკვე ლაპარაკობს, ესენი რად ავირჩიეთო!"

"ხალხი უკვე ლაპარაკობს, ესენი რად ავირჩიეთო!"

- მიხარია, რომ პრეზიდენტი ჩემს მშობლიურ ქალაქ დუშეთში ცხოვრობს, ვთხოვ, მიხედოთ დუშეთსაც და სრულიად საქართველოს, - ამბობს მსახიობი ასმათ ტყაბლაძე და მიმდინარე პროცესებს აფასებს:

- გიორგი მარგველაშვილს ახლოს არ ვიცნობ, მაგრამ ერთმანეთს მივსალმებივართ, იცის, ვინც ვარ. ძალიან მომწონს მისი მშობლები, განათლებული და პატიოსანი ადამიანები არიან. დარწმუნებული ვარ, ცუდ შვილს არ გაზრდიდნენ. ერთია მხოლოდ - მარგველაშვილის მეგობრებად ის პირები დაასახელეს, რომლებსაც გარკვეული დანაშაული აქვთ ჩადენილი, ამიტომაც რა გზით წაიყვანს მარგველაშვილი საქართველოს, ეს მაფიქრებს. პრეზიდენტს ვაფრთხილებ: რომ ჰგონია, ერთგული მეგობრები ჰყავს და მთელი სულითა და გულით არის მათთან, სწორედ ისინი აღმოჩნდებიან ყველაზე დიდი მტრები, ამიტომ დაუკვირდეს ყოველ ნაბიჯს. ხელისუფლებაში მყოფებმა არ იფიქრონ, რომ მათი უფლებები შეუზღუდავია, ყველა მოქმედებაზე პასუხს მოვთხოვთ, ფხიზლად ვართ. კარგად ვიცი, რომ რთული გზა აქვთ გასავლელი, ზოგი მოღალატისა და ქვეყნის დამაქცევარის გენეტიკით მოვიდა, მაგრამ დაძლიონ ამბიცია და ქვეყანას გამოადგნენ. სხვათა შორის, არ მეგონა, მარგველაშვილს პრეზიდენტობა თუ მოესურვებოდა, განათლებული კაცია, დარწმუნებული ვიყავი, სამეცნიერო სფეროში გააგრძელებდა მოღვაწეობას. სააკაშვილისგან არაფერი მიკვირდა, პრეზიდენტობაზე დიდი თანამდებობა რომ ყოფილიყო, ისიც მოუნდებოდა. არც ახლა მგონია, რომ საბოლოოდ წავიდა, მობრუნდება და ხალხსაც აიყოლიებს, აკი არ ეძნელებოდა არც ავტობუსის საჭესთან ჯდომა და არც ველოსიპედით რბოლა... ბევრი ამყოლიც ჰყავდა!

- ფიქრობს, რომ სამართლიანობა აღდგა?

- ჯერჯერობით ვერ ვატყობ. მგონია, რომ ღარიბაშვილი მოაგვარებს ყველაფერს, სიმპათიური ოჯახი ჰყავს. არ მომწონს, როდესაც მასზე ამბობენ, თბილისში ჩამოსულიაო. რას ჰგავს ეს, ბევრი ჩამოსული გამხდარა ნამდვილი თბილისელი და თბილისისთვის და საქართველოსთვის თავი დაუდია. მათ გვარებს ხომ არ ჩამოვთვლი, დაიწყონ ილია ჭავჭავაძიდან, კაბინეტში ყველას რომ მისი პორტრეტი უკიდია - საქმე პორტრეტში კი არ არის, ილიას გონებითა და თვალით შეხედონ მოვლენებს, უცხოელებს რომ აწყვეტინებენ ქვეყნის ბედს, რატომ მაშინ არ ახსენდებათ ილია? ფრანგები ამბობენ, ყველა გენიოსი სოფელში იბადება და პარიზში კვდებაო. ჩვენთანაც ასეა, იბადებიან სოფლებში და თბილისში კვდებიან, მათ ნიჭს ასპარეზი ამ დალოცვილ ქალაქში ეძლევა. აგერ, პრეზიდენტი დუშეთში დასახლდა, სამსახურში ყოველდღე იქიდან დადის... ძალიან კარგია, რომ რაიონში არჩია ცხოვრება, სოფელთან და გლეხებთან ახლოს.

- პრეზიდენტი თქვენს მშობლიურ სახლთან ახლოს ცხოვრობს, მეზობლებს ეკონტაქტება?

- ჩემი სახლი დუშეთის ცენტრშია, პრეზიდენტი კი ცოტა მოშორებით დასახლდა, მაღალ ადგილას, საცეცხლე კოშკთან. ზუსტად გეტყვით – შეხვალთ თუ არა დუშეთში, მარჯვნივ გამოჩნდება კოშკი, პრეზიდენტის სახლი იმის ქვემოთაა – ქვისგან ნაშენი ბელეტაჟია, აქვს მანსარდა. ჩემი სახლიდან იქამდე ფეხით ასასვლელი ბილიკია. ახლა დაცვა დააყენეს - რომ არ მოესურვებინა, მივიდოდი და ვეტყოდი, თავისი და ქვეყნის უსაფრთხოების გამო დაცვა აეყვანა. მის მეზობლებისგან ვიცი, რომ ძალიან კონტაქტურია, მაღაზიაშიც შედის და პროდუქტსაც ყიდულობს.

- ვისგან შეიძინა გიორგი მარგველაშვილმა სახლი?

- პრეზიდენტის მეზობლად ბაგრატიონები ცხოვრობენ. ადრე ეს მამულები დუშელ თავადებს ყარანგოზიშვილებს ეკუთვნოდათ, რომელთაც რევოლუციის შემდეგ ჩამოართვეს, დარჩათ მხოლოდ მცირე ტერიტორია. ეტყობა, ყარანგოზიშვილებმა აქ ცხოვრება აღარ ისურვეს და ბაგრატიონებს დაუტოვეს. აი, ეს ოჯახი აღმოჩნდა გიორგი მარგველაშვილის ნათესავი თუ ახლო მეგობარი, მათთან სტუმრად ყოფნის დროს მეზობლად მდგარი სახლი მოსწონებია და შეუძენია. პრეზიდენტს ვთხოვ, მიხედოს დუშეთს, არ დაავიწყდეს, რომ ილია ჭავჭავაძე ცხოვრობდა დუშეთში და 9 წელი სწორედ ამ გზაზე დადიოდა. ეს დიდი პასუხისმგებლობაა. ვთხოვ, რემონტი გაუკეთოს იმ სახლს, სადაც ილია ცხოვრობდა და იმ შენობასაც, სადაც მუშაობდა (სხვათა შორის, როდესაც ილია ჭავჭავაძე სახლიდან სამსახურში მიდიოდა, ჩემი სახლისთვის უნდა ჩაევლო. ბედად, თბილისშიც და დუშეთშიც ილია ჭავჭავაძის გამზირზე ვცხოვრობ).

- რა სიახლეა თქვენს საქმიანობაში, როგორც მცირე მეწარმეს, დაგიწესდათ თუ არა შეღავათები?

- არავითარი. მსხვილ მეწარმეებს საშუალება მიეცათ, ქვეყნის გარეთ გაიტანონ კიდევ უფრო მეტი პროდუქცია, მაგრამ ჩვენ რთულ სიტუაციაში დავრჩით, ძალიან დიდია გადასახადები, მომხმარებელმა იკლო, ხალხი უმუშევარია. გადახედონ ტარიფებს, ნაგავზე ძალიან დიდი გადასახადია, ჩემს შემთხვევაში (ბარს ვამუშავებ), მაგიდასთან დადგმულ ყოველ სკამზე მომდის გადასახადი. დღეები გადის და ამ სკამებს არავინ იკავებს, გადასახადს კი დიდს ვიხდი. დაგვიბარონ და გავაცნობთ სიტუაციას, მუშტების რტყმა და მუქარა – თუ არ გადაიხდით, დაგხურავთო - არ შეიძლება. ნაგვის ფული თუ არ გადაიხადე, დენს ისევ თიშავენ, ამ მხრივ არაფერი შეცვლილა, ამ საკითხებზე არავინ მუშაობს, პარლამენტიც უმოქმედოა. რამდენჯერ შემინიშნავს, სხდომაზე ან სძინავთ, ან მობილურში იყურებიან. თუ საქმეს არ გააკეთებენ, არ ვაპატიებთ. ხალხი უკვე ლაპარაკობს, ესენი რად ავირჩიეთო! სოფელი ცუდ დღეშია, ლტოლვილებს ქალაქში კი ნუ ასახლებენ, მიწა მისცენ, მოსავალი რომ მოიყვანონ.

- რას ითხოვთ ახალი მთავრობისგან?

- მძღოლებს ძალიან დიდ ჯარიმებს აკისრებენ. ბიუჯეტი შესავსები აქვთ და ისევ ჩემი თანხებით უნდათ შევსება? სახელმწიფოვ, მე რომ მთხოვ, რაღაც შენც მოიფიქრე, ქარხნები და ფაბრიკები ააშენე. მე კი ნუ დამდევ და მეტრაბახები, ბიუჯეტი შევავსეო, რით შეავსე, ჩემით?

ამასწინათ 100 ლარი გადავიხადე, სანაპიროზე 15 კილომეტრი სიჩქარით მეტი გამივლია. მესიჯი მომივიდა. იქნებ ვერ წავიკითხე ეს მესიჯი, უნდა დამსაჯო და ხუთმაგი გადამახდევინო?

თუ დაეჭვდი, რამდენად სწორად გამოგიწერეს ჯარიმა, იმდენს იწვალებ, გაიყიდები და ისევ ჯარიმის გადახდას ირჩევ. ამასწინათ სახლს რომ მივუახლოვდი, მანქანაში ღვედი მოვიხსენი, პატრული შემეფეთა და 50 ლარით დამაჯარიმა. არ უნდა დამთავრდეს ამგვარად ხალხისთვის სულის ამოხდა? როცა 150 ლარზე მეტ პენსიას ვერ აძლევ, ხალხს ვერ ასაქმებ, ვალი მე უნდა დამაკისრო? აქვე ვიტყვი, ძალიან მაწუხებს მაწანწალა ძაღლები, ხალხს ფული არა აქვს, რომ კბენის შემთხვევაში ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინოს, ცოფით უნდა დაავადდნენ? ცხვირ-პირს ამოვუნაყავდი იმათაც, ვინც მოვლილ ძაღლს ქუჩაში ასეირნებს და ფეკალიებს ტოვებს. ხმამაღლა ვამბობ, ეს ხალხი დააჯარიმეთ! გამოიკვლიონ მშენებლობების საკითხი, ჩემს სახლთან 25-სართულიანი სახლის საძირკველი ამოთხარეს, მიწა დაიძრა და მეზობელს კედელი ჩამოენგრა, მარტო კახა კუკავა მოვიდა, მთავრობას არ ეკადრებოდა?

- ბიძინა ივანიშვილი უნდა წასულიყო თუ არა პრემიერის პოსტიდან?

- იგრძნო, რომ წასასვლელი იყო. ჩვენ ხომ არ ვიცით, ბიზნესში საქმე როგორ ჰქონდა, მიჩვეულია მილიარდებს, უცებ რომ შეუჩერდეს შემოსავალი? მე ცოტა ნაწყენი ვიყავი, მის ფონდს ძალიან გაჭირვებული მსახიობების დახმარებისთვის მივმართე (5-6 ადამიანისთვის), მაგრამ არ დაეხმარნენ, პირადად ირაკლი ღარიბაშვილმა მითხრა უარი, ისევ იმათ მისცეს ფული, ვისაც ისედაც ჰქონდათ. მგონია, ბიძინა ივანიშვილს ოთარ მეღვინეთუხუცესი იმდენად უყვარდა, იცოდა, მისი მოწინააღმდეგე რომ ვიყავი და ჩემი აზრი აღარ აინტერესებდა. საბედნიეროდ, ჩემი განცხადების საფუძველზე ორ მსახიობს – მედეა ბიბილეიშვილსა და მერაბ თაბუკაშვილს დაენიშნათ დახმარება (მედეა გარდაიცვალა). ბევრი გაჭირვებული მსხაიობია, კარგი იქნება, თუ დაინტერესდებიან და საშიმშილოდ არ გაიმეტებენ.

ესაუბრა

ქეთევან ხამიცაშვილი

გაზეთი "ასავალ-დასავალი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია