საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღეს შიდსის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება
დღეს შიდსის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება

დღეს შიდსის მსოფ­ლიო დღი­სად­მი მი­ძღვნი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გა­ი­მარ­თე­ბა დღეს შიდსის მსოფ­ლიო დღი­სად­მი მი­ძღვნი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გა­ი­მარ­თე­ბა სა­ხელ­წო­დე­ბით - "და­ვიყ­ვა­ნოთ ნუ­ლამ­დე: ნული ახა­ლი ინ­ფექ­ცია, ნული დის­კრი­მი­ნა­ცია, ნული ლე­ტა­ლო­ბა".

1 დე­კემ­ბერს - შიდსის მსოფ­ლიო დღეს, გა­ე­როს მო­სახ­ლე­ო­ბის ფონ­დი (UNFPA) და გა­ე­როს ბავ­შვთა ფონ­დი (UNICEF) სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და გა­ნათ­ლე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ას­თან (GYDEA)და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ გა­ერ­თი­ა­ნე­ბა "ბე­მონ­თან" პარტნი­ო­რო­ბით ატა­რებს ახალ­გაზ­რდულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბებს.

"ჩვენ გვჯე­რა, რომ შიდსით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის შემ­ცი­რე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია ყვე­ლა ქალ­სა და ახალ­გაზ­რდას ხელი მი­უწ­ვდე­ბო­დეს სქე­სობ­რი­ვი და რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი ჯან­მრთე­ლო­ბი­სათ­ვის სა­ჭი­რო სერ­ვი­სებ­ზე, დავძლი­ოთ გენ­დერუ­ლი უთა­ნას­წო­რო­ბა, გენ­დერუ­ლი ძა­ლა­დო­ბა, დის­კრი­მი­ნა­ცია და სტიგ­მა, რაც ადა­მი­ა­ნებს აივ/ ინ­ფექ­ცი­ის პრე­ვენ­ცი­ა­ში, სქე­სობ­რი­ვი და რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ჭი­რო სერ­ვი­სე­ბის მი­ღე­ბა­ში უშ­ლის ხელს.

ჩვენ, გა­ე­როს მო­სახ­ლო­ე­ბის ფონდში, გან­ვაგ­რძობთ მუ­შა­ო­ბას ჩვენს პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად რათა მი­ვა­წო­დოთ ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი ჯან­დაც­ვის სერ­ვი­სე­ბი ქა­ლებს, ახალ­გაზ­რდებს და ყვე­ლა ადა­მი­ანს, ვინც აივ და­ინ­ფი­ცი­რე­ბის მა­ღა­ლი რის­კის ქვე­შაა და ასე­ვე გავ­წი­ოთ ად­ვო­კა­ტი­რე­ბა მათი უფ­ლე­ბე­ბის აღი­ა­რე­ბი­სათ­ვის" - აღ­ნიშ­ნუ­ლია გა­ე­როს მო­სახ­ლე­ო­ბის ფონ­დის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის ბა­ბა­ტუნ­დე ოსო­ტი­მე­ჰი­ნის სპე­ცი­ა­ლურ მი­მარ­თვა­ში.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ე­როს მო­სახ­ლე­ო­ბის ფონ­დი­დან აც­ნო­ბეს, 1 დე­კემ­ბერს გა­ი­მარ­თე­ბა სა­ინ­ფორ­მა­ციო-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რაც მიზ­ნად ისა­ხავს სქე­სობ­რი­ვი და რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ა­სა და სერ­ვი­სებ­ზე ახალ­გაზ­რდე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის გაზ­რდას, მათი ცნო­ბი­ე­რე­ბის დო­ნის ამაღ­ლე­ბას შიდსის პრე­ვენ­ცი­ის სა­კი­თხებ­ზე და ახალ­გაზ­რდე­ბი­სად­მი კე­თილ­გან­წყო­ბილ სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე მო­თხოვ­ნის სტი­მუ­ლი­რე­ბას.

1 დე­კემ­ბერს, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში 13.00 სა­ა­თი­დან მსურ­ვე­ლებს შე­უძ­ლი­ათ ჩა­ი­ტა­რონ აივ ტეს­ტი­რე­ბა და მი­ი­ღონ კონ­სულ­ტა­ცია ამ სა­კი­თხზე; 15.00 სა­ა­თი­დან და­ი­წყე­ბა მსვლე­ლო­ბა ვა­კის პარ­კი­დან კი­ნო­თე­ატრ "ამი­რა­ნამ­დე", ახალ­გაზ­რდა მო­ხა­ლი­სე­ე­ბი და­ა­რი­გე­ბენ სა­ინ­ფორ­მა­ციო მა­სა­ლებს აივ/ინ­ფექ­ცი­ის შე­სა­ხებ და ახალ­გაზ­რდებს შო­რის გა­ავ­რცე­ლე­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ას უფა­სო აივ კონ­სულ­ტი­რე­ბი­სა და აივ ტეს­ტი­რე­ბის შე­სა­ხებ.

თბი­ლი­სის სხვა­დას­ხვა უბ­ნებ­ში ავ­ტო­ბუ­სის გა­ჩე­რე­ბებ­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში ახალ­გაზ­რდე­ბი ჩა­ა­ტა­რე­ბენ სიმ­ბო­ლურ აქ­ცი­ებს, რათა სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­ა­ნა­ხონ შიდსის პრე­ვენ­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და თვი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის ჩარ­თუ­ლო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა ამ პრო­ცეს­ში.

ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი დას­რულ­დე­ბა 17.00 სა­ათ­ზე კი­ნო­თე­ატრ "ამი­რა­ნის" მცი­რე დარ­ბაზ­ში ("ამარ­კორ­დი") მხატ­ვრუ­ლი ფილ­მის "ფი­ლა­დელ­ფია" ჩვე­ნე­ბით. 1993 წელს გა­და­ღე­ბუ­ლი ეს ფილ­მი ერთ-ერთი პირ­ვე­ლია, რო­მე­ლიც შე­ე­ხო აივ/ ინ­ფექ­ცი­ის, სტიგ­მი­სა და დის­კრი­მი­ნა­ცი­ის პრობ­ლე­მებს.

ფილ­მის ჩვე­ნე­ბამ­დე ჩა­ტარ­დე­ბა ლექ­ცია აივ/ინ­ფექ­ცი­ის შე­სა­ხებ, ჩვე­ნე­ბის შემ­დეგ კი ახალ­გაზ­რდე­ბი ჩა­ერ­თვე­ბი­ან დის­კუ­სი­ა­ში აივ-თან ასო­ცი­რე­ბუ­ლი სტიგ­მი­სა და დის­კრი­მი­ნა­ცი­ის აღ­მო­ფხვრის გზე­ბის შე­სა­ხებ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღეს შიდსის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება

დღეს შიდსის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება

დღეს შიდსის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება დღეს შიდსის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება სახელწოდებით - "დავიყვანოთ ნულამდე: ნული ახალი ინფექცია, ნული დისკრიმინაცია, ნული ლეტალობა".

1 დეკემბერს - შიდსის მსოფლიო დღეს, გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) და გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) საქართველოს ახალგაზრდების განვითარებისა და განათლების ასოციაციასთან (GYDEA)და საზოგადოებრივ გაერთიანება "ბემონთან" პარტნიორობით ატარებს ახალგაზრდულ საგანმანათლებლო ღონისძიებებს.

"ჩვენ გვჯერა, რომ შიდსით ინფიცირების შემთხვევების შემცირებისთვის აუცილებელია ყველა ქალსა და ახალგაზრდას ხელი მიუწვდებოდეს სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისათვის საჭირო სერვისებზე, დავძლიოთ გენდერული უთანასწორობა, გენდერული ძალადობა, დისკრიმინაცია და სტიგმა, რაც ადამიანებს აივ/ ინფექციის პრევენციაში, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისთვის საჭირო სერვისების მიღებაში უშლის ხელს.

ჩვენ, გაეროს მოსახლოების ფონდში, განვაგრძობთ მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან ერთად რათა მივაწოდოთ ინტეგრირებული ჯანდაცვის სერვისები ქალებს, ახალგაზრდებს და ყველა ადამიანს, ვინც აივ დაინფიცირების მაღალი რისკის ქვეშაა და ასევე გავწიოთ ადვოკატირება მათი უფლებების აღიარებისათვის" - აღნიშნულია გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ბაბატუნდე ოსოტიმეჰინის სპეციალურ მიმართვაში.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გაეროს მოსახლეობის ფონდიდან აცნობეს, 1 დეკემბერს გაიმართება საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებები, რაც მიზნად ისახავს სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციასა და სერვისებზე ახალგაზრდების ხელმისაწვდომობის გაზრდას, მათი ცნობიერების დონის ამაღლებას შიდსის პრევენციის საკითხებზე და ახალგაზრდებისადმი კეთილგანწყობილ სამედიცინო მომსახურებაზე მოთხოვნის სტიმულირებას.

1 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 13.00 საათიდან მსურველებს შეუძლიათ ჩაიტარონ აივ ტესტირება და მიიღონ კონსულტაცია ამ საკითხზე; 15.00 საათიდან დაიწყება მსვლელობა ვაკის პარკიდან კინოთეატრ "ამირანამდე", ახალგაზრდა მოხალისეები დაარიგებენ საინფორმაციო მასალებს აივ/ინფექციის შესახებ და ახალგაზრდებს შორის გაავრცელებენ ინფორმაციას უფასო აივ კონსულტირებისა და აივ ტესტირების შესახებ.

თბილისის სხვადასხვა უბნებში ავტობუსის გაჩერებებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ახალგაზრდები ჩაატარებენ სიმბოლურ აქციებს, რათა საზოგადოებას დაანახონ შიდსის პრევენციის შესაძლებლობა და თვითოეული ადამიანის ჩართულობის მნიშვნელობა ამ პროცესში.

ღონისძიებები დასრულდება 17.00 საათზე კინოთეატრ "ამირანის" მცირე დარბაზში ("ამარკორდი") მხატვრული ფილმის "ფილადელფია" ჩვენებით. 1993 წელს გადაღებული ეს ფილმი ერთ-ერთი პირველია, რომელიც შეეხო აივ/ ინფექციის, სტიგმისა და დისკრიმინაციის პრობლემებს.

ფილმის ჩვენებამდე ჩატარდება ლექცია აივ/ინფექციის შესახებ, ჩვენების შემდეგ კი ახალგაზრდები ჩაერთვებიან დისკუსიაში აივ-თან ასოცირებული სტიგმისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის გზების შესახებ.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია