საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქათამი ბრინჯით და თევზის სალათა ზუზუს რეცეპტით
ქათამი ბრინჯით და თევზის სალათა ზუზუს რეცეპტით

ზაზა ბეჟაშ­ვი­ლი, ანუ ზუზუ კვლავ გა­მოჩ­ნდა "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში", კა­ტო­ზე გაბ­რა­ზე­ბულ­მა დი­ტომ მისი ნა­თე­სა­ვე­ბი სამ­სა­ხუ­რი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. მათ შო­რის აღ­მოჩ­ნდა კა­ტოს პირ­ვე­ლი ქმა­რიც, რო­მელ­საც ზუზუ ასა­ხი­ე­რებს. მსა­ხი­ობს კუ­ლი­ნა­რი­ა­ზე სა­ლა­პა­რა­კოდ შევ­ხვდით, თუმ­ცა ინ­ტერ­ვიუ სე­რი­ალ­ზე სა­უბ­რით და­ვი­წყეთ.

- ზუზუ, სე­რი­ალ­ში კვლავ გა­მოჩ­ნდი.

- რაც ძა­ლი­ან მა­ხა­რებს. იქ მი­სულ­მა აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ძა­ლი­ან მო­მე­ნატ­რა იქა­უ­რი გა­რე­მო, ჯგუ­ფი. წი­ნას­წარ მეც არ ვიცი, რა მოხ­დე­ბა სე­რი­ალ­ში, მაგ­რამ ამ შა­ბათ-კვი­რას ისეთ ვი­ღა­ცას ხვდე­ბა ჩემი გმი­რი, ყვე­ლას გა­გე­ცი­ნე­ბათ.

- ზუზუ, გურ­მა­ნი ხარ?

- შე­იძ­ლე­ბა, არა­ნორ­მა­ლუ­რი პა­სუ­ხია ამ რუბ­რი­კის სტუმ­რის­თვის, მაგ­რამ გურ­მა­ნი ნამ­დვი­ლად არ ვარ. ჭამა კი მიყ­ვარს, ვი­ღა­ცე­ბი რომ ამ­ბო­ბენ, იმის­თვის ვჭამ, რომ არ გარ­და­ვიც­ვა­ლოო, მა­სეც არ ვარ, მაგ­რამ არც ისე­თი გურ­მა­ნი ვარ, ერთი კვი­რით ადრე რომ იცი­ან, რა უნდა მი­ირ­თვან ერთი კვი­რის შემ­დეგ და შეკ­ვე­თებს აძ­ლე­ვენ ოჯა­ხის დი­ა­სახ­ლი­სებს. მიმ­ბაძ­ვე­ლი ვარ, ჩემ გარ­შე­მო ტი­პე­ბი გემ­რი­ე­ლად რომ მი­ირ­თმე­ვენ, მახ­სენ­დე­ბა, ეს სა­სი­ა­მოვ­ნო პრო­ცე­სი რომ არის.

- ვინ ზრუ­ნავს შენს გა­მოკ­ვე­ბა­ზე?

- კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბი, კაფე-ბა­რე­ბი. დედა ამ მხრივ ცოტა ზარ­მა­ცია. კერ­ძე­ბის გა­მო­გო­ნე­ბა­ში ბა­და­ლი არ ჰყავს, მაგ­რამ ძი­რი­თა­დად არ ამ­ზა­დებს. თუ გა­ა­კე­თა რამე, ყო­ველ­თვის გემ­რი­ე­ლი გა­მოს­დის, მაგ­რამ ეს იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა.

- რო­მე­ლია შენი საყ­ვა­რე­ლი პრო­დუქ­ტი, კერ­ძი?

- თევ­ზი მიყ­ვარს ძა­ლი­ან, მაგ­რამ არა ქინ­ძმარ­ში. ბევ­რნა­ი­რი თევ­ზი მიყ­ვარს, ორა­გუ­ლი, ხი­ზი­ლა­ლა, სუ­ში­საც გე­ახ­ლე­ბით, ყვე­ლი არის ის პრო­დუქ­ტი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ფერ­თან შე­მიძ­ლია მი­ვირ­თვა, ვგიჟ­დე­ბი ელარ­ჯზე.

- არის ისე­თი პრო­დუქ­ტი, რო­მე­ლიც არ გა­გი­სინ­ჯავს და არც გაქვს ამის სურ­ვი­ლი?

- ძა­ლი­ან ბევ­რი. მა­გა­ლი­თად, ხაში, ცხვრის ხორ­ცი, შა­ურ­მა. თურ­ქეთ­ში ვი­ყა­ვით ერთხელ, იქ ხომ მა­გარ "ხოდ­შია" ცხვრის ხორ­ცი, მის­გან შა­ურ­მას ამ­ზა­დე­ბენ. ჩემი მე­გო­ბა­რი ილია ები­ტაშ­ვი­ლი გა­და­მე­კი­და, ვჭა­მოთ შა­ურ­მაო, წი­ნას­წარ ვთხო­ვე, ცხვრის ხორ­ცი არ ჩა­მი­დოთ-მეთ­ქი და სი­რაქ­ლე­მას ხორ­ცით ვჭა­მე. დიდი არა­ფე­რი იყო, მაგ­რამ რაც მთა­ვა­რია, ცხვა­რი არ იყო. თან, იმ­დე­ნად მიყ­ვარს ცხვა­რი, მე­ცო­დე­ბა. ზო­გა­დად, მე გარ­კვე­ულ­წი­ლად ვე­გე­ტა­რი­ა­ნე­ლი ვარ, ხორცს კი ვჭამ, მაგ­რამ სო­ფელ­ში რომ გა­მო­ე­კი­დე­ბი­ან ქა­თამს, თავს წა­აც­ლი­ან და მერე ჭა­მენ, ამას ვერ გა­ვა­კე­თებ. ცო­ცხა­ლი თუ მყავს ნა­ნა­ხი, ქა­თა­მია ეს თუ ღორი, შან­სი არ არის, ვერ შევ­ჭამ, თან ცოტა ზი­ზღი­ა­ნიც ვარ.

- თა­ვად თუ მო­გიმ­ზა­დე­ბია კერ­ძი?

- რო­გორ არა, მო­მიმ­ზა­დე­ბია. მარ­ტოც მი­ცხოვ­რია და შე­სა­ბა­მი­სად, მზა­რე­უ­ლის ფუნ­ქცი­აც შე­მი­თავ­სე­ბია თა­ვის ბა­ზარ­ში წას­ვლით და ამ­ბე­ბით. სხვა­თა შო­რის, გემ­რი­ე­ლი გა­მომ­დის ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც ვამ­ზა­დებ. კარ­ტო­ფი­ლის შეწ­ვის ჩემი ტექ­ნო­ლო­გია მაქვს და ყო­ველ­თვის თა­ვად ვიმ­ზა­დებ, ძა­ლი­ან წვრი­ლად ვჭრი და ცხელ ტა­ფა­ზე ვწვავ ბევრ ზეთ­ში, რაც მთა­ვა­რია, ტაფა გა­ცხე­ლე­ბუ­ლი უნდა იყოს, სა­ნამ კარ­ტო­ფილს ჩაყ­რი და მხო­ლოდ ერთხელ უნდა მო­უ­რიო. კი­დევ კიტ­რი­სა და პო­მიდვ­რის სა­ლათს ვამ­ზა­დებ, ყვე­ლიც თუ მაქვს, ამ კერძს არა­ფე­რი სჯობს. ეს არის ჩემი სახ­ლის საჭ­მე­ლი. ჩა­ხოხ­ბი­ლი და რა­ღაც ეგე­თი ხორ­ცე­უ­ლო­ბა არ მე­ვა­სე­ბა. კი არ ვეს­თე­ტობ, არ მიყ­ვარს. ნა­ბა­ხუ­სევ­ზე არას­დროს არ მახ­სენ­დე­ბა ხაში, ვერც ვხვდე­ბი, რა­ტომ უნდა მო­მინ­დეს. ზო­გა­დად, სიმ­წა­რე და სიმ­ჟა­ვე მომ­წონს. ერთხელ მოს­კოვ­ში აგა­რაკ­ზე დამ­პა­ტი­ჟეს, ხომ ვი­თომ არა­ფე­რი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი "სი­ლი­ოტ­კა", მო­ხარ­შუ­ლი კარ­ტო­ფი­ლი ყვე­ლას გვი­ჭა­მია ერ­თად, მაგ­რამ ისე იყო მომ­ზა­დე­ბუ­ლი, გვერ­დით პა­ტა­რა მჟა­ვე კიტ­რე­ბი, არა­ყი... ასე­თი გემო იშ­ვი­ა­თად მი­გე­მია.

- ეგ­ზო­ტი­კურ კერ­ძებ­ზე რას მე­ტყვი?

- ზღვის პრო­დუქ­ტე­ბი მიყ­ვარს, კრე­ვე­ტე­ბი, კი­ბორჩხა­ლე­ბი, რვა­ფე­ხა. გვე­ლის პაშ­ტე­ტიც გა­მი­სინ­ჯავს ინ­ტე­რე­სის­თვის. ადრე ბა­ყა­ყის ხორ­ცი ვჭა­მე თბი­ლის­ში ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში. არა­ვინ არ ჭამა, მე მგო­ნი, ვი­ტი­პე და მა­გი­ტომ ვჭა­მე.

იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

ქათამი ბრინჯით და თევზის სალათა ზუზუს რეცეპტით

ქათამი ბრინჯით და თევზის სალათა ზუზუს რეცეპტით

ზაზა ბეჟაშვილი, ანუ ზუზუ კვლავ გამოჩნდა "ჩემი ცოლის დაქალებში", კატოზე გაბრაზებულმა დიტომ მისი ნათესავები სამსახურიდან გაათავისუფლა. მათ შორის აღმოჩნდა კატოს პირველი ქმარიც, რომელსაც ზუზუ ასახიერებს. მსახიობს კულინარიაზე სალაპარაკოდ შევხვდით, თუმცა ინტერვიუ სერიალზე საუბრით დავიწყეთ.

- ზუზუ, სერიალში კვლავ გამოჩნდი.

- რაც ძალიან მახარებს. იქ მისულმა აღმოვაჩინე, რომ ძალიან მომენატრა იქაური გარემო, ჯგუფი. წინასწარ მეც არ ვიცი, რა მოხდება სერიალში, მაგრამ ამ შაბათ-კვირას ისეთ ვიღაცას ხვდება ჩემი გმირი, ყველას გაგეცინებათ.

- ზუზუ, გურმანი ხარ?

- შეიძლება, არანორმალური პასუხია ამ რუბრიკის სტუმრისთვის, მაგრამ გურმანი ნამდვილად არ ვარ. ჭამა კი მიყვარს, ვიღაცები რომ ამბობენ, იმისთვის ვჭამ, რომ არ გარდავიცვალოო, მასეც არ ვარ, მაგრამ არც ისეთი გურმანი ვარ, ერთი კვირით ადრე რომ იციან, რა უნდა მიირთვან ერთი კვირის შემდეგ და შეკვეთებს აძლევენ ოჯახის დიასახლისებს. მიმბაძველი ვარ, ჩემ გარშემო ტიპები გემრიელად რომ მიირთმევენ, მახსენდება, ეს სასიამოვნო პროცესი რომ არის.

- ვინ ზრუნავს შენს გამოკვებაზე?

- კვების ობიექტები, კაფე-ბარები. დედა ამ მხრივ ცოტა ზარმაცია. კერძების გამოგონებაში ბადალი არ ჰყავს, მაგრამ ძირითადად არ ამზადებს. თუ გააკეთა რამე, ყოველთვის გემრიელი გამოსდის, მაგრამ ეს იშვიათად ხდება.

- რომელია შენი საყვარელი პროდუქტი, კერძი?

- თევზი მიყვარს ძალიან, მაგრამ არა ქინძმარში. ბევრნაირი თევზი მიყვარს, ორაგული, ხიზილალა, სუშისაც გეახლებით, ყველი არის ის პროდუქტი, რომელიც ყველაფერთან შემიძლია მივირთვა, ვგიჟდები ელარჯზე.

- არის ისეთი პროდუქტი, რომელიც არ გაგისინჯავს და არც გაქვს ამის სურვილი?

- ძალიან ბევრი. მაგალითად, ხაში, ცხვრის ხორცი, შაურმა. თურქეთში ვიყავით ერთხელ, იქ ხომ მაგარ "ხოდშია" ცხვრის ხორცი, მისგან შაურმას ამზადებენ. ჩემი მეგობარი ილია ებიტაშვილი გადამეკიდა, ვჭამოთ შაურმაო, წინასწარ ვთხოვე, ცხვრის ხორცი არ ჩამიდოთ-მეთქი და სირაქლემას ხორცით ვჭამე. დიდი არაფერი იყო, მაგრამ რაც მთავარია, ცხვარი არ იყო. თან, იმდენად მიყვარს ცხვარი, მეცოდება. ზოგადად, მე გარკვეულწილად ვეგეტარიანელი ვარ, ხორცს კი ვჭამ, მაგრამ სოფელში რომ გამოეკიდებიან ქათამს, თავს წააცლიან და მერე ჭამენ, ამას ვერ გავაკეთებ. ცოცხალი თუ მყავს ნანახი, ქათამია ეს თუ ღორი, შანსი არ არის, ვერ შევჭამ, თან ცოტა ზიზღიანიც ვარ.

- თავად თუ მოგიმზადებია კერძი?

- როგორ არა, მომიმზადებია. მარტოც მიცხოვრია და შესაბამისად, მზარეულის ფუნქციაც შემითავსებია თავის ბაზარში წასვლით და ამბებით. სხვათა შორის, გემრიელი გამომდის ყველაფერი, რასაც ვამზადებ. კარტოფილის შეწვის ჩემი ტექნოლოგია მაქვს და ყოველთვის თავად ვიმზადებ, ძალიან წვრილად ვჭრი და ცხელ ტაფაზე ვწვავ ბევრ ზეთში, რაც მთავარია, ტაფა გაცხელებული უნდა იყოს, სანამ კარტოფილს ჩაყრი და მხოლოდ ერთხელ უნდა მოურიო. კიდევ კიტრისა და პომიდვრის სალათს ვამზადებ, ყველიც თუ მაქვს, ამ კერძს არაფერი სჯობს. ეს არის ჩემი სახლის საჭმელი. ჩახოხბილი და რაღაც ეგეთი ხორცეულობა არ მევასება. კი არ ვესთეტობ, არ მიყვარს. ნაბახუსევზე არასდროს არ მახსენდება ხაში, ვერც ვხვდები, რატომ უნდა მომინდეს. ზოგადად, სიმწარე და სიმჟავე მომწონს. ერთხელ მოსკოვში აგარაკზე დამპატიჟეს, ხომ ვითომ არაფერი, ჩვეულებრივი "სილიოტკა", მოხარშული კარტოფილი ყველას გვიჭამია ერთად, მაგრამ ისე იყო მომზადებული, გვერდით პატარა მჟავე კიტრები, არაყი... ასეთი გემო იშვიათად მიგემია.

- ეგზოტიკურ კერძებზე რას მეტყვი?

- ზღვის პროდუქტები მიყვარს, კრევეტები, კიბორჩხალები, რვაფეხა. გველის პაშტეტიც გამისინჯავს ინტერესისთვის. ადრე ბაყაყის ხორცი ვჭამე თბილისში ერთ-ერთ რესტორანში. არავინ არ ჭამა, მე მგონი, ვიტიპე და მაგიტომ ვჭამე.

იხილეთ სტატია სრულად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება