მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ატერორებდა "ტყის ღმერთი" ხობის რაიონს
როგორ ატერორებდა "ტყის ღმერთი" ხობის რაიონს

ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი მა­რი სა­ხო­კია ხო­ბის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ჭა­ლა­დიდ­ში რამ­დე­ნი­მე ხნის წინ მომ­ხდარ იმ უც­ნა­უ­რი ამ­ბებს აღ­წერს, სო­ფელს ტყის ღმერ­თმა ტყაშ­მა­ფამ რომ და­ა­ტე­ხა თავს.

- ტყაშ­მა­ფამ თა­ვი­დან ჯა­ლა­ღა­ნი­ე­ბის ოჯა­ხი ამო­ი­ჩე­მა, მე­რე გერ­სა­მი­ე­ბის ოჯახ­ში გა­და­ი­ნაც­ვლა, ბო­ლოს კი მთელ ჭა­ლა­დიდს და­უ­კარ­გა მოს­ვე­ნე­ბა. ერ­თხე­ლაც ჩვენს სახ­ლს მო­ად­გა. ჭიშ­კარ­მა რომ გა­იჭ­რი­ა­ლა, ვი­ფიქ­რეთ, რომ ეზო­ში ვი­ღაც შე­მო­ვი­და, მაგ­რამ გა­ვი­ხე­დეთ და იქ არა­ვინ იყო. სწო­რედ ამ დროს ჩვე­ნი სახ­ლის ფან­ჯა­რას უშ­ვე­ლე­ბე­ლი ლო­დი მოხ­ვდა და ერ­თი­ა­ნად ჩა­ამ­სხვრი­ა. ისე ვი­ყა­ვით შე­ში­ნე­ბუ­ლი, ეზოს გა­რეთ გას­ვლას ვე­ღარ ვბე­დავ­დით. საქ­მე­ში პო­ლი­ცი­აც ჩა­ერ­თო, მაგ­რამ ვე­რა­ფე­რი და­ად­გი­ნეს. თბი­ლი­სი­და­ნაც ჩა­მო­ვიდ­ნენ მოჩ­ვე­ნე­ბის ვი­დე­ო­ზე გა­და­სა­ღე­ბად, მაგ­რამ ამო­უც­ნობ­მა ძა­ლამ კა­მე­რა და­უმ­ტვრი­ათ. გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, მაგ­რამ მოჩ­ვე­ნე­ბას ძი­რი­თა­დად ადა­მი­ა­ნებ­ზე მიჰ­ქონ­და იე­რი­ში. ამ სა­ში­ნე­ლე­ბამ ლა­მის ერთ თვეს გას­ტა­ნა. არ ვი­ცო­დით რა გვე­ღო­ნა, ან სა­ი­დან გვე­მუქ­რე­ბო­და საფ­რთხე. სო­ფელ­ში მთე­ლი ღა­მე პო­ლი­ცია პატ­რუ­ლი­რებ­და. მოჩ­ვე­ნე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ღა­მოს 9 სა­ა­თის­თვის აქ­ტი­ურ­დე­ბო­და. ტყი­დან ქვე­ბის წვი­მა მო­დი­ო­და. ვე­ნა­ხე­ბი ერ­თი­ა­ნად გა­ნად­გურ­და. შე­ში­ნე­ბულ­მა ხალ­ხმა ბავ­შვე­ბი სოფ­ლი­დან გა­იყ­ვა­ნა.

-რას უკავ­ში­რებთ ამ მოვ­ლე­ნებს?

-რო­ცა უხი­ლავ ძა­ლას­თან ვე­რა­ფერს გავ­ხდით, მთე­ლი სო­ფე­ლი შე­ვიკ­რი­ბეთ, ვიმ­სჯე­ლეთ და და­ვას­კვე­ნით, რომ თავს ტყის ღმერ­თი ტყაშ­მა­ფა გვეს­ხმო­და. ამ ამ­ბე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე ხნით ად­რე ტყის­მჭრელ თე­მურ ჯა­ლა­ღა­ნი­ას ტყე­ში ერ­თი ვე­ე­ბერ­თე­ლა ხე მო­უჭ­რი­ა, რომ­ლის ძირ­ში ყო­ფი­ლა ბუ­ნა­გი, რო­გორც მივ­ხვდით, ტყაშ­მა­ფა სწო­რედ იქ ბი­ნად­რობ­და... ხის მჭრელ­მა შე­შა სახ­ლში რომ მი­ი­ტა­ნა, ამის შემ­დეგ და­იწყო მთე­ლი უბე­დუ­რე­ბა. ოჯა­ხის უფ­როსს იმ სა­ღა­მოს ლეღ­ვის ნა­ყო­ფი და­უ­ში­ნა ვი­ღა­ცამ, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი ბო­როტ ხუმ­რო­ბას მი­ა­წე­რეს. მე­ო­რე დღეს კი სახ­ლს უშ­ვე­ლე­ბე­ლი რი­ყის ქვე­ბი მოხ­ვდა. ადა­მი­ანს ამ­ხე­ლა ქვის სრო­ლა სად შე­უძ­ლი­ა?! მოკ­ლედ, უეჭ­ვე­ლი­ა, ხის ფუ­ღუ­რო­ში ტყაშ­მა­ფას ბუ­ნა­გი იყო, იმ ხის მოჭ­რამ გა­აბ­რა­ზა და ამი­ტო­მაც გა­მოჰ­ყვა ტყის­მჭრელს. არ­სე­ბობს ხალ­ხი, ვინც ტყე­ში შე­ნიშ­ნა თეთ­რებ­ში ჩაც­მუ­ლი გი­გან­ტუ­რი არ­სე­ბა, რო­მე­ლიც მი­ახ­ლო­ე­ბის­თა­ნა­ვე გაქ­რა -ეს იყო ტყაშ­მა­ფა.

-რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და ტყაშ­მა­ფა?

-რო­გორც თვით­მხილ­ვე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, ეს გი­გან­ტუ­რი არ­სე­ბა თეთ­რე­ბით იყო შე­მო­სი­ლი და ერ­თი­ა­ნად ანა­თებ­და. მეგ­რუ­ლი მი­თო­ლო­გი­ის მი­ხედ­ვით, ოქ­როს­ფერ­თმი­ა­ნი ტყის მე­ფე-ქა­ლი­ ტყაშ­მა­ფა მო­ნა­დი­რეს­თან სა­ი­დუმ­ლო სა­სიყ­ვა­რუ­ლო კავ­შირს ამ­ყა­რებს, მას­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი მო­ნა­დი­რის იღ­ბა­ლი. სა­ი­დუმ­ლოს გა­ცე­მის შემ­თხვე­ვა­ში იგი მის რჩე­ულს სიკ­ვდილს მო­უვ­ლენს. ზოგ­ჯერ ქვად აქ­ცევს მო­ნა­დი­რეს, ხო­ლო მის ოჯახს გა­ა­ღა­ტა­კებს. ტყაშ­მა­ფას შიშ­ველ ტანს უფა­რავს თეთ­რი სა­მო­სი, რო­მე­ლიც კო­ჭე­ბამ­დე სწვდე­ბა, ზოგ­ჯერ უჩი­ნა­რი­ა. ის ხში­რად ხვდე­ბა ტყე­ში მო­ნა­დი­რე­ებს, მაგ­რამ არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ უნ­და გა­მო­ე­ლა­პა­რა­კო, ხე­ლე­ბით უნ­და აუხ­სნა, რა გინ­და, თო­რემ შე­იძ­ლე­ბა გან­რის­ხდეს და ჭკუ­ი­დან შეგ­შა­ლოს. ის ხე­ებ­ზე ცხოვ­რობს.

-რო­გორ გან­დევ­ნეთ სოფ­ლი­დან ტყაშ­მა­ფა?

-შე­ვიკ­რი­ბეთ და მო­ვი­ლა­პარ­კეთ, რომ ბო­დი­ში მოგ­ვე­ხა­და მი­სი ბუ­ნა­გის დან­გრე­ვის­თვის. ტკბი­ლე­უ­ლი მი­ვი­ტა­ნეთ იმ ხეს­თან და ტყაშ­მა­ფას თავ­დას­ხმე­ბიც შეწყ­და.

როგორ ატერორებდა "ტყის ღმერთი" ხობის რაიონს

როგორ ატერორებდა "ტყის ღმერთი" ხობის რაიონს

ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი მა­რი სა­ხო­კია ხო­ბის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ჭა­ლა­დიდ­ში რამ­დე­ნი­მე ხნის წინ მომ­ხდარ იმ უც­ნა­უ­რი ამ­ბებს აღ­წერს, სო­ფელს ტყის ღმერ­თმა ტყაშ­მა­ფამ რომ და­ა­ტე­ხა თავს.

- ტყაშ­მა­ფამ თა­ვი­დან ჯა­ლა­ღა­ნი­ე­ბის ოჯა­ხი ამო­ი­ჩე­მა, მე­რე გერ­სა­მი­ე­ბის ოჯახ­ში გა­და­ი­ნაც­ვლა, ბო­ლოს კი მთელ ჭა­ლა­დიდს და­უ­კარ­გა მოს­ვე­ნე­ბა. ერ­თხე­ლაც ჩვენს სახლს მო­ად­გა. ჭიშ­კარ­მა რომ გა­იჭ­რი­ა­ლა, ვი­ფიქ­რეთ, რომ ეზო­ში ვი­ღაც შე­მო­ვი­და, მაგ­რამ გა­ვი­ხე­დეთ და იქ არა­ვინ იყო. სწო­რედ ამ დროს ჩვე­ნი სახ­ლის ფან­ჯა­რას უშ­ვე­ლე­ბე­ლი ლო­დი მოხ­ვდა და ერ­თი­ა­ნად ჩა­ამ­სხვრი­ა. ისე ვი­ყა­ვით შე­ში­ნე­ბუ­ლი, ეზოს გა­რეთ გას­ვლას ვე­ღარ ვბე­დავ­დით. საქ­მე­ში პო­ლი­ცი­აც ჩა­ერ­თო, მაგ­რამ ვე­რა­ფე­რი და­ად­გი­ნეს. თბი­ლი­სი­და­ნაც ჩა­მო­ვიდ­ნენ მოჩ­ვე­ნე­ბის ვი­დე­ო­ზე გა­და­სა­ღე­ბად, მაგ­რამ ამო­უც­ნობ­მა ძა­ლამ კა­მე­რა და­უმ­ტვრი­ათ. გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, მაგ­რამ მოჩ­ვე­ნე­ბას ძი­რი­თა­დად ადა­მი­ა­ნებ­ზე მიჰ­ქონ­და იე­რი­ში. ამ სა­ში­ნე­ლე­ბამ ლა­მის ერთ თვეს გას­ტა­ნა. არ ვი­ცო­დით რა გვე­ღო­ნა, ან სა­ი­დან გვე­მუქ­რე­ბო­და საფ­რთხე. სო­ფელ­ში მთე­ლი ღა­მე პო­ლი­ცია პატ­რუ­ლი­რებ­და. მოჩ­ვე­ნე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ღა­მოს 9 სა­ა­თის­თვის აქ­ტი­ურ­დე­ბო­და. ტყი­დან ქვე­ბის წვი­მა მო­დი­ო­და. ვე­ნა­ხე­ბი ერ­თი­ა­ნად გა­ნად­გურ­და. შე­ში­ნე­ბულ­მა ხალ­ხმა ბავ­შვე­ბი სოფ­ლი­დან გა­იყ­ვა­ნა.

-რას უკავ­ში­რებთ ამ მოვ­ლე­ნებს?

-რო­ცა უხი­ლავ ძა­ლას­თან ვე­რა­ფერს გავ­ხდით, მთე­ლი სო­ფე­ლი შე­ვიკ­რი­ბეთ, ვიმ­სჯე­ლეთ და და­ვას­კვე­ნით, რომ თავს ტყის ღმერ­თი ტყაშ­მა­ფა გვეს­ხმო­და. ამ ამ­ბე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე ხნით ად­რე ტყის­მჭრელ თე­მურ ჯა­ლა­ღა­ნი­ას ტყე­ში ერ­თი ვე­ე­ბერ­თე­ლა ხე მო­უჭ­რი­ა, რომ­ლის ძირ­ში ყო­ფი­ლა ბუ­ნა­გი, რო­გორც მივ­ხვდით, ტყაშ­მა­ფა სწო­რედ იქ ბი­ნად­რობ­და... ხის მჭრელ­მა შე­შა სახ­ლში რომ მი­ი­ტა­ნა, ამის შემ­დეგ და­იწყო მთე­ლი უბე­დუ­რე­ბა. ოჯა­ხის უფ­როსს იმ სა­ღა­მოს ლეღ­ვის ნა­ყო­ფი და­უ­ში­ნა ვი­ღა­ცამ, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი ბო­როტ ხუმ­რო­ბას მი­ა­წე­რეს. მე­ო­რე დღეს კი სახლს უშ­ვე­ლე­ბე­ლი რი­ყის ქვე­ბი მოხ­ვდა. ადა­მი­ანს ამ­ხე­ლა ქვის სრო­ლა სად შე­უძ­ლი­ა?! მოკ­ლედ, უეჭ­ვე­ლი­ა, ხის ფუ­ღუ­რო­ში ტყაშ­მა­ფას ბუ­ნა­გი იყო, იმ ხის მოჭ­რამ გა­აბ­რა­ზა და ამი­ტო­მაც გა­მოჰ­ყვა ტყის­მჭრელს. არ­სე­ბობს ხალ­ხი, ვინც ტყე­ში შე­ნიშ­ნა თეთ­რებ­ში ჩაც­მუ­ლი გი­გან­ტუ­რი არ­სე­ბა, რო­მე­ლიც მი­ახ­ლო­ე­ბის­თა­ნა­ვე გაქ­რა -ეს იყო ტყაშ­მა­ფა.

-რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და ტყაშ­მა­ფა?

-რო­გორც თვით­მხილ­ვე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, ეს გი­გან­ტუ­რი არ­სე­ბა თეთ­რე­ბით იყო შე­მო­სი­ლი და ერ­თი­ა­ნად ანა­თებ­და. მეგ­რუ­ლი მი­თო­ლო­გი­ის მი­ხედ­ვით, ოქ­როს­ფერ­თმი­ა­ნი ტყის მე­ფე-ქა­ლი­ ტყაშ­მა­ფა მო­ნა­დი­რეს­თან სა­ი­დუმ­ლო სა­სიყ­ვა­რუ­ლო კავ­შირს ამ­ყა­რებს, მას­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი მო­ნა­დი­რის იღ­ბა­ლი. სა­ი­დუმ­ლოს გა­ცე­მის შემ­თხვე­ვა­ში იგი მის რჩე­ულს სიკ­ვდილს მო­უვ­ლენს. ზოგ­ჯერ ქვად აქ­ცევს მო­ნა­დი­რეს, ხო­ლო მის ოჯახს გა­ა­ღა­ტა­კებს. ტყაშ­მა­ფას შიშ­ველ ტანს უფა­რავს თეთ­რი სა­მო­სი, რო­მე­ლიც კო­ჭე­ბამ­დე სწვდე­ბა, ზოგჯერ უჩი­ნა­რი­ა. ის ხში­რად ხვდე­ბა ტყე­ში მო­ნა­დი­რე­ებს, მაგ­რამ არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ უნ­და გა­მო­ე­ლა­პა­რა­კო, ხე­ლე­ბით უნ­და აუხ­სნა, რა გინ­და, თო­რემ შე­იძ­ლე­ბა გან­რის­ხდეს და ჭკუ­ი­დან შეგ­შა­ლოს. ის ხე­ებ­ზე ცხოვ­რობს.

-რო­გორ გან­დევ­ნეთ სოფ­ლი­დან ტყაშ­მა­ფა?

-შე­ვიკ­რი­ბეთ და მო­ვი­ლა­პარ­კეთ, რომ ბო­დი­ში მოგ­ვე­ხა­და მი­სი ბუ­ნა­გის დან­გრე­ვის­თვის. ტკბი­ლე­უ­ლი მი­ვი­ტა­ნეთ იმ ხეს­თან და ტყაშ­მა­ფას თავ­დას­ხმე­ბიც შეწყ­და.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს