სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ურჩია ჰიტლერის პირადმა ექიმმა ცისანა ტატიშვილს
რა ურჩია ჰიტლერის პირადმა ექიმმა ცისანა ტატიშვილს

სა­ქარ­თვე­ლო­სა და საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი, თბი­ლი­სის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქე, ბრწყინ­ვა­ლე­ბის საპ­რე­ზი­დენ­ტო ორ­დე­ნის კა­ვა­ლე­რი, ზა­ქა­რია ფა­ლი­აშ­ვი­ლი­სა და შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის პრე­მი­ე­ბის ლა­უ­რე­ა­ტი, შვე­ი­ცე­რის სა­პა­ტიო მედ­ლის მფლო­ბე­ლი, ღირ­სე­ბის ორ­დე­ნო­სა­ნი ცი­სა­ნა ტა­ტიშ­ვი­ლი პირ­ვე­ლი და ჯერ­ჯე­რო­ბით ერ­თა­დერ­თი სოპ­რა­ნოა, რო­მელ­საც 40-წლი­ა­ნი ბრწყინ­ვა­ლე კა­რი­ე­რის­თვის 2010 წელს თბი­ლი­სის ოპე­რის წინ ვარ­სკვლა­ვი გა­უხ­სნეს.

იშ­ვი­ა­თი სი­ლა­მა­ზი­სა და ძა­ლის დრა­მა­ტუ­ლი სოპ­რა­ნო ნე­ბის­მი­ერ ვო­კა­ლურ სირ­თუ­ლეს ძლევ­და. მის რე­პერ­ტუ­არ­ში იყო უამ­რა­ვი სხვა­დას­ხვა ტი­პის სა­ო­პე­რო ნა­წარ­მო­ე­ბი. რი­ჰარდ შტრა­უ­სის "სა­ლო­მე­ას" შეს­რუ­ლე­ბა საბ­ჭო­თა სივ­რცე­ში, პრაქ­ტი­კუ­ლად, მხო­ლოდ მან შეძ­ლო და მონ­სე­რატ კა­ბა­ლი­ე­სა და ბირ­გიტ ნილ­სონ­თან ერ­თად მსოფ­ლიო სა­მე­ულ­ში შე­ვი­და. ქალ­ბა­ტონ ცი­სა­ნას ევ­რო­პის მრა­ვალ თე­ატ­რში უმ­ღე­რია, მაგ­რამ მის­თვის მთა­ვა­რი მა­ინც თბი­ლი­სის ოპე­რის სცე­ნა იყო... სიმ­ღე­რის სიყ­ვა­რუ­ლი ბავ­შვო­ბი­დან­ვე გა­უღ­ვივ­და. 6 წლის იყო, როცა კი­ნო­თე­ატ­რში დე­დას­თან ერ­თად "დიდი ვალ­სი" უნა­ხავს, სწო­რედ მი­ლი­ცა კო­რი­უ­სის შთამ­ბეჭ­დავ­მა სიმ­ღე­რამ და თა­მაშ­მა გა­და­ა­წყვე­ტი­ნა სა­ო­პე­რო მომ­ღერ­ლო­ბა...

- ბავ­შვო­ბა თბი­ლი­სის ძველ უბან­ში, სო­ლო­ლაკ­ში გა­ვა­ტა­რე. დედა - ქე­თე­ვან ზან­დუ­კე­ლი, მე და ჩემს ძმას მარ­ტო გვზრდი­და. მისი მო­გო­ნე­ბე­ბი­თა და მო­ნა­ყო­ლით ვიც­ნობ­დით მა­მას. მა­მას, ბეჟან ტა­ტიშ­ვილს, თა­ვის დრო­ზე პა­რიზ­ში სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სში გა­უ­მარ­ჯვია, შემ­დეგ ირ­კუტსკში მი­უ­ღია სამ­ხედ­რო გა­ნათ­ლე­ბა და სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა. ერთხანს სამ­ხედ­რო კო­მი­სა­რი იყო, შემ­დეგ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სამ­ხედ­რო კა­თედ­რას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. ერთ ავ­ბე­დით სა­ღა­მოს, მე­უღ­ლი­სა და ახალ­და­ბა­დე­ბუ­ლი ქა­ლიშ­ვი­ლის მო­ნა­ხუ­ლე­ბის შემ­დეგ, სამ­შო­ბი­ა­რო­დან სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა, ამის შემ­დეგ მამა აღა­რა­ვის უნა­ხავს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ი­გო დე­დამ, რომ მისი მე­უღ­ლე და­ა­პა­ტიმ­რეს, გა­და­ა­სახ­ლეს და დახ­ვრი­ტეს. დედა მე­ო­რედ აღარ გა­თხო­ვი­ლა, იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, სწავ­ლის­თვის თავი და­ე­ნე­ბე­ბი­ნა, მუ­შა­ო­ბა და­ე­წყო და შვი­ლე­ბის აღ­ზრდა­ზე ეზ­რუ­ნა.

- ოჯახ­ში რო­გორ შეხ­ვდნენ თქვენს პრო­ფე­სი­ულ არ­ჩე­ვანს?

- ჩემს ძმას ძა­ლი­ან უნ­დო­და მემ­ღე­რა. ამ მხრივ სრულ მხარ­და­ჭე­რას ვგრძნობ­დი. დე­დამ ხმის გა­ს­ა­სინ­ჯად სან­დრო ინაშ­ვილ­თან მი­მიყ­ვა­ნა, რო­მელ­მაც მო­მის­მი­ნა, აღ­ფრთო­ვა­ნე­ბულ­მა შე­მოჰ­კრა ტაში და თქვა: "შენი ლა­მა­ზი, ძლი­ე­რი ხმა მოგ­ცემს სა­შუ­ა­ლე­ბას, ნამ­დვი­ლი ვარ­სკვლა­ვი დად­გე და ჩვე­ნი სამ­შობ­ლო ასა­ხე­ლო" . თა­ვის ასის­ტენტ გულ­ნა­რა ქარ­თვე­ლიშ­ვილს უხმო და და­ა­ვა­ლა, ჩემ­თან მე­ცა­დი­ნე­ო­ბა და­ე­წყო. თა­ვად მა­ესტრო მძი­მედ ავად გახ­ლდათ, ლო­გინს იყო მი­ჯაჭ­ვუ­ლი, ამი­ტომ ჩემ­თან მუ­შა­ო­ბას ვერ შეძ­ლებ­და.

ჩემი დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი იყო ჩემი ძმა. კი­დევ ერთი დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი მყავ­და, გოგი თო­თი­ბა­ძე - ჩემი მე­უღ­ლე, მე­გო­ბა­რი, ბრწყინ­ვა­ლე ადა­მი­ა­ნი და ფერმ­წე­რი. ოჯა­ხი სიყ­ვა­რუ­ლით შევ­ქმე­ნით. ყო­ველ­თვის ერ­თმა­ნე­თის ურ­თი­ერ­თგა­გე­ბა და დიდი პა­ტი­ვის­ცე­მა გვქონ­და. სუ­ბი­ექ­ტუ­რი არ ვიქ­ნე­ბი, თუ ვი­ტყვი, რომ გოგი მე­ტად ელე­გან­ტუ­რი და მომ­ხიბ­ლა­ვი ადა­მი­ა­ნი იყო. ის ცნო­ბი­ლი სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წის, ქარ­თუ­ლი ენის გრა­მა­ტი­კის შემ­დგე­ნე­ლის სი­ლო­ვან ხუნ­და­ძის შვი­ლიშ­ვი­ლი გახ­ლდათ. ჩემი მე­უღ­ლე ჩემი შე­მოქ­მე­დე­ბის ზუს­ტი და ობი­ექ­ტუ­რი შემ­ფა­სე­ბე­ლიც იყო, რა­შიც მას მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბაც ეხ­მა­რე­ბო­და. ათი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თბი­ლი­სის სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ის რექ­ტო­რი იყო. თით­ქმის ოც­და­ა­თი წელი ცოლ-ქმა­რი ვი­ყა­ვით და ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში რო­გორც მე ვღე­ლავ­დი მის გა­მო­ფე­ნებ­ზე, ისე ის კარ­გავ­და სიმ­შვი­დეს ჩემი სპექ­ტაკ­ლე­ბის დროს...

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

რა ურჩია ჰიტლერის პირადმა ექიმმა ცისანა ტატიშვილს

რა ურჩია ჰიტლერის პირადმა ექიმმა ცისანა ტატიშვილს

საქართველოსა და საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, თბილისის საპატიო მოქალაქე, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი, ზაქარია ფალიაშვილისა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიების ლაურეატი, შვეიცერის საპატიო მედლის მფლობელი, ღირსების ორდენოსანი ცისანა ტატიშვილი პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი სოპრანოა, რომელსაც 40-წლიანი ბრწყინვალე კარიერისთვის 2010 წელს თბილისის ოპერის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს.

იშვიათი სილამაზისა და ძალის დრამატული სოპრანო ნებისმიერ ვოკალურ სირთულეს ძლევდა. მის რეპერტუარში იყო უამრავი სხვადასხვა ტიპის საოპერო ნაწარმოები. რიჰარდ შტრაუსის ''სალომეას'' შესრულება საბჭოთა სივრცეში, პრაქტიკულად, მხოლოდ მან შეძლო და მონსერატ კაბალიესა და ბირგიტ ნილსონთან ერთად მსოფლიო სამეულში შევიდა. ქალბატონ ცისანას ევროპის მრავალ თეატრში უმღერია, მაგრამ მისთვის მთავარი მაინც თბილისის ოპერის სცენა იყო... სიმღერის სიყვარული ბავშვობიდანვე გაუღვივდა. 6 წლის იყო, როცა კინოთეატრში დედასთან ერთად ''დიდი ვალსი'' უნახავს, სწორედ მილიცა კორიუსის შთამბეჭდავმა სიმღერამ და თამაშმა გადააწყვეტინა საოპერო მომღერლობა...

- ბავშვობა თბილისის ძველ უბანში, სოლოლაკში გავატარე. დედა - ქეთევან ზანდუკელი, მე და ჩემს ძმას მარტო გვზრდიდა. მისი მოგონებებითა და მონაყოლით ვიცნობდით მამას. მამას, ბეჟან ტატიშვილს, თავის დროზე პარიზში სილამაზის კონკურსში გაუმარჯვია, შემდეგ ირკუტსკში მიუღია სამხედრო განათლება და სამშობლოში დაბრუნებულა. ერთხანს სამხედრო კომისარი იყო, შემდეგ უნივერსიტეტში სამხედრო კათედრას ხელმძღვანელობდა. ერთ ავბედით საღამოს, მეუღლისა და ახალდაბადებული ქალიშვილის მონახულების შემდეგ, სამშობიაროდან სახლში დაბრუნებულა, ამის შემდეგ მამა აღარავის უნახავს. მოგვიანებით გაიგო დედამ, რომ მისი მეუღლე დააპატიმრეს, გადაასახლეს და დახვრიტეს. დედა მეორედ აღარ გათხოვილა, იძულებული გახდა, სწავლისთვის თავი დაენებებინა, მუშაობა დაეწყო და შვილების აღზრდაზე ეზრუნა.

- ოჯახში როგორ შეხვდნენ თქვენს პროფესიულ არჩევანს?

- ჩემს ძმას ძალიან უნდოდა მემღერა. ამ მხრივ სრულ მხარდაჭერას ვგრძნობდი. დედამ ხმის გასასინჯად სანდრო ინაშვილთან მიმიყვანა, რომელმაც მომისმინა, აღფრთოვანებულმა შემოჰკრა ტაში და თქვა: ''შენი ლამაზი, ძლიერი ხმა მოგცემს საშუალებას, ნამდვილი ვარსკვლავი დადგე და ჩვენი სამშობლო ასახელო'' . თავის ასისტენტ გულნარა ქართველიშვილს უხმო და დაავალა, ჩემთან მეცადინეობა დაეწყო. თავად მაესტრო მძიმედ ავად გახლდათ, ლოგინს იყო მიჯაჭვული, ამიტომ ჩემთან მუშაობას ვერ შეძლებდა.

ჩემი დიდი გულშემატკივარი იყო ჩემი ძმა. კიდევ ერთი დიდი გულშემატკივარი მყავდა, გოგი თოთიბაძე - ჩემი მეუღლე, მეგობარი, ბრწყინვალე ადამიანი და ფერმწერი. ოჯახი სიყვარულით შევქმენით. ყოველთვის ერთმანეთის ურთიერთგაგება და დიდი პატივისცემა გვქონდა. სუბიექტური არ ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ გოგი მეტად ელეგანტური და მომხიბლავი ადამიანი იყო. ის ცნობილი საზოგადო მოღვაწის, ქართული ენის გრამატიკის შემდგენელის სილოვან ხუნდაძის შვილიშვილი გახლდათ. ჩემი მეუღლე ჩემი შემოქმედების ზუსტი და ობიექტური შემფასებელიც იყო, რაშიც მას მუსიკალური განათლებაც ეხმარებოდა. ათი წლის განმავლობაში თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორი იყო. თითქმის ოცდაათი წელი ცოლ-ქმარი ვიყავით და ამ ხნის განმავლობაში როგორც მე ვღელავდი მის გამოფენებზე, ისე ის კარგავდა სიმშვიდეს ჩემი სპექტაკლების დროს...

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია