პოლიტიკა
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სადისტი აღმზრდელები ძველ საქართველოში
სადისტი აღმზრდელები ძველ საქართველოში

ძვე­ლი პრე­სის გაც­ნო­ბი­სას დავ­რწმუნ­დით, რომ ყო­ფი­თი და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სა­კი­თხე­ბი, რო­მე­ლიც დღე­საც ძა­ლი­ან გვა­ღელ­ვებს ადა­მი­ა­ნებს, სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წი­ნაც აქ­ტუ­ა­ლუ­რი იყო. თუნ­დაც სა­უ­ბა­რი ბავ­შვთა უფ­ლე­ბებ­ზე, მათ პრობ­ლე­მებ­ზე, ძა­ლა­დო­ბა­ზე, სა­დიზ­მზე, გაშ­ვი­ლე­ბა­ზე და ა.შ. თუ რო­გორ გა­მო­ხა­ტავ­და იმ­ჟა­მინ­დე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ამ სა­კი­თხებ­ზე თა­ვის პო­ზი­ცი­ას, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის არ­ქივ­ში და­ცუ­ლი პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბით მიხ­ვდე­ბით.

1896 წლის 1-ლი დე­კემ­ბრის გა­ზეთ "ცნო­ბის ფურ­ცელ­ში" სა­თა­უ­რით "და­ტან­ჯვა 8 წლის ბავ­შვი­სა" იტყო­ბი­ნე­ბი­ან, რომ 1895 წელს თბი­ლის­ში მცხოვ­რებ­მა ვა­სილ ბა­ღა­თუ­როვ­მათა­ვი­სი დის შვი­ლი, 8 წლის ობო­ლი ეკა­ტე­რი­ნე მო­ახ­ლედ და აღ­საზ­რდე­ლად ვინ­მე ალექ­სან­დრე ღო­ღა­ძეს მი­ა­ბა­რა. წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბის მი­ხედ­ვით, ბი­ძამ და­ი­ჯე­რა, რომ ობოლს ბი­ნაც ექ­ნე­ბო­და, ას­წავ­ლიდ­ნენ და ჩა­აც­მევ­დნენ კი­დეც, სა­ნაც­ვლოდ კი ბავ­შვი სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ებ­ში მო­ეხ­მა­რე­ბო­და ოჯა­ხის დი­ა­სახ­ლისს. "ხოლო ასე არ ფიქ­რობ­და და სჯი­და კე­თილ-მორ­წმუ­ნე მე­უღ­ლე ალექ­სან­დრე ღონ­ღა­ძი­სა თა­მა­რა ღონ­ღა­ძე", - წერს გა­ზე­თი და გა­ნაგ­რძობს: "ამის ფიქ­რით კაცი მა­შინ იქ­ცე­ვა ადა­მი­ა­ნად, რო­დე­საც ბევ­რსა სცემ, გა­ა­ტყა­ვებ, სულს ამო­აძ­რობ, თავ-ბედს აწყევ­ლი­ნებ. ბევ­რიც აღარ ახა­ნა და შე­უდ­გა ასეთ წვრთნას პა­ტა­რა ბავ­შვი­სას. იმ­დენს სცემ­და, იმ­დენს სტან­ჯავ­და სა­წყალ ობოლს, რომ იმი­სი ცრემ­ლი და ტი­რი­ლი უბანს აწუ­ხებ­და. ვე­ღარ შეს­ძლო ამო­დე­ნა უბე­დუ­რე­ბის ცქე­რა აზ­ნა­უ­რის ცოლ­მა ან­ტო­ნი­ნა ბოლ­და­ნიმ, მე­ზო­ბელ­მა; შე­ე­ცო­და სა­წყა­ლი ობო­ლი და ერთ მშვე­ნი­ერ დღეს წა­არ­თვა ძა­ლად ხე­ლი­დან სა­ცო­და­ვი ყმაწ­ვი­ლი კე­თილ-შო­ბილ ცოლ-ქმართ ღონ­ღა­ძე­ებს. საქ­მე გა­მომ­ძი­ე­ბელს გა­და­ე­ცა. გა­მომ­ძი­ებ­ლის კი­თხვა­ზედ მო­წა­მე ლიტ­ვი­ნო­ვი­სამ აჩ­ვე­ნა: არა ერთხელ და ორ­ჯერ და­მი­ნა­ხავს, რომ თა­მა­რა ღო­ღა­ძეს და­უს­რე­სია და და­უ­გ­ლე­ჯია ყუ­რე­ბი ბავ­შვის­თვის, მერე წა­უქ­ცე­ვია ია­ტაკ­ზედ, შეს­დგო­მია ზედ და იქამ­დის უცე­მია წიხ­ლით, ვიდ­რე ვინ­მე მიშ­ვე­ლე­ბია სა­ცო­დავ ბავ­შვს. სცემ­და ბავ­შვს თვით ბა­ტო­ნი ღო­ღა­ძეც. ერთხელ ისე და­არ­ტყა ჯოხი ხელ­ში, - რად გას­ტე­ხე ერთი კვერ­ცხიო, - რომ ბავ­შვი ხელ-ახ­ვე­უ­ლი და­დი­ო­და რა­მო­დე­ნი­მე ხანი. უშ­ვე­ლე­ბელ ეზოს აგ­ვე­ვი­ნებ­დნენ და თუ ვერ შეს­ძლებ­და სა­ცო­და­ვი დაგ­ვას, და­ი­ჭერ­დნენ და ცო­ცხით სცემ­დნენ. ბავ­შვის მთე­ლი ტანი და­ლურ­ჯე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა ცე­მი­სა და ტყე­პი­სა­გან.

სა­სა­მარ­თლო­ში თა­მა­რა ღო­ღა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ მეო, მე... ძლი­ერ კი არა ვსცემ­დი, ისე ნელა... დე­დაშ­ვი­ლუ­რად. მე მხო­ლოდ ვას­წავ­ლი­დი, ვზრდი­დი ბავ­შვს, ადა­მი­ა­ნად უნდა მექ­ცი­აო..." ოლ­ქის სა­სა­მარ­თლოს სა­დის­ტი "აღ­მზრდე­ლი" დამ­ნა­შა­ვედ გა­მო­უ­ცხა­დე­ბია და რვათ­ვი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბაც მი­უს­ჯია: "ასე დას­რულ­და სა­ოს­ტა­ტო ვარ­ჯი­შო­ბა ქალ­ბა­ტონ ღო­ღა­ძი­სა", - ას­რუ­ლებს სტა­ტი­ას ავ­ტო­რი. რო­გორც ჩანს, დღე­ვან­დე­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბით, იმ­ხა­ნად საკ­მა­ოდ მარ­ტი­ვად წყდე­ბო­და ბავ­შვის გაშ­ვი­ლე­ბის სა­კი­თხი და ამის დას­ტუ­რია 1898 წლის 1-ელი აგ­ვის­ტოს "ცნო­ბის ფურ­ცელ­ში" და­ბეჭ­დი­ლი გან­ცხა­დე­ბა: "სამი წლის ბავ­შვი, მდედ­რო­ბი­თი სქე­სი­სა, რო­მე­ლიც ბუ­ნე­ბი­სა­გან და­ჯილ­დო­ვე­ბუ­ლია ლა­მაზ-სან­დო­მი­ა­ნი სა­ხით და, რამ­დე­ნიც მო­ე­თხო­ვე­ბა, ჭკუ­ის სიმ­კვირ­ცხლით, ეს ცხო­ვე­ლი და ნი­ჭი­ე­რი ბავ­შვი, რო­მე­ლიც კარ­გი პატ­რო­ნის და რი­გი­ა­ნი ყუ­რის მგდებ­ლის ხელ­ში ფრი­ად სიმ­პა­თი­უ­რი ქალი დად­გე­ბო­და, დღეს ისეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, რომ იტანს თით­ქმის შიმ­შილ-წყურ­ვილ-სი­შიშ­ვლეს და მო­მა­ვალ­ში, მგო­ნი, სულ უპატ­რო­ნოდ და ბე­დის ამა­რად დარ­ჩეს, თუ ეხლა რამე არ ეშ­ვე­ლა... ორი წლის წი­ნად ამ ბავ­შვს მო­უკ­ვდა ჯერ მამა, ალექ­სან­დრე ცი­ცა­გი და შემ­დეგ დე­დაც. რად­გა­ნაც სხვა პატ­რო­ნი არა­ვინ გა­აჩ­ნდა, იმის­მა დი­დე­დამ ანუ ბე­ბი­ამ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თვი­თონ ღა­ტა­კად იყო და ნივ­თი­ე­რად შე­ვიწ­რო­ე­ბულს მდგო­მა­რე­ობ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, აიყ­ვა­ნა ეს ბავ­შვი და აქამ­დინ, ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ასე თუ ისე უპატ­რო­ნა...". ბე­ბი­ამ, სი­ღა­რი­ბი­სა და ავად­მყო­ფო­ბის გამო ბავ­შვის მოვ­ლას რომ ვე­ღარ ახერ­ხებ­და, გა­ზე­თის რე­დაქ­ცი­ას სთხო­ვა, პა­ტა­რა ოლღა ცი­ცა­გის­თვის ღვთის­ნი­ე­რი პატ­რო­ნის მო­სა­ძებ­ნად გან­ცხა­დე­ბა და­ე­ბეჭ­და: "თუ გა­მოჩ­ნდე­ბა ისე­თი პირი, რო­მე­ლიც ინ­დო­მებს შვი­ლად აიყ­ვა­ნოს ზემო და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი ბავ­შვი, კე­თილ ინე­ბოს და მობ­რძან­დეს ამაღ­ლე­ბის ქუ­ჩა­ზე, დე­კა­ნოზ ტერ-სარ­ქის აღა­ჯა­ნო­ვის სახ­ლში, #58 და იკი­თხოს სა­ლო­მე ცი­ცა­გი".

მო­ამ­ზა­და ირმა ხარ­ში­ლა­ძემ

სადისტი აღმზრდელები ძველ საქართველოში

სადისტი აღმზრდელები ძველ საქართველოში

ძველი პრესის გაცნობისას დავრწმუნდით, რომ ყოფითი და საზოგადოებრივი საკითხები, რომელიც დღესაც ძალიან გვაღელვებს ადამიანებს, საუკუნეების წინაც აქტუალური იყო. თუნდაც საუბარი ბავშვთა უფლებებზე, მათ პრობლემებზე, ძალადობაზე, სადიზმზე, გაშვილებაზე და ა.შ. თუ როგორ გამოხატავდა იმჟამინდელი საზოგადოება ამ საკითხებზე თავის პოზიციას, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის არქივში დაცული პუბლიკაციებით მიხვდებით.

1896 წლის 1-ლი დეკემბრის გაზეთ "ცნობის ფურცელში" სათაურით "დატანჯვა 8 წლის ბავშვისა" იტყობინებიან, რომ 1895 წელს თბილისში მცხოვრებმა ვასილ ბაღათუროვმა თავისი დის შვილი, 8 წლის ობოლი ეკატერინე მოახლედ და აღსაზრდელად ვინმე ალექსანდრე ღოღაძეს მიაბარა. წინასწარი შეთანხმების მიხედვით, ბიძამ დაიჯერა, რომ ობოლს ბინაც ექნებოდა, ასწავლიდნენ და ჩააცმევდნენ კიდეც, სანაცვლოდ კი ბავშვი საოჯახო საქმეებში მოეხმარებოდა ოჯახის დიასახლისს. "ხოლო ასე არ ფიქრობდა და სჯიდა კეთილ-მორწმუნე მეუღლე ალექსანდრე ღონღაძისა თამარა ღონღაძე", - წერს გაზეთი და განაგრძობს: "ამის ფიქრით კაცი მაშინ იქცევა ადამიანად, როდესაც ბევრსა სცემ, გაატყავებ, სულს ამოაძრობ, თავ-ბედს აწყევლინებ. ბევრიც აღარ ახანა და შეუდგა ასეთ წვრთნას პატარა ბავშვისას. იმდენს სცემდა, იმდენს სტანჯავდა საწყალ ობოლს, რომ იმისი ცრემლი და ტირილი უბანს აწუხებდა. ვეღარ შესძლო ამოდენა უბედურების ცქერა აზნაურის ცოლმა ანტონინა ბოლდანიმ, მეზობელმა; შეეცოდა საწყალი ობოლი და ერთ მშვენიერ დღეს წაართვა ძალად ხელიდან საცოდავი ყმაწვილი კეთილ-შობილ ცოლ-ქმართ ღონღაძეებს. საქმე გამომძიებელს გადაეცა. გამომძიებლის კითხვაზედ მოწამე ლიტვინოვისამ აჩვენა: არა ერთხელ და ორჯერ დამინახავს, რომ თამარა ღოღაძეს დაუსრესია და დაუგლეჯია ყურები ბავშვისთვის, მერე წაუქცევია იატაკზედ, შესდგომია ზედ და იქამდის უცემია წიხლით, ვიდრე ვინმე მიშველებია საცოდავ ბავშვს. სცემდა ბავშვს თვით ბატონი ღოღაძეც. ერთხელ ისე დაარტყა ჯოხი ხელში, - რად გასტეხე ერთი კვერცხიო, - რომ ბავშვი ხელ-ახვეული დადიოდა რამოდენიმე ხანი. უშველებელ ეზოს აგვევინებდნენ და თუ ვერ შესძლებდა საცოდავი დაგვას, დაიჭერდნენ და ცოცხით სცემდნენ. ბავშვის მთელი ტანი დალურჯებული აღმოჩნდა ცემისა და ტყეპისაგან.

სასამართლოში თამარა ღოღაძემ განაცხადა, რომ მეო, მე... ძლიერ კი არა ვსცემდი, ისე ნელა... დედაშვილურად. მე მხოლოდ ვასწავლიდი, ვზრდიდი ბავშვს, ადამიანად უნდა მექციაო..." ოლქის სასამართლოს სადისტი "აღმზრდელი" დამნაშავედ გამოუცხადებია და რვათვიანი პატიმრობაც მიუსჯია: "ასე დასრულდა საოსტატო ვარჯიშობა ქალბატონ ღოღაძისა", - ასრულებს სტატიას ავტორი. როგორც ჩანს, დღევანდელისგან განსხვავებით, იმხანად საკმაოდ მარტივად წყდებოდა ბავშვის გაშვილების საკითხი და ამის დასტურია 1898 წლის 1-ელი აგვისტოს "ცნობის ფურცელში" დაბეჭდილი განცხადება: "სამი წლის ბავშვი, მდედრობითი სქესისა, რომელიც ბუნებისაგან დაჯილდოვებულია ლამაზ-სანდომიანი სახით და, რამდენიც მოეთხოვება, ჭკუის სიმკვირცხლით, ეს ცხოველი და ნიჭიერი ბავშვი, რომელიც კარგი პატრონის და რიგიანი ყურის მგდებლის ხელში ფრიად სიმპათიური ქალი დადგებოდა, დღეს ისეთ მდგომარეობაშია, რომ იტანს თითქმის შიმშილ-წყურვილ-სიშიშვლეს და მომავალში, მგონი, სულ უპატრონოდ და ბედის ამარად დარჩეს, თუ ეხლა რამე არ ეშველა... ორი წლის წინად ამ ბავშვს მოუკვდა ჯერ მამა, ალექსანდრე ციცაგი და შემდეგ დედაც. რადგანაც სხვა პატრონი არავინ გააჩნდა, იმისმა დიდედამ ანუ ბებიამ, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ღატაკად იყო და ნივთიერად შევიწროებულს მდგომარეობში იმყოფებოდა, აიყვანა ეს ბავშვი და აქამდინ, ერთი წლის განმავლობაში, ასე თუ ისე უპატრონა...". ბებიამ, სიღარიბისა და ავადმყოფობის გამო ბავშვის მოვლას რომ ვეღარ ახერხებდა, გაზეთის რედაქციას სთხოვა, პატარა ოლღა ციცაგისთვის ღვთისნიერი პატრონის მოსაძებნად განცხადება დაებეჭდა: "თუ გამოჩნდება ისეთი პირი, რომელიც ინდომებს შვილად აიყვანოს ზემო დასახელებული ბავშვი, კეთილ ინებოს და მობრძანდეს ამაღლების ქუჩაზე, დეკანოზ ტერ-სარქის აღაჯანოვის სახლში, #58 და იკითხოს სალომე ციცაგი".

მოამზადა ირმა ხარშილაძემ

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია