საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის ვარდება თამთა ჭელიძე დეპრესიაში
როდის ვარდება თამთა ჭელიძე დეპრესიაში

ფულ­სა და მის სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე ამ­ჯე­რად, მსა­ხი­ო­ბი და მომ­ღე­რა­ლი - თამ­თა ჭე­ლი­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა. მას დიდი სურ­ვი­ლი აქვს, ფუ­ლის ყად­რი ის­წავ­ლოს და მშობ­ლე­ბის­გან თუ ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან ამის გამო შე­ნიშ­ვნა აღარ მი­ი­ღოს. "ფულს ბევ­რი სი­კე­თის მო­ტა­ნა შე­უძ­ლია რო­გორც ჩვენ­თვის, ასე­ვე გარ­შე­მო მყო­ფე­ბის­თვის. ნე­ბის­მი­ერ ჩვენ­განს შე­უძ­ლია, აღ­მო­ა­ჩი­ნოს ის სა­ი­დუმ­ლო, რო­მელ­საც ჩვენ­თვის ფი­ნან­სუ­რი წარ­მა­ტე­ბის მო­ტა­ნა შე­უძ­ლია", - ამ­ბობს მსა­ხი­ო­ბი.

- სამ­წუ­ხა­როდ თუ სა­ბედ­ნი­ე­როდ, ფუ­ლის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. ვშრო­მობთ იმის­თვის, რომ წარ­მა­ტე­ბას მი­ვაღ­წი­ოთ, წარ­მა­ტე­ბა კი ჩვე­ნი უზ­რუნ­ვე­ლი ცხოვ­რე­ბის სა­წინ­და­რია... ბევ­რი ფუ­ლის შოვ­ნის იოლ გზას ირ­ჩევს, ზო­გი­ერ­თე­ბი კი პუ­რის ფუ­ლის სა­შოვ­ნე­ლად მთე­ლი დღე ქუ­ჩა­ში დგა­ნან. სამ­წუ­ხა­როდ, ეს ცხოვ­რე­ბა ასეა მო­წყო­ბი­ლი: სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილს ბევ­რი ფული აქვს, მაგ­რამ უმე­ტე­სო­ბა გა­ჭირ­ვე­ბა­ში ცხოვ­რობს.

- ბევრ ფულ­სა და სიმ­დიდ­რე­ზე ხში­რად ოც­ნე­ბობ?

- მი­ოც­ნე­ბია იმ­დენ ფულ­ზე, რამ­დე­ნიც ჩემი სურ­ვი­ლე­ბის ას­რუ­ლე­ბის­თვის დამ­ჭირ­დე­ბა. ფული ადა­მი­ანს თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბას მა­ტებს.

- მა­ინც, რამ­დე­ნი გჭირ­დე­ბა ოც­ნე­ბე­ბის ასას­რუ­ლებ­ლად?

- ოოო, ძა­ლი­ან ბევ­რი (ფიქ­რობს)... ალ­ბათ მი­ლი­ო­ნი მე­ყო­ფა...

- მა­გა­ლი­თად, გაქვს მი­ლი­ო­ნი. სა­ინ­ტე­რე­სოა, პირ­ველ რიგ­ში, რო­მელ ოც­ნე­ბას აის­რუ­ლებ­დი?

- ბავ­შვო­ბი­დან ვოც­ნე­ბობ­დი, რომ ქა­ლაქ­გა­რეთ, თბი­ლის­თან ახ­ლოს მქონ­დეს სა­კუ­თა­რი გე­მოვ­ნე­ბით მო­წყო­ბი­ლი, კომ­ფორ­ტუ­ლი სახ­ლი, სა­დაც მშვი­დად და ბედ­ნი­ე­რად ვი­ცხოვ­რებ. სხვა­თა შო­რის, ქა­ლაქ­გა­რეთ აგა­რა­კი კი გვაქვს, მაგ­რამ ის არ მომ­წონს... რაც დამ­რჩე­ბო­და, იმ თან­ხას მოგ­ზა­უ­რო­ბის­თვის, ჩემი შვი­ლის გა­ნათ­ლე­ბა­ზე ზრუნ­ვის­თვის გა­მო­ვი­ყე­ნებ­დი.

- არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც ფული ისე უყ­ვართ, რომ მის და­ხარ­ჯვა­ზე უარს ამ­ბო­ბენ; ასე­თე­ბი თან­ხის დაგ­რო­ვე­ბით იღე­ბენ სი­ა­მოვ­ნე­ბას... შენ თუ შე­გიძ­ლია ფუ­ლის შეგ­რო­ვე­ბა?

- არა, ფული არას­დროს შე­მიგ­რო­ვე­ბია, სა­ა­მი­სო ნე­ბის­ყო­ფა ნამ­დვი­ლად არ მაქვს. ფუ­ლის ხარ­ჯვა უფრო კარ­გად გა­მომ­დის, ვიდ­რე დაგ­რო­ვე­ბა. ვა­ღი­ა­რებ, ფუ­ლის ყად­რი არ ვიცი და დედა, ახ­ლობ­ლე­ბი გა­მუდ­მე­ბით ამის გამო მსაყ­ვე­დუ­რო­ბენ. დღის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დე­ნი ლა­რიც უნდა მქონ­დეს, სა­ღა­მომ­დე მის და­ხარ­ჯვას რო­გორ­მე მო­ვა­ხერ­ხებ (იცი­ნის).

- დღე­ში ყვე­ლა­ზე მეტი, რამ­დე­ნი და­გი­ხარ­ჯავს?

- ვერ და­ვა­კონ­კრე­ტებ, მაგ­რამ ერთხელ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მთე­ლი ხელ­ფა­სი რომ დავ­ხარ­ჯე, ამის თქმა კი და­ნამ­დვი­ლე­ბით შე­მიძ­ლია.

- ფულს ყვე­ლა­ზე დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით, რაში ხარ­ჯავ?

- შვი­ლის­თვის სა­ჩუქ­რე­ბის ყიდ­ვა მსი­ა­მოვ­ნებს. სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­ნე­ბივ­რე­ბაც მიყ­ვარს, მა­გა­ლი­თად, კოს­მე­ტი­კით, ტა­ნი­სა­მო­სით და ა.შ.

- ოდეს­მე ყუ­ლა­ბა გქო­ნია?

- ყუ­ლა­ბა მხო­ლოდ ბავ­შვო­ბა­ში მქონ­და. თურ­მე, პა­ტა­რა­ო­ბი­სას ფუ­ლის შეგ­რო­ვე­ბა მიყ­ვარ­და, მაგ­რამ მას მერე, რაც გა­ვი­ზარ­დე, ეს საქ­მე აღარ გა­მომ­დის.

- შენს შვილს თუ აქვს ყუ­ლა­ბა?

- ჰქონ­და, მაგ­რამ ახლა აღარ აქვს. ხომ იცი, ბავ­შვი რომ იზ­რდე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, მო­თხოვ­ნი­ლე­ბე­ბიც ეზ­რდე­ბა და ხურ­და ფული აღარ აკ­მა­ყო­ფი­ლებს, ქა­ღალ­დის კუ­პი­უ­რე­ბი უფრო მე­ტად ხიბ­ლავს.

- ოდეს­მე, ფული თუ გი­პო­ვია?

- არას­დროს მი­პო­ვია და არც და­მი­კარ­გავს.

- როცა ფი­ნან­სურ კრი­ზისს გა­ნიც­დი, და­სახ­მა­რებ­ლად ვის მი­მარ­თავ?

- მე ისე­თი მხარ­ჯვე­ლი ვარ, რომ ფი­ნან­სურ კრი­ზისს ხში­რად გან­ვიც­დი (იღი­მის). სი­ტუ­ა­ცი­ი­დან მშობ­ლებს გა­მოვ­ყა­ვარ. ფუ­ლის არც სეს­ხე­ბა მიყ­ვარს და არც - გა­სეს­ხე­ბა. როცა ფულს მთხო­ვენ, ამ დროს თავს ძა­ლი­ან ცუ­დად ვგრძნობ; იმის კი არ მე­ში­ნია, რომ და­მე­კარ­გე­ბა, უბ­რა­ლოდ მი­მაჩ­ნია, რომ ძა­ლი­ან უხერ­ხუ­ლი პრო­ცე­სია. მირ­ჩევ­ნია, ადა­მი­ანს სა­ჭი­რო თან­ხა ვა­ჩუ­ქო.

- შენ­თვის თუ უჩუ­ქე­ბი­ათ გარ­კვე­უ­ლი თან­ხა?

- ფულს ბავ­შვო­ბა­შიც და ახ­ლაც ხში­რად მჩუქ­ნი­ან. ამით უფრო მე­ტად, მშობ­ლე­ბი მა­ნე­ბივ­რე­ბენ.

- შენი აზ­რით, ფუ­ლით წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია?

- ხში­რად მი­ფიქ­რია იმა­ზე, თუ რა არის წარ­მა­ტე­ბის სა­ზო­მი, ფულს მო­აქვს წარ­მა­ტე­ბა თუ წარ­მა­ტე­ბას - ფული? ბო­ლოს ყო­ველ­თვის, ერთ აზ­რამ­დე მივ­დი­ვარ: როცა ბევ­რი ფული გაქვს, წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ხარ... ფულ­თან ერ­თად, გა­ნათ­ლე­ბაც თუ გაქვს, ეს უკვე "სა­უ­კე­თე­სო" ვა­რი­ან­ტია. მი­მაჩ­ნია, რომ მდი­დარ ადა­მი­ანს ყვე­ლა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა შე­უძ­ლია.

- ოდეს­მე რა­ი­მე საქ­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად ქრთა­მის სა­ხით, ფული თუ გა­და­გიხ­დია?

- არა­სო­დეს არა­ვის მოქ­რთამ­ვა არ დამ­ჭირ­ვე­ბია და არც მე მო­ვუქრთა­მი­ვარ ვინ­მეს (იცი­ნის). ვფიქ­რობ, ეს მდა­ბი­უ­რი საქ­ცი­ე­ლია. შე­იძ­ლე­ბა, ადა­მი­ანს მად­ლო­ბის ნიშ­ნად, რა­ი­მე საქ­მის მოგ­ვა­რე­ბა­ში დახ­მა­რე­ბის­თვის, უბ­რა­ლოდ, პა­ტი­ვი სცე და რა­ღაც სიმ­ბო­ლუ­რად უსახ­სოვ­რო, ამით მის მი­მართ ერ­თგვა­რი პა­ტი­ვის­ცე­მა გა­მო­ხა­ტო.

- ხელ­გაშ­ლი­ლი, მხარ­ჯვე­ლი მა­მა­კა­ცე­ბი მოგ­წონს თუ ხელ­მომ­ჭირ­ნე ანუ ისე­თი, ვინც და­ნა­ზო­გის გა­კე­თე­ბა­საც ახერ­ხებს?

- ხელ­მომ­ჭირ­ნე ქალ­ბა­ტო­ნე­ბიც არ მომ­წონს და მით უმე­ტეს - ასე­თი მა­მა­კა­ცი რო­გორ მო­მე­წო­ნე­ბა? როცა შენ არ ხარ "ჟმო­ტი" და წუ­წუ­რა­ქი, ხელ­მომ­ჭირ­ნეს­თან ურ­თი­ერ­თო­ბა აუ­ცი­ლებ­ლად გა­გი­ჭირ­დე­ბა. ფული იმის­თვის არ­სე­ბობს, რომ და­ხარ­ჯო და ამით სი­ა­მოვ­ნე­ბა მი­ი­ღო.

- მა­მა­კაც­თან ერ­თად კა­ფე­ში ყო­ფ­ნი­სას, ოდეს­მე ფული თა­ვად თუ გა­და­გიხ­დია?

- გა­და­მიხ­დია და ამა­ში ცუდს ვე­რა­ფერს ვხე­დავ. არ მეს­მის, მა­მა­კა­ცი რა­ტომ არის ვალ­დე­ბუ­ლი, ქალი ყო­ველ­თვის თა­ვად და­პა­ტი­ჟოს? ასე­თი რა­ღა­ცე­ბი არ მომ­წონს.

- ამ­ბობ, რომ ფუ­ლის ხარ­ჯვა გიყ­ვარს. სა­ინ­ტე­რე­სოა, ხარ­ჯვის დროს სა­ფუ­ლე­ში თან­ხის ოდე­ნო­ბას თუ აკონ­ტრო­ლებ?

- რა თქმა უნდა, სა­ფუ­ლე­ში ფულს ხში­რად ვა­კონ­ტრო­ლებ. ხომ უნდა ვი­ცო­დე, სად და რო­დის უნდა ვთქვა: "თამ­თა, შე­ჩერ­დი"?!

- ტან­საც­მე­ლი ან რა­ი­მე ნივ­თი ნი­სიად თუ შე­გი­ძე­ნია?

- ნი­სი­ად ტან­საც­მე­ლი შე­მი­ძე­ნია. ეს უკვე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა, რად­გან მა­ღა­ზი­ებ­ში ბევ­რი ნაც­ნო­ბი მყავს და თუ რამე მო­მე­წო­ნე­ბა, მაგ­რამ საკ­მა­რი თან­ხა არ მაქვს, მე­უბ­ნე­ბი­ან: არა უშავს, მერე გა­დაგ­ვი­ხა­დეო.

- უფუ­ლო­ბამ შე­იძ­ლე­ბა, დეპ­რე­სი­ა­ში ჩა­გაგ­დოს?

- და­მე­თან­ხმე­ბით, რომ ზო­გა­დად, უფუ­ლო­ბა ძა­ლი­ან ცუდი რამ არის. ფი­ნან­სუ­რი კრი­ზი­სის დროს უსუ­სუ­რი ვხდე­ბი, თით­ქოს ხელ-ფეხი მაქვს შეკ­რუ­ლი და დეპ­რე­სი­ა­ში ვვარ­დე­ბი, სახ­ლში ვი­კე­ტე­ბი, გა­რეთ გას­ვლაც არ მინ­და. მოკ­ლედ, უფუ­ლო­ბის ძა­ლი­ან მე­ში­ნია.

- აზარ­ტუ­ლი ხარ?

- აზარ­ტუ­ლი არ ვარ, ბავ­შვო­ბი­დან არ მიყ­ვარს კარ­ტის თა­მა­შიც კი... თუმ­ცა, კა­ზი­ნო­ში ორ­ჯერ ვარ ნამ­ყო­ფი.

- კა­ზი­ნო­ში ითა­მა­შე თუ ისე, გა­სარ­თო­ბად, რო­მე­ლი­მე მე­გო­ბარს ან ახ­ლო­ბელს გაჰ­ყე­ვი?

- ჩემ­და სამ­წუ­ხა­როდ, ვი­თა­მა­შე და წა­ვა­გე. სა­ერ­თოდ, მძულს მო­თა­მა­შე ადა­მი­ა­ნე­ბი, მთელ ცხოვ­რე­ბას კა­ზი­ნო­ში რომ ატა­რე­ბენ და ვინ იცის, რა გზით ნა­შოვნ ფულს აგე­ბენ. ასეთ ადა­მი­ა­ნებს ვე­რა­სო­დეს გა­ვუ­გებ. ათას­ში ერთხელ შე­იძ­ლე­ბა, კა­ზი­ნო­ში გა­სარ­თო­ბად შეხ­ვი­დე, მაგ­რამ როცა თა­მა­ში ყო­ველ­დღი­ურ სა­ხეს იღებს, ეს სა­ში­ნე­ლე­ბაა.

სოფო ჭო­ნიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

როდის ვარდება თამთა ჭელიძე დეპრესიაში

როდის ვარდება თამთა ჭელიძე დეპრესიაში

ფულსა და მის საჭიროებაზე ამჯერად, მსახიობი და მომღერალი - თამთა ჭელიძე გვესაუბრება. მას დიდი სურვილი აქვს, ფულის ყადრი ისწავლოს და მშობლებისგან თუ ახლობელი ადამიანებისგან ამის გამო შენიშვნა აღარ მიიღოს. "ფულს ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია როგორც ჩვენთვის, ასევე გარშემო მყოფებისთვის. ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია, აღმოაჩინოს ის საიდუმლო, რომელსაც ჩვენთვის ფინანსური წარმატების მოტანა შეუძლია", - ამბობს მსახიობი.

- სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ფულის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. ვშრომობთ იმისთვის, რომ წარმატებას მივაღწიოთ, წარმატება კი ჩვენი უზრუნველი ცხოვრების საწინდარია... ბევრი ფულის შოვნის იოლ გზას ირჩევს, ზოგიერთები კი პურის ფულის საშოვნელად მთელი დღე ქუჩაში დგანან. სამწუხაროდ, ეს ცხოვრება ასეა მოწყობილი: საზოგადოების ნაწილს ბევრი ფული აქვს, მაგრამ უმეტესობა გაჭირვებაში ცხოვრობს.

- ბევრ ფულსა და სიმდიდრეზე ხშირად ოცნებობ?

- მიოცნებია იმდენ ფულზე, რამდენიც ჩემი სურვილების ასრულებისთვის დამჭირდება. ფული ადამიანს თავდაჯერებულობას მატებს.

- მაინც, რამდენი გჭირდება ოცნებების ასასრულებლად?

- ოოო, ძალიან ბევრი (ფიქრობს)... ალბათ მილიონი მეყოფა...

- მაგალითად, გაქვს მილიონი. საინტერესოა, პირველ რიგში, რომელ ოცნებას აისრულებდი?

- ბავშვობიდან ვოცნებობდი, რომ ქალაქგარეთ, თბილისთან ახლოს მქონ­დეს საკუთარი გემოვნებით მო­წყობილი, კომფორტული სახლი, სადაც მშვიდად და ბედნიერად ვიცხოვრებ. სხვათა შორის, ქალაქგარეთ აგარაკი კი გვაქვს, მაგრამ ის არ მომწონს... რაც დამრჩებოდა, იმ თანხას მოგზაურობისთვის, ჩემი შვილის განათლებაზე ზრუნვისთვის გამოვიყენებდი.

- არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ფული ისე უყვართ, რომ მის და­ხარჯვაზე უარს ამბობენ; ასეთები თანხის დაგროვებით იღებენ სიამოვ­ნებას... შენ თუ შეგიძლია ფულის შეგროვება?

- არა, ფული არასდროს შემიგროვებია, საამისო ნებისყოფა ნამდვილად არ მაქვს. ფულის ხარჯვა უფრო კარგად გამომდის, ვიდრე დაგროვება. ვაღიარებ, ფულის ყადრი არ ვიცი და დედა, ახლობლები გამუდმებით ამის გამო მსაყვედურობენ. დღის განმავლობაში რამდენი ლარიც უნდა მქონდეს, საღამომდე მის დახარჯვას როგორმე მოვახერხებ (იცინის).

- დღეში ყველაზე მეტი, რამდენი დაგიხარჯავს?

- ვერ დავაკონკრეტებ, მაგრამ ერთხელ დღის განმავლობაში მთელი ხელფასი რომ დავხარჯე, ამის თქმა კი დანამდვილებით შემიძლია.

- ფულს ყველაზე დიდი სიამოვნებით, რაში ხარჯავ?

- შვილისთვის საჩუქრების ყიდვა მსიამოვნებს. საკუთარი თავის გა­ნებივრებაც მიყვარს, მაგალითად, კოს­მეტიკით, ტანისამოსით და ა.შ.

- ოდესმე ყულაბა გქონია?

- ყულაბა მხოლოდ ბავშვობაში მქონდა. თურმე, პატარაობისას ფულის შეგროვება მიყვარდა, მაგრამ მას მერე, რაც გავიზარდე, ეს საქმე აღარ გამომდის.

- შენს შვილს თუ აქვს ყულაბა?

- ჰქონდა, მაგრამ ახლა აღარ აქვს. ხომ იცი, ბავშვი რომ იზრდება, შესაბამისად, მოთხოვნილებებიც ეზრდება და ხურდა ფული აღარ აკმაყოფილებს, ქაღალდის კუპიურები უფრო მეტად ხიბლავს.

- ოდესმე, ფული თუ გიპოვია?

- არასდროს მიპოვია და არც დამიკარგავს.

- როცა ფინანსურ კრიზისს განიცდი, დასახმარებლად ვის მიმართავ?

- მე ისეთი მხარჯველი ვარ, რომ ფინანსურ კრიზისს ხშირად განვიცდი (იღიმის). სიტუაციიდან მშობლებს გამოვყავარ. ფულის არც სესხება მიყვარს და არც - გასესხება. როცა ფულს მთხოვენ, ამ დროს თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ; იმის კი არ მეშინია, რომ დამეკარგება, უბრალოდ მიმაჩნია, რომ ძალიან უხერხული პროცესია. მირჩევნია, ადამიანს საჭირო თანხა ვაჩუქო.

- შენთვის თუ უჩუქებიათ გარკვეული თანხა?

- ფულს ბავშვობაშიც და ახლაც ხშირად მჩუქნიან. ამით უფრო მეტად, მშობლები მანებივრებენ.

- შენი აზრით, ფულით წარმატების მიღწევა შესაძლებელია?

- ხშირად მიფიქრია იმაზე, თუ რა არის წარმატების საზომი, ფულს მოაქვს წარმატება თუ წარმატებას - ფული? ბოლოს ყოველთვის, ერთ აზრამდე მივდივარ: როცა ბევრი ფული გაქვს, წარმატებული ადამიანი ხარ... ფულთან ერთად, განათლებაც თუ გაქვს, ეს უკვე "საუკეთესო" ვარიანტია. მიმაჩნია, რომ მდიდარ ადამიანს ყველანაირი პრობლემის მოგვარება შეუძლია.

- ოდესმე რაიმე საქმის მოსაგვარებლად ქრთამის სახით, ფული თუ გადაგიხდია?

- არასოდეს არავის მოქრთამვა არ დამჭირვებია და არც მე მოვუქრთამივარ ვინმეს (იცინის). ვფიქრობ, ეს მდაბიური საქციელია. შეიძლება, ადამიანს მადლობის ნიშნად, რაიმე საქმის მოგვარებაში დახმარებისთვის, უბრალოდ, პატივი სცე და რაღაც სიმბოლურად უსახსოვრო, ამით მის მიმართ ერთგვარი პატივისცემა გამოხატო.

- ხელგაშლილი, მხარჯველი მამაკაცები მოგწონს თუ ხელმომჭირნე ანუ ისეთი, ვინც დანაზოგის გაკეთებასაც ახერხებს?

- ხელმომჭირნე ქალბატონებიც არ მომწონს და მით უმეტეს - ასეთი მამაკაცი როგორ მომეწონება? როცა შენ არ ხარ "ჟმოტი" და წუწურაქი, ხელმომჭირნესთან ურთიერთობა აუცილებლად გაგიჭირდება. ფული იმისთვის არსებობს, რომ დახარჯო და ამით სიამოვნება მიიღო.

- მამაკაცთან ერთად კაფეში ყო­ფ­ნისას, ოდესმე ფული თავად თუ გადაგიხდია?

- გადამიხდია და ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. არ მესმის, მამაკაცი რატომ არის ვალდებული, ქალი ყოველთვის თავად დაპატიჟოს? ასეთი რაღაცები არ მომწონს.

- ამბობ, რომ ფულის ხარჯვა გიყვარს. საინტერესოა, ხარჯვის დროს საფულეში თანხის ოდენობას თუ აკონტროლებ?

- რა თქმა უნდა, საფულეში ფულს ხშირად ვაკონტროლებ. ხომ უნდა ვიცოდე, სად და როდის უნდა ვთქვა: "თამთა, შეჩერდი"?!

- ტანსაცმელი ან რაიმე ნივთი ნი­სიად თუ შეგიძენია?

- ნისიად ტანსაცმელი შემიძენია. ეს უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა, რადგან მაღაზიებში ბევრი ნაცნობი მყავს და თუ რამე მომეწონება, მაგრამ საკმარი თანხა არ მაქვს, მეუბნებიან: არა უშავს, მერე გადაგვიხადეო.

- უფულობამ შეიძლება, დეპრესიაში ჩაგაგდოს?

- დამეთანხმებით, რომ ზოგადად, უფულობა ძალიან ცუდი რამ არის. ფინანსური კრიზისის დროს უსუსური ვხდები, თითქოს ხელ-ფეხი მაქვს შეკრული და დეპრესიაში ვვარდები, სახლში ვიკეტები, გარეთ გასვლაც არ მინდა. მოკლედ, უფულობის ძალიან მეშინია.

- აზარტული ხარ?

- აზარტული არ ვარ, ბავშვობიდან არ მიყვარს კარტის თამაშიც კი... თუმცა, კაზინოში ორჯერ ვარ ნამყოფი.

- კაზინოში ითამაშე თუ ისე, გასართობად, რომელიმე მეგობარს ან ახლობელს გაჰყევი?

- ჩემდა სამწუხაროდ, ვითამაშე და წავაგე. საერთოდ, მძულს მოთამაშე ადამიანები, მთელ ცხოვრებას კაზინოში რომ ატარებენ და ვინ იცის, რა გზით ნაშოვნ ფულს აგებენ. ასეთ ადამიანებს ვერასოდეს გავუგებ. ათასში ერთხელ შეიძლება, კაზინოში გასართობად შეხვიდე, მაგრამ როცა თამაში ყოველდღიურ სახეს იღებს, ეს საშინელებაა.

სოფო ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება