პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩოხაზე ხანჯლის ტარება აიკრძალება
ჩოხაზე ხანჯლის ტარება აიკრძალება

ეროვ­ნულ სა­მოს­ზე მისი შე­მად­გე­ნე­ლი ატ­რი­ბუ­ტის - ხან­ჯლის ტა­რე­ბის აკ­რძალ­ვა პარ­ლა­მენ­ტში გან­ხილ­ვის სა­განს წარ­მო­ად­გენს.

სა­კი­თხი იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე წა­მო­იჭ­რა, სა­დაც კო­მი­ტე­ტი "ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დაღ­ვე­ვა­თა კო­დექსთან" და­კავ­ში­რე­ბით ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინი­ცი­ა­ტი­ვა­ზე მსჯე­ლობს, რომ­ლის ერთ-ერთი სი­ახ­ლეც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში ცივი ია­რა­ღით ტა­რე­ბის აკ­რძალ­ვაა.

კერ­ძოდ, რო­გორც ცნო­ბი­ლია, ცივი ია­რა­ღის ტა­რე­ბა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სით დას­ჯა­დი ქმე­დე­ბა ხდე­ბა და ქუ­ჩებ­ში, ეზო­ებ­ში, სტა­დი­ო­ნებ­ზე, სკვე­რებ­ში, პარ­კებ­ში, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, კინო-თე­ატ­რებ­ში, სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზებ­ში, კა­ფე­ებ­ში, რეს­ტორ­ნებ­ში, ტრან­სპორ­ტში, ავტო და რკი­ნიგ­ზის სად­გუ­რებ­ში, აე­რო­პორ­ტებ­ში და სხვა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში ეს პი­რის 200 ლა­რის ოდე­ნო­ბით და­ჯა­რი­მე­ბას გა­მო­იწ­ვევს. იგი­ვე ქმე­დე­ბის გან­მე­ო­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი, სა­მარ­თალ­დამ­რღვევს 1000 ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მა, ან 15 დღის ვა­დით ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­ტიმ­რო­ბა და­ე­კის­რე­ბა. ამას­თან, შსს კა­ნონპ­რო­ექ­ტში იმ კონ­კრე­ტულ გა­რე­მო­ე­ბებ­ზე მი­უ­თი­თებს, რა შემ­თხვე­ვა­შიც პირს სან­ქცი­ის და­კის­რე­ბა არ და­ე­მუქ­რე­ბა - ერთ-ერთი ასე­თი გა­რე­მო­ე­ბა ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი სა­მო­სე­ლის ტა­რე­ბაა, როცა ცივი ია­რა­ღი (ხან­ჯა­ლი, ხმა­ლი და სხვა) ასე­თი სა­მო­სე­ლის ნა­წი­ლია.

რო­გორც ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ ვახ­ტანგ ხმა­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რამ­დე­ნი­მე დღის წინ კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბის მო­ე­დან­ზე მომ­ხარ ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით ით­ქვა, რომ "ჩო­ხოს­ნებ­მა" ორი მა­მა­კა­ცი ხან­ჯლით დაჭ­რეს. ხმა­ლა­ძე და­ინ­ტე­რეს­და, რა შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბის დროს, როცა კა­ნო­ნით ნა­ცი­ო­ნა­ლურ სა­მოს­ზე ია­რა­ღის ტა­რე­ბა არ იკ­რძა­ლე­ბა. ხმა­ლა­ძემ იკი­თხა, რომ თუკი ხან­ჯა­ლი და­საშ­ვე­ბია, მა­შინ რა­ტომ იკ­რძა­ლე­ბა დანა.

დე­პუ­ტა­ტის კი­თხვის პა­თო­სი არ გა­ი­ზი­ა­რა "კონ­სერ­ვა­ტორ­მა" დე­პუ­ტატ­მა გიგა ბუ­კი­ამ, რომ­ლის თქმით, ად­გი­ლი ისეთ შემ­თხვე­ვებ­საც ჰქო­ნია, როცა ქორ­წილ­ში ადა­მი­ა­ნის­თვის თავ­ში ბოთ­ლი ჩა­ურ­ტყამთ და ამ ლო­გი­კით, ბუ­კი­ას თქმით, სუფ­რა­ზე სას­მე­ლის მი­ნის ბოთ­ლე­ბით მი­ტა­ნაც უნდა აიკ­რძა­ლოს. მან ხმა­ლა­ძეს მი­მარ­თა, რომ შე­უძ­ლია აჩ­ვე­ნოს საფ­ლა­ვე­ბი, სა­დაც მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ გარ­დაც­ვლი­ლი თო­ხის თავ­ში ჩარ­ტყმის შე­დე­გად არის და­ღუ­პუ­ლი.

თა­ვად სა­კი­თხის წარმდგე­ნი, შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ლე­ვან იზო­რია გან­მარ­ტავს, რომ ერ­თა­დერ­თი, რის გა­მოც აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­გა­მო­ნაკ­ლი­სო შემ­თხვე­ვის დაშ­ვე­ბა მოხ­და, ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლო­ბის და ეროვ­ნუ­ლი სა­მო­სის ატ­რი­ბუ­ტი­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა იყო. იზო­რი­ას თქმით, ეროვ­ნუ­ლი სა­მო­სის ტა­რე­ბი­სას ხან­ჯლის ტა­რე­ბის აკ­რძალ­ვა ტრა­დი­ცი­უ­ლო­ბას­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში არ მოვა.

იზო­რია კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბის მო­ე­დან­თან მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის მსგავსს შემ­თხვე­ვებ­ზე გა­მო­სა­ვალს პრე­ვენ­ცი­ა­სა და სა­მარ­თლა­დამ­ცავ­თა მუ­შა­ო­ბა­ში ხე­დავს.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ჩოხაზე ხანჯლის ტარება აიკრძალება

ჩოხაზე ხანჯლის ტარება აიკრძალება

ეროვნულ სამოსზე მისი შემადგენელი ატრიბუტის - ხანჯლის ტარების აკრძალვა პარლამენტში განხილვის საგანს წარმოადგენს.

საკითხი იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე წამოიჭრა, სადაც კომიტეტი "ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსთან" დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივაზე მსჯელობს, რომლის ერთ-ერთი სიახლეც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცივი იარაღით ტარების აკრძალვაა.

კერძოდ, როგორც ცნობილია, ცივი იარაღის ტარება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დასჯადი ქმედება ხდება და ქუჩებში, ეზოებში, სტადიონებზე, სკვერებში, პარკებში, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, კინო-თეატრებში, საკონცერტო დარბაზებში, კაფეებში, რესტორნებში, ტრანსპორტში, ავტო და რკინიგზის სადგურებში, აეროპორტებში და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ეს პირის 200 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს. იგივე ქმედების განმეორების შემთხვევაში კი, სამართალდამრღვევს 1000 ლარიანი ჯარიმა, ან 15 დღის ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა დაეკისრება. ამასთან, შსს კანონპროექტში იმ კონკრეტულ გარემოებებზე მიუთითებს, რა შემთხვევაშიც პირს სანქციის დაკისრება არ დაემუქრება - ერთ-ერთი ასეთი გარემოება ნაციონალური სამოსელის ტარებაა, როცა ცივი იარაღი (ხანჯალი, ხმალი და სხვა) ასეთი სამოსელის ნაწილია.

როგორც ამასთან დაკავშირებით იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა, რამდენიმე დღის წინ კოლმეურნეობის მოედანზე მომხარ ინციდენტთან დაკავშირებით ითქვა, რომ "ჩოხოსნებმა" ორი მამაკაცი ხანჯლით დაჭრეს. ხმალაძე დაინტერესდა, რა შეიძლება ითქვას ასეთი შემთხვევების დროს, როცა კანონით ნაციონალურ სამოსზე იარაღის ტარება არ იკრძალება. ხმალაძემ იკითხა, რომ თუკი ხანჯალი დასაშვებია, მაშინ რატომ იკრძალება დანა.

დეპუტატის კითხვის პათოსი არ გაიზიარა "კონსერვატორმა" დეპუტატმა გიგა ბუკიამ, რომლის თქმით, ადგილი ისეთ შემთხვევებსაც ჰქონია, როცა ქორწილში ადამიანისთვის თავში ბოთლი ჩაურტყამთ და ამ ლოგიკით, ბუკიას თქმით, სუფრაზე სასმელის მინის ბოთლებით მიტანაც უნდა აიკრძალოს. მან ხმალაძეს მიმართა, რომ შეუძლია აჩვენოს საფლავები, სადაც მითითებულია, რომ გარდაცვლილი თოხის თავში ჩარტყმის შედეგად არის დაღუპული.

თავად საკითხის წარმდგენი, შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორია განმარტავს, რომ ერთადერთი, რის გამოც აღნიშნული საგამონაკლისო შემთხვევის დაშვება მოხდა, ქართული ტრადიციულობის და ეროვნული სამოსის ატრიბუტიკის გათვალისწინება იყო. იზორიას თქმით, ეროვნული სამოსის ტარებისას ხანჯლის ტარების აკრძალვა ტრადიციულობასთან შესაბამისობაში არ მოვა.

იზორია კოლმეურნეობის მოედანთან მომხდარი ინციდენტის მსგავსს შემთხვევებზე გამოსავალს პრევენციასა და სამართლადამცავთა მუშაობაში ხედავს.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია