ყველა ქალი ხვდება ღალატობს თუ არა პარტნიორი, მაგრამ გოგონები რეალობას "უბრალოდ არ იმჩნევენ". ეს მარტივი ნიშნები დაგეხმარებათ გაარკვიოთ, გღალატობთ თუ არა პარტნიორი.
1. თქვენს მიმართ ზედმეტად გულკეთილი გახდა: თუ რამდენიმე კვირის წინ ვერაფრით დაიყოლიეთ მნიშვნელოვანი საფეხბურთო მატჩის ნაცვლად ბანალური მელოდრამა ეყურებინა, დღეს რა შეიცვალა? კაცები ღალატის დროს თავს დამნაშავედ გრძნობენ, უფრო სენტიმენტალურები ხდებიან. ის თვლის, რომ დანაშაული ყველა ხერხით უნდა გამოისყიდოს და თქვენდამი სიბრალულით განმსჭვალული, მზადაა ბევრი ისეთი რამ გააკეთოს, რაც დიდად არასდროს ხიბლავდა. კაცები ფიქრობენ, რომ ყვავილები, გემრიელი შოკოლადი თუ ძვირადღირებულ რესტორანში სადილი ღალატის ერთგვარი კომპენსაციაა.
2. მისი ხასიათი რადიკალურად შეიცვალა: მას თქვენზე უკეთ არავინ იცნობს და ზუსტად იცით, რა ახარებს და რა აღიზიანებს. თუ ცდილობს დაგეგმილი პაემანი ყველა ხერხით გადადოს, ან ადრინდელივით თქვენთან ხშირი საუბარი აღარ უნდა, ურთიერთობაში ბზარია. ხშირად მისი ხასიათის მკვეთრი ცვლილება ჰორიზონტზე ახალი პარტნიორის გამოჩენას უკავშირდება.
3. სისტემატურად ამოწმებს მობილურ ტელეფონს: თუ თქვენი პარტნიორი ზოგჯერ სახლიდან ისე გადიოდა, რომ მობილური სახლში რჩებოდა, ან რამდენიმე საათის განმავლობაში ტელეფონს მაგიდაზე ტოვებდა და ახლა ასე არ იქცევა, ესე იგი მნიშვნელოვან შეტყობინებას ელის. ზოგჯერ ქალები თავს იტყუებენ და თვლიან, რომ ამის მიზეზი მნიშვნელოვანი სამსახურებრივი ზარი, ან შეტყობინებაა, მაგრამ გჯერათ, რომ სამსახურის საქმეს ვინმე მესიჯებით განიხილავს? ამასთან თუ ტელეფონზე კოდი დაადო და ადრინდელივით მობილურს აღარ განდობთ, ოთახიდან გადის, რომ ზარს უპასუხოს, თუ ტელეფონს თიშავს და ამბობს, რომ მოგვიანებით დარეკავს, დროა სირაქლემას პოზიციას დაემშვიდობოთ.
4. დიდ დროს ატარებს ინტერნეტში: შეგიძლიათ თამამად გადაამოწმოთ რამდენად ერთგულია თქვენი პარტნიორი - უთხარით რომ დასაძინებლად მიდიხართ, რამდენიმე წუთის შემდეგ დაბრუნდით მის ოთახში და ნახავთ, რომ თქვენს მოულოდნელ ვიზიტზე დაიბნევა და კომპიუტერს უცერემონიოდ გამორთავს. არასდროს ჩართავს სხვადასხვა სოციალურ ქსელს თუ ოთახში მის გვერდით ხართ, რადგანაც ეკრანზე აუცილებლად გამოჩნდება არასასიამოვნო მესიჯები, რომელიც თქვენ არ გაგიგზავნიათ. ხოლო თუ კომპიუტერში პაროლი შეცვალა და მისი ნებართვის გარეშე ლეპტოპს ვერ ეკარებით, დროა ახალი მამაკაცის ძებნა დაიწყოთ.
მომზადებულია Wikihow-ს მიხედვით.