პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

8

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:02-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 17:43-ზე დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კინგსის" ოლიმპიადის მონაწილეთა მშობლები ორგანიზატორებს უპირისპირდებიან
"კინგსის" ოლიმპიადის მონაწილეთა მშობლები ორგანიზატორებს უპირისპირდებიან

სას­კო­ლო ოლიმ­პი­ა­და "კინგსი" სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ იმარ­თე­ბა. ტეს­ტი­რე­ბა ინ­გლი­სურ ენა­სა და მა­თე­მა­ტი­კა­ში ტარ­დე­ბა. "ამ­ბე­ბი.გე"-ს რამ­დე­ნი­მე მშო­ბე­ლი და­უ­კავ­შირ­და, რომ­ლე­ბიც აცხა­დე­ბენ, რომ ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას არ გა­აჩ­ნია საკ­მა­რი­სი კომ­პე­ტენ­ცია და ინ­გლი­სუ­რის ოლიმ­პი­ა­და­ზე ტეს­ტებ­ში არა­ერ­თი შეც­დო­მა და­ფიქ­სირ­და.

"ტეს­ტე­ბი ორაზ­რო­ვა­ნია და ისეა შედ­გე­ნი­ლი, რომ გა­მიზ­ნუ­ლია არაა ბავ­შვის ცოდ­ნის გა­მო­სამ­ჟღავ­ნებ­ლად, არა­მედ მის ჩა­საჭ­რე­ლად", - ასე­თია ოლიმ­პი­ა­დის ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლის, მე­ხუ­თეკ­ლა­სე­ლი გო­გო­ნას დე­დის, ნეს­ტან ვე­ფხვა­ძის შე­ფა­სე­ბა.

ნეს­ტან ვე­ფხვა­ძე ინ­გლი­სუ­რი ენის სპე­ცი­ა­ლის­ტია, შე­სა­ბა­მი­სად შეც­დო­მე­ბი მან მე­ო­რე ტუ­რის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე აღ­მო­ა­ჩი­ნა და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­საც მი­მარ­თა. თუმ­ცა სი­მარ­თლის გარ­კვე­ვა რამ­დე­ნი­მე­დღი­ა­ნი რთუ­ლი მი­მო­წე­რის შემ­დეგ შეძ­ლო.

"ინ­გლი­სურ­ში მე­ო­რე ტუ­რის ტეს­ტე­ბი იყო აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­უ­მარ­თა­ვი, ზო­გი­ერთ სა­კითხს ჰქონ­და ორ-ორი სწო­რი პა­სუ­ხი. მე პი­რა­დად დავ­თვა­ლე ხუთი ასე­თი ტეს­ტი და შე­ვა­ტყო­ბი­ნე ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს. და­ახ­ლო­ე­ბით 5 დღე იყო შე­დე­გე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნებ­დე და ისი­ნი მიმ­ტკი­ცებ­დნენ, რომ სწო­რი იყო. არა­ლო­გი­კურ და გა­უ­მარ­თლე­ბელ პა­სუ­ხებს მწერ­დნენ. სი­ნამ­დვი­ლე­ში, ტეს­ტი იყო არას­წო­რად შედ­გე­ნი­ლი, მე­ხუ­თეკ­ლა­სელ ბავ­შვს იმის მი­ხედ­ვით უნდა გა­ე­ცა პა­სუ­ხი, თუ რა იგუ­ლის­ხმა ტეს­ტის დამ­წერ­მა. სა­ბო­ლო­ოდ პა­სუ­ხი აღარც მომ­წე­რეს, მაგ­რამ ბავ­შვებს ამ სა­კი­თხებ­ში მო­ე­მა­ტათ ქულა. რაც შე­ე­ხე­ბა ფი­ნა­ლურ ტურს, შეც­დო­მე­ბი აქაც და­ფიქ­სირ­და. ამ ტურ­ში არის ტეს­ტი, რო­მელ­შიც, თუ ავი­ღებთ ბრი­ტა­ნულ ინ­გლი­სურს, არ­ცერ­თი პა­სუ­ხი არ არის სწო­რი, მაგ­რამ ამე­რი­კუ­ლი ინ­გლი­სუ­რით სამი სა­ვა­რა­უ­დო პა­სუ­ხი­დან ერთი სწო­რია. კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა აქვთ",-ამ­ბობს ნეს­ტან ვე­ფხვა­ძე.

"კინგსს მუდ­მი­ვად აქვს გა­მარ­თუ­ლი ტეს­ტე­ბის შედ­გე­ნის პრობ­ლე­მა, გან­სა­კუთ­რე­ბით ინ­გლი­სურ­ში. მხო­ლოდ ერთ კლას­ში, მე­ო­რე ტურ­ში მო­უ­წი­ათ სამი სა­კი­თხის მთლი­ა­ნად გა­ბა­თი­ლე­ბა. ახლა პი­რა­დად მე ორ სა­კი­თხზე მაქვს პრე­ტენ­ზია და ორი­ვე­ზე მე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან, ამ­ბო­ბენ რომ მათი ვერ­სი­აა სწო­რი, თუმ­ცა აღი­ა­რე­ბუ­ლი ფაქ­ტია, რომ ის ორი ტეს­ტი, რო­მელ­ზეც ვე­და­ვე­ბი, გა­უ­მარ­თა­ვია – ამ­ბობს ერთ-ერთ- ფი­ნა­ლის­ტი მო­ნა­წი­ლის მშო­ბე­ლი.

მი­სი­ვე თქმით, არაკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოლიმ­პი­ა­დე­ბი მოს­წავ­ლე­თა უფ­ლე­ბებს არ­ღვევს და უნდა არ­სე­ბობ­დეს კონ­კრე­ტუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი ოლიმ­პი­ა­დის ჩა­სა­ტა­რებ­ლად. "ვთვლი, რომ რა­ღაც­ნა­ი­რად უნდა რე­გუ­ლირ­დე­ბო­დეს ასე­თი ოლიმ­პა­დე­ბის ჩა­ტა­რე­ბა. ისეთ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, ვი­საც არ აქვთ საკ­მა­რი­სი კვა­ლი­ფი­კა­ცია და არ შე­უძ­ლი­ათ ოლიმ­პი­ა­და გა­მარ­თუ­ლად ჩა­ა­ტა­რონ, ამის უფ­ლე­ბა უნდა ჩა­მო­ერ­თვათ, იმი­ტომ რომ ირ­ღვე­ვა ბავ­შვე­ბის უფ­ლე­ბე­ბი. ამ დროს ჩნდე­ბა უსა­მარ­თლო­ბის გან­ცდა და ეს არის ბავ­შვის­თვის ძა­ლი­ან სა­ზი­ა­ნო, მით უმე­ტეს პა­ტა­რა ასაკ­ში".

ოლიმ­პა­დას­თან და­კავ­ში­რე­ბით პრე­ტენ­ზი­ებს მშობ­ლე­ბი "კინგსის" Facebook-ის ვებგ­ვერ­დზეც აფიქ­სი­რე­ბენ. მშობ­ლე­ბი წე­რენ, რომ ინ­გლი­სუ­რის ტეს­ტებ­ში არა­ერ­თი შეც­დო­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

"ნამ­დვი­ლად არას­წო­რად არის პა­სუ­ხე­ბი შე­ტა­ნი­ლი. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას -She does not go to school today because she is ill - ეს არის მცდა­რი წი­ნა­და­დე­ბა, ე.ი. არ და­დის სკო­ლა­ში დღეს, იმი­ტომ რომ ავად არის. უნდა იკი­თხოთ მა­ინც უცხო­ე­ლებ­თან, ამე­რი­კე­ლებ­თან და ინ­გლი­სე­ლებ­თან, თუ არა­და შე­ი­ტა­ნოთ შეს­წო­რე­ბა. ბავ­შვებს ხა­ლისს უკარ­გავთ."

"ვარ ძა­ლი­ან ნა­წყე­ნი და ვა­პი­რებ გა­ვა­სა­ჩივ­რო თქვე­ნი ინ­გლი­სუ­რი ენის ოლიმ­პი­ა­დის უსა­მარ­თლო შე­დე­გე­ბი, რად­გან უძ­ლი­ე­რეს კონ­კურ­სანტს სპე­ცი­ა­ლუ­რად და­აკ­ლეს 4 ქულა, რათა იგი არ მოხ­ვედ­რი­ლი­ყო სა­უ­კე­თე­სო სა­მე­ულ­ში. გა­სა­ჩივ­რე­ბის შე­დე­გად მო­ი­მი­ზე­ზეს უსუ­სუ­რი და არა­ლო­გი­კუ­რი არ­გუ­მენ­ტე­ბი. სამ­წუ­ხა­როდ ამ­გვარ ფაქ­ტებს ეწი­რე­ბა ჩვე­ნი ბავ­შვე­ბის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი გან­წყო­ბა და იკარ­გე­ბა ყო­ველ­გვა­რი სტი­მუ­ლი. ბავ­შვე­ბი უშე­დე­გოდ მი­იჩ­ნე­ვენ ოლიმ­პი­ა­და­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბას", - წე­რენ მშობ­ლე­ბი.

აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით Ambebi.ge "კინგსის" ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­საც და­უ­კავ­შირ­და. აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი ალექ­სან­დრე ბა­სი­ლა­ძე ადას­ტუ­რებს, რომ შეც­დო­მე­ბი ტეს­ტებ­ში შე­საძ­ლოა აღ­მოჩ­ნდეს, თუმ­ცა სა­კა­მა­თო სა­კი­თხე­ბი მოს­წავ­ლე­თა სა­სარ­გებ­ლოდ წყდე­ბა.

"უშუ­ა­ლოდ ამ ოლიმ­პი­ა­და­ზე ჩვენ შევ­ქმე­ნით სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლია წამ­ყვა­ნი პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლე­ბე­ლე­ბით, რო­გორც ინ­გლი­სურ­ში, ასე­ვე მა­თე­მა­ტი­კა­ში და ტეს­ტე­ბის ხა­რის­ხი აწე­უ­ლია. რაც შე­ე­ხე­ბა პრე­ტენ­ზი­ებს, ყო­ველ­თვის არის. ადრე უფრო მეტი იყო, თან ინ­გლი­სუ­რი უფრო სა­კა­მა­თო სა­გა­ნია, ვიდ­რე მა­თე­მა­ტი­კა. პრე­ტენ­ზი­ე­ბი არის ორ სა­კი­თხზე - არის სტამ­ბუ­რი, ბეჭ­დუ­რი ხა­სი­ა­თის შეც­დო­მე­ბი. მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბის შეც­დო­მე­ბი იპა­რე­ბა ტეს­ტის ში­ნა­არსშიც. ერთ-ერთ კლას­ში მარ­თლაც იყო უფრო მეტი ხარ­ვე­ზი, რო­მე­ლიც არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო, და ეს სა­კი­თხე­ბი ჩვენ ბავ­შვე­ბის­თვის სა­სარ­გებ­ლოდ გა­დავ­წყვი­ტეთ და რაც იყო სა­კა­მა­თო და ორაზ­რო­ვა­ნი, ჩა­ვუთ­ვა­ლეთ სწორ პა­სუ­ხად",-აცხა­დებს ბა­სი­ლა­ძე.

სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით სას­წავ­ლო ოლიმ­პი­ა­დას ათამ­დე კერ­ძო ორ­გა­ნი­ზა­ცია ატა­რებს. ოლიმ­პი­ა­დას წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ მა­ინც ატა­რე­ბენ. ოლიმ­პი­ა­დის პირ­ველ ტურ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უფა­სოა, თუმ­ცა მე­ო­რე ტურ­ში გა­და­სულ­მა მოს­წავ­ლე­ებ­მა ოლიმ­პი­ა­და­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გა­საგ­რძე­ლებ­ლად თან­ხა უნდა გა­და­ი­ხა­დონ, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად 15 ლარს შე­ად­გენს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ოლიმ­პი­ა­და­ში ათა­სო­ბით მოს­წავ­ლე მო­ნა­წი­ლე­ობს.

გა­ნათ­ლე­ბის სა­მინ­სიტ­რო­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ კერ­ძო ოლიმ­პი­ა­დებ­თან მათ შე­ხე­ბა არ აქვთ და შე­სა­ბა­მი­სად არც მათი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის შე­სა­ხებ აქვთ ინ­ფორ­მა­ცია. რო­გორც ირ­კვე­ვა, არ არ­სე­ბობს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ნორ­მა, რო­მე­ლიც მათ საქ­მი­ა­ნო­ბას და­ა­რე­გუ­ლი­რებს.

ნა­თია ლეშ­კა­შე­ლი, Ambebi.ge

Ambebi.ge: თუ თქვენც გა­გაჩ­ნი­ათ მსგავ­სი პრე­ტენ­ზი­ე­ბი სას­კო­ლო ოლიმ­პი­ა­დებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, გთხოვთ მოგ­ვწე­როთ კო­მენ­ტა­რის სა­ხით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

"კინგსის" ოლიმპიადის მონაწილეთა მშობლები ორგანიზატორებს უპირისპირდებიან

"კინგსის" ოლიმპიადის მონაწილეთა მშობლები ორგანიზატორებს უპირისპირდებიან

სასკოლო ოლიმპიადა "კინგსი" საქართველოს მასშტაბით წელიწადში ორჯერ იმართება. ტესტირება ინგლისურ ენასა და მათემატიკაში ტარდება. "ამბები.გე"-ს რამდენიმე მშობელი დაუკავშირდა, რომლებიც აცხადებენ, რომ ამ ორგანიზაციას არ გააჩნია საკმარისი კომპეტენცია და ინგლისურის ოლიმპიადაზე ტესტებში არაერთი შეცდომა დაფიქსირდა.

"ტესტები ორაზროვანია და ისეა შედგენილი, რომ გამიზნულია არაა ბავშვის ცოდნის გამოსამჟღავნებლად, არამედ მის ჩასაჭრელად", - ასეთია ოლიმპიადის ერთ-ერთი მონაწილის, მეხუთეკლასელი გოგონას დედის, ნესტან ვეფხვაძის შეფასება.

ნესტან ვეფხვაძე ინგლისური ენის სპეციალისტია, შესაბამისად შეცდომები მან მეორე ტურის დასრულებისთანავე აღმოაჩინა და ორგანიზატორებსაც მიმართა. თუმცა სიმართლის გარკვევა რამდენიმედღიანი რთული მიმოწერის შემდეგ შეძლო.

"ინგლისურში მეორე ტურის ტესტები იყო აბსოლუტურად გაუმართავი, ზოგიერთ საკითხს ჰქონდა ორ-ორი სწორი პასუხი. მე პირადად დავთვალე ხუთი ასეთი ტესტი და შევატყობინე ორგანიზატორებს. დაახლოებით 5 დღე იყო შედეგების გამოქვეყნებდე და ისინი მიმტკიცებდნენ, რომ სწორი იყო. არალოგიკურ და გაუმართლებელ პასუხებს მწერდნენ. სინამდვილეში, ტესტი იყო არასწორად შედგენილი, მეხუთეკლასელ ბავშვს იმის მიხედვით უნდა გაეცა პასუხი, თუ რა იგულისხმა ტესტის დამწერმა. საბოლოოდ პასუხი აღარც მომწერეს, მაგრამ ბავშვებს ამ საკითხებში მოემატათ ქულა. რაც შეეხება ფინალურ ტურს, შეცდომები აქაც დაფიქსირდა. ამ ტურში არის ტესტი, რომელშიც, თუ ავიღებთ ბრიტანულ ინგლისურს, არცერთი პასუხი არ არის სწორი, მაგრამ ამერიკული ინგლისურით სამი სავარაუდო პასუხიდან ერთი სწორია. კვალიფიკაციის სერიოზული პრობლემა აქვთ",-ამბობს ნესტან ვეფხვაძე.

"კინგსს მუდმივად აქვს გამართული ტესტების შედგენის პრობლემა, განსაკუთრებით ინგლისურში. მხოლოდ ერთ კლასში, მეორე ტურში მოუწიათ სამი საკითხის მთლიანად გაბათილება. ახლა პირადად მე ორ საკითხზე მაქვს პრეტენზია და ორივეზე მეწინააღმდეგებიან, ამბობენ რომ მათი ვერსიაა სწორი, თუმცა აღიარებული ფაქტია,  რომ ის ორი ტესტი, რომელზეც ვედავები, გაუმართავია – ამბობს ერთ-ერთ- ფინალისტი მონაწილის მშობელი.

მისივე თქმით, არაკვალიფიციურად ჩატარებული ოლიმპიადები მოსწავლეთა უფლებებს არღვევს და უნდა არსებობდეს კონკრეტული რეგულაციები ოლიმპიადის ჩასატარებლად.  "ვთვლი, რომ რაღაცნაირად უნდა რეგულირდებოდეს ასეთი ოლიმპადების ჩატარება. ისეთ ორგანიზაციებს, ვისაც არ აქვთ საკმარისი კვალიფიკაცია და არ შეუძლიათ ოლიმპიადა გამართულად ჩაატარონ, ამის უფლება უნდა ჩამოერთვათ, იმიტომ რომ ირღვევა ბავშვების უფლებები. ამ დროს ჩნდება უსამართლობის განცდა და ეს არის ბავშვისთვის ძალიან საზიანო, მით უმეტეს პატარა ასაკში".

ოლიმპადასთან დაკავშირებით პრეტენზიებს მშობლები "კინგსის" Facebook-ის ვებგვერდზეც აფიქსირებენ. მშობლები წერენ, რომ ინგლისურის ტესტებში არაერთი შეცდომა აღმოაჩინეს.

"ნამდვილად არასწორად არის პასუხები შეტანილი. როგორ შეიძლება ითქვას -She does not go to school today because she is ill - ეს არის მცდარი წინადადება, ე.ი. არ დადის სკოლაში დღეს, იმიტომ რომ ავად არის. უნდა იკითხოთ მაინც უცხოელებთან, ამერიკელებთან და ინგლისელებთან, თუ არადა შეიტანოთ შესწორება. ბავშვებს ხალისს უკარგავთ."

"ვარ ძალიან ნაწყენი და ვაპირებ გავასაჩივრო თქვენი ინგლისური ენის ოლიმპიადის უსამართლო შედეგები, რადგან უძლიერეს კონკურსანტს სპეციალურად დააკლეს 4 ქულა, რათა იგი არ მოხვედრილიყო საუკეთესო სამეულში. გასაჩივრების შედეგად მოიმიზეზეს უსუსური და არალოგიკური არგუმენტები. სამწუხაროდ ამგვარ ფაქტებს ეწირება ჩვენი ბავშვების ფსიქოლოგიური განწყობა და იკარგება ყოველგვარი სტიმული. ბავშვები უშედეგოდ მიიჩნევენ ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღებას", - წერენ მშობლები.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით Ambebi.ge "კინგსის" ადმინისტრაციასაც დაუკავშირდა. აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდრე ბასილაძე ადასტურებს, რომ შეცდომები ტესტებში შესაძლოა აღმოჩნდეს, თუმცა საკამათო საკითხები მოსწავლეთა სასარგებლოდ წყდება.

"უშუალოდ ამ ოლიმპიადაზე ჩვენ შევქმენით სპეციალური ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებულია წამყვანი პროფესორ-მასწავლებელებით, როგორც ინგლისურში, ასევე მათემატიკაში და ტესტების ხარისხი აწეულია. რაც შეეხება პრეტენზიებს, ყოველთვის არის. ადრე უფრო მეტი იყო, თან ინგლისური უფრო საკამათო საგანია, ვიდრე მათემატიკა. პრეტენზიები არის ორ საკითხზე - არის სტამბური, ბეჭდური ხასიათის შეცდომები. მცირე რაოდენობის შეცდომები იპარება ტესტის შინაარსშიც. ერთ-ერთ კლასში მართლაც იყო უფრო მეტი ხარვეზი, რომელიც არ უნდა ყოფილიყო, და ეს საკითხები ჩვენ ბავშვებისთვის სასარგებლოდ გადავწყვიტეთ და რაც იყო საკამათო და ორაზროვანი, ჩავუთვალეთ სწორ პასუხად",-აცხადებს ბასილაძე.

საქართველოს მასშტაბით სასწავლო ოლიმპიადას ათამდე კერძო ორგანიზაცია ატარებს. ოლიმპიადას წელიწადში ორჯერ მაინც ატარებენ. ოლიმპიადის პირველ ტურში მონაწილეობა უფასოა, თუმცა მეორე ტურში გადასულმა მოსწავლეებმა ოლიმპიადაში მონაწილეობის გასაგრძელებლად თანხა უნდა გადაიხადონ, რომელიც ძირითადად 15 ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადაში ათასობით მოსწავლე მონაწილეობს.

განათლების სამინსიტროში განმარტავენ, რომ კერძო ოლიმპიადებთან მათ შეხება არ აქვთ და შესაბამისად არც მათი კვალიფიკაციის შესახებ აქვთ ინფორმაცია. როგორც ირკვევა, არ არსებობს საკანონმდებლო ნორმა, რომელიც მათ საქმიანობას დაარეგულირებს.

ნათია ლეშკაშელი, Ambebi.ge

Ambebi.ge: თუ თქვენც გაგაჩნიათ მსგავსი პრეტენზიები სასკოლო ოლიმპიადებთან დაკავშირებით, გთხოვთ მოგვწეროთ კომენტარის სახით

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია