მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

1

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 08:50-ზე, მთვარე ვერძშია 13:51-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. ამ დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
საზოგადოება
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რისი თქმა ვერ მოასწრო გურანდა გაბუნიამ ოთარ მეღვინეთუხუცესისთვის
რისი თქმა ვერ მოასწრო გურანდა გაბუნიამ ოთარ მეღვინეთუხუცესისთვის

გუ­რან­და გა­ბუ­ნი­ას "ბუ­ბას" ეძა­ხი­ან, მათ შო­რის ოჯა­ხის წევ­რე­ბიც. მსა­ხი­ო­ბო­ბის გარ­და სხვა პრო­ფე­სი­ა­ზე არა­სო­დეს უფიქ­რია. მა­მა­მი­სი სო­ხუ­მის თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო, დედა - მსა­ხი­ო­ბი და ამი­ტომ ბავ­შვო­ბი­დან და­უ­ახ­ლოვ­და თე­ატრს. სცე­ნა­ზეც საკ­მა­ოდ პა­ტა­რა ასაკ­ში დად­გა. უყ­ვარ­და ცეკ­ვა და ბა­ლე­რი­ნო­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და. ერთხელ სო­ხუმ­ში იგორ მო­ი­სე­ე­ვის ან­სამ­ბლი ჩა­ვი­და. რე­პე­ტი­ცი­ა­ზე პა­ტა­რა მო­ცეკ­ვა­ვე მოს­წო­ნე­ბი­ათ და შე­უ­თა­ვა­ზე­ბი­ათ მოს­კოვ­ში წაყ­ვა­ნა, მაგ­რამ მა­მამ უარი უთხრა, ერთი შვი­ლი მყავს, არ გა­მო­ვუშ­ვებ, ამა­ზე ლა­პა­რა­კიც კი ზედ­მე­ტი­აო. ბევ­რი იტი­რა, მაგ­რამ მშო­ბელს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ შე­უც­ვლია.

ცეკ­ვი­სად­მი ინ­ტე­რე­სი არ გა­ნე­ლე­ბია, სკო­ლა სო­ხუმ­ში და­ამ­თავ­რა. შემ­დეგ დე­დას­თან ერ­თად თბი­ლის­ში ცხოვ­რობ­და, მაგ­რამ ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლის მა­გივ­რად თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტეტს მი­ა­შუ­რა. კარ­გად სწავ­ლობ­და, ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კოტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სტი­პენ­დი­ას იღებ­და. იმა­ვე შე­ნო­ბა­ში გა­იც­ნო თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის თა­ნამ­გზავ­რი ოთარ მეღ­ვი­ნე­თუ­ხუ­ცე­სი, რომ­ლის გვერ­დით 56 წელი გა­ა­ტა­რა...

ორი წელი ხვდე­ბოდ­ნენ ერ­თმა­ნეთს. მა­შინ გუ­რან­და გა­ბუ­ნია 19 წლის გახ­ლდათ, ოთა­რი - მას­ზე 7 წლით უფ­რო­სი. შე­უღ­ლე­ბის შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი გა­მო­იც­ვა­ლეს, ბო­ლოს ბინა მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატრთან ახ­ლოს და­ი­დეს. ფე­ხით გა­და­დი­ოდ­ნენ რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე, სპექ­ტაკ­ლებ­ზე და ასე­ვე, ხელ­კა­ვით ბრუნ­დე­ბოდ­ნენ შინ.

ისი­ნი ყო­ველ­თვის ერ­თად იყ­ვნენ, წყვილს იშ­ვი­ა­თად თუ ნა­ხავ­დით ცალ-ცალ­კე და თა­ვა­დაც ძლივს იხ­სე­ნებს ასეთ თით­ზე ჩა­მო­სათ­ვლელ გა­მო­ნაკ­ლი­სებს. ოთარ მეღ­ვი­ნე­თუ­ხუ­ცე­სი წელს გა­ზა­ფხულ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. ამის გამო გუ­რან­და გა­ბუ­ნი­ას­თან შე­ხვედ­რა ად­ვი­ლი არ იყო. სა­უბ­რი­სას ერთი არ­ტის­ტის ცხოვ­რე­ბი­დან მე­ო­რე­ზე ხში­რად "დავ­ხტო­დით". ვე­ცა­დეთ, ამ ემო­ცი­უ­რი შეხ­ვედ­რი­დან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეპი­ზო­დე­ბი შეგ­ვეკ­რი­ბა...

- ცეკ­ვა ჩემ­თვის მთა­ვა­რი იყო. თბი­ლის­ში რომ ჩა­მო­ვე­დი, გა­ვი­გე, რომ ბუ­ხუ­ტი და­რახვე­ლი­ძეს ცეკ­ვის ან­სამ­ბლი ჰქონ­და და მას­თან მი­ვე­დი. მა­შინ­ვე მი­მი­ღეს და ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი რე­პე­ტი­ცი­ე­ბი და­ი­წყო. მა­შინ უკვე სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი, ოთარს ვიც­ნობ­დი. დღე­ვან­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს შე­ნო­ბა­ში გვქონ­და რე­პე­ტი­ცი­ე­ბი, რო­მე­ლიც ხში­რად დი­ლის ოთხ სა­ა­თამ­დეც გრძელ­დე­ბო­და. ოთა­რი გა­რეთ იდგა და მე­ლო­დე­ბო­და. ან­სამ­ბლი მოს­კოვ­ში ფეს­ტი­ვალ­ზე გა­სამ­გზავ­რებ­ლად ემ­ზა­დე­ბო­და და მეც იმ ჯგუფ­ში ვი­ყა­ვი. სპორ­ტულ ცეკ­ვას ვცეკ­ვავ­დით, რო­მე­ლიც ბუ­ხუ­ტი და­რახვე­ლი­ძემ დად­გა, ოთხნი სო­ლოს და და­ნარ­ჩე­ნი დასი მოგ­ვი­ა­ნე­ბით გვი­ერ­თდე­ბო­და. შთამ­ბეჭ­და­ვი გა­მოს­ვლა გვქონ­და... სამ­წუ­ხა­როდ, ის ან­სამ­ბლი და­ი­შა­ლა და იქი­დან შემ­დეგ­ში ძა­ლი­ან ბევ­რი მო­ცეკ­ვა­ვე "სუ­ხიშ­ვი­ლებ­ში" გა­და­ვი­და. თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში დატ­ვირ­თუ­ლი რე­ჟი­მის გამო მეც აღარ შე­მეძ­ლო ცეკ­ვის რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე სი­ა­რუ­ლი. თე­ატ­რა­ლურ­ში კარ­გი სწავ­ლა იყო, სპექ­ტაკ­ლე­ბი, რე­პე­ტი­ცი­ე­ბი, ხან მე­ტყვე­ლე­ბის პე­და­გოგ­თან სი­ა­რუ­ლი გვი­წევ­და და ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან ბევ­რი საქ­მე გვქონ­და.

- თქვით, რომ ოთა­რი გვი­ა­ნო­ბამ­დე გა­რეთ გე­ლო­დათ, თქვენს ცეკ­ვა­ზე არ ჰქონ­და პრე­ტენ­ზია?

- არა, ძა­ლი­ან მოს­წონ­და ჩვე­ნი ან­სამ­ბლი... ოთა­რი მა­შინ უკვე ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი იყო, მე - სტუ­დენ­ტი. ის თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში მო­დი­ო­და ჩემს სპექ­ტაკ­ლებ­ზე.

- თქვე­ნი გაც­ნო­ბის ის­ტო­რია ცნო­ბი­ლია...

- დიახ, სულ ამას ვყვე­ბი. მე და ოთა­რი ერ­თმა­ნეთს ნუგ­ზარ გა­ჩა­ვამ გაგ­ვაც­ნო და ამი­სათ­ვის მისი ყო­ველ­თვის მად­ლი­ე­რი ვიქ­ნე­ბი.

- თქვე­ნი მეჯ­ვა­რე­ე­ბი ვინ იყ­ვნენ?

- ირაკ­ლი უჩა­ნე­იშ­ვი­ლი და იუზა ხუს­კი­ვა­ძე. ხელი რომ მო­ვა­წე­რეთ, იმ დღეს წვიმ­და და შე­ნო­ბა­ში, ლე­სე­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე, წყა­ლი ჩა­მო­დი­ო­და. ჩემ­თვის ვფიქ­რობ­დი, წვიმს, ეს ცუ­დის ნი­შა­ნია-მეთ­ქი.

- მა­შინ სად ცხოვ­რობ­დით?

- მე სა­ი­ათ­ნო­ვა­ზე, ირაკ­ლი - ლერ­მონ­ტოვ­ზე, ოთა­რი კი ვა­კე­ში კავ­ში­რის ქუ­ჩა­ზე ნა­ხევ­რად სარ­დაფ­ში ცხოვ­რობ­და. თა­ვი­დან 15 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მე და ოთა­რი იქ ვცხოვ­რობ­დით და მახ­სოვს, წვი­მის დროს მთელ კე­დელ­ზე წყა­ლი რომ ჩა­მო­უყ­ვე­ბო­და ხოლ­მე. შემ­დეგ დიღ­მის მა­სივ­ში გა­და­ვე­დით. მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის მო­ე­დან­ზე ბინა კი გიგა ლორ­თქი­ფა­ნი­ძემ გაგ­ვი­კე­თა. ის რომ არა, ესეც არ გვექ­ნე­ბო­და.

- ბევ­რი აკ­ვირ­დე­ბა ისეთ დე­ტა­ლებს, რო­გო­რი­ცაა, რა თქვა მა­მა­კაც­მა გაც­ნო­ბი­სას პირ­ვე­ლად, რა ეცვა და ა.შ. თქვენ გახ­სოვთ?

- რა უნდა სცმო­და? ოთა­რი გა­ჭირ­ვე­ბა­ში გაზ­რდი­ლი ბიჭი იყო. ეს ის პე­რი­ო­დია, როცა ყვე­ლა­ნი იმა­ვე სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ვი­ყა­ვით. ოთა­რი, ნო­დარ მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი, ირაკ­ლი უჩა­ნე­იშ­ვი­ლი, მალ­ხაზ მე­ბუ­რიშ­ვი­ლი სულ ერ­თად იყ­ვნენ. ირაკ­ლი რომ არა, მათ ტან­საც­მე­ლი არ ექ­ნე­ბო­დათ. ის უკე­რავ­და პე­რან­გებს, შარ­ვლებს, თა­ვის­თვის ფეხ­საც­მე­ლებ­საც კი. ხე­ლის მო­წე­რის­თვის ოთარს ირაკ­ლიმ შე­უ­კე­რა შარ­ვა­ლი. ის უნი­კა­ლუ­რი პი­როვ­ნე­ბა იყო, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად მღე­რო­და. ბევრ მხატ­ვრულ და მულ­ტიპ­ლი­კა­ცი­ურ ფილმში ის­მის მისი ხმა. მათ შო­რი­საა: "დღე პირ­ვე­ლი, დღე უკა­ნას­კნე­ლი", სა­დაც ის ფოს­ტა­ლი­ო­ნის სიმ­ღე­რას ას­რუ­ლებს. მიკ­ვირს, წლე­ბი ისე გა­დის, არა­ვის მოს­დის აზ­რად, ტე­ლე­ვი­ზი­ით ის კად­რე­ბი გა­უშ­ვან, სა­დაც ირაკ­ლი პა­ტა­რა გო­გო­ნას­თან ერ­თად სა­ა­ხალ­წლო სიმ­ღე­რას მღე­რო­და. შე­იძ­ლე­ბა, და­კარ­გუ­ლია ეს ჩა­ნა­წე­რი. ბევ­რი რამ აღარ არ­სე­ბობს, ისე­ვე, რო­გორც კი­ნოს­ტუ­დი­ა­ში ხან­ძრი­სას გა­ნად­გურ­და ბევ­რი ფილ­მი.

- ბა­ტონ ოთარს უამ­რა­ვი ჯილ­დო და პრე­მია აქვს მი­ღე­ბუ­ლი...

- დიახ. ოთარ­მა დი­მიტ­რი ას­ტრა­ხა­ნის ფილმში "გან­ვედ ჩემ­გან" 1991 წელს ტო­კი­ოს VI სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის გრან-პრი მო­ი­პო­ვა, ნო­მი­ნა­ცი­ა­ში მა­მა­კა­ცის რო­ლის სა­უ­კე­თე­სო შეს­რუ­ლე­ბის­თვის. იმა­ვე წელს გა­დას­ცეს ეს პრე­მია ალან პარ­კერ­საც ნო­მი­ნა­ცი­ა­ში სა­უ­კე­თე­სო რე­ჟი­სუ­რის­თვის. აქ­ვეა რუ­სე­თის თე­ატ­რა­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრე­მია "თო­ლია", "კუ­მი­რი". ასე­ვე - სტა­ნის­ლავ­სკის პრე­მია, რო­მე­ლიც ოთარს ჯორ­ჯო სტრე­ლერ­თან ერ­თად "თე­ატ­რა­ლურ ხე­ლოვ­ნე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლი­სათ­ვის" გა­და­ე­ცა.

ახ­ლა­ხან თბი­ლის­ში რე­ჟი­სო­რი დი­მიტ­რი ას­ტრა­ხა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და. რუ­სუ­ლი ფილ­მე­ბის ფეს­ტი­ვალ­ზე ჩა­მო­ვი­და და მისი ინი­ცი­ა­ტი­ვით კინო "რუს­თა­ვე­ლის" მცი­რე დარ­ბაზ­ში უჩ­ვე­ნეს ფილ­მი "გან­ვედ ჩემ­გან". უნდა მო­გეს­მი­ნათ, რას ამ­ბობ­და რე­ჟი­სო­რი თა­ვის მსა­ხი­ობ­ზე: ოთა­რი პირ­ვე­ლად რომ და­ვი­ნა­ხე, ჰო­ლი­ვუ­დის მსა­ხი­ო­ბი მე­გო­ნა, მა­ღა­ლი, ლა­მა­ზი, ვი­ფიქ­რე, მოტ­ლი ამან რო­გორ უნდა ითა­მა­შოს-მეთ­ქი. ოთარ­მა გა­ი­ღი­მა და მი­თხრა, ვი­თა­მა­შებ, არ ინერ­ვი­უ­ლო, ვი­თა­მა­შე­ბო. რე­ჟი­სო­რის მხრი­დან მსა­ხი­ო­ბის ასე­თი სიყ­ვა­რუ­ლი იშ­ვი­ა­თია. ას­ტრა­ხანს ოთა­რი ძა­ლი­ან უყ­ვარ­და. "ვე­ლი­კი", "ვე­ლი­კი", - სულ ასე ამ­ბობ­და.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება კადრები სტიქიის ზონიდან, სადაც ჩანს თუ როგორ ხდება მიუდგომელ ტერიტორიაზე, საკვებისა და სხვა საჭირო ნივთების გადაცემა

რისი თქმა ვერ მოასწრო გურანდა გაბუნიამ ოთარ მეღვინეთუხუცესისთვის

რისი თქმა ვერ მოასწრო გურანდა გაბუნიამ ოთარ მეღვინეთუხუცესისთვის

გურანდა გაბუნიას "ბუბას" ეძახიან, მათ შორის ოჯახის წევრებიც. მსახიობობის გარდა სხვა პროფესიაზე არასოდეს უფიქრია. მამამისი სოხუმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო, დედა - მსახიობი და ამიტომ ბავშვობიდან დაუახლოვდა თეატრს. სცენაზეც საკმაოდ პატარა ასაკში დადგა. უყვარდა ცეკვა და ბალერინობაზე ოცნებობდა. ერთხელ სოხუმში იგორ მოისეევის ანსამბლი ჩავიდა. რეპეტიციაზე პატარა მოცეკვავე მოსწონებიათ და შეუთავაზებიათ მოსკოვში წაყვანა, მაგრამ მამამ უარი უთხრა, ერთი შვილი მყავს, არ გამოვუშვებ, ამაზე ლაპარაკიც კი ზედმეტიაო. ბევრი იტირა, მაგრამ მშობელს გადაწყვეტილება არ შეუცვლია.

ცეკვისადმი ინტერესი არ განელებია, სკოლა სოხუმში დაამთავრა. შემდეგ დედასთან ერთად თბილისში ცხოვრობდა, მაგრამ ქორეოგრაფიულის მაგივრად თეატრალურ ინსტიტუტში სამსახიობო ფაკულტეტს მიაშურა. კარგად სწავლობდა, ოთხი წლის განმავლობაში კოტე მარჯანიშვილის სახელობის სტიპენდიას იღებდა. იმავე შენობაში გაიცნო თავისი ცხოვრების თანამგზავრი ოთარ მეღვინეთუხუცესი, რომლის გვერდით 56 წელი გაატარა...

ორი წელი ხვდებოდნენ ერთმანეთს. მაშინ გურანდა გაბუნია 19 წლის გახლდათ, ოთარი - მასზე 7 წლით უფროსი. შეუღლების შემდეგ რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი გამოიცვალეს, ბოლოს ბინა მარჯანიშვილის თეატრთან ახლოს დაიდეს. ფეხით გადადიოდნენ რეპეტიციებზე, სპექტაკლებზე და ასევე, ხელკავით ბრუნდებოდნენ შინ.

ისინი ყოველთვის ერთად იყვნენ, წყვილს იშვიათად თუ ნახავდით ცალ-ცალკე და თავადაც ძლივს იხსენებს ასეთ თითზე ჩამოსათვლელ გამონაკლისებს. ოთარ მეღვინეთუხუცესი წელს გაზაფხულზე გარდაიცვალა. ამის გამო გურანდა გაბუნიასთან შე­ხვედრა ადვილი არ იყო. საუბრისას ერთი არტისტის ცხოვრებიდან მეორეზე ხშირად "დავხტოდით". ვეცადეთ, ამ ემოციური შეხვედრიდან მნიშვნელოვანი ეპიზოდები შეგვეკრიბა...

- ცეკვა ჩემთვის მთავარი იყო. თბილისში რომ ჩამოვედი, გავიგე, რომ ბუხუტი დარახველიძეს ცეკვის ანსამბლი ჰქონდა და მასთან მივედი. მაშინვე მიმიღეს და ძალიან სერიოზული რეპეტიციები დაიწყო. მაშინ უკვე სტუდენტი ვიყავი, ოთარს ვიცნობდი. დღევანდელი განათლების სამინისტროს შენობაში გვქონდა რეპეტიციები, რომელიც ხშირად დილის ოთხ საათამდეც გრძელდებოდა. ოთარი გარეთ იდგა და მელოდებოდა. ანსამბლი მოსკოვში ფესტივალზე გასამგზავრებლად ემზადებოდა და მეც იმ ჯგუფში ვიყავი. სპორტულ ცეკვას ვცეკვავდით, რომელიც ბუხუტი დარახველიძემ დადგა, ოთხნი სოლოს და დანარჩენი დასი მოგვიანებით გვიერთდებოდა. შთამბეჭდავი გამოსვლა გვქონდა... სამწუხაროდ, ის ანსამბლი დაიშალა და იქიდან შემდეგში ძალიან ბევრი მოცეკვავე "სუხიშვილებში" გადავიდა. თეატრალურ ინსტიტუტში დატვირთული რეჟიმის გამო მეც აღარ შემეძლო ცეკვის რეპეტიციებზე სიარული. თეატრალურში კარგი სწავლა იყო, სპექტაკლები, რეპეტიციები, ხან მეტყველების პედაგოგთან სიარული გვიწევდა და ყოველთვის ძალიან ბევრი საქმე გვქონდა.

- თქვით, რომ ოთარი გვიანობამდე გარეთ გელოდათ, თქვენს ცეკვაზე არ ჰქონდა პრეტენზია?

- არა, ძალიან მოსწონდა ჩვენი ანსამბლი... ოთარი მაშინ უკვე ცნობილი მსახიობი იყო, მე - სტუდენტი. ის თეატრალურ ინსტიტუტში მოდიოდა ჩემს სპექტაკლებზე.

- თქვენი გაცნობის ისტორია ცნობილია...

- დიახ, სულ ამას ვყვები. მე და ოთარი ერთმანეთს ნუგზარ გაჩავამ გაგვაცნო და ამისათვის მისი ყოველთვის მადლიერი ვიქნები.

- თქვენი მეჯვარეები ვინ იყვნენ?

- ირაკლი უჩანეიშვილი და იუზა ხუსკივაძე. ხელი რომ მოვაწერეთ, იმ დღეს წვიმდა და შენობაში, ლესელიძის ქუჩაზე, წყალი ჩამოდიოდა. ჩემთვის ვფიქრობდი, წვიმს, ეს ცუდის ნიშანია-მეთქი.

- მაშინ სად ცხოვრობდით?

- მე საიათნოვაზე, ირაკლი - ლერმონტოვზე, ოთარი კი ვაკეში კავშირის ქუჩაზე ნახევრად სარდაფში ცხოვრობდა. თავიდან 15 წლის განმავლობაში მე და ოთარი იქ ვცხოვრობდით და მახსოვს, წვიმის დროს მთელ კედელზე წყალი რომ ჩამოუყვებოდა ხოლმე. შემდეგ დიღმის მასივში გადავედით. მარჯანიშვილის მოედანზე ბინა კი გიგა ლორთქიფანიძემ გაგვიკეთა. ის რომ არა, ესეც არ გვექნებოდა.

- ბევრი აკვირდება ისეთ დეტალებს, როგორიცაა, რა თქვა მამაკაცმა გაცნობისას პირველად, რა ეცვა და ა.შ. თქვენ გახსოვთ?

- რა უნდა სცმოდა? ოთარი გაჭირვებაში გაზრდილი ბიჭი იყო. ეს ის პერიოდია, როცა ყველანი იმავე სიტუაციაში ვიყავით. ოთარი, ნოდარ მგალობლიშვილი, ირაკლი უჩანეიშვილი, მალხაზ მებურიშვილი სულ ერთად იყვნენ. ირაკლი რომ არა, მათ ტანსაცმელი არ ექნებოდათ. ის უკერავდა პერანგებს, შარვლებს, თავისთვის ფეხსაცმელებსაც კი. ხელის მოწერისთვის ოთარს ირაკლიმ შეუკერა შარვალი. ის უნიკალური პიროვნება იყო, არაჩვეულებრივად მღეროდა. ბევრ მხატვრულ და მულტიპლიკაციურ ფილმში ისმის მისი ხმა. მათ შორისაა: "დღე პირველი, დღე უკანასკნელი", სადაც ის ფოსტალიონის სიმღერას ასრულებს. მიკვირს, წლები ისე გადის, არავის მოსდის აზრად, ტელევიზიით ის კადრები გაუშვან, სადაც ირაკლი პატარა გოგონასთან ერთად საახალწლო სიმღერას მღეროდა. შეიძლება, დაკარგულია ეს ჩანაწერი. ბევრი რამ აღარ არსებობს, ისევე, როგორც კინოსტუდიაში ხანძრისას განადგურდა ბევრი ფილმი.

- ბატონ ოთარს უამრავი ჯილდო და პრემია აქვს მიღებული...

- დიახ. ოთარმა დიმიტრი ასტრახანის ფილმში "განვედ ჩემგან" 1991 წელს ტოკიოს VI საერთაშორისო კინოფესტივალის გრან-პრი მოიპოვა, ნომინაციაში მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის. იმავე წელს გადასცეს ეს პრემია ალან პარკერსაც ნომინაციაში საუკეთესო რეჟისურისთვის. აქვეა რუსეთის თეატრალური საზოგადოების პრემია "თოლია", "კუმირი". ასევე - სტანისლავსკის პრემია, რომელიც ოთარს ჯორჯო სტრელერთან ერთად "თეატრალურ ხელოვნებაში შეტანილი წვლილისათვის" გადაეცა.

ახლახან თბილისში რეჟისორი დიმიტრი ასტრახანი იმყოფებოდა. რუსული ფილმების ფესტივალზე ჩამოვიდა და მისი ინიციატივით კინო "რუსთაველის" მცირე დარბაზში უჩვენეს ფილმი "განვედ ჩემგან". უნდა მოგესმინათ, რას ამბობდა რეჟისორი თავის მსახიობზე: ოთარი პირველად რომ დავინახე, ჰოლივუდის მსახიობი მეგონა, მაღალი, ლამაზი, ვიფიქრე, მოტლი ამან როგორ უნდა ითამაშოს-მეთქი. ოთარმა გაიღიმა და მითხრა, ვითამაშებ, არ ინერვიულო, ვითამაშებო. რეჟისორის მხრიდან მსახიობის ასეთი სიყვარული იშვიათია. ასტრახანს ოთარი ძალიან უყვარდა. "ველიკი", "ველიკი", - სულ ასე ამბობდა.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება