მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბერმუდის სამკუთხედის ამოუხსნელი ფენომენი
ბერმუდის სამკუთხედის ამოუხსნელი ფენომენი

ატ­ლან­ტის ოკე­ა­ნე­ში ბერ­მუ­დის სამ­კუ­თხე­დი დღემ­დე ამო­უხ­სნელ ფე­ნო­მე­ნად რჩე­ბა. ამ რა­ი­ონ­ში უზარ­მა­ზა­რი ხო­მალ­დე­ბი და თვითმფრი­ნა­ვე­ბი უგზო-უკვლოდ იკარ­გე­ბა. იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რია, რო­მელ­საც ავადსახ­სე­ნე­ბე­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გამო "ეშ­მა­კიც ზღვას" უწო­დე­ბენ, გე­მის კა­პიტ­ნებს სე­რი­ო­ზულ სა­ფიქ­რალს უჩენს. არ­სე­ბობს რამ­დე­ნი­მე მო­საზ­რე­ბა, რო­მელ­საც მეც­ნი­ე­რე­ბი ამ უჩ­ვე­უ­ლო მოვ­ლე­ნის "ასახ­სნე­ლად" იშ­ვე­ლი­ე­ბენ:

1. ადა­მი­ა­ნუ­რი შეც­დო­მა/პი­ლო­ტის დე­ზო­რი­ენ­ტა­ცია: პი­ლო­ტე­ბი და მე­ზღვა­უ­რე­ბიც რი­გი­თი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან და შეც­დო­მა მა­თაც მოს­დით. ბერ­მუ­დის სამ­კუ­თხე­დის ტრო­პი­კუ­ლი ამინ­დი და კრის­ტა­ლუ­რად ლურ­ჯი წყა­ლი მეტ დაკ­ვირ­ვე­ბას მო­ი­თხოვს და აქ დი­ლე­ტან­ტე­ბის ად­გი­ლი არაა. ტურ­ბუ­ლენ­ტუ­რი ზონა და სწრა­ფი დი­ნე­ბა ავა­რი­ის­თვის ყვე­ლა­ზე ხელ­საყ­რე­ლი პი­რო­ბაა.

2. წყალ­ქვე­შა მე­თა­ნის ვე­ლე­ბი: გარ­კვე­უ­ლი მო­საზ­რე­ბით, ბერ­მუ­დის სამ­კუ­თხე­დის ფსკერ­ში მე­თა­ნის ვე­ლე­ბია; რო­დე­საც მე­თა­ნი ზე­და­პირ­ზე ამო­ხეთ­ქავს, აფეთ­ქე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით ძლი­ე­რია. სწო­რედ ამ აფეთ­ქე­ბას უკავ­ში­რე­ბენ გე­მე­ბის ჩა­ძირ­ვას.

3. ამ რა­ი­ონ­ში ძა­ლი­ან ძლი­ე­რი მაგ­ნი­ტუ­რი ანო­მა­ლია ფიქ­სირ­დე­ბა. შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ზღვაო ფლოტ­ში ამ­ბო­ბენ, რომ ზო­გი­ერთ ად­გი­ლას კომ­პა­სი "60 გრა­დუ­სით გან­სხვა­ვე­ბულ მაჩ­ვე­ნე­ბელს იძ­ლე­ვა", ასეთ შემ­თხვე­ვა­ში გემი მი­მარ­თუ­ლე­ბას იც­ვლის და იკარ­გე­ბა.

4. ზო­გი­ერ­თი მეც­ნი­ე­რი ანო­მა­ლი­ებს გოლფსტრი­მის დი­ნე­ბას უკავ­ში­რებს; ატ­ლან­ტის ოკე­ა­ნე­ში არ­სე­ბულ თბილ დი­ნე­ბა­თა მძლავრ სის­ტე­მას გე­მის ძრა­ვის და­ზი­ა­ნე­ბა შე­უძ­ლია.

5. ხში­რად კა­ტას­ტრო­ფებს ე.წ. მკვლელ ტალ­ღებს აბ­რა­ლე­ბენ. ოკე­ა­ნე­ში სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად წარ­მოქ­მნილ გი­გან­ტუ­რი ზო­მის მარ­ტო­ხე­ლა ტალ­ღებს (და­ახ­ლო­ე­ბით 20-30 მეტ­რი) ნე­ბის­მი­ე­რი სი­დი­დის გე­მის ჩა­ძირ­ვა რამ­დე­ნი­მე წამ­ში შე­უძ­ლია.

შარ­შან ბერ­მუ­დის სამ­კუ­თხე­დის რა­ი­ონ­ში ძვე­ლი უც­ნო­ბი ქა­ლა­ქის ნან­გრე­ვე­ბის აღ­მო­ჩე­ნამ სკეპ­ტი­კო­სე­ბიც კი და­ა­დუ­მა. ნან­გრე­ვე­ბი კა­ნა­დელ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა პოლ ვა­ინცვე­იგ­მა და პო­ლი­ნა ზა­ლიც­კიმ კუ­ბის აღ­მო­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­დან ჩრდი­ლო­ე­თის­კენ 700 მეტრში იპო­ვეს.

უკა­ნას­კნე­ლი 100 წლის მან­ძილ­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 100 მსხვი­ლი სა­ზღვაო და სა­ჰა­ე­რო ხო­მალ­დის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რო­ბენ. გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა­თა გარ­და, იტყო­ბი­ნე­ბი­ან ეკი­პა­ჟის მიერ ნორ­მა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მი­ტო­ვე­ბუ­ლი გე­მე­ბის, ასე­ვე სხვა უჩ­ვე­უ­ლო მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ, რო­გო­რი­ცაა უე­ცა­რი გა­და­ად­გი­ლე­ბე­ბი სივ­რცე­ში, დრო­ის ანო­მა­ლი­ე­ბი და ა. შ.

დღემ­დე აქ­ტუ­ა­ლო­ბას არ კარ­გავს 1945 წელს მომ­ხდა­რი ერთ-ერთი უჩ­ვე­უ­ლო მოვ­ლე­ნა - "ევენ­ჯე­რის" ტი­პის ხუთი ბომბდა­შენ-ტორ­პე­დო­სა­ნის რგო­ლის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა. 14 გა­მოც­დი­ლი პი­ლო­ტის­გან შემ­დგა­რი ეს­კად­რი­ლია სა­ი­დუმ­ლო მი­ზე­ზე­ბით გა­უ­ჩი­ნარ­და ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ფრე­ნის დროს ნა­თელ ამინ­დში მშვი­დი ზღვის თავ­ზე. ასე­ვე ცნო­ბი­ლია, რომ ბა­ზას­თან რა­დი­ო­გა­და­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი­სას პი­ლო­ტე­ბი სა­უბ­რობ­დნენ სა­ნა­ვი­გა­ციო მო­წყო­ბი­ლო­ბის აუხ­სნე­ლი გა­ფუ­ჭე­ბი­სა და უჩ­ვე­უ­ლო ვი­ზუ­ა­ლუ­რი ეფექ­ტე­ბის შე­სა­ხებ - "ჩვენ არ შეგ­ვიძ­ლია მი­მარ­თუ­ლე­ბის დად­გე­ნა, ოკე­ა­ნე არ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა ისე, რო­გორც ყო­ველ­თვის", "ჩვენ თეთრ წყლებ­ში ვეშ­ვე­ბით". ისი­ნი უკან არ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლან. მათი ნამ­სხვრე­ვე­ბი ჯე­რაც ვერ იპო­ვეს. ევენ­ჯერ­თა გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის შემ­დეგ მათ სა­ძებ­ნად სხვა თვითმფრი­ნა­ვე­ბი გაგ­ზავ­ნეს და ერთ-ერთი მათ­გა­ნი - ჰიდ­როთვითმფრი­ნა­ვი "მარ­ტინ მა­რი­ნე­რი" - ასე­ვე უკ­ვა­ლოდ გა­უ­ჩი­ნარ­და. ასე­ვე პო­პუ­ლა­რუ­ლია სატ­ვირ­თო გე­მის "სან­დრას" ის­ტო­რი­აც - გემი, რო­მე­ლიც მი­დი­ო­და აშშ-დან ვე­ნე­სუ­ე­ლა­ში, უკ­ვა­ლოდ გაქ­რა შტორ­მის დროს, სწო­რედ დრო­ის ამ მო­ნაკ­ვეთ­ში "სან­დრას­თან" ერ­თად რამ­დე­ნი­მე სხვა გე­მიც ჩა­ი­ძი­რა. ვერ იპო­ვეს ვერც ადა­მი­ან­თა გვა­მე­ბი და ვერც ხო­მალ­დი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია howstuffworks.com-ის მი­ხედ­ვით.

ბერმუდის სამკუთხედის ამოუხსნელი ფენომენი

ბერმუდის სამკუთხედის ამოუხსნელი ფენომენი

ატლანტის ოკეანეში ბერმუდის სამკუთხედი დღემდე ამოუხსნელ ფენომენად რჩება. ამ რაიონში უზარმაზარი ხომალდები და თვითმფრინავები უგზო-უკვლოდ იკარგება. იდუმალებით მოცული ტერიტორია, რომელსაც ავადსახსენებელი მოვლენების გამო "ეშმაკიც ზღვას" უწოდებენ, გემის კაპიტნებს სერიოზულ საფიქრალს უჩენს. არსებობს რამდენიმე მოსაზრება, რომელსაც მეცნიერები ამ უჩვეულო მოვლენის "ასახსნელად" იშველიებენ:

1. ადამიანური შეცდომა/პილოტის დეზორიენტაცია: პილოტები და მეზღვაურებიც რიგითი ადამიანები არიან და შეცდომა მათაც მოსდით. ბერმუდის სამკუთხედის ტროპიკული ამინდი და კრისტალურად ლურჯი წყალი მეტ დაკვირვებას მოითხოვს და აქ დილეტანტების ადგილი არაა. ტურბულენტური ზონა და სწრაფი დინება ავარიისთვის ყველაზე ხელსაყრელი პირობაა.

2. წყალქვეშა მეთანის ველები: გარკვეული მოსაზრებით, ბერმუდის სამკუთხედის ფსკერში მეთანის ველებია; როდესაც მეთანი ზედაპირზე ამოხეთქავს, აფეთქება განსაკუთრებით ძლიერია. სწორედ ამ აფეთქებას უკავშირებენ გემების ჩაძირვას.

3. ამ რაიონში ძალიან ძლიერი მაგნიტური ანომალია ფიქსირდება. შეერთებული შტატების საზღვაო ფლოტში ამბობენ, რომ ზოგიერთ ადგილას კომპასი "60 გრადუსით განსხვავებულ მაჩვენებელს იძლევა", ასეთ შემთხვევაში გემი მიმართულებას იცვლის და იკარგება.

4. ზოგიერთი მეცნიერი ანომალიებს გოლფსტრიმის დინებას უკავშირებს; ატლანტის ოკეანეში არსებულ თბილ დინებათა მძლავრ სისტემას გემის ძრავის დაზიანება შეუძლია.

5. ხშირად კატასტროფებს ე.წ. მკვლელ ტალღებს აბრალებენ. ოკეანეში სრულიად მოულოდნელად წარმოქმნილ გიგანტური ზომის მარტოხელა ტალღებს (დაახლოებით 20-30 მეტრი) ნებისმიერი სიდიდის გემის ჩაძირვა რამდენიმე წამში შეუძლია.

შარშან ბერმუდის სამკუთხედის რაიონში ძველი უცნობი ქალაქის ნანგრევების აღმოჩენამ სკეპტიკოსებიც კი დაადუმა. ნანგრევები კანადელმა მეცნიერებმა პოლ ვაინცვეიგმა და პოლინა ზალიცკიმ კუბის აღმოსავლეთ სანაპიროდან ჩრდილოეთისკენ 700 მეტრში იპოვეს.

უკანასკნელი 100 წლის მანძილზე დაახლოებით 100 მსხვილი საზღვაო და საჰაერო ხომალდის გაუჩინარების შესახებ საუბრობენ. გაუჩინარებათა გარდა, იტყობინებიან ეკიპაჟის მიერ ნორმალურ მდგომარეობაში მიტოვებული გემების, ასევე სხვა უჩვეულო მოვლენების შესახებ, როგორიცაა უეცარი გადაადგილებები სივრცეში, დროის ანომალიები და ა. შ.

დღემდე აქტუალობას არ კარგავს 1945 წელს მომხდარი ერთ-ერთი უჩვეულო მოვლენა - "ევენჯერის" ტიპის ხუთი ბომბდაშენ-ტორპედოსანის რგოლის გაუჩინარება. 14 გამოცდილი პილოტისგან შემდგარი ესკადრილია საიდუმლო მიზეზებით გაუჩინარდა ჩვეულებრივი ფრენის დროს ნათელ ამინდში მშვიდი ზღვის თავზე. ასევე ცნობილია, რომ ბაზასთან რადიოგადალაპარაკებებისას პილოტები საუბრობდნენ სანავიგაციო მოწყობილობის აუხსნელი გაფუჭებისა და უჩვეულო ვიზუალური ეფექტების შესახებ - "ჩვენ არ შეგვიძლია მიმართულების დადგენა, ოკეანე არ გამოიყურება ისე, როგორც ყოველთვის", "ჩვენ თეთრ წყლებში ვეშვებით". ისინი უკან არ დაბრუნებულან. მათი ნამსხვრევები ჯერაც ვერ იპოვეს. ევენჯერთა გაუჩინარების შემდეგ მათ საძებნად სხვა თვითმფრინავები გაგზავნეს და ერთ-ერთი მათგანი - ჰიდროთვითმფრინავი "მარტინ მარინერი" - ასევე უკვალოდ გაუჩინარდა. ასევე პოპულარულია სატვირთო გემის "სანდრას" ისტორიაც - გემი, რომელიც მიდიოდა აშშ-დან ვენესუელაში, უკვალოდ გაქრა შტორმის დროს, სწორედ დროის ამ მონაკვეთში "სანდრასთან" ერთად რამდენიმე სხვა გემიც ჩაიძირა. ვერ იპოვეს ვერც ადამიანთა გვამები და ვერც ხომალდი.

მომზადებულია howstuffworks.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს