მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მირანდა კერი ლეონარდო დიკაპრიოს ხვდება
მირანდა კერი ლეონარდო დიკაპრიოს ხვდება

ჰო­ლი­ვუ­დის ყვე­ლა­ზე სა­სურ­ვე­ლი სა­სი­ძო, მსა­ხი­ო­ბი ლე­ო­ნარ­დო დი­კაპ­რიო და სუ­პერ­მო­დე­ლი მი­რან­და კერი პა­პა­რა­ცებ­მა ლას-ვე­გას­ში ძა­ლი­ან მხი­ა­რულ გა­რე­მო­ში შე­ნიშ­ნეს.

მი­რან­და და ლე­ო­ნარ­დო რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბარ­თან ერ­თად მხი­ა­რუ­ლობ­დნენ. "სა­დილ­ზე მი­რან­და მე­გო­ბარ გო­გო­ნებ­თან ერ­თად მი­ვი­და. კერი და დი­კაპ­რიო ერ­თად ის­ხდნენ, გვი­ა­ნო­ბამ­დე იცი­ნოდ­ნენ და ლა­პა­რა­კობ­დნენ", - ამ­ბობს თვითმხილ­ვე­ლი ჟურ­ნალ E!-ს ჟურ­ნა­ლის­ტთან სა­უ­ბარ­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არაა, რო­დე­საც ლე­ო­ნარ­დო­სა და სუ­პერ­მო­დელს "ზედ­მე­ტად თბილ" გა­რე­მო­ში ხე­და­ვენ - ჯერ კი­დევ მა­შინ, რო­დე­საც კერი მსა­ხი­ობ ორ­ლან­დო ბლუ­მის ცოლი იყო, და­სავ­ლურ პრე­სა­ში წერ­დნენ, რომ მო­დე­ლი ქმარს დი­კაპ­რი­ოს­თან ღა­ლა­ტობს.

ყვე­ლა­ფე­რი ლე­ო­ნარ­დოს და­ბა­დე­ბის დღის წვე­უ­ლე­ბი­დან და­ი­წყო. რო­გორც პრე­სა­ში წერ­დნენ, ორ­ლან­დოს სახ­ლში წას­ვლის შემ­დეგ, ლე­ო­ნარ­დო და მი­რან­და ნამ­დვი­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი­ვით იქ­ცე­ოდ­ნენ - მთე­ლი ღამე ერ­თად ცეკ­ვავ­დნენ, რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ რეს­ტო­რან­ში ისა­დი­ლეს, რეს­ტორ­ნი­დან სა­ერ­თო მე­გობ­რებ­თან ერ­თად ბარ­ში წა­ვიდ­ნენ, ბო­ლოს კი მსა­ხი­ობ კა­მე­რონ დი­ა­სის კლუ­ბის გახ­სნის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე გა­და­ი­ნაც­ვლეს.

რაც შე­ე­ხე­ბა მი­რან­და­სა და ორ­ლან­დოს - წყვი­ლი 6-წლი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე თვის წინ ყო­ველ­გვა­რი სკან­და­ლის გა­რე­შე და­შორ­და.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია E!-ს მი­ხედ­ვით.

მირანდა კერი ლეონარდო დიკაპრიოს ხვდება

მირანდა კერი ლეონარდო დიკაპრიოს ხვდება

ჰოლივუდის ყველაზე სასურველი სასიძო, მსახიობი ლეონარდო დიკაპრიო და სუპერმოდელი მირანდა კერი პაპარაცებმა ლას-ვეგასში ძალიან მხიარულ გარემოში შენიშნეს.

მირანდა და ლეონარდო რამდენიმე მეგობართან ერთად მხიარულობდნენ. "სადილზე მირანდა მეგობარ გოგონებთან ერთად მივიდა. კერი და დიკაპრიო ერთად ისხდნენ, გვიანობამდე იცინოდნენ და ლაპარაკობდნენ", - ამბობს თვითმხილველი ჟურნალ E!-ს ჟურნალისტთან საუბარში.

შეგახსენებთ, ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ლეონარდოსა და სუპერმოდელს "ზედმეტად თბილ" გარემოში ხედავენ - ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც კერი მსახიობ ორლანდო ბლუმის ცოლი იყო, დასავლურ პრესაში წერდნენ, რომ მოდელი ქმარს დიკაპრიოსთან ღალატობს.

ყველაფერი ლეონარდოს დაბადების დღის წვეულებიდან დაიწყო. როგორც პრესაში წერდნენ, ორლანდოს სახლში წასვლის შემდეგ, ლეონარდო და მირანდა ნამდვილი შეყვარებულებივით იქცეოდნენ - მთელი ღამე ერთად ცეკვავდნენ, რამდენიმე დღის შემდეგ რესტორანში ისადილეს, რესტორნიდან საერთო მეგობრებთან ერთად ბარში წავიდნენ, ბოლოს კი მსახიობ კამერონ დიასის კლუბის გახსნის ცერემონიაზე გადაინაცვლეს.

რაც შეეხება მირანდასა და ორლანდოს - წყვილი 6-წლიანი ურთიერთობის შემდეგ რამდენიმე თვის წინ ყოველგვარი სკანდალის გარეშე დაშორდა.

მომზადებულია E!-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება