საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარლამენტში ძალთა გადანაწილება დაიწყო
პარლამენტში ძალთა გადანაწილება დაიწყო

კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნის პრო­ცე­დუ­რე­ბი გარ­თულ­და. ეს კი, პირ­ველ რიგ­ში, იმის გა­მოა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რომ მმარ­თველ კო­ა­ლი­ცი­ას სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბის მოგ­რო­ვე­ბის პრობ­ლე­მა აქამ­დეც ჰქონ­და. ამის შემ­დეგ კი ის უფრო მე­ტად გა­ჭირ­დე­ბა. თუმ­ცა, იმის გამო, რომ ინა­უ­გუ­რა­ცი­ის მე­ო­რე დღეს­ვე და­ი­წყო ფრაქ­ცი­ებს შო­რის გა­დაჯ­გუ­ფე­ბა, შე­საძ­ლოა, მალე ეს პრობ­ლე­მაც აღარ იყოს.

პრე­ზი­დენ­ტის მიერ ფი­ცის და­დე­ბის მო­მენ­ტი­დან ძა­ლა­ში შე­ვი­და 2010 წელს მი­ღე­ბუ­ლი სა­კონ­სტი­ტუ­ციო ნორ­მა, რომ­ლის თა­ნახ­მად, კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნას 2/3-ის ნაც­ვლად პარ­ლა­მენ­ტის სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბის 3/4 ანუ სულ მცი­რე 113 ხმა სჭირ­დე­ბა.

კვო­რუ­მის გაზ­რდას­თან ერ­თად რთულ­დე­ბა კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი პრო­ექ­ტის დამ­ტკი­ცე­ბის პრო­ცე­დუ­რაც. თუ აქამ­დე შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტის 2 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­ხილ­ვა და დამ­ტკი­ცე­ბა, დღე­ი­დან ეს ორ თან­მიმ­დევ­რულ სე­სი­ა­ზე, სულ ცოტა, 3 თვის ინ­ტერ­ვა­ლით უნდა მოხ­დეს.

მმარ­თველ­მა კო­ა­ლი­ცი­ამ კონ­სტი­ტუ­ცი­ის გა­და­სინ­ჯვის მოქ­მე­დი პრო­ცე­დუ­რე­ბის ძა­ლა­ში და­ტო­ვე­ბა სცა­და და პარ­ლა­მენ­ტში შე­სა­ბა­მი­სი კა­ნონპ­რო­ექ­ტი წა­რად­გი­ნა, თუმ­ცა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის"კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყო­ფი­თი პო­ზი­ცი­ის გამო პრო­ექ­ტის გა­ტა­ნა ვერ მო­ხერ­ხდა, რად­გან მმარ­თველ კო­ა­ლი­ცი­ას პარ­ლა­მენ­ტში არ ჰყავს 100 დე­პუ­ტა­ტი, რაც აქამ­დე მოქ­მე­დი ნორ­მის თა­ნახ­მად სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის დამ­ტკი­ცე­ბის­თვის იყო სა­ჭი­რო.

გარ­და ამი­სა, ძა­ლა­ში შე­ვი­და 2010 წელს სა­ა­კაშ­ვი­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვით მი­ღე­ბუ­ლი ყვე­ლა ის ნორ­მა, რომ­ლის თა­ნახ­მად იზ­რდე­ბა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის უფ­ლე­ბე­ბი და მცირ­დე­ბა პრე­ზი­დენ­ტის. პრე­ზი­დენ­ტის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა, რო­გორც პარ­ლა­მენ­ტთან, ისე მთავ­რო­ბას­თან მი­მარ­თე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შემ­ცირ­და.

სა­ხელ­მწი­ფოს სა­ში­ნაო და სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის წარ­მარ­თვა-გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა აღარ იქ­ნე­ბა. კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რად, პრე­ზი­დენ­ტი რჩე­ბა რო­გორც სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის უმაღ­ლე­სი მთა­ვარ­სარ­და­ლი და წარ­მო­ად­გენს ქვე­ყა­ნას სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში.

პრე­ზი­დენტს სხვა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­თან და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის­თვის, სა­ერ­თა­შო­რი­სო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი­სა და შე­თან­ხმე­ბე­ბის და­სა­დე­ბად მთავ­რო­ბას­თან შე­თან­ხმე­ბა დას­ჭირ­დე­ბა. ის ასე­ვე მთავ­რო­ბის წარ­დგი­ნე­ბით და­ნიშ­ნავს და გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებს ელ­ჩებს და სხვა დიპ­ლო­მა­ტი­ურ წარ­მო­მად­გენ­ლებს და მთავ­რო­ბას­თან შე­თან­ხმე­ბით მი­ი­ღებს სხვა სა­ხელ­მწი­ფო­თა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­თა ელ­ჩე­ბის და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის აკ­რე­დი­ტა­ცი­ას.

ახა­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლეა ისიც, რომ პრე­ზი­დენ­ტის მიერ გა­მო­ცე­მულ სა­მარ­თლებ­რივ აქ­ტებს, გარ­და სა­ო­მა­რი მდგო­მა­რე­ო­ბის დროს გა­მო­ცე­მუ­ლი აქ­ტე­ბი­სა, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის კონ­ტრა­სიგ­ნა­ცია სჭირ­დე­ბა. ეს კი იმას ნიშ­ნავს, რომ პრე­ზი­დენ­ტის მიერ გა­მო­ცე­მულ ნორ­მა­ტი­ულ აქტს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმაც უნდა მო­ა­წე­როს ხელი. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ის ძა­ლა­ში ვერ შევა.

პრე­ზი­დენ­ტის უფ­ლე­ბა - და­ი­თხო­ვოს პარ­ლა­მენ­ტი, ახა­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ით, ძა­ლი­ან შე­ზღუ­დუ­ლია და ეს იმ ერ­თა­დერთ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს, თუკი პარ­ლა­მენ­ტში უმ­რავ­ლე­სო­ბა ვერ ყა­ლიბ­დე­ბა. პრე­ზი­დენტს აღარ აქვს პარ­ლა­მენ­ტში სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვით შეს­ვლი­სა და კა­ნონპ­რო­ექ­ტის რიგ­გა­რე­შედ გან­ხილ­ვის მო­თხოვ­ნის უფ­ლე­ბა. რბილ­დე­ბა პარ­ლა­მენ­ტის მიერ პრე­ზი­დენ­ტის ვე­ტოს დაძ­ლე­ვის მე­ქა­ნიზ­მიც.

გარ­და ამი­სა, მას აღარ აქვს პარ­ტი­უ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის უფ­ლე­ბა, აღარ შე­უძ­ლია და­მო­უ­კი­დებ­ლად - მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვით რე­ფე­რენ­დუ­მის და­ნიშ­ვნა, ასე­ვე მთავ­რო­ბის მოწ­ვე­ვა და გა­და­ყე­ნე­ბა. პრე­ზი­დენ­ტი აღარ გა­უ­წევს კუ­რი­რე­ბას ძა­ლო­ვან მი­ნის­ტრებს და ვერ შეძ­ლებს მთავ­რო­ბის აქ­ტის გა­უქ­მე­ბა­საც.

ყვე­ლა ეს უფ­ლე­ბა კი გა­და­დის ან პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ფუნ­ქცი­ებ­ში, ან ხდე­ბა მთავ­რო­ბის ფუნ­ქცია, რო­მე­ლიც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­შია და იმის გამო, რომ მი­ნის­ტრე­ბის მოხ­სნა და და­ნიშ­ვნა მთლი­ა­ნად პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, მათ­ზე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გავ­ლე­ნა უფრო მე­ტად იზ­რდე­ბა.

მმარ­თვე­ლი ძალა მი­იჩ­ნევს, რომ კონ­სტი­ტუ­ცია მნიშ­ვნე­ლო­ვან­წი­ლად შე­საც­ვლე­ლია და უკვე შექ­მნი­ლია კო­მი­სია, რო­მელ­მაც ახა­ლი პრო­ექ­ტი უნდა შე­ი­მუ­შა­ოს, სა­დაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­ნა­წი­ლე­ბა თა­ნაბ­რად მოხ­დე­ბა და ამი­ტომ უნ­დო­დათ, რომ ამ ეტაპ­ზე კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ცვლი­ლე­ბის შე­ტა­ნა აქამ­დე არ­სე­ბუ­ლი ნორ­მით მომ­ხდა­რი­ყო, რათა არ გარ­თუ­ლე­ბუ­ლი­ყო ეს პრო­ცე­სი. თუმ­ცა, ეს აღარ მო­ხერ­ხდე­ბა, პრო­ექ­ტის მი­ღე­ბა ახა­ლი კვო­რუ­მით მოხ­დე­ბა.

სა­კონ­სტი­ტუ­ციო კო­მი­სია და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვის წინ შე­იქ­მნა და მისი თავ­მჯდო­მა­რე პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლია. კო­მი­სია მუ­შა­ო­ბას უკვე და­ი­წყებს, რად­გან შექ­მნი­სას ით­ქვა, რომ მუ­შა­ო­ბა პრე­ზი­დენ­ტის ინა­უ­გუ­რა­ცი­ის შემ­დეგ და­ი­წყე­ბო­და და პრო­ექ­ტი ზა­ფხუ­ლის ბო­ლომ­დე უნდა მო­ამ­ზა­დოს, რის შემ­დე­გაც და­ი­წყე­ბა მისი სა­პარ­ლა­მენ­ტო გან­ხილ­ვა.

თუმ­ცა, სა­ინ­ტე­რე­სო ის არის, რომ ამ ნორ­მე­ბის ამოქ­მე­დე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად პარ­ლა­მენ­ტში ფრაქ­ცი­ებს შო­რის გა­დაჯ­გუ­ფე­ბის პრო­ცე­სიც აქ­ტი­უ­რად და­ი­წყო.

ორ­შა­ბათს ფრაქ­ცია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა"და­ვით ბეჟუ­აშ­ვილ­მა და­ტო­ვა. "პირ­ველ რა­დი­ოს" ბეჟუ­აშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, რომ ის წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ეკო­ნო­მი­კურ რე­ფორ­მებს მხარს უჭერ­და, თუმ­ცა პარ­ტი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას არა­სო­დეს ეწე­ო­და. და­ვით ბეჟუ­აშ­ვი­ლი პარ­ლა­მენ­ტში მოღ­ვა­წე­ო­ბას და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი დე­პუ­ტა­ტის სტა­ტუ­სით გა­აგ­რძე­ლებს.

შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბით და­ვით ბეჟუ­აშ­ვილ­მა პარ­ლა­მენ­ტის ბი­უ­როს უკვე მი­მარ­თა. რო­გორც და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა ბი­უ­როს სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, და­მა­ტე­ბი­თი გან­ცხა­დე­ბა რო­მე­ლი­მე ფრაქ­ცი­ა­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ ბეჟუ­აშ­ვილს არ წარ­მო­უდ­გე­ნია. "ე.ი. ის უერ­თდე­ბა უფ­რაქ­ციო დე­პუ­ტა­ტე­ბის რი­გებს. ვი­ღებთ ცნო­ბად", - გა­ნა­ცხა­და უსუ­ფაშ­ვილ­მა.

და­ვით ბეჟუ­აშ­ვი­ლი მერ­ვე მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტში თეთ­რი­წყა­როს მა­ჟო­რი­ტა­რია. იგი სა­ქარ­თვე­ლოს მე­ხუ­თე, მე­ექ­ვსე და მეშ­ვი­დე მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რიც იყო.

სა­ინ­ტე­რე­სო კი ის არის, რომ ბეჟუ­აშ­ვი­ლის "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი­დან"წას­ვლის შე­სა­ხებ მო­ლო­დი­ნი ჯერ კი­დევ ზა­ფხულ­ში გაჩ­ნდა. მა­შინ მე­დი­ა­ში ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ პარ­ლა­მენ­ტის სა­შე­მოდ­გო­მო სე­სი­ა­ზე დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ ის მა­რი­კა ვე­რუ­ლაშ­ვილ­თან ერ­თად ფრაქ­ცი­ას შექ­მნი­და. შე­გახ­სე­ნებთ, რომ მა­რი­კა ვე­რუ­ლაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ა­კაშ­ვი­ლის ახლო მე­გო­ბა­რი და მისი გუნ­დის წევ­რი იყო, "ნა­ცი­ო­ნა­ლებს"რამ­დე­ნი­მე თვის წინ გა­ე­მიჯ­ნა.

ვე­რუ­ლაშ­ვი­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბით, და­ვით ბეჟუ­აშ­ვილს სა­ზო­გა­დო­ე­ბა ნაკ­ლე­ბად იც­ნობს. ის არა­სო­დეს ყო­ფი­ლა აქ­ტი­უ­რი დე­პუ­ტა­ტი და პრინ­ციპ­ში პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მებ­საც იშ­ვი­ა­თად ეს­წრე­ბო­და. თუმ­ცა, პარ­ლა­მენ­ტში ყო­ველ­თვის ჩნდე­ბო­და, რო­დე­საც იქ პატ­რი­არ­ქი ან პრე­ზი­დენ­ტი მი­დი­ო­და. ის ძი­რი­თა­დად სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სით არის და­კა­ვე­ბუ­ლი.

ძნე­ლი სათ­ქმე­ლია, ის და ვე­რუ­ლაშ­ვი­ლი ერ­თად შექ­მნი­ან თუ არა ფრაქ­ცი­ას, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ არ­ცერ­თი მათ­გა­ნი "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­თან"აღარ მო­ი­აზ­რე­ბა. ამი­ტო­მაც, დიდი ალ­ბა­თო­ბით, ისი­ნი გა­დამ­წყვეტ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მმარ­თვე­ლი ძა­ლის პო­ზი­ცი­ას გა­ი­ზი­ა­რე­ბენ. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ისი­ნი ამ გუნდში დარ­ჩე­ბოდ­ნენ.

უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში კი, შე­საძ­ლოა, იგი­ვე გა­ა­კე­თოს კი­დევ ერ­თმა დე­პუ­ტატ­მა უმ­ცი­რე­სო­ბი­დან - კობა ნა­ყო­ფი­ამ, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"ავ­რცე­ლებს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი"ყვე­ლა­ზე შეკ­რუ­ლად სწო­რედ პარ­ლა­მენ­ტში გა­მო­ი­ყუ­რე­ბი­ან. გუნ­დი ყო­ველ­თვის ერ­თი­ან გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, მათი პო­ზი­ცი­ე­ბი ყო­ველ­თვის ემ­თხვე­ვა ერ­თმა­ნეთს, ბო­ი­კო­ტის შემ­თხვე­ვა­ში ისი­ნი ერ­თდრო­უ­ლად ტო­ვე­ბენ ხოლ­მე დარ­ბაზს და შე­ფა­სე­ბე­ბიც არა­სო­დეს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ერ­თმა­ნეთს.

ამის პა­რა­ლე­ლუ­რად კი სა­უ­ბა­რი მი­დის იმა­ზე, რომ სა­კუ­თა­რი რი­გე­ბის გა­ცხრილ­ვას "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბაც"იწყებს. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, უკვე და­დას­ტურ­და ის ინ­ფორ­მა­ცია, რომ პირ­ველ რიგ­ში და­ვით ლორ­თქი­ფა­ნი­ძის ფრაქ­ცი­ი­დან გა­რი­ცხვის სა­კი­თხი გა­ნი­ხი­ლე­ბა.

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დე­რი და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძე ადას­ტუ­რებს, რომ დე­პუ­ტატ და­ვით ლორ­თქი­ფა­ნი­ძის სა­კი­თხი პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის"პო­ლიტ­საბ­ჭოს უახ­ლო­ეს სხდო­მა­ზე გან­ხილ­ვის სა­გა­ნი იქ­ნე­ბა. სა­გა­ნე­ლი­ძის თქმით, და­ტო­ვებს თუ არა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე პარ­ტი­ას, ამა­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას პო­ლიტ­საბ­ჭო მი­ი­ღებს.

"ფრაქ­ცი­ის სხდო­მა­ზე ნამ­დვი­ლად ვიმ­სჯე­ლეთ სა­კი­თხზე, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბა და­ვით ლორ­თქი­ფა­ნი­ძის გარ­კვე­ულ ჩა­რე­ვას ად­გი­ლობ­რი­ვი მმარ­თვე­ლო­ბის სტრუქ­ტუ­რებ­ში. მან ამა­ზე გარ­კვე­უ­ლი შე­ნიშ­ვნე­ბი მი­ი­ღო. გარ­და ამი­სა, გან­ვი­ხი­ლეთ თემა, რო­მე­ლიც სა­არ­ჩევ­ნო შტა­ბის საქ­მი­ნა­ო­ბას ეხე­ბო­და - და­ვა­ლე­ბე­ბი, თხოვ­ნა, რაც ლორ­თქი­ფა­ნი­ძეს შტა­ბი­დან მი­ე­ცა, მან თა­ვი­სე­ბუ­რად შე­ას­რუ­ლა, შტა­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს არ და­ე­მორ­ჩი­ლა.

"თემა ფრაქ­ცი­ის სხდო­მა­ზე გან­ვი­ხი­ლეთ და, მე რო­გორც შტა­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ამა­ზე პრე­ტენ­ზი­ე­ბი გა­მოვ­თქვი. ასე­ვე გა­მო­ით­ქვა გარ­კვე­უ­ლი შე­ნიშ­ვნე­ბი და პრე­ტენ­ზი­ე­ბი, რომ ის აქ­ტი­უ­რად ერე­ვა ვა­ნის რა­ი­ო­ნის თვით­მმარ­თვე­ლო­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, რაც დე­პუ­ტა­ტის მხრი­დან სწო­რი და მარ­თე­ბუ­ლი საქ­ცი­ე­ლი არ არის. ეს შე­ნიშ­ვნე­ბი მან მი­ი­ღო.

"გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მისი პარ­ტი­ა­ში ყოფ­ნა-არ­ყოფ­ნის შე­სა­ხებ ფრაქ­ცია ვერ მი­ი­ღებს, ამა­ზე პარ­ტი­ის პო­ლიტ­საბ­ჭომ უნდა იმ­სჯე­ლოს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, პარ­ტია 24 ნო­ემ­ბერს ყრი­ლო­ბას მარ­თავს, სა­დაც ახა­ლი პო­ლიტ­საბ­ჭო შე­იქ­მნე­ბა და აღ­ნიშ­ნულ თე­მას სწო­რედ პო­ლიტ­საბ­ჭო გა­ნი­ხი­ლავს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ამა­ზე შე­იძ­ლე­ბა ფრაქ­ცი­ა­მაც იმ­სჯე­ლოს", - გა­ნუ­ცხა­და გუ­შინ ჟურ­ნა­ლის­ტებს და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძემ.

სა­ბო­ლო­ოდ რო­გორ გა­დაჯ­გუფ­დე­ბა პარ­ლა­მენ­ტში ძა­ლე­ბი, ძნე­ლი სათ­ქმე­ლია და ამ თე­მა­ზე კო­მენ­ტარს ჯერ­ჯე­რო­ბით ვე­რა­ვინ აკე­თებს, რად­გან მათი თქმით, "პრო­ცე­სი ახა­ლი და­წყე­ბუ­ლია და სუ­რა­თის გა­მოკ­ვე­თის­თვის დროა სა­ჭი­რო". თუმ­ცა, ისიც უნდა ით­ქვას, რომ შარ­შან­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ექ­სპერტთა დიდი ნა­წი­ლი სწო­რედ იმა­ზე სა­ბუ­რობ­და, რომ ძალ­თა რე­ა­ლუ­რი გა­და­ნა­წი­ლე­ბა საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ მოხ­დე­ბო­და.

რუ­სი­კო მა­ჩა­ი­ძე

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

პარლამენტში ძალთა გადანაწილება დაიწყო

პარლამენტში ძალთა გადანაწილება დაიწყო

კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის პროცედურები გართულდა. ეს კი, პირველ რიგში, იმის გამოა მნიშვნელოვანი, რომ მმართველ კოალიციას საკონსტიტუციო უმრავლესობის მოგროვების პრობლემა აქამდეც ჰქონდა. ამის შემდეგ კი ის უფრო მეტად გაჭირდება. თუმცა, იმის გამო, რომ ინაუგურაციის მეორე დღესვე დაიწყო ფრაქციებს შორის გადაჯგუფება, შესაძლოა, მალე ეს პრობლემაც აღარ იყოს.

პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან ძალაში შევიდა 2010 წელს მიღებული საკონსტიტუციო ნორმა, რომლის თანახმად, კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას 2/3-ის ნაცვლად პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/4 ანუ სულ მცირე 113 ხმა სჭირდება.

კვორუმის გაზრდასთან ერთად რთულდება კონსტიტუციური პროექტის დამტკიცების პროცედურაც. თუ აქამდე შესაძლებელი იყო საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის 2 კვირის განმავლობაში განხილვა და დამტკიცება, დღეიდან ეს ორ თანმიმდევრულ სესიაზე, სულ ცოტა, 3 თვის ინტერვალით უნდა მოხდეს.

მმართველმა კოალიციამ კონსტიტუციის გადასინჯვის მოქმედი პროცედურების ძალაში დატოვება სცადა და პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტი წარადგინა, თუმცა "ნაციონალური მოძრაობის"კატეგორიულად უარყოფითი პოზიციის გამო პროექტის გატანა ვერ მოხერხდა, რადგან მმართველ კოალიციას პარლამენტში არ ჰყავს 100 დეპუტატი, რაც აქამდე მოქმედი ნორმის თანახმად საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებისთვის იყო საჭირო.

გარდა ამისა, ძალაში შევიდა 2010 წელს სააკაშვილის ინიციატივით მიღებული ყველა ის ნორმა, რომლის თანახმად იზრდება პრემიერ-მინისტრის უფლებები და მცირდება პრეზიდენტის. პრეზიდენტის უფლებამოსილება, როგორც პარლამენტთან, ისე მთავრობასთან მიმართებაში მნიშვნელოვნად შემცირდა.

სახელმწიფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის წარმართვა-განხორციელება ახალი პრეზიდენტის უფლებამოსილება აღარ იქნება. კონსტიტუციურად, პრეზიდენტი რჩება როგორც სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი და წარმოადგენს ქვეყანას საგარეო ურთიერთობებში.

პრეზიდენტს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოლაპარაკებებისთვის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების დასადებად მთავრობასთან შეთანხმება დასჭირდება. ის ასევე მთავრობის წარდგინებით დანიშნავს და გაათავისუფლებს ელჩებს და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლებს და მთავრობასთან შეთანხმებით მიიღებს სხვა სახელმწიფოთა და საერთაშორისო ორგანიზაციათა ელჩების და დიპლომატიური წარმომადგენლების აკრედიტაციას.

ახალი კონსტიტუციის მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ პრეზიდენტის მიერ გამოცემულ სამართლებრივ აქტებს, გარდა საომარი მდგომარეობის დროს გამოცემული აქტებისა, პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაცია სჭირდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტის მიერ გამოცემულ ნორმატიულ აქტს პრემიერ-მინისტრმაც უნდა მოაწეროს ხელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ძალაში ვერ შევა.

პრეზიდენტის უფლება - დაითხოვოს პარლამენტი, ახალი კონსტიტუციით, ძალიან შეზღუდულია და ეს იმ ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, თუკი პარლამენტში უმრავლესობა ვერ ყალიბდება. პრეზიდენტს აღარ აქვს პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივით შესვლისა და კანონპროექტის რიგგარეშედ განხილვის მოთხოვნის უფლება. რბილდება პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის მექანიზმიც.

გარდა ამისა, მას აღარ აქვს პარტიული თანამდებობის დაკავების უფლება, აღარ შეუძლია დამოუკიდებლად - მხოლოდ საკუთარი ინიციატივით რეფერენდუმის დანიშვნა, ასევე მთავრობის მოწვევა და გადაყენება. პრეზიდენტი აღარ გაუწევს კურირებას ძალოვან მინისტრებს და ვერ შეძლებს მთავრობის აქტის გაუქმებასაც.

ყველა ეს უფლება კი გადადის ან პრემიერ-მინისტრის ფუნქციებში, ან ხდება მთავრობის ფუნქცია, რომელიც პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაშია და იმის გამო, რომ მინისტრების მოხსნა და დანიშვნა მთლიანად პრემიერ-მინისტრზეა დამოკიდებული, მათზე პრემიერ-მინისტრის გავლენა უფრო მეტად იზრდება.

მმართველი ძალა მიიჩნევს, რომ კონსტიტუცია მნიშვნელოვანწილად შესაცვლელია და უკვე შექმნილია კომისია, რომელმაც ახალი პროექტი უნდა შეიმუშაოს, სადაც ხელისუფლების დანაწილება თანაბრად მოხდება და ამიტომ უნდოდათ, რომ ამ ეტაპზე კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა აქამდე არსებული ნორმით მომხდარიყო, რათა არ გართულებულიყო ეს პროცესი. თუმცა, ეს აღარ მოხერხდება, პროექტის მიღება ახალი კვორუმით მოხდება.

საკონსტიტუციო კომისია დაახლოებით ერთი თვის წინ შეიქმნა და მისი თავმჯდომარე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილია. კომისია მუშაობას უკვე დაიწყებს, რადგან შექმნისას ითქვა, რომ მუშაობა პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ დაიწყებოდა და პროექტი ზაფხულის ბოლომდე უნდა მოამზადოს, რის შემდეგაც დაიწყება მისი საპარლამენტო განხილვა.

თუმცა, საინტერესო ის არის, რომ ამ ნორმების ამოქმედების პარალელურად პარლამენტში ფრაქციებს შორის გადაჯგუფების პროცესიც აქტიურად დაიწყო.

ორშაბათს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა"დავით ბეჟუაშვილმა დატოვა. "პირველ რადიოს" ბეჟუაშვილმა განუცხადა, რომ ის წინა ხელისუფლების ეკონომიკურ რეფორმებს მხარს უჭერდა, თუმცა პარტიულ საქმიანობას არასოდეს ეწეოდა. დავით ბეჟუაშვილი პარლამენტში მოღვაწეობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს.

შესაბამისი განცხადებით დავით ბეჟუაშვილმა პარლამენტის ბიუროს უკვე მიმართა. როგორც დავით უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, დამატებითი განცხადება რომელიმე ფრაქციაში გაწევრიანების შესახებ ბეჟუაშვილს არ წარმოუდგენია. "ე.ი. ის უერთდება უფრაქციო დეპუტატების რიგებს. ვიღებთ ცნობად", - განაცხადა უსუფაშვილმა.

დავით ბეჟუაშვილი მერვე მოწვევის პარლამენტში თეთრიწყაროს მაჟორიტარია. იგი საქართველოს მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრიც იყო.

საინტერესო კი ის არის, რომ ბეჟუაშვილის "ნაციონალებიდან"წასვლის შესახებ მოლოდინი ჯერ კიდევ ზაფხულში გაჩნდა. მაშინ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე დაბრუნების შემდეგ ის მარიკა ვერულაშვილთან ერთად ფრაქციას შექმნიდა. შეგახსენებთ, რომ მარიკა ვერულაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში სააკაშვილის ახლო მეგობარი და მისი გუნდის წევრი იყო, "ნაციონალებს"რამდენიმე თვის წინ გაემიჯნა.

ვერულაშვილისგან განსხვავებით, დავით ბეჟუაშვილს საზოგადოება ნაკლებად იცნობს. ის არასოდეს ყოფილა აქტიური დეპუტატი და პრინციპში პარლამენტის სხდომებსაც იშვიათად ესწრებოდა. თუმცა, პარლამენტში ყოველთვის ჩნდებოდა, როდესაც იქ პატრიარქი ან პრეზიდენტი მიდიოდა. ის ძირითადად საკუთარი ბიზნესით არის დაკავებული.

ძნელი სათქმელია, ის და ვერულაშვილი ერთად შექმნიან თუ არა ფრაქციას, მაგრამ ფაქტია, რომ არცერთი მათგანი "ნაციონალებთან"აღარ მოიაზრება. ამიტომაც, დიდი ალბათობით, ისინი გადამწყვეტ საკითხებთან დაკავშირებით მმართველი ძალის პოზიციას გაიზიარებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ამ გუნდში დარჩებოდნენ.

უახლოეს პერიოდში კი, შესაძლოა, იგივე გააკეთოს კიდევ ერთმა დეპუტატმა უმცირესობიდან - კობა ნაყოფიამ, - ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი"ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ "ნაციონალები"ყველაზე შეკრულად სწორედ პარლამენტში გამოიყურებიან. გუნდი ყოველთვის ერთიან განცხადებას ავრცელებს, მათი პოზიციები ყოველთვის ემთხვევა ერთმანეთს, ბოიკოტის შემთხვევაში ისინი ერთდროულად ტოვებენ ხოლმე დარბაზს და შეფასებებიც არასოდეს ეწინააღმდეგება ერთმანეთს.

ამის პარალელურად კი საუბარი მიდის იმაზე, რომ საკუთარი რიგების გაცხრილვას "ქართული ოცნებაც"იწყებს. ყოველ შემთხვევაში, უკვე დადასტურდა ის ინფორმაცია, რომ პირველ რიგში დავით ლორთქიფანიძის ფრაქციიდან გარიცხვის საკითხი განიხილება.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე ადასტურებს, რომ დეპუტატ დავით ლორთქიფანიძის საკითხი პარტია "ქართული ოცნების"პოლიტსაბჭოს უახლოეს სხდომაზე განხილვის საგანი იქნება. საგანელიძის თქმით, დატოვებს თუ არა ლორთქიფანიძე პარტიას, ამაზე გადაწყვეტილებას პოლიტსაბჭო მიიღებს.

"ფრაქციის სხდომაზე ნამდვილად ვიმსჯელეთ საკითხზე, რომელიც უკავშირდება დავით ლორთქიფანიძის გარკვეულ ჩარევას ადგილობრივი მმართველობის სტრუქტურებში. მან ამაზე გარკვეული შენიშვნები მიიღო. გარდა ამისა, განვიხილეთ თემა, რომელიც საარჩევნო შტაბის საქმინაობას ეხებოდა - დავალებები, თხოვნა, რაც ლორთქიფანიძეს შტაბიდან მიეცა, მან თავისებურად შეასრულა, შტაბის გადაწყვეტილებებს არ დაემორჩილა.

"თემა ფრაქციის სხდომაზე განვიხილეთ და, მე როგორც შტაბის ხელმძღვანელმა, ამაზე პრეტენზიები გამოვთქვი. ასევე გამოითქვა გარკვეული შენიშვნები და პრეტენზიები, რომ ის აქტიურად ერევა ვანის რაიონის თვითმმართველობის საქმიანობაში, რაც დეპუტატის მხრიდან სწორი და მართებული საქციელი არ არის. ეს შენიშვნები მან მიიღო.

"გადაწყვეტილებას მისი პარტიაში ყოფნა-არყოფნის შესახებ ფრაქცია ვერ მიიღებს, ამაზე პარტიის პოლიტსაბჭომ უნდა იმსჯელოს. მოგეხსენებათ, პარტია 24 ნოემბერს ყრილობას მართავს, სადაც ახალი პოლიტსაბჭო შეიქმნება და აღნიშნულ თემას სწორედ პოლიტსაბჭო განიხილავს. მოგვიანებით ამაზე შეიძლება ფრაქციამაც იმსჯელოს", - განუცხადა გუშინ ჟურნალისტებს დავით საგანელიძემ.

საბოლოოდ როგორ გადაჯგუფდება პარლამენტში ძალები, ძნელი სათქმელია და ამ თემაზე კომენტარს ჯერჯერობით ვერავინ აკეთებს, რადგან მათი თქმით, "პროცესი ახალი დაწყებულია და სურათის გამოკვეთისთვის დროა საჭირო". თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ შარშანდელი არჩევნების შემდეგ ექსპერტთა დიდი ნაწილი სწორედ იმაზე საბურობდა, რომ ძალთა რეალური გადანაწილება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მოხდებოდა.

რუსიკო მაჩაიძე

გაზეთი ”რეზონანსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა