პოლიტიკა
სამართალი

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის ქართულ ფილმებში ბატალური სცენების ავტორი
ვინ არის ქართულ ფილმებში ბატალური სცენების ავტორი

1982 წელს თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ სას­ცე­ნო მოძ­რა­ო­ბის პე­და­გოგ­მა კოწო ბად­რი­ძემ შოთა სხირტლა­ძე სერ­გო ზა­ქა­რი­ა­ძის სა­ხე­ლო­ბის კულტ-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სას­წავ­ლებ­ლის დი­რექ­ტორ­თან მი­იყ­ვა­ნა და უთხრა, მე დავ­ბერ­დი და აწი ეს ას­წავ­ლის ჩემ მა­გივ­რა­დო. შოთა სხირტლა­ძე იქ ოთხი წელი დარ­ჩა. შემ­დეგ თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში ფა­რი­კა­ო­ბის პე­და­გო­გის ასის­ტენ­ტად ან­ტონ ფი­ო­დო­როვ­თან და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა და მალე მისი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა. დღე­საც თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის პე­და­გო­გია. მას­ვე ეკუთ­ვნის მრა­ვა­ლი ბა­ტა­ლუ­რი სცე­ნა ქარ­თულ კი­ნო­სა და თე­ატ­რებ­ში...

- პე­და­გო­გად მუ­შა­ო­ბა რომ და­ვი­წყე, ბევ­რი ჩემ­ზე უფ­რო­სი ასა­კის სტუ­დენ­ტი დამ­ხვდა. ვუ­თხა­რი, მე გუ­შინ ავ­დე­ქი სტუ­დენ­ტის მერ­ხი­დან, მო­დით, და­ვეხ­მა­როთ ერ­თმა­ნეთს, რომ მე გად­მოგ­ცეთ ის, რაც ვიცი, მე კი ვის­წავ­ლი პე­და­გო­გო­ბას-მეთ­ქი. დავ­მე­გობ­რდით და ასე ავა­გე ჩემი პე­და­გო­გო­ბის გზა. თუ ახალ­გაზ­რდას თავი არ გა­უ­ტო­ლე და არ გა­უ­ტოლ­დი, ვერც მშო­ბე­ლი იქ­ნე­ბი, ვერც მე­გო­ბა­რი და ვერც პე­და­გო­გი.

- რაც შე­ე­ხე­ბა თქვენს უშუ­ა­ლო პრო­ფე­სი­ას, მსა­ხი­ო­ბო­ბას...

- ეს უც­ნა­უ­რად მოხ­და. კარ­გი სპორ­ტსმე­ნი ვი­ყა­ვი - თა­ვის დრო­ზე ბერ­ძნულ-რო­მა­ულ ჭი­და­ო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­სა და სა­კავ­ში­რო ჩემ­პი­ო­ნი ჭა­ბუ­კებს შო­რის. სკო­ლა რომ და­ვამ­თავ­რე, სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ინ­სტი­ტუ­ტში მე­ბა­ღე-მეღ­ვი­ნე­ო­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე ვა­ბა­რებ­დი, სპორ­ტსმენ­თა სი­ა­ში კი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ დას­წრე­ბულ­ზე ვერ მოვ­ხვდი. ერთ დღე­საც დი­დუ­ბე­ში ერთი ინ­ტე­ლი­გენ­ტი კაცი შემ­ხვდა და მკი­თხა, მსურ­და თუ არა კი­ნო­ში გა­და­ღე­ბა. მან კი­ნოს­ტუ­დი­ა­ში ფო­ტო­სინ­ჯე­ბის გა­და­სა­ღე­ბად და­მი­ბა­რა. ეს გახ­ლდათ რე­ჟი­სო­რი ვიქ­ტორ ჭანკვე­ტა­ძე, რო­მელ­მაც ფო­ტო­ე­ბი გა­და­მი­ღო და შემ­დეგ მი­მიყ­ვა­ნა კო­ლია სა­ნიშ­ვილ­თან, რო­მე­ლიც მა­შინ "აბე­ზა­რას" იღებ­და. ფილმში მა­სობ­რივ სცე­ნებ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. კი­ნოს­ტუ­დი­ა­ში გა­ვი­ცა­ნი მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბე­ბი, მათ შო­რის იყო გოგი გე­ლო­ვა­ნი. ის სპორ­ტსმე­ნე­ბის დიდი მოყ­ვა­რუ­ლი გახ­ლდათ და როცა გა­ი­გო, რომ ჩემ­პი­ო­ნი ვი­ყა­ვი, დოდო აბა­ში­ძეს­თან მი­მიყ­ვა­ნა, ნახე, რა ბი­ჭი­აო. იმ დროს ჩემი მე­გო­ბა­რი შალ­ვა გო­ბე­ჯიშ­ვი­ლი მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში სტა­ტის­ტად მუ­შა­ობ­და. შე­მომ­თა­ვა­ზა, ამ ზამ­თარ­ში სად უნდა იარო, მოდი ჩვენ­თან თე­ატ­რში, თბი­ლა მა­ინ­ცო. ეს 1957 წელს მოხ­და. იმ დროს სა­ქარ­თვე­ლო მოს­კო­ვის დე­კა­და­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად ემ­ზა­დე­ბო­და. სჭირ­დე­ბო­დათ სპორ­ტსმე­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც იცოდ­ნენ ფა­რი­კა­ო­ბა, რომ სხვა­დას­ხვა "ტრი­უ­კი" გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო. მა­მა­ჩემ­მა ჩემი მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში მის­ვლის ამ­ბა­ვი რომ გა­ი­გო, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­მი­წო­ნა. ამის შემ­დეგ კი თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რე.

- მინ­და, ვრცლად ვი­სა­უბ­როთ ფილ­მებ­სა და თე­ატ­რებ­ში თქვენ მიერ დად­გმულ ბა­ტა­ლურ სცე­ნებ­ზე, ეს 1965 წლი­დან და­ი­წყო. ვინ იყო პირ­ვე­ლი რე­ჟი­სო­რი, რო­მელ­მაც მი­გიწ­ვი­ათ?

- კოწო ბად­რი­ძეს ხში­რად იწ­ვევ­დნენ თე­ატ­რებ­ში, ოპე­რა­სა და კი­ნო­ში სპექ­ტაკ­ლე­ბის ბა­ტა­ლუ­რი სცე­ნე­ბის დად­გმის დროს. მას ხში­რად ვეხ­მა­რე­ბო­დი. "ხე­ვის­ბერ გო­ჩა­ში" ეპო­ზო­დურ როლს ვას­რუ­ლებ­დი, ფა­რი­კო­ბის სცე­ნა მქონ­და, ფა­რი­კა­ო­ბით­ვე კოშ­კზე ავ­დი­ო­დი და იქ მკლავ­დნენ. ბრძო­ლის სცე­ნებს გივი სა­ვა­ნე­ლი დგამ­და და მან დახ­მა­რე­ბა სთხო­ვა. მო­ხე­ვე­ებ­სა და რუ­სის ჯა­რის­კა­ცებ­თან ბრძო­ლის სცე­ნე­ბი დავ­დგით. ამას "ხევ­სუ­რუ­ლი ბა­ლა­და" მოჰ­ყვა, სა­დაც კეჭ­ნა­ო­ბის სცე­ნე­ბი იყო გა­სა­კე­თე­ბე­ლი. მე მომ­მარ­თეს და ასე ვი­მუ­შა­ვე შოთა მა­ნა­გა­ძის "ხევ­სუ­რულ ბა­ლა­და­ზე" . იმა­ვე პე­რი­ოდ­ში კოწო ბად­რი­ძე "მაცი ხვი­ტი­ას" აკე­თებ­და, ფი­ნა­ლუ­რი სცე­ნის დროს ავად გახ­და და და­სახ­მა­რებ­ლად მე მიხ­მო. გი­ორ­გი შენ­გე­ლა­ი­ას უთხრა, რომ მის სა­მუ­შა­ოს მე შე­ვას­რუ­ლებ­დი. შემ­დეგ მიჰ­ყვა და მიჰ­ყვა, ფილ­მი არ იყო, რომ მას­ზე მე არ მე­მუ­შა­ვა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

ვინ არის ქართულ ფილმებში ბატალური სცენების ავტორი

ვინ არის ქართულ ფილმებში ბატალური სცენების ავტორი

1982 წელს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ სასცენო მოძრაობის პედაგოგმა კოწო ბადრიძემ შოთა სხირტლაძე სერგო ზაქარიაძის სახელობის კულტ-საგანმანათლებლო სასწავლებლის დირექტორთან მიიყვანა და უთხრა, მე დავბერდი და აწი ეს ასწავლის ჩემ მაგივრადო. შოთა სხირტლაძე იქ ოთხი წელი დარჩა. შემდეგ თეატრალურ ინსტიტუტში ფარიკაობის პედაგოგის ასისტენტად ანტონ ფიოდოროვთან დაიწყო მუშაობა და მალე მისი ადგილი დაიკავა. დღესაც თეატრალური უნივერსიტეტის პედაგოგია. მასვე ეკუთვნის მრავალი ბატალური სცენა ქართულ კინოსა და თეატრებში...

- პედაგოგად მუშაობა რომ დავიწყე, ბევრი ჩემზე უფროსი ასაკის სტუდენტი დამხვდა. ვუთხარი, მე გუშინ ავდექი სტუდენტის მერხიდან, მოდით, დავეხმაროთ ერთმანეთს, რომ მე გადმოგცეთ ის, რაც ვიცი, მე კი ვისწავლი პედაგოგობას-მეთქი. დავმეგობრდით და ასე ავაგე ჩემი პედაგოგობის გზა. თუ ახალგაზრდას თავი არ გაუტოლე და არ გაუტოლდი, ვერც მშობელი იქნები, ვერც მეგობარი და ვერც პედაგოგი.

- რაც შეეხება თქვენს უშუალო პროფესიას, მსახიობობას...

- ეს უცნაურად მოხდა. კარგი სპორტსმენი ვიყავი - თავის დროზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოსა და საკავშირო ჩემპიონი ჭაბუკებს შორის. სკოლა რომ დავამთავრე, სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში მებაღე-მეღვინეობის ფაკულტეტზე ვაბარებდი, სპორტსმენთა სიაში კი ვიყავი, მაგრამ დასწრებულზე ვერ მოვხვდი. ერთ დღესაც დიდუბეში ერთი ინტელიგენტი კაცი შემხვდა და მკითხა, მსურდა თუ არა კინოში გადაღება. მან კინოსტუდიაში ფოტოსინჯების გადასაღებად დამიბარა. ეს გახლდათ რეჟისორი ვიქტორ ჭანკვეტაძე, რომელმაც ფოტოები გადამიღო და შემდეგ მიმიყვანა კოლია სანიშვილთან, რომელიც მაშინ ''აბეზარას'' იღებდა. ფილმში მასობრივ სცენებში ვმონაწილეობდი. კინოსტუდიაში გავიცანი მარჯანიშვილის თეატრის მსახიობები, მათ შორის იყო გოგი გელოვანი. ის სპორტსმენების დიდი მოყვარული გახლდათ და როცა გაიგო, რომ ჩემპიონი ვიყავი, დოდო აბაშიძესთან მიმიყვანა, ნახე, რა ბიჭიაო. იმ დროს ჩემი მეგობარი შალვა გობეჯიშვილი მარჯანიშვილის თეატრში სტატისტად მუშაობდა. შემომთავაზა, ამ ზამთარში სად უნდა იარო, მოდი ჩვენთან თეატრში, თბილა მაინცო. ეს 1957 წელს მოხდა. იმ დროს საქართველო მოსკოვის დეკადაში მონაწილეობის მისაღებად ემზადებოდა. სჭირდებოდათ სპორტსმენები, რომლებმაც იცოდნენ ფარიკაობა, რომ სხვადასხვა ''ტრიუკი'' გაკეთებულიყო. მამაჩემმა ჩემი მარჯანიშვილის თეატრში მისვლის ამბავი რომ გაიგო, გადაწყვეტილება მომიწონა. ამის შემდეგ კი თეატრალურ ინსტიტუტში სამსახიობო ფაკულტეტზე ჩავაბარე.

- მინდა, ვრცლად ვისაუბროთ ფილმებსა და თეატრებში თქვენ მიერ დადგმულ ბატალურ სცენებზე, ეს 1965 წლიდან დაიწყო. ვინ იყო პირველი რეჟისორი, რომელმაც მიგიწვიათ?

- კოწო ბადრიძეს ხშირად იწვევდნენ თეატრებში, ოპერასა და კინოში სპექტაკლების ბატალური სცენების დადგმის დროს. მას ხშირად ვეხმარებოდი. ''ხევისბერ გოჩაში'' ეპოზოდურ როლს ვასრულებდი, ფარიკობის სცენა მქონდა, ფარიკაობითვე კოშკზე ავდიოდი და იქ მკლავდნენ. ბრძოლის სცენებს გივი სავანელი დგამდა და მან დახმარება სთხოვა. მოხევეებსა და რუსის ჯარისკაცებთან ბრძოლის სცენები დავდგით. ამას ''ხევსურული ბალადა'' მოჰყვა, სადაც კეჭნაობის სცენები იყო გასაკეთებელი. მე მომმართეს და ასე ვიმუშავე შოთა მანაგაძის ''ხევსურულ ბალადაზე'' . იმავე პერიოდში კოწო ბადრიძე ''მაცი ხვიტიას'' აკეთებდა, ფინალური სცენის დროს ავად გახდა და დასახმარებლად მე მიხმო. გიორგი შენგელაიას უთხრა, რომ მის სამუშაოს მე შევასრულებდი. შემდეგ მიჰყვა და მიჰყვა, ფილმი არ იყო, რომ მასზე მე არ მემუშავა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება