სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოთხი წელი პედოფილთან ვცხოვრობდი... მთრგუნავს სიღარიბე, დაძაბული ურთიერთობა მაქვს და-ძმასთან" - რას ჰყვება ნანა ტომარაძე ქვეყნიდან წასვლის გადაწყვეტილებაზე
"ოთხი წელი პედოფილთან ვცხოვრობდი... მთრგუნავს სიღარიბე, დაძაბული ურთიერთობა მაქვს და-ძმასთან" - რას ჰყვება ნანა ტომარაძე ქვეყნიდან წასვლის გადაწყვეტილებაზე

"უსა­მარ­თლო­ბას ბავ­შვო­ბი­დან ვერ ვე­გუ­ე­ბო­დი. ვი­საც ფული ჰქონ­დათ და სა­მე­ზობ­ლოს არ ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ, ტა­ო­ტით ვუს­ვრი­დი გა­თეთ­რე­ბულ სახ­ლებს. ვირ­თხაც კი შე­მიშ­ვია მათ­თან სახ­ლში, როცა ამ ოჯა­ხის შვილს უთ­ქვამს, მე შენ­თან ვე­ღარ ვი­მე­გობ­რე­ბო" - ამ­ბობს ნანა ტო­მა­რა­ძე, რო­მელ­მაც გა­და­წყვი­ტა არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­იყ­ვა­ნოს და სხვა ქვე­ყა­ნას ჩა­ბარ­დეს.

ნანა ტო­მა­რა­ძე პრე­სის ყუ­რა­დღე­ბის ობი­ექ­ტი ბევ­რჯერ გამ­ხდა­რა... ბრი­ტა­ნულ­მა გა­მო­ცე­მამ THE TIME ვრცე­ლი სტა­ტია მი­უ­ძღვნა იმ უცხო­ელ ქა­ლებს, რომ­ლე­ბიც უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ იბ­რძოდ­ნენ. სტა­ტი­ა­ში სა­უ­ბა­რი იყო ქარ­თველ მებ­რძოლ ქა­ლებ­ზეც, მათ შო­რის - ნანა ტო­მა­რა­ძეც.. გა­სულ წელს კი ნანა ტო­მა­რა­ძე სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზმმა მას შემ­დეგ შე­ით­რია კორ­დონ­ში, რაც მან ფეხი და­არ­ტყა სპეც­რაზ­მე­ლის ფარს. მე­დი­ა­ში მა­ლე­ვე გავ­რცელ­და ეს კად­რე­ბი... ამ­ჯე­რად იგი თა­ვად გვე­სა­უბ­რე­ბა, თუ რა­ტომ მი­ი­ღო ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა...

- მთრგუ­ნავს ქვე­ყა­ნა­ში სი­ბინ­ძუ­რე, ჩა­მონ­გრე­უ­ლი უშნო შე­ნო­ბე­ბი, სი­ღა­რი­ბე... და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს და-ძმას­თან. ამ­დენ პრობ­ლე­მებ­ში შე­იძ­ლე­ბო­და ვი­გინ­და­რა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, მხო­ლოდ ფულ­ზე მე­ფიქ­რა, მაგ­რამ ვერ შევ­ძე­ლი. კე­თილ­მა მშობ­ლებ­მა გამ­ზარ­დეს, მამა მყავს, დედა სამ­წუ­ხა­როდ გარ­და­იც­ვა­ლა... ბევ­რმა ადა­მი­ან­მა იცის, სა­ქარ­თვე­ლო­ში თუ რო­გორ არის გამ­ძაფ­რე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბა. ფი­ზი­კუ­რი თუ მო­რა­ლუ­რი, ჩემ­თვის ორი­ვე ძა­ლა­დო­ბას ნიშ­ნავს, რად­გან ორი­ვე სა­ხის ძა­ლა­დო­ბა თა­ვად გა­მო­მიც­დია. ძა­ლი­ან ბევ­რი რამ გა­ვი­ა­რე და კარ­გად ვიცი, ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უმე­ტე­სი მათ­გა­ნის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ამ ყვე­ლაფ­რის მი­მართ...

აქ­ცია თბი­ლის­ში - ნანა ტო­მა­რა­ძემ აქ­ცი­ა­ზე სპეც­რაზ­მის კორ­დო­ნი გა­არ­ღვია

დედა რად­გან სლა­ვუ­რი წარ­მო­შო­ბის იყო, ამის გამო პა­ტა­რა­ო­ბი­დან ბუ­ლინ­გის მსხვერ­პლი ვი­ყა­ვი. დედა უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე იყო, მოლ­და­ველ- რუ­მი­ნელ- ებ­რა­ე­ლი, ამის გამო რუსს მე­ძახ­დნენ, რუ­სის ქა­ლე­ბი კი უყო­ფაქ­ცე­ვო­ე­ბი არი­ა­ნო. ყვე­ლას აღ­ვი­რახ­სნი­ლად მი­იჩ­ნევ­დნენ, ერთ ქვაბ­ში ხარ­შავ­დნენ... რად­გან სლა­ვუ­რი წარ­მო­შო­ბის ვი­ყა­ვი, მე თურ­მე ჩემი მო­რა­ლი და პა­ტი­ოს­ნე­ბა არ მექ­ნე­ბო­და, რო­გორც და­ვუშ­ვათ ნამ­დვილ „ქარ­თველს.“ ბავ­შვო­ბი­დან­ვე იყო ხოლ­მე შე­ძა­ხი­ლე­ბი, რა­მაც ძა­ლი­ან და­მა­კომ­პლექ­სა. ისე სრულ­ყო­ფილ პერ­სო­ნად ვერ აღ­ვიქ­ვამ­დი ჩემს თავს, რო­გორც დე­დით და მა­მით ქარ­თვე­ლი ბავ­შვე­ბი... უბან­ში კა­ტა­ლო­გის გო­გოს მე­ძახ­დნენ, მაგ­რამ მდი­და­რი მე­ზობ­ლე­ბი შვი­ლებს ახ­ლოს არ მა­კა­რებ­დნენ, რად­გან ღა­რი­ბი ვი­ყა­ვი. მე არ მწყინ­და. მარ­თა­ლია ფი­ნან­სე­ბი არ გვქონ­და, მაგ­რამ სხვა დიდი სი­კე­თე გვქონ­და. ლა­მა­ზი გე­ნე­ტი­კა, ჰუ­მა­ნუ­რო­ბა...

ისი­ნი კი, ვი­საც ფული ჰქონ­დათ და სა­მე­ზობ­ლოს არ ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ, ტა­ო­ტით ვუს­ვრი­დი გა­თეთ­რე­ბულ სახ­ლებს. ვირ­თხაც კი შე­მიშ­ვია მათ­თან სახ­ლში, როცა ამ ოჯა­ხის შვილს უთ­ქვამს, მე შენ­თან ვე­ღარ ვი­მე­გობ­რე­ბო... მარ­თლაც სა­სა­ცი­ლო ხალ­ხი ვართ სა­ქარ­თვე­ლო­ში. ფული ნა­ხე­ვარ­ზე მეტ­მა კრი­მი­ნა­ლით და სხვი­სი გა­შა­ვე­ბით იშო­ვეს და ამ ფუ­ლით ბავ­შვებს არ­ხე­ი­ნად ზრდიდ­ნენ. ჩემ­სა და ასეთ ოჯახ­ში გაზ­რდილ ბავ­შვებს შო­რის გან­სხვა­ვე­ბა ისაა, რომ მე ბუ­ნე­ბით ძლი­ე­რი ვარ, ეგე­ნი სხვი­სით არი­ან დღემ­დე. მე ცივ ქვა­ზეც კი ყვა­ვილს გავზრდი და ეგე­ნი წყალ­საც ვერ მო­ი­პო­ვე­ბენ მარ­ტო... უარ­ყო­ფი­თი როლი ითა­მა­შა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ოჯა­ხურ­მა კონ­ფლიქ­ტებ­მა. ჩემი მშობ­ლე­ბი გა­შო­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, ცხოვ­რე­ბა ერ­თად უწევ­დათ და ამ ერ­თად ცხოვ­რე­ბის გამო სა­ბურ­თა­ლოს მე­ზობ­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა სულ ჭო­რა­ობ­დნენ... მერე მო­დი­ო­და უბ­ნის ინ­სპექ­ტო­რი, გა­მუდ­მე­ბით გა­სახ­ლე­ბე­ბი იყო, რაც ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლად გა­დამ­ქონ­და...

- გა­სახ­ლე­ბა რა­ტომ?

- ჩემ­მა ბა­ბუ­ამ მი­ი­ღო სა­ბურ­თა­ლო­ზე ბინა, რად­გან იგი მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის ვე­ტე­რა­ნი იყო, რო­მე­ლიც ბერ­ლინ­ში მოღ­ვა­წე­ობ­და. გა­მო­სახ­ლე­ბა კი იმის გამო ხდე­ბო­და, რომ იმ დრო­ის­თვის მხო­ლოდ პრი­ვა­ტი­ზე­ბუ­ლი ბინა არ კმა­რო­და, რად­გან ბა­ბუა ომში და­კარ­გუ­ლი იყო. შემ­დეგ დე­და­ჩემ­მა სა­ბუ­თე­ბით და­ამ­ტკი­ცა ყვე­ლა­ფე­რი, რომ­ლე­ბიც არ­ქი­ვე­ბი­დან მო­ი­პო­ვა. შემ­დეგ ისე მოხ­და, რომ დე­დამ თა­ვის­თვის ვარ­კე­თილ­ში იყი­და ბინა და მა­მა­ჩე­მის­თვის ვა­ზი­სუ­ბან­ში. სა­ბურ­თა­ლო­ზე ბინა ჩემს ძმას რჩე­ბო­და, დე­და­ჩე­მის ჩემს დას და ვა­ზი­სუბ­ნის მე... სი­ტუ­ა­ცია ისე დატ­რი­ალ­და, რომ დე­და­ჩე­მი ბო­ლოს ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის გამო ვე­ღარ მი­ვი­და სა­სა­მარ­თლო­ზე და სა­სა­მარ­თლომ ისე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­ი­ტა­ნა, რაც სა­სურ­ვე­ლი არ იყო. სა­ბურ­თა­ლოს სახ­ლის გა­რე­შე დავ­რჩით... ამის შემ­დეგ ვარ­კე­თი­ლის სკო­ლა­ში მო­მიხ­და სას­წავ­ლებ­ლად გა­დას­ვლა, შემ­დეგ ეს სკო­ლაც გა­მო­ვიც­ვა­ლე..

ცხრა კლა­სი კი უკვე გა­თხო­ვი­ლის სტა­ტუ­სით და­ვამ­თავ­რე. პრე­სას­თან უკვე არა­ერ­თხელ ვთქვი, რომ პე­დო­ფილ­თან ერ­თად ოთხი წელი ვცხოვ­რობ­დი... 18 წლის მის­გან წა­მო­ვე­დი, რად­გან უკვე ვა­ტყობ­დი, რომ აღარ ვუყ­ვარ­დი და ყვე­ლა­ნა­ი­რი პი­რო­ბა შე­მიქ­მნეს, რომ წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. შემ­დეგ მუ­შა­ო­ბა მიმ­ტა­ნად და­ვი­წყე, რო­დე­საც შე­იძ­ლე­ბო­და - "მის სა­ქარ­თვე­ლო" გავმხდა­რი­ყა­ვი. პე­დო­ფილ­მა მე­უღ­ლემ არ მომ­ცა ამის სა­შუ­ა­ლე­ბა და ია კიწ­მა­რიშ­ვი­ლის კას­ტინ­გი­დან ძა­ლით წა­მო­მიყ­ვა­ნა. ამიკ­რძა­ლა "მის სა­ქარ­თვე­ლო­ზე" მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­მე­ღო. 18 წლის, ქმარს გა­შო­რე­ბუ­ლი მიმ­ტა­ნად ვმუ­შა­ობ­დი, მაგ­რამ იქაც არ მო­მე­წო­ნა. ყვე­ლა­ფერს მიშ­ლიდ­ნენ, რო­ბო­ტი უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. მე რო­ბო­ტუ­ლი ხა­სი­ა­თი კი არა, პი­რი­ქით ძა­ლი­ან ჯი­უ­ტი და მებ­რძო­ლი ხა­სი­ა­თის მაქვს. გა­მუდ­მე­ბით მიდ­რე­კი­ლი ვარ რა­ღაც ახ­ლის ძი­ე­ბის­კენ. მიმ­ტა­ნად მუ­შა­ო­ბა ჩემ­მა დამ და­მა­წყე­ბი­ნა, პე­დო­ფილს, ეგ­რე­თწო­დე­ბულ ქმარს რომ გავ­შორ­დი. რა­ტომ­ღაც გა­და­წყვი­ტა, რომ მიმ­ტა­ნად მუ­შა­ო­ბა ყვე­ლა­ზე კარ­გი ვა­რი­ან­ტი იყო.

- შე­იც­ვა­ლეთ სამ­სა­ხუ­რი?

- რო­დე­საც სამ­სა­ხურ­ში ხალ­ხი არ იყო, დიდ სარ­კეს­თან ვცეკ­ვავ­დი ხოლ­მე, რად­გან ცეკ­ვა ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და. სპორ­ტუ­ლი აღ­ნა­გო­ბის, ძა­ლი­ან დიდი ენერ­გი­ის პატ­რო­ნი გო­გო­ნა ვი­ყა­ვი... ბავ­შვო­ბი­დან მიყ­ვარ­და, ცეკ­ვა, სპორ­ტი, ფეხ­ბურ­თი, ყვე­ლა­ფერ­ზე უფა­სოდ დავ­დი­ო­დი, რად­გან ჩემი ოჯა­ხი ფი­ნან­სუ­რად ვერ უზ­რუნ­ველ­მყოფ­და. რომ ვხე­დავ­დი ჩემს მშობ­ლებს დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბო­დათ, არ იყო შემ­დგა­რი ოჯა­ხი,( ამ­დე­ნი პრობ­ლე­მე­ბის შემ­დეგ დე­დას ძა­ლი­ან ღრმა დეპ­რე­სია ჰქონ­და, ჯან­მრთე­ლად აღარ იყო) სულ იმას ვფიქ­რობ­დი, წარ­მა­ტე­ბის­თვის მი­მეღ­წია, ჩემი ოჯა­ხი, რომ უფრო ბედ­ნი­ე­რი ყო­ფი­ლი­ყო, მშობ­ლებს უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი სი­ბე­რე ჰქო­ნო­დათ... ყო­ველ­თვის მახ­სოვ­და, რომ დი­ზა­ი­ნე­რო­ბა მინ­დო­და, ხე­ლოვ­ნე­ბას რომ გავ­ყო­ლო­დი, მაგ­რამ გარ­კვე­უ­ლი ოჯა­ხუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გამო ვე­რა­ფერს ვა­ხერ­ხებ­დი. სახ­ლში გა­უ­საძ­ლი­სი პი­რო­ბე­ბი იყო, არც ცხე­ლი წყა­ლი, არა­ფე­რი არ გვქონ­და, კედ­ლე­ბი ინ­გრე­ო­და. დღემ­დე ვერ ვხვდე­ბი, რა­ტომ არა­ვინ და­მეხ­მა­რა, მო­დე­ლი გავმხდა­რი­ყა­ვი. მარ­თლაც ყვე­ლა მო­ნა­ცე­მი მქონ­და მო­დე­ლო­ბის, გა­მოვ­დი­ო­დი კი­დეც 19 წლის ასაკ­ში ერთ-ერთ პო­დი­უმ­ზე.

ფი­ნან­სე­ბი იყო სა­ჭი­რო, დე­დამ ვერ გა­და­მი­ხა­და და ამი­ტომ ვერ წა­ვე­დით გერ­მა­ნი­ა­ში. ისევ და ისევ უფუ­ლო­ბა გვიშ­ლი­და ყველ­გან ხელს. მო­დე­ლო­ბის კა­რი­ე­რა და­მო­უ­კი­დებ­ლა­დაც შე­მეძ­ლო ამე­წყო, მაგ­რამ პე­დო­ფილ­მა ქმარ­მა ყვე­ლა­ნა­ი­რად შთა­მა­გო­ნა, და­მარ­წმუ­ნა იმა­ში, რომ მე ვარ ყვე­ლა­ზე გა­უ­ნათ­ლე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი დე­და­მი­წის ზურ­გზე. ძა­ლი­ან პა­ტა­რა გოგო აღ­მოვ­ჩნდი მას­თან, ჯერ 14 წლი­საც არ ვი­ყა­ვი და 4 წელი ასე­თის ხელ­ში ვი­ყა­ვი. მარ­წმუ­ნებ­და, რომ ჩემი საქ­მე არ იყო სა­ერ­თოდ არა­ფე­რი. სახ­ლში უნდა ვმჯდა­რი­ყა­ვი, ძაღ­ლის­თვის მო­მევ­ლო, შვი­ლის ღირ­სა­დაც არ მაქ­ცია, აბორ­ტი ძა­ლით გა­მი­კე­თეს, ასე და­მა­კომ­პლექ­სეს. დე­და­მი­სიც კახ­პას, რას არ მე­ძახ­და. როცა მისი შვი­ლის იქეთ არც გა­მი­ხე­დავს იმ პე­რი­ოდ­ში...

უკ­რა­ი­ნა­ში

ასე­თი უდი­დე­სი სტრე­სე­ბი მომ­ყვე­ბა ბავ­შვო­ბი­დან. მიმ­ტა­ნო­ბას თავი რომ და­ვა­ნე­ბე, ცხოვ­რე­ბამ სხვა ეტაპ­ზე გა­და­მის­რო­ლა. მო­ცეკ­ვა­ვე გავ­ხდი, შემ­დეგ ხე­ლოვ­ნე­ბას გავ­ყე­ვი, ხატ­ვა და­ვი­წყე, დღემ­დე ძა­ლი­ან ბევ­რი რამ ვცა­დე, მაგ­რამ ვხე­დავ ამ ქვე­ყა­ნა­ში არა­ფე­რი გა­მო­დის... სი­ძულ­ვი­ლით ზრდი­ან შვი­ლებს და არ ას­წავ­ლი­ან, სხვას­თან იმე­გობ­რონ. ეშ­მა­კის ენით გაზ­რდი­ლე­ბი არი­ან და მე ამას ბევ­რჯერ შე­ვეს­წა­რი. სა­კუ­თარ თავ­ზეც გა­მოვ­ცა­დე, სხვა­ზეც და აი დღეს უკვე შვილ­ზეც.იმის მა­გივ­რად ბავ­შვებს აუხ­სნან, რა არის თა­ნად­გო­მა, სხვებ­თან მე­გობ­რო­ბას უკ­რძა­ლა­ვენ. ან თა­ვი­ანთ შეც­დო­მას სხვას აბ­რა­ლე­ბენ. ჩემს შვილს ვას­წავ­ლე, რომ გულ­თან არა­სო­დეს მი­ი­ტა­ნოს უგუ­ნუ­რე­ბის ნათ­ქვა­მი. ახ­სოვ­დეს უფა­ლი და სი­კე­თე. თუ კი ზედ­მე­ტი მო­უ­ვათ, ისე გას­ცეს პა­სუ­ხი, რო­გორ­საც აკად­რე­ბენ თა­ვად. გო­გოს და­უთ­მოს და ისე მო­ექ­ცეს, რო­გორც უნდა რომ მის დე­დას ექ­ცე­ოდ­ნენ... ძა­ლი­ან კარ­გი ბი­ჭია გაბ­რი­ე­ლი. და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია გლო­ბა­ლუ­რი თე­მე­ბით, კარ­გად სა­უბ­რობს ინ­გლი­სუ­რად და რუ­სუ­ლად. და­მო­უ­კი­დებ­ლად სწავ­ლობს, მაგ­რამ ამ ბოლო დროს ამ­ბობს, რომ სწავ­ლის სურ­ვი­ლი ეკარ­გე­ბა, სკო­ლა­ში ისე­თი ცუდი მდგო­მა­რე­ო­ბა არის ხოლ­მე...

ახა­ლი მი­სუ­ლი იყო, ბავ­შვე­ბი კლას­ში ერ­თმა­ნეთს რომ თი­შავ­დნენ. ანუ ას­წავ­ლიდ­ნენ კა­იფს, რო­გორ უნდა შე­ი­კა­ვონ თავი და მერე თავ­ბრუს ხვე­ვე­ბი ჰქონ­დათ. ერთი ბავ­შვი და­ე­ცა ამ ამ­ბის მერე და თავი და­არ­ტყა. ამის მერე რო­გორც ვიცი, მსგავ­სი აღა­რა­ფე­რი ყო­ფი­ლა, მაგ­რამ ბუ­ლინ­გი 157-ე სკო­ლა­ში თურ­მე ძა­ლი­ან მო­და­შია. ბავ­შვმა კი თქვა, უშავ­სო, მაგ­რამ მგო­ნია, რომ სკო­ლა­ში ადა­მი­ანს უნდა უხა­რო­დეს წას­ვლა და არა ის, რომ ვის ებ­რძო­ლოს. მინ­და რომ ჩვე­ნი სა­ჯა­რო სკო­ლე­ბი ისე გან­ვი­თარ­დეს, რე­პე­ტი­ტო­რე­ბი სა­ჭი­რო აღარ იყოს. პე­და­გო­გებს ხელ­ფა­სე­ბი უნდა მო­ე­მა­ტოთ და გუ­ლით ას­წავ­ლონ, ბო­ლომ­დე და­ი­ხარ­ჯონ. ისიც მეს­მის, რომ ყვე­ლას 40 წუთ­ში ვერ მი­ხე­დავ, მაგ­რამ, მინ­და, რამე უკე­თე­სო­ბის­კენ იც­ვლე­ბო­დეს სა­ქარ­თვე­ლო­ში და ჩვენს მენ­ტა­ლი­ტეტ­ში. მა­წუ­ხებს ამ­დენ უმ­წეო მო­ხუცს რომ ვხე­დავ. მა­წუ­ხებს ამ­დე­ნი მარ­ტო­ხე­ლა დე­დას რომ ვხე­დავ, შვი­ლე­ბი უკ­ვდე­ბათ, შვი­ლებს აუ­პა­ტი­უ­რე­ბენ.

ამ­დე­ნი პე­დო­ფი­ლი, ამ­დე­ნი დამ­ნა­შა­ვე გა­რეთ ბედ­ნი­ე­რად ცხოვ­რობს. ვგმობ ამ ფა­რი­სე­ველ ტრა­დი­ცი­ებს, არ მჯე­რა რომ ეს სი­მარ­თლეა. ტრა­დი­ცია მხო­ლოდ ოჯა­ხის სიწ­მინ­დე, ჭამა-სმა არაა, რო­გორც ვიცი. ოდით­გან­ვე მეს­მო­და ქა­ლის პა­ტი­ვის­ცე­მა­ზე რო­გორ სა­უბ­რობ­დნენ სუფ­რა­ზე და ზურგს უკან ან ძმა­კა­ცის ცო­ლებ­თან, შვი­ლებ­თან, დებ­თან, ძმებ­თა­ნაც კი და­დი­ოდ­ნენ და და­დი­ან. უსახ­ლკა­რო, უპატ­რო­ნო გო­გო­ზე ან ბიჭ­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რად ძა­ლა­დო­ბენ და იძა­ხი­ან რომ ამათ პატ­რო­ნი მა­ინც არ ჰყავ­თო. განა შე­ეც­დე­ბი­ან, რომ ცხოვ­რე­ბა და­უ­ლა­გონ ან მცი­რე­დით უან­გა­როდ და­ეხ­მა­რონ! უმე­ტე­სო­ბა ძა­ლა­დობს და ეს ასეა და­მი­ჯე­რეთ! მე ყველ­გან ნამ­ყო­ფი ვარ და კარ­გად ვიცი ვინც ვართ ქარ­თვე­ლე­ბი სი­ნამ­დვი­ლე­ში. მე მა­ინც ვერ გა­მა­ბო­რო­ტე­ბენ და ვერ გამ­ხდი­ან თა­ვის­ნა­ირ დე­მო­ნის მიმ­დევ­რად!ბავ­შვო­ბი­დან ვხე­დავ ცხო­ვე­ლე­ბის მი­მართ სი­სას­ტი­კეს, რაც ძა­ლი­ან ცუ­დად არის ჩემ­ში და­ლე­ქი­ლი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"ოთხი წელი პედოფილთან ვცხოვრობდი... მთრგუნავს სიღარიბე, დაძაბული ურთიერთობა მაქვს და-ძმასთან" - რას ჰყვება ნანა ტომარაძე ქვეყნიდან წასვლის გადაწყვეტილებაზე

"ოთხი წელი პედოფილთან ვცხოვრობდი... მთრგუნავს სიღარიბე, დაძაბული ურთიერთობა მაქვს და-ძმასთან" - რას ჰყვება ნანა ტომარაძე ქვეყნიდან წასვლის გადაწყვეტილებაზე

"უსამართლობას ბავშვობიდან ვერ ვეგუებოდი. ვისაც ფული ჰქონდათ და სამეზობლოს არ ეხმარებოდნენ, ტაოტით ვუსვრიდი გათეთრებულ სახლებს. ვირთხაც კი შემიშვია მათთან სახლში, როცა ამ ოჯახის შვილს უთქვამს, მე შენთან ვეღარ ვიმეგობრებო" - ამბობს ნანა ტომარაძე, რომელმაც გადაწყვიტა არასრულწლოვანი შვილი საქართველოდან წაიყვანოს და სხვა ქვეყანას ჩაბარდეს.

ნანა ტომარაძე პრესის ყურადღების ობიექტი ბევრჯერ გამხდარა... ბრიტანულმა გამოცემამ THE TIME ვრცელი სტატია მიუძღვნა იმ უცხოელ ქალებს, რომლებიც უკრაინაში რუსების წინააღმდეგ იბრძოდნენ. სტატიაში საუბარი იყო ქართველ მებრძოლ ქალებზეც, მათ შორის - ნანა ტომარაძეც.. გასულ წელს კი ნანა ტომარაძე სპეცდანიშნულების რაზმმა მას შემდეგ შეითრია კორდონში, რაც მან ფეხი დაარტყა სპეცრაზმელის ფარს. მედიაში მალევე გავრცელდა ეს კადრები... ამჯერად იგი თავად გვესაუბრება, თუ რატომ მიიღო ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება...

- მთრგუნავს ქვეყანაში სიბინძურე, ჩამონგრეული უშნო შენობები, სიღარიბე... დაძაბული ურთიერთობა მაქვს და-ძმასთან. ამდენ პრობლემებში შეიძლებოდა ვიგინდარა ვყოფილიყავი, მხოლოდ ფულზე მეფიქრა, მაგრამ ვერ შევძელი. კეთილმა მშობლებმა გამზარდეს, მამა მყავს, დედა სამწუხაროდ გარდაიცვალა... ბევრმა ადამიანმა იცის, საქართველოში თუ როგორ არის გამძაფრებული ძალადობა. ფიზიკური თუ მორალური, ჩემთვის ორივე ძალადობას ნიშნავს, რადგან ორივე სახის ძალადობა თავად გამომიცდია. ძალიან ბევრი რამ გავიარე და კარგად ვიცი, ჩვენი მოქალაქეების უმეტესი მათგანის დამოკიდებულება ამ ყველაფრის მიმართ...

აქცია თბილისში - ნანა ტომარაძემ აქციაზე სპეცრაზმის კორდონი გაარღვია

დედა რადგან სლავური წარმოშობის იყო, ამის გამო პატარაობიდან ბულინგის მსხვერპლი ვიყავი. დედა უკრაინის მოქალაქე იყო, მოლდაველ- რუმინელ- ებრაელი, ამის გამო რუსს მეძახდნენ, რუსის ქალები კი უყოფაქცევოები არიანო. ყველას აღვირახსნილად მიიჩნევდნენ, ერთ ქვაბში ხარშავდნენ... რადგან სლავური წარმოშობის ვიყავი, მე თურმე ჩემი მორალი და პატიოსნება არ მექნებოდა, როგორც დავუშვათ ნამდვილ „ქართველს.“ ბავშვობიდანვე იყო ხოლმე შეძახილები, რამაც ძალიან დამაკომპლექსა. ისე სრულყოფილ პერსონად ვერ აღვიქვამდი ჩემს თავს, როგორც დედით და მამით ქართველი ბავშვები... უბანში კატალოგის გოგოს მეძახდნენ, მაგრამ მდიდარი მეზობლები შვილებს ახლოს არ მაკარებდნენ, რადგან ღარიბი ვიყავი. მე არ მწყინდა. მართალია ფინანსები არ გვქონდა, მაგრამ სხვა დიდი სიკეთე გვქონდა. ლამაზი გენეტიკა, ჰუმანურობა...

ისინი კი, ვისაც ფული ჰქონდათ და სამეზობლოს არ ეხმარებოდნენ, ტაოტით ვუსვრიდი გათეთრებულ სახლებს. ვირთხაც კი შემიშვია მათთან სახლში, როცა ამ ოჯახის შვილს უთქვამს, მე შენთან ვეღარ ვიმეგობრებო... მართლაც სასაცილო ხალხი ვართ საქართველოში. ფული ნახევარზე მეტმა კრიმინალით და სხვისი გაშავებით იშოვეს და ამ ფულით ბავშვებს არხეინად ზრდიდნენ. ჩემსა და ასეთ ოჯახში გაზრდილ ბავშვებს შორის განსხვავება ისაა, რომ მე ბუნებით ძლიერი ვარ, ეგენი სხვისით არიან დღემდე. მე ცივ ქვაზეც კი ყვავილს გავზრდი და ეგენი წყალსაც ვერ მოიპოვებენ მარტო... უარყოფითი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში ოჯახურმა კონფლიქტებმა. ჩემი მშობლები გაშორებულები იყვნენ, ცხოვრება ერთად უწევდათ და ამ ერთად ცხოვრების გამო საბურთალოს მეზობლების უმრავლესობა სულ ჭორაობდნენ... მერე მოდიოდა უბნის ინსპექტორი, გამუდმებით გასახლებები იყო, რაც ძალიან მტკივნეულად გადამქონდა...

- გასახლება რატომ?

- ჩემმა ბაბუამ მიიღო საბურთალოზე ბინა, რადგან იგი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი იყო, რომელიც ბერლინში მოღვაწეობდა. გამოსახლება კი იმის გამო ხდებოდა, რომ იმ დროისთვის მხოლოდ პრივატიზებული ბინა არ კმაროდა, რადგან ბაბუა ომში დაკარგული იყო. შემდეგ დედაჩემმა საბუთებით დაამტკიცა ყველაფერი, რომლებიც არქივებიდან მოიპოვა. შემდეგ ისე მოხდა, რომ დედამ თავისთვის ვარკეთილში იყიდა ბინა და მამაჩემისთვის ვაზისუბანში. საბურთალოზე ბინა ჩემს ძმას რჩებოდა, დედაჩემის ჩემს დას და ვაზისუბნის მე... სიტუაცია ისე დატრიალდა, რომ დედაჩემი ბოლოს ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვეღარ მივიდა სასამართლოზე და სასამართლომ ისეთი გადაწყვეტილება გამოიტანა, რაც სასურველი არ იყო. საბურთალოს სახლის გარეშე დავრჩით... ამის შემდეგ ვარკეთილის სკოლაში მომიხდა სასწავლებლად გადასვლა, შემდეგ ეს სკოლაც გამოვიცვალე..

ცხრა კლასი კი უკვე გათხოვილის სტატუსით დავამთავრე. პრესასთან უკვე არაერთხელ ვთქვი, რომ პედოფილთან ერთად ოთხი წელი ვცხოვრობდი... 18 წლის მისგან წამოვედი, რადგან უკვე ვატყობდი, რომ აღარ ვუყვარდი და ყველანაირი პირობა შემიქმნეს, რომ წამოვსულიყავი. შემდეგ მუშაობა მიმტანად დავიწყე, როდესაც შეიძლებოდა - "მის საქართველო" გავმხდარიყავი. პედოფილმა მეუღლემ არ მომცა ამის საშუალება და ია კიწმარიშვილის კასტინგიდან ძალით წამომიყვანა. ამიკრძალა "მის საქართველოზე" მონაწილეობა მიმეღო. 18 წლის, ქმარს გაშორებული მიმტანად ვმუშაობდი, მაგრამ იქაც არ მომეწონა. ყველაფერს მიშლიდნენ, რობოტი უნდა ვყოფილიყავი. მე რობოტული ხასიათი კი არა, პირიქით ძალიან ჯიუტი და მებრძოლი ხასიათის მაქვს. გამუდმებით მიდრეკილი ვარ რაღაც ახლის ძიებისკენ. მიმტანად მუშაობა ჩემმა დამ დამაწყებინა, პედოფილს, ეგრეთწოდებულ ქმარს რომ გავშორდი. რატომღაც გადაწყვიტა, რომ მიმტანად მუშაობა ყველაზე კარგი ვარიანტი იყო.

- შეიცვალეთ სამსახური?

- როდესაც სამსახურში ხალხი არ იყო, დიდ სარკესთან ვცეკვავდი ხოლმე, რადგან ცეკვა ძალიან მიყვარდა. სპორტული აღნაგობის, ძალიან დიდი ენერგიის პატრონი გოგონა ვიყავი... ბავშვობიდან მიყვარდა, ცეკვა, სპორტი, ფეხბურთი, ყველაფერზე უფასოდ დავდიოდი, რადგან ჩემი ოჯახი ფინანსურად ვერ უზრუნველმყოფდა. რომ ვხედავდი ჩემს მშობლებს დახმარება სჭირდებოდათ, არ იყო შემდგარი ოჯახი,( ამდენი პრობლემების შემდეგ დედას ძალიან ღრმა დეპრესია ჰქონდა, ჯანმრთელად აღარ იყო) სულ იმას ვფიქრობდი, წარმატებისთვის მიმეღწია, ჩემი ოჯახი, რომ უფრო ბედნიერი ყოფილიყო, მშობლებს უზრუნველყოფილი სიბერე ჰქონოდათ... ყოველთვის მახსოვდა, რომ დიზაინერობა მინდოდა, ხელოვნებას რომ გავყოლოდი, მაგრამ გარკვეული ოჯახური პრობლემების გამო ვერაფერს ვახერხებდი. სახლში გაუსაძლისი პირობები იყო, არც ცხელი წყალი, არაფერი არ გვქონდა, კედლები ინგრეოდა. დღემდე ვერ ვხვდები, რატომ არავინ დამეხმარა, მოდელი გავმხდარიყავი. მართლაც ყველა მონაცემი მქონდა მოდელობის, გამოვდიოდი კიდეც 19 წლის ასაკში ერთ-ერთ პოდიუმზე.

ფინანსები იყო საჭირო, დედამ ვერ გადამიხადა და ამიტომ ვერ წავედით გერმანიაში. ისევ და ისევ უფულობა გვიშლიდა ყველგან ხელს. მოდელობის კარიერა დამოუკიდებლადაც შემეძლო ამეწყო, მაგრამ პედოფილმა ქმარმა ყველანაირად შთამაგონა, დამარწმუნა იმაში, რომ მე ვარ ყველაზე გაუნათლებელი ადამიანი დედამიწის ზურგზე. ძალიან პატარა გოგო აღმოვჩნდი მასთან, ჯერ 14 წლისაც არ ვიყავი და 4 წელი ასეთის ხელში ვიყავი. მარწმუნებდა, რომ ჩემი საქმე არ იყო საერთოდ არაფერი. სახლში უნდა ვმჯდარიყავი, ძაღლისთვის მომევლო, შვილის ღირსადაც არ მაქცია, აბორტი ძალით გამიკეთეს, ასე დამაკომპლექსეს. დედამისიც კახპას, რას არ მეძახდა. როცა მისი შვილის იქეთ არც გამიხედავს იმ პერიოდში...

უკრაინაში

ასეთი უდიდესი სტრესები მომყვება ბავშვობიდან. მიმტანობას თავი რომ დავანებე, ცხოვრებამ სხვა ეტაპზე გადამისროლა. მოცეკვავე გავხდი, შემდეგ ხელოვნებას გავყევი, ხატვა დავიწყე, დღემდე ძალიან ბევრი რამ ვცადე, მაგრამ ვხედავ ამ ქვეყანაში არაფერი გამოდის... სიძულვილით ზრდიან შვილებს და არ ასწავლიან, სხვასთან იმეგობრონ. ეშმაკის ენით გაზრდილები არიან და მე ამას ბევრჯერ შევესწარი. საკუთარ თავზეც გამოვცადე, სხვაზეც და აი დღეს უკვე შვილზეც.იმის მაგივრად ბავშვებს აუხსნან, რა არის თანადგომა, სხვებთან მეგობრობას უკრძალავენ. ან თავიანთ შეცდომას სხვას აბრალებენ. ჩემს შვილს ვასწავლე, რომ გულთან არასოდეს მიიტანოს უგუნურების ნათქვამი. ახსოვდეს უფალი და სიკეთე. თუ კი ზედმეტი მოუვათ, ისე გასცეს პასუხი, როგორსაც აკადრებენ თავად. გოგოს დაუთმოს და ისე მოექცეს, როგორც უნდა რომ მის დედას ექცეოდნენ... ძალიან კარგი ბიჭია გაბრიელი. დაინტერესებულია გლობალური თემებით, კარგად საუბრობს ინგლისურად და რუსულად. დამოუკიდებლად სწავლობს, მაგრამ ამ ბოლო დროს ამბობს, რომ სწავლის სურვილი ეკარგება, სკოლაში ისეთი ცუდი მდგომარეობა არის ხოლმე...

ახალი მისული იყო, ბავშვები კლასში ერთმანეთს რომ თიშავდნენ. ანუ ასწავლიდნენ კაიფს, როგორ უნდა შეიკავონ თავი და მერე თავბრუს ხვევები ჰქონდათ. ერთი ბავშვი დაეცა ამ ამბის მერე და თავი დაარტყა. ამის მერე როგორც ვიცი, მსგავსი აღარაფერი ყოფილა, მაგრამ ბულინგი 157-ე სკოლაში თურმე ძალიან მოდაშია. ბავშვმა კი თქვა, უშავსო, მაგრამ მგონია, რომ სკოლაში ადამიანს უნდა უხაროდეს წასვლა და არა ის, რომ ვის ებრძოლოს. მინდა რომ ჩვენი საჯარო სკოლები ისე განვითარდეს, რეპეტიტორები საჭირო აღარ იყოს. პედაგოგებს ხელფასები უნდა მოემატოთ და გულით ასწავლონ, ბოლომდე დაიხარჯონ. ისიც მესმის, რომ ყველას 40 წუთში ვერ მიხედავ, მაგრამ, მინდა, რამე უკეთესობისკენ იცვლებოდეს საქართველოში და ჩვენს მენტალიტეტში. მაწუხებს ამდენ უმწეო მოხუცს რომ ვხედავ. მაწუხებს ამდენი მარტოხელა დედას რომ ვხედავ, შვილები უკვდებათ, შვილებს აუპატიურებენ.

ამდენი პედოფილი, ამდენი დამნაშავე გარეთ ბედნიერად ცხოვრობს. ვგმობ ამ ფარისეველ ტრადიციებს, არ მჯერა რომ ეს სიმართლეა. ტრადიცია მხოლოდ ოჯახის სიწმინდე, ჭამა-სმა არაა, როგორც ვიცი. ოდითგანვე მესმოდა ქალის პატივისცემაზე როგორ საუბრობდნენ სუფრაზე და ზურგს უკან ან ძმაკაცის ცოლებთან, შვილებთან, დებთან, ძმებთანაც კი დადიოდნენ და დადიან. უსახლკარო, უპატრონო გოგოზე ან ბიჭზე სექსუალურად ძალადობენ და იძახიან რომ ამათ პატრონი მაინც არ ჰყავთო. განა შეეცდებიან, რომ ცხოვრება დაულაგონ ან მცირედით უანგაროდ დაეხმარონ! უმეტესობა ძალადობს და ეს ასეა დამიჯერეთ! მე ყველგან ნამყოფი ვარ და კარგად ვიცი ვინც ვართ ქართველები სინამდვილეში. მე მაინც ვერ გამაბოროტებენ და ვერ გამხდიან თავისნაირ დემონის მიმდევრად!ბავშვობიდან ვხედავ ცხოველების მიმართ სისასტიკეს, რაც ძალიან ცუდად არის ჩემში დალექილი.