მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შინ გარდაიცვალა, გულით..." - რას ჰყვება მეგობარი თემურ მღებრიშვილზე?
"შინ გარდაიცვალა, გულით..." - რას ჰყვება მეგობარი თემურ მღებრიშვილზე?

დღეს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ გარ­და­იც­ვა­ლა პო­ლი­ცი­ის პოლ­კოვ­ნი­კი, ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის ხელ­მძღვა­ნე­ლი თე­მურ მღებ­რიშ­ვი­ლი.

ის გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 90-იან წლებ­ში ქარ­თუ­ლი მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ხში­რად ხვდე­ბო­და. ის ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზმს, რო­მე­ლიც იმ­ჟა­მად საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებს უპი­რის­პირ­დე­ბო­და, გან­სა­კუთ­რე­ბით ხში­რად და­პი­რის­პი­რე­ბა ხდე­ბო­და პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის მომ­ხრე­ებ­თან.

თე­მურ მღებ­რიშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რი პო­ლი­ცი­ის პოლ­კოვ­ნი­კი დონი ფან­ჩუ­ლი­ძე, ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში უახ­ლო­ეს მე­გო­ბარს იხ­სე­ნებს და ამ­ბობს, რომ ბოლო დროს ის ძი­რი­თა­დად შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის მოვ­ლით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი

- ბოლო დროს გული და ფე­ხე­ბი აწუ­ხებ­და, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად, მუხ­ლე­ბი. ადრე ჭი­და­ობ­და და ეს ყვე­ლა მო­ჭი­და­ვის და­ა­ვა­დე­ბაა, შემ­დეგ ძა­ლი­ან სპე­ცი­ფი­კუ­რი სამ­სა­ხუ­რი ჰქონ­და და ჯან­მრთე­ლო­ბას ვერ მი­ხე­და. შინ გარ­და­იც­ვა­ლა, გუ­ლით. თე­მუ­რი ბოლო წლებ­ში რაც ავად­მყო­ფობ­და, არ მუ­შა­ობ­და, შვი­ლიშ­ვი­ლებ­ზე იყო გა­დარ­თუ­ლი, მათ უვ­ლი­დათ. თბი­ლის­ში ცხოვ­რობ­და, ფი­ლარ­მო­ნი­ას­თან.

- ბოლო დროს, მე­გობ­რე­ბი თუ ხვდე­ბო­დით ხოლ­მე?

- ძი­რი­თა­დად ტე­ლე­ფონ­ზე ვე­სა­უბ­რე­ბო­დით და პა­ნაშ­ვი­დებ­ზე და დაკ­რძალ­ვებ­ზე ვხვდე­ბო­დით. ძა­ლი­ან ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი იყო, როცა გა­ი­გებ­და ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბას, უდი­დეს ყუ­რა­დღე­ბას იჩენ­და. ასე ვიქ­ნე­ბით ყვე­ლა, მის მი­მართ, ვინც დარ­ჩე­ნი­ლე­ბი ვართ.

- ერთ-ერთ ბოლო ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობ­და, - 143 წელი უნდა ვი­ცო­ცხლოო...

- 81 წლის გარ­და­იც­ვა­ლა, სა­ო­ცა­რი იუ­მო­რის გრძნო­ბა ჰქონ­და. ძა­ლი­ან ბევ­რი მად­ლი­ე­რი ადა­მი­ა­ნი ჰყავ­და, მაგ­რამ იყ­ვნენ ისე­თე­ბიც... ხომ ხვდე­ბით, ისეთ სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ობ­და, ყვე­ლა მად­ლი­ე­რი ვერ დარ­ჩე­ბო­და. სა­ხელ­მწი­ფოს წარ­მო­ად­გენ­და და მთავ­რო­ბის და­ვა­ლე­ბებს ას­რუ­ლებ­და, ამ დროს რთუ­ლია რა­დი­კა­ლუ­რად გან­წყო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გული მო­ი­გო. მი­უ­ხე­და­ვად ასა­კი­სა, ფორ­მას არ კარ­გავ­და, ისევ ახალ­გაზ­რდუ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და.

- მისი იუ­მო­რის გრძნო­ბის შე­სა­ხებ ყო­ველ­თვის ცნო­ბი­ლი იყო.

- ახლა რომ რე­ზი­ნის ტყვი­ებს ის­ვრი­ან, ჩვენ დროს, ხელ­კე­ტე­ბი გვქონ­და, "დუ­ბინ­კე­ბი“, რომ­ლებ­საც არც ვი­ყე­ნებ­დით. უია­რა­ღოდ გად­მოვ­დი­ო­დით მან­ქა­ნე­ბი­დან და წეს­რიგს ისე ვი­ცავ­დით. ხუმ­რო­ბით ამ­ბობ­და ხოლ­მე, ბიჭო, ჩურჩხლე­ბი კი არ და­უ­რი­გე­ბია მთავ­რო­ბას, იმის­თვის დაგ­ვი­რი­გეს, რომ წეს­რი­გი და­ვიც­ვა­თო.

ერთხელ დი­ნა­მოს სტა­დი­ონ­ზე მო­მუ­შა­ვე ყა­რა­უ­ლი მკაც­რად გა­ვაფრ­თხი­ლეთ, რომ ნას­ვა­მი აღარ დაგ­ვხვედ­რო­და. მი­ვე­დით ერთ დღეს და დაგ­ვხვდა გა­თი­შუ­ლი. ახალ­გაზ­რდე­ბი ვი­ყა­ვით, გვე­პა­ტი­ე­ბო­და, ავ­დე­ქით და სა­წო­ლით გა­ვიყ­ვა­ნეთ სტა­დი­ო­ნის ცენ­ტრში, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ვარ­დე­ბო­და, როცა გა­იღ­ვი­ძებ­და.

1975-დან 1992 წლამ­დე ვი­მუ­შა­ვეთ ერ­თად, მაგ­რამ ჭირ­ში და ლხინ­ში შემ­დე­გაც სულ ერ­თად ვი­ყა­ვით. თე­მუ­რის და, ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე იყო და არა­სო­დეს დაგ­ვი­კარ­გავს ერ­თმა­ნე­თი.

ავტორი:

"შინ გარდაიცვალა, გულით..." - რას ჰყვება მეგობარი თემურ მღებრიშვილზე?

"შინ გარდაიცვალა, გულით..." - რას ჰყვება მეგობარი თემურ მღებრიშვილზე?

დღეს ცნობილი გახდა, რომ გარდაიცვალა პოლიციის პოლკოვნიკი, ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი.

ის გასული საუკუნის 90-იან წლებში ქართული მედიის ყურადღების ცენტრში ხშირად ხვდებოდა. ის ხელმძღვანელობდა სპეციალური დანიშნულების რაზმს, რომელიც იმჟამად საპროტესტო აქციებს უპირისპირდებოდა, განსაკუთრებით ხშირად დაპირისპირება ხდებოდა პირველი პრეზიდენტის მომხრეებთან.

თემურ მღებრიშვილის მეგობარი პოლიციის პოლკოვნიკი დონი ფანჩულიძე, ჩვენთან საუბარში უახლოეს მეგობარს იხსენებს და ამბობს, რომ ბოლო დროს ის ძირითადად შვილიშვილების მოვლით იყო დაკავებული

- ბოლო დროს გული და ფეხები აწუხებდა, განსაკუთრებულად, მუხლები. ადრე ჭიდაობდა და ეს ყველა მოჭიდავის დაავადებაა, შემდეგ ძალიან სპეციფიკური სამსახური ჰქონდა და ჯანმრთელობას ვერ მიხედა. შინ გარდაიცვალა, გულით. თემური ბოლო წლებში რაც ავადმყოფობდა, არ მუშაობდა, შვილიშვილებზე იყო გადართული, მათ უვლიდათ. თბილისში ცხოვრობდა, ფილარმონიასთან.

- ბოლო დროს, მეგობრები თუ ხვდებოდით ხოლმე?

- ძირითადად ტელეფონზე ვესაუბრებოდით და პანაშვიდებზე და დაკრძალვებზე ვხვდებოდით. ძალიან ყურადღებიანი იყო, როცა გაიგებდა ყოფილი თანამშრომლის გარდაცვალებას, უდიდეს ყურადღებას იჩენდა. ასე ვიქნებით ყველა, მის მიმართ, ვინც დარჩენილები ვართ.

- ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ამბობდა, - 143 წელი უნდა ვიცოცხლოო...

- 81 წლის გარდაიცვალა, საოცარი იუმორის გრძნობა ჰქონდა. ძალიან ბევრი მადლიერი ადამიანი ჰყავდა, მაგრამ იყვნენ ისეთებიც... ხომ ხვდებით, ისეთ სამსახურში მუშაობდა, ყველა მადლიერი ვერ დარჩებოდა. სახელმწიფოს წარმოადგენდა და მთავრობის დავალებებს ასრულებდა, ამ დროს რთულია რადიკალურად განწყობილი ადამიანების გული მოიგო. მიუხედავად ასაკისა, ფორმას არ კარგავდა, ისევ ახალგაზრდულად გამოიყურებოდა.

- მისი იუმორის გრძნობის შესახებ ყოველთვის ცნობილი იყო.

- ახლა რომ რეზინის ტყვიებს ისვრიან, ჩვენ დროს, ხელკეტები გვქონდა, "დუბინკები“, რომლებსაც არც ვიყენებდით. უიარაღოდ გადმოვდიოდით მანქანებიდან და წესრიგს ისე ვიცავდით. ხუმრობით ამბობდა ხოლმე, ბიჭო, ჩურჩხლები კი არ დაურიგებია მთავრობას, იმისთვის დაგვირიგეს, რომ წესრიგი დავიცვათო.

ერთხელ დინამოს სტადიონზე მომუშავე ყარაული მკაცრად გავაფრთხილეთ, რომ ნასვამი აღარ დაგვხვედროდა. მივედით ერთ დღეს და დაგვხვდა გათიშული. ახალგაზრდები ვიყავით, გვეპატიებოდა, ავდექით და საწოლით გავიყვანეთ სტადიონის ცენტრში, წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში ჩავარდებოდა, როცა გაიღვიძებდა.

1975-დან 1992 წლამდე ვიმუშავეთ ერთად, მაგრამ ჭირში და ლხინში შემდეგაც სულ ერთად ვიყავით. თემურის და, ჩემი ბიძაშვილის მეუღლე იყო და არასოდეს დაგვიკარგავს ერთმანეთი.