მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისააკ ნიუტონი 1704 წლის წერილში სამყაროს აღსასრულის თარიღს წერს - რომელი წელი დაასახელა მეცნიერმა და როგორ ხსნიან ექსპერტები ნიუტონის წერილს?
ისააკ ნიუტონი 1704 წლის წერილში სამყაროს აღსასრულის თარიღს წერს - რომელი წელი დაასახელა მეცნიერმა და როგორ ხსნიან ექსპერტები ნიუტონის წერილს?

ფი­ზი­კოს­მა, მა­თე­მა­ტი­კოს­მა, ას­ტრო­ნომ­მა, თე­ო­ლოგ­მა ისა­აკ ნი­უ­ტონ­მა, გარ­და იმი­სა, რომ გრა­ვი­ტა­ცი­ის კა­ნო­ნი აღ­მო­ა­ჩი­ნა, სამ­ყა­როს აღ­სას­რუ­ლის თა­რი­ღიც იწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლა.

არ­სე­ბობს ნი­უ­ტო­ნის წე­რი­ლი, რო­მე­ლიც 1704 წლი­თაა და­თა­რი­ღე­ბუ­ლი, ნათ­ქვა­მია, რომ მსოფ­ლი­ოს აღ­სას­რუ­ლი 2060 წელ იქ­ნე­ბა.. ეს თა­რი­ღი სხვა­დას­ხვა მა­თე­მა­ტი­კუ­რი გა­მოთ­ვლე­ბის გვერ­დით არის ჩა­წე­რი­ლი.

  • სამ­ყა­როს აღ­სას­რუ­ლის შე­სა­ხებ ნი­უ­ტო­ნის პროგ­ნო­ზი ბიბ­ლი­ის პრო­ტეს­ტან­ტულ ინ­ტერპრე­ტა­ცი­ას ემ­ყა­რე­ბო­და.

მისი გათ­ვლე­ბი ბიბ­ლი­ურ ის­ტო­რი­ა­ში არ­სე­ბულ რი­ცხვებ­სა და თა­რი­ღებს ეფუძ­ნე­ბო­და და სწო­რედ მათ­ზე დაყ­რდნო­ბით იწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლა აპო­კა­ლიფ­სი XXI სა­უ­კუ­ნის შუა პე­რი­ო­დის­თვის.

ის იკ­ვლევ­და და­ნი­ე­ლი­სა და გა­მო­ცხა­დე­ბის წიგ­ნებ­ში არ­სე­ბუ­ლი 1260, 1290 და 2300 დღის მნიშ­ვნე­ლო­ბებს, რომ­ლე­ბიც აპო­კა­ლიფ­სის და­სა­წყის­სა და და­სას­რულს აღ­ნიშ­ნა­ვენ. თუმ­ცა, ნი­უ­ტონ­მა ეს დღე­ე­ბი წლე­ბად აღიქ­ვა.

ის­ტო­რი­ის შეს­წავ­ლი­სას, მან გა­და­წყვი­ტა, რომ ეკ­ლე­სი­ის ფორ­მა­ლუ­რი და­ცე­მის პე­რი­ო­დი 800 წელს და­ი­წყო – იმ დროს, რო­დე­საც და­არ­სდა საღვთო რო­მის იმ­პე­რია. შემ­დეგ, მან გა­მოთ­ვა­ლა, რომ სამ­ყა­როს აღ­სას­რუ­ლი ამ მოვ­ლე­ნი­დან 1260 წლის შემ­დეგ დად­გე­ბო­და.

  • ნი­უ­ტო­ნი მი­იჩ­ნევ­და, რომ ამ მოვ­ლე­ნას პლა­ნე­ტა­ზე არ­სე­ბუ­ლი ომე­ბი და ჭირი მო­ას­წა­ვებ­და. 1704 წლის წე­რილ­ში ის წერ­და, რომ სამ­ყა­როს აღ­სას­რუ­ლი 2060 წელს დად­გე­ბა.

თუმ­ცა, ნი­უ­ტო­ნი წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბას გარ­კვე­უ­ლი შე­ნიშ­ვნებს ურ­თავს:"ეს შე­იძ­ლე­ბა უფრო გვი­ან მოხ­დეს, მაგ­რამ ვერ ვხე­დავ მი­ზეზს, რა­ტომ უნდა მოხ­დეს უფრო ადრე".

"ეს წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა იმის და­სად­გე­ნად არ და­მი­წე­რია, ზუს­ტად რო­დის დად­გე­ბა აღ­სას­რუ­ლი, არა­მედ იმ ადა­მი­ან­თა ფან­ტა­ზი­ის შე­სა­ჩე­რებ­ლად, რომ­ლე­ბიც მუდ­მი­ვად ცდი­ლო­ბენ სამ­ყა­როს აღ­სას­რუ­ლის თა­რი­ღის გა­მოც­ნო­ბას. მათი მცდა­რი პროგ­ნო­ზე­ბი ხში­რად ბიბ­ლი­ურ წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას ახ­დენს", - წერ­და ნი­უ­ტო­ნი წე­რილ­ში.

კა­ნა­დის ჰა­ლი­ფაქ­სის კო­ლე­ჯის მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ის­ტო­რი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის პრო­ფე­სო­რი, სტი­ვენ სნო­ბე­ლე­ნი აღ­ნიშ­ნავს, რომ ნი­უ­ტო­ნი სკეპ­ტი­კუ­რად უყუ­რებ­და წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლუ­რი თა­რი­ღე­ბის დად­გე­ნას და წუხ­და, რომ ადა­მი­ა­ნუ­რი შეც­დო­მე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი გა­უ­მარ­თლე­ბე­ლი პროგ­ნო­ზე­ბი ბიბ­ლი­ის სან­დო­ო­ბას და­ა­ზი­ა­ნებ­და.

  • სნო­ბე­ლე­ნის თქმით, ნი­უ­ტო­ნი არ თვლი­და, რომ 2060 წელი სამ­ყა­როს ფი­ზი­კურ აღ­სას­რულს ნიშ­ნავ­და.

"ნი­უ­ტო­ნის­თვის 2060 წელი უფრო ახ­ლის და­სა­წყი­სი იქ­ნე­ბო­და – ძვე­ლი ეპო­ქის და­სას­რუ­ლი და ახა­ლი ერის და­სა­წყი­სი. ეს იქ­ნე­ბო­და მე­სი­ა­ნუ­რი ხანა, რო­მელ­საც იუ­დე­ვე­ლე­ბი მო­ე­ლი­ან, ან ქრის­ტი­ა­ნე­ბი­სათ­ვის ცნო­ბი­ლი ათას­წლო­ვა­ნი სა­მე­ფო, ღვთის მე­უ­ფე­ბის ერა,“ – გან­მარ­ტავს პრო­ფე­სო­რი.

წყა­რო

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ისააკ ნიუტონი 1704 წლის წერილში სამყაროს აღსასრულის თარიღს წერს - რომელი წელი დაასახელა მეცნიერმა და როგორ ხსნიან ექსპერტები ნიუტონის წერილს?

ისააკ ნიუტონი 1704 წლის წერილში სამყაროს აღსასრულის თარიღს წერს - რომელი წელი დაასახელა მეცნიერმა და როგორ ხსნიან ექსპერტები ნიუტონის წერილს?

ფიზიკოსმა, მათემატიკოსმა, ასტრონომმა, თეოლოგმა ისააკ ნიუტონმა, გარდა იმისა, რომ გრავიტაციის კანონი აღმოაჩინა, სამყაროს აღსასრულის თარიღიც იწინასწარმეტყველა.

არსებობს ნიუტონის წერილი, რომელიც 1704 წლითაა დათარიღებული, ნათქვამია, რომ მსოფლიოს აღსასრული 2060 წელ იქნება.. ეს თარიღი სხვადასხვა მათემატიკური გამოთვლების გვერდით არის ჩაწერილი.

  • სამყაროს აღსასრულის შესახებ ნიუტონის პროგნოზი ბიბლიის პროტესტანტულ ინტერპრეტაციას ემყარებოდა.

მისი გათვლები ბიბლიურ ისტორიაში არსებულ რიცხვებსა და თარიღებს ეფუძნებოდა და სწორედ მათზე დაყრდნობით იწინასწარმეტყველა აპოკალიფსი XXI საუკუნის შუა პერიოდისთვის.

ის იკვლევდა დანიელისა და გამოცხადების წიგნებში არსებული 1260, 1290 და 2300 დღის მნიშვნელობებს, რომლებიც აპოკალიფსის დასაწყისსა და დასასრულს აღნიშნავენ. თუმცა, ნიუტონმა ეს დღეები წლებად აღიქვა.

ისტორიის შესწავლისას, მან გადაწყვიტა, რომ ეკლესიის ფორმალური დაცემის პერიოდი 800 წელს დაიწყო – იმ დროს, როდესაც დაარსდა საღვთო რომის იმპერია. შემდეგ, მან გამოთვალა, რომ სამყაროს აღსასრული ამ მოვლენიდან 1260 წლის შემდეგ დადგებოდა.

  • ნიუტონი მიიჩნევდა, რომ ამ მოვლენას პლანეტაზე არსებული ომები და ჭირი მოასწავებდა. 1704 წლის წერილში ის წერდა, რომ სამყაროს აღსასრული 2060 წელს დადგება.

თუმცა, ნიუტონი წინასწარმეტყველებას გარკვეული შენიშვნებს ურთავს:"ეს შეიძლება უფრო გვიან მოხდეს, მაგრამ ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ უნდა მოხდეს უფრო ადრე".

"ეს წინასწარმეტყველება იმის დასადგენად არ დამიწერია, ზუსტად როდის დადგება აღსასრული, არამედ იმ ადამიანთა ფანტაზიის შესაჩერებლად, რომლებიც მუდმივად ცდილობენ სამყაროს აღსასრულის თარიღის გამოცნობას. მათი მცდარი პროგნოზები ხშირად ბიბლიურ წინასწარმეტყველებების დისკრედიტაციას ახდენს", - წერდა ნიუტონი წერილში.

კანადის ჰალიფაქსის კოლეჯის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ისტორიის დეპარტამენტის პროფესორი, სტივენ სნობელენი აღნიშნავს, რომ ნიუტონი სკეპტიკურად უყურებდა წინასწარმეტყველური თარიღების დადგენას და წუხდა, რომ ადამიანური შეცდომებით გამოწვეული გაუმართლებელი პროგნოზები ბიბლიის სანდოობას დააზიანებდა.

  • სნობელენის თქმით, ნიუტონი არ თვლიდა, რომ 2060 წელი სამყაროს ფიზიკურ აღსასრულს ნიშნავდა.

"ნიუტონისთვის 2060 წელი უფრო ახლის დასაწყისი იქნებოდა – ძველი ეპოქის დასასრული და ახალი ერის დასაწყისი. ეს იქნებოდა მესიანური ხანა, რომელსაც იუდეველები მოელიან, ან ქრისტიანებისათვის ცნობილი ათასწლოვანი სამეფო, ღვთის მეუფების ერა,“ – განმარტავს პროფესორი.

წყარო