პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გარდაიცვალა ღუღუნი კანდელაკი -  გოგონა ფილმიდან "განგაში" და  როლები, რომლებიც ქართველ მაყურებელს არასდროს დაავიწყდება
გარდაიცვალა ღუღუნი კანდელაკი -  გოგონა ფილმიდან "განგაში" და  როლები, რომლებიც ქართველ მაყურებელს არასდროს დაავიწყდება

მას სი­ნამ­დვი­ლე­ში მზია ერ­ქვა, მაგ­რამ ქარ­თველ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ღუ­ღუ­ნით გა­იც­ნო.

რო­გორც გო­გო­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის მსგავ­სად ისიც მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და, მაგ­რამ ტა­ნად ძა­ლი­ან მა­ღა­ლი იყო და იფიქ­რა, ეს ხელს შე­უშ­ლი­და, ასე რომ, მა­ლე­ვე გა­და­ი­ფიქ­რა. სკო­ლა­ში ფრან­გულს სწავ­ლობ­და და კა­ლათ­ბურთში სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის წევ­რიც იყო... კა­ლათ­ბურ­თის გუნ­დის­თვის ქუ­ჩი­დან აირ­ჩი­ეს, პრინ­ციპ­ში - ფილ­მის­თვი­საც ანა­ლო­გი­უ­რი ამ­ბა­ვი გა­დახ­და თავს. ხუთ ფილმში გა­და­ი­ღეს, მაგ­რამ მათ­გან გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო: "ქვევ­რი“, "გან­გა­ში“ და "მზე შე­მოდ­გო­მი­სა“? თქვენც უეჭ­ვე­ლად გე­მახ­სოვ­რე­ბათ მა­ღა­ლი, გამ­ხდა­რი სა­ხა­სი­ა­თო გა­რეგ­ნო­ბის ქალ­ბა­ტო­ნი - ქვევ­რის გამ­ტე­ხი გო­გო­ნა; ყა­რა­მა­ნის მიჯ­ნუ­რი ფო­თო­ლა და ან­ჟე­ლი­კა ფილ­მი­დან - "მზე შე­მოდ­გო­მი­სა“; ბო­ლოს იგი პო­პუ­ლა­რულ სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­შიც“ კი ვი­ხი­ლეთ...

მას ღუ­ღუ­ნი კან­დე­ლა­კი ერ­ქვა და წლე­ბია, ვიც­ნობ­დი - მუ­დამ მო­ღი­მარ-მო­კის­კი­სეს, ენერ­გი­ულს, მუ­დამ მო­სიყ­ვა­რუ­ლეს და ყუ­რა­დღე­ბი­ანს, მის ასაკს ვე­რას­დროს გა­მო­იც­ნობ­დი, რად­გან მუ­დამ ახალ­გაზ­რდა იყო - სუ­ლი­თაც და გა­რეგ­ნო­ბი­თაც... ახ­ლა­ხან კი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მისი შვი­ლიშ­ვი­ლის პოს­ტი წა­ვი­კი­თხე:

"გაგ­ვიფ­რინ­და ჩვე­ნი ღუღუ ბება, ყვე­ლა­ზე პო­ზი­ტი­უ­რი, ენერ­გი­უ­ლი, უკე­თილ­შო­ბი­ლე­სი... ჩემი დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი... მე­სა­ი­დუმ­ლე... ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­დე­ბა უშე­ნოდ ცხოვ­რე­ბა, ღუღუ, მად­ლო­ბა ჩემ­თან გა­ტა­რე­ბუ­ლი წლე­ბის­თვის. ბო­დი­ში, რომ ვერ გიშ­ვე­ლე“.

ბოლო ხანს ღუ­ღუ­ნის­თან არ მი­სა­უბ­რია, მხო­ლოდ და­ბა­დე­ბის დღე მი­ვუ­ლო­ცე თე­ბერ­ვალ­ში, ისიც - "ფე­ის­ბუ­ქით“. დიდი ხნის წინ გა­ვი­ცა­ნი ჩემი მე­გო­ბა­რი ქე­თე­ვან შარ­მი­აშ­ვი­ლის­გან, დაბა სი­ონ­ში, იქ ღუ­ღუ­ნის სახ­ლი ჰქონ­და. მას შემ­დეგ ინ­ტერ­ვი­უც რამ­დენ­ჯერ­მე ჩავ­წე­რე, რამ­დენ­ჯერ­მე ში­ნაც ვეწ­ვიე, თბი­ლის­ში, ხან ტე­ლე­ფო­ნის ვსა­უბ­რობ­დით, ხან სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მო­ვი­კი­თხავ­დით ერ­თმა­ნეთს, ახლა კი... მხო­ლოდ მო­გო­ნე­ბად იქცა ყვე­ლა­ფე­რი - დიდი სუ­ლი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის ადა­მი­ან­ზე.

ისე­თი უშუ­ა­ლო იყო, ინ­ტერ­ვი­უს ასა­ღე­ბად მი­სულს, მახ­სოვს, პირ­ვე­ლი­ვე შეხ­ვედ­რის­თა­ნა­ვე გა­ვუ­ში­ნა­ურ­დი. ბევ­რი ამ­ბა­ვი მო­ვის­მი­ნე მის­გან, სა­კუ­თარ თავ­ზე ნაკ­ლებს სა­უბ­რობ­და, მეტს კი - ფილ­მე­ბის გა­და­ღე­ბი­სას შე­ძე­ნილ მე­გობ­რებ­ზე, რო­მელ­თა­გან დღეს მხო­ლოდ თითო-ორო­ლა ადა­მი­ა­ნია ცო­ცხა­ლი.

  • ყვე­ლა­ზე სა­ხა­სი­ა­თო პერ­სო­ნა­ჟი

მისი რო­ლე­ბი­დან პი­რა­დად ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი მა­ინც მისი ფო­თო­ლა იყო, 1960-იანი წლე­ბის ბო­ლოს გა­და­ღე­ბუ­ლი რე­ჟი­სორ ნი­კო­ლოზ სა­ნიშ­ვი­ლის ულა­მა­ზე­სი სიმ­ღე­რე­ბით დამ­შვე­ნე­ბუ­ლი მხატ­ვრუ­ლი ფილ­მი­დან - "გან­გა­ში“. ალ­ბათ, უფრო იმი­ტომ, რომ ჩემს დე­დუ­ლეთ­ში გა­და­ი­ღეს. მას­ში პრო­ფე­სი­ო­ნალ მსა­ხი­ო­ბებ­თან ერ­თად ბევ­რი არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ახალ­გაზ­რდა მო­ნა­წი­ლე­ობს. ერთ-ერთი სწო­რედ ღუ­ღუ­ნი კან­დე­ლა­კი იყო - იმ­ჟა­მინ­დელ უცხო ენა­თა ინ­სტი­ტუ­ტის ფრან­გუ­ლი ენის სპე­ცი­ა­ლო­ბის სტუ­დენ­ტი. 18 წლის ღუ­ღუ­ნი კან­დე­ლა­კი ნი­კო­ლოზ სა­ნიშ­ვი­ლის ასის­ტენ­ტმა ირა ბი­ლა­ნიშ­ვილ­მა ტრო­ლე­ი­ბუს­ში შე­ამ­ჩნია და სინ­ჯებ­ზე და­ი­ბა­რა... თა­ვად ღუ­ღუ­ნის მო­ნა­თხრობს გი­ამ­ბობთ:

"ფო­თო­ლას რო­ლის­თვის მსინ­ჯავ­დნენ. ბევ­რი და­ბა­ლი ბიჭი და­მახ­ვედ­რეს, ოღონდ ყა­რა­მა­ნის რო­ლის­თვის ყვე­ლას მა­ინც გოგი ქავ­თა­რა­ძემ აჯო­ბა. პა­ვი­ლი­ონ­ში გრი­მის გა­რე­შე გა­მა­ტარ-გა­მო­მა­ტა­რეს, რა­ღა­ცე­ბი მო­მა­ყო­ლეს, მერე ბა­ტონ­მა კო­ლი­ამ: "კან­დე­ლა­კი ხო­ჩუო“ (კან­დე­ლა­კი მინ­დაო), ბრძა­ნა და მა­შინ­ვე და­მამ­ტკი­ცა როლ­ზე. სხვა­თა შო­რის, ისე ბუ­ნებ­რი­ვად ვი­თა­მა­შე, ბა­ტონ­მა კო­ლი­ამ რო­ლიც კი გა­მახ­მო­ვა­ნე­ბი­ნა.

წარ­მო­გიდ­გე­ნია, რას მო­ვეს­წა­რი, ვის­თან მოვ­ხვდი? - ჩი­ტო­ლია ჩხე­ი­ძის, კოტე და­უშ­ვი­ლი­სა და იპო­ლი­ტე ხვი­ჩიას გვერ­დით ვი­ყა­ვით ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. ახალ­გაზ­რდე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა კი არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი ვი­ყა­ვით. რომ იტყვი­ან, ქუ­ჩი­დან აგ­ვიყ­ვა­ნა ბა­ტონ­მა კო­ლი­ამ. თვი­თონ მა­მა­სა­ვით გვედ­გა თავ­ზე. ძა­ლი­ან მკაც­რი კი იყო, მაგ­რამ სხვაგ­ვა­რად ჩვენ­თან ვე­რა­ფერს გახ­დე­ბო­და - გვა­რი­ა­ნად ვცელ­ქობ­დით და ჩვენს მო­თოკ­ვას დიდი ძა­ლის­ხმე­ვა სჭირ­დე­ბო­და. მე, გია ფე­რა­ძე, მა­ნა­ნა ცხოვ­რე­ბო­ვა, ლერი გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი, დათო აგი­აშ­ვი­ლი ძა­ლი­ან დაგ­ვა­ახ­ლო­ვა, დაგ­ვა­მე­გობ­რა ამ ფილმმა... იმ ფილ­მის მო­ნა­წი­ლე და შე­მოქ­მე­დი რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა! გან­სა­კუთ­რე­ბით გული მტკი­ვა, ჩემი თა­ნა­ტო­ლე­ბი ან ცო­ტა­თი უფ­რო­სე­ბი რომ გა­მოგ­ვაკ­ლდნენ - ცი­ცი­ნოს რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი მა­ნა­ნა ცხოვ­რე­ბო­ვა, ოსი­კო - გია ფე­რა­ძე, ბონ­დო - ლერი გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი, და­თოს რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი - დათო აგი­აშ­ვი­ლი, ჩემი "შეყ­ვა­რე­ბუ­ლი“ გოგი ქავ­თა­რა­ძე“...

მერე იქვე ღი­მი­ლით და­ა­ყო­ლა, ახლა არ მი­თხრა, შენი ჯე­რი­აო... თუმ­ცა ფილ­მი­დან ცო­ცხა­ლია გია ფე­რა­ძის გმი­რის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ეთე­რი ბაქ­რა­ძე (ფილმში მა­რი­კა ჰქვია), მომ­ღე­რალ ლიზა ბაგ­რა­ტი­ო­ნის დედა“.

ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ღუ­ღუ­ნის ჩა­ვე­კი­თხე, - გოგი ქავ­თა­რა­ძე გუ­ლის­წო­რად მოგ­წონ­და-მეთ­ქი? და ღი­მი­ლით მი­თხრა, - გოგი ჩვენ­ზე უფ­რო­სი იყო და ძა­ლი­ან ვერც ვუ­ში­ნა­ურ­დე­ბო­დით. გუ­ლისს­წო­რად კი, რა მო­გახ­სე­ნო? არც იმას მოვ­წონ­დი და არც მე მომ­წონ­და, ძა­ლი­ან შე­უ­ფე­რე­ბე­ლი წყვი­ლი ვი­ყა­ვი­თო.

ტკბი­ლად იხ­სე­ნებ­და ჭი­ა­თუ­რას და ჭი­ა­თურ­ლებს: უტ­კბი­ლეს მო­გო­ნე­ბად დამ­რჩნენ იქა­უ­რე­ბი

"წარ­მო­იდ­გი­ნე, ამ­დე­ნი სა­ბა­გი­რო არ­სად მე­ნა­ხა. ხუთ­კა­პი­კი­ა­ნით მთე­ლი სა­ღა­მოს გან­მავ­ლო­ბა­ში დავ­სე­ირ­ნობ­დით ერთი მთი­დან მე­ო­რე მთა­ზე... სხვა­თა შო­რის, "გან­გა­ში“ ჭი­ა­თუ­რე­ლე­ბის­თვი­საც უსაყ­ვარ­ლე­სი ფილ­მია. მისი გა­და­ღე­ბი­დან დიდი ხნის შემ­დეგ ბოსტნე­უ­ლის სა­ყიდ­ლად გა­ვე­დი პე­კინ­ზე. ერთ მა­ღა­ზი­ა­ში გამ­ყიდ­ვე­ლი მა­მა­კა­ცი რა­ღა­ცას მი­წო­ნი­და და თან მაკ­ვირ­დე­ბო­და. უცებ იმე­რუ­ლი კი­ლო­თი მკი­თხა: ქალ­ბა­ტო­ნო, თქვენ შემ­თხვე­ვით "გან­გაშ­ში“ რომ ფო­თო­ლა იყო, ის ხომ არ ხარ­თო? ძა­ლი­ან კი გა­მი­ხარ­და, მაგ­რამ ვი­ეჭ­ვე, ნაღ­დად ვი­ღაც ჩემ­მა ახ­ლო­ბელ­მა უთხრა, ჩემი გა­თა­მა­შე­ბა უნ­და­თო. მა­ინც და­ვუ­დას­ტუ­რე, მე ვარ-მეთ­ქი. ათი წლის ვი­ყა­ვი მა­შინ, დე­დას მოვ­ყავ­დი ხოლ­მე გა­და­ღე­ბა­ზე, თქვე­ნი ხმა და­მა­მახ­სოვ­რდა და ახლა რომ მე­ლა­პა­რა­კე­ბო­დით, სწო­რედ ხმით გი­ცა­ნი­თო, - მი­თხრა იმ მა­მა­კაც­მა“.

ღუ­ღუ­ნი სა­კუ­თარ თავ­ზე ყო­ველ­თვის ცო­ტას ლა­პა­რა­კობ­და, სა­მა­გი­ე­როდ თა­ვის კინო მე­გობ­რებს იხ­სე­ნებ­და თბი­ლად. ულა­მა­ზე­სი და უსიმ­პა­თი­უ­რე­სი დათო აგი­აშ­ვი­ლი ახალი გარ­დაც­ვლი­ლი იყო, მას­ზე რომ მი­ამ­ბო:

"ძა­ლი­ან მი­ჭირს მისი წარ­სულ დრო­ში გახ­სე­ნე­ბა... სულ ერ­თად ვი­ყა­ვით. იმ­ხა­ნად "პლე­ხა­ნოვ­ზე“ ვცხოვ­რობ­დი და ჩემ­თან ვიკ­რი­ბე­ბო­დით ხოლ­მე. ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და და­თოს­თან მის­ვლაც. მა­შინ ბა­ტო­ნი ნიკა (და­თოს მამა, ცნო­ბი­ლი მწე­რა­ლი ნიკა აგი­აშ­ვი­ლი) ცო­ცხა­ლი იყო და მას­თან და დე­ი­და ქე­თოს­თან (და­თოს დედა) სა­უ­ბა­რი ერთ რა­მედ ღირ­და. ძა­ლი­ან მებ­რა­ლე­ბა დე­ი­და ქეთო, შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბას რომ მო­ეს­წრო. დათო ჩვენ­გან ბევ­რად გან­სხვავ­დე­ბო­და, თა­ნა­ტო­ლე­ბი კი ვი­ყა­ვით, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე და­ლა­გე­ბუ­ლი, დინ­ჯი და სე­რი­ო­ზუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო. ფილ­მის რე­ჟი­სო­რი ბა­ტო­ნი ნი­კო­ლოზ სა­ნიშ­ვი­ლიც კი ყო­ველ­თვის ხაზს უს­ვამ­და და­თოს მო­წეს­რი­გე­ბუ­ლო­ბა­სა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას. არა­და, ასე ახალ­გაზ­რდა ბიჭს რო­გო­რი მა­მა­კა­ცუ­რი თვი­სე­ბე­ბი ჰქონ­და და რა გა­რეგ­ნო­ბის იყო! დედა, ნე­ტავ იცო­დე, რამ­დენ გო­გოს უყ­ვარ­და! მის ქა­ლიშ­ვილს, მა­ი­კოს კარ­გად ვიც­ნობ, გა­რეგ­ნო­ბით მა­მა­მი­სის ას­ლია. ვა­ჟებს კი, ნი­კა­სა და გი­ორ­გის არას­დროს შევ­ხვედ­რი­ვარ - ამე­რი­კა­ში გა­ი­ზარ­დნენ და ახ­ლაც ლოს-ან­ჟე­ლეს­ში ცხოვ­რო­ბენ. ტე­ლე­ეკ­რან­ზე მი­ნა­ხავს და ორი­ვე შე­სა­ნიშ­ნა­ვი გა­რეგ­ნო­ბი­საა. ნიკა კი­ნო­რე­ჟი­სო­რია, გი­ორ­გი, იგი­ვე ჯორჯ ფინი - კი­ნომ­სა­ხი­ო­ბი. დათო ჩა­მო­სუ­ლი იყო ამე­რი­კი­დან და შინ მეს­ტუმ­რა, - ძა­ლი­ან მო­მე­ნატ­რეო. წლე­ბის უნა­ხა­ვი გვყავ­და ერ­თმა­ნე­თი. ძა­ლი­ან გა­ჭა­ღა­რა­ვე­ბუ­ლი იყო. იმ­დე­ნი რამ და ვინ­მე გა­ვიხ­სე­ნეთ... დამ­პირ­და, მო­მა­ვალ წელ­საც ჩა­მო­ვალ და ჩემს ვა­ჟებს გა­გაც­ნო­ბო, თან ხუმ­რო­ბით და­ა­ყო­ლა: ნი­კას­თან ჩა­გი­წყობ, ეგებ ამ სი­ბე­რე­ში ფილმშიც გა­და­გი­ღო­სო. ნე­ტავ, ერთი სა­მახ­სოვ­რო ფოტო მა­ინც გა­დაგ­ვე­ღო ერ­თად, რას წარ­მო­ვიდ­გენ­დი, ასე თუ მოხ­დე­ბო­დაო..."

მერე გია ფე­რა­ძეც გა­იხ­სე­ნა, მას­თან ძა­ლი­ან ვმე­გობ­რობ­დიო და ფილ­მის გა­და­ღე­ბე­ბი­დან ამ­ბა­ვიც მო­ა­ყო­ლა:

"მახ­სოვს, ფილ­მის გამ­ნა­თე­ბე­ლი თბი­ლი­სე­ლი რუ­სის ბიჭი ლი­ო­ნია გია ფე­რა­ძეს­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და სას­ტუმ­როს ნო­მერ­ში. ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლი ბიჭი იყო. ერთხე­ლაც გი­ა­ზე გაბ­რაზ­და და მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ყველ­გან და­ე­ძებ­და. არა­და, გია სა­ოც­რად მშვი­დი, ხა­ლი­სი­ა­ნი და უკონ­ფლიქ­ტო იყო და პი­რი­ქით - ყვე­ლა მო­ჩხუ­ბარს არი­გებ­და ხოლ­მე. ლი­ო­ნი­ას ამ­ბავ­მა გიაც გა­ა­ნერ­ვი­უ­ლა და გუ­ლის გა­და­სა­ყო­ლებ­ლად ჭი­ა­თუ­რის ქუ­ჩებ­ში გა­სე­ირ­ნე­ბა მთხო­ვა. ხან ფე­ხით ვი­ა­რეთ, ხან სა­ბა­გი­რო­ე­ბით ვი­კა­ტა­ვეთ და შე­მოგ­ვა­ღამ­და კი­დეც. სას­ტუმ­როს­კენ რკი­ნიგ­ზის ლი­ან­დაგს მივ­ყვე­ბო­დით, უცებ ბუჩ­ქე­ბი­დან მთვა­რის შუქ­ზე ალაპ­ლა­პე­ბუ­ლი და­ნით ვი­ღაც რომ გად­მოგ­ვიხ­ტა. ში­შის­გან გული კი­ნა­ღამ გა­მის­კდა, და­ფე­თე­ბუ­ლი მოვტრი­ალ­დი სი­ტყვე­ბით, - გია, რაღა ვქნათ-მეთ­ქი და... სა­დაა გია? სიბ­ნე­ლე­ში ძლივს გა­ვარ­ჩიე - თავ­ში ირტყამ­და ფე­ხებს, ისე გარ­ბო­და, მე კი და­ნი­ან კაცს შე­მა­ტო­ვა (ენაც­ვა­ლოს გიას ჩემი თავი... რომ იცო­დე, რო­გორ მე­ნატ­რე­ბა ხოლ­მე...). ჩემი შემ­ში­ნე­ბე­ლი კი ჩვე­ნი გამ­ნა­თე­ბე­ლი ლი­ო­ნია აღ­მოჩ­ნდა. იმ წუ­თას ვერ ვუც­ნი­ვარ და იცო­ცხლე, მერე კი მი­ხა­და ბო­დი­შე­ბი. სა­მა­გი­ე­როდ, გიამ იცნო და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე ლი­ო­ნია და იმი­ტო­მაც გა­ქუს­ლა. გა­დავ­ხვიე ლი­ო­ნი­ას ხელი და სას­ტუმ­რომ­დე მის დამ­შვი­დე­ბას მო­ვუნ­დი. მერე ჩი­ტო­ლი­ამ გა­იყ­ვა­ნა, ეფე­რა და ძლივს და­წყნარ­და. მე კი დავ­ბრუნ­დი ჩემს ოთახ­ში, სა­დაც ეთერ­თან ერ­თად ვცხოვ­რობ­დი და რას ვხე­დავ: ჩემს სა­წოლ­ზე, ბა­ლი­შის ქვეშ ისე იყო დახ­ვე­ულ-მოკ­რუნ­ჩხუ­ლი გია, მეც ძლივს შევ­ნიშ­ნე და ლი­ო­ნია რას იპო­ვი­დაო! მე­ო­რე დღეს, რა თქმა უნდა, შე­ვა­რი­გეთ. ერთხელ კი მეც გა­მაბ­რა­ზა და ცო­ცხა­ლი თა­ვით არ ვუ­რიგ­დე­ბო­დი. სას­ტუმ­როს გვერ­დით შე­ნო­ბის სა­ძირ­კვე­ლი ამო­ე­თხა­რათ, დიდი ხანი გა­სუ­ლი­ყო და იქა­უ­რო­ბა უბინ­ძუ­რეს, ბა­ყა­ყე­ბით სავ­სე ჭა­ო­ბად იყო ქცე­უ­ლი. სა­ძირ­კველს გვერ­დე­ბი თი­ხის ჰქონ­და. გიამ მი­თხრა: უნდა შე­გი­რიგ­დე და ჩა­მო­დი, ნა­ვით გა­გა­სე­ირ­ნე­ბო - რა­ღაც ხის კარი ეგდო ჭა­ობ­ში, ტივს წა­ა­გავ­და, დიდი ჯო­ხით ხელ­ში ზედ დამ­დგა­რი­ყო და ჭა­ობ­ში მე­პა­ტი­ჟე­ბო­და. მეც ხომ მეტი ჭკუა არ მქონ­და და ჩავ­ხტი. ძა­ლი­ან კი ვცა­დეთ წო­ნას­წო­რო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, გია აქეთ-იქით დახ­ტო­და, მაგ­რამ "ტივი“ მა­ინც ამოყი­რავ­და და თავ­ზეც დაგ­ვე­ხუ­რა. ასე ვი­ყურ­ყუ­მე­ლა­ვეთ სი­ბინ­ძუ­რე­ში. შემ­თხვე­ვით ჭა­ობ­თან ჩვე­ნი ფო­ტოგ­რა­ფი აღ­მოჩ­ნდა და მყის­ვე ფირ­ზე აღ­ბეჭ­და ჩვე­ნი ამოს­ვლის მო­მენ­ტი. გია ამ­ბობ­და, ღუ­ღუ­ნის რომ შევ­ხე­დე, პი­რი­დან ბა­ყა­ყე­ბი უხ­ტე­ბოდ­ნე­ნო. ასე "გა­და­სა­რე­ვად“ შე­მი­რი­გაო“.

მერე ფილ­მის უფ­რო­სი თა­ო­ბაც გა­იხ­სე­ნა:

"და­უ­ვი­წყა­რი იყო იპო­ლი­ტე ხვი­ჩია. გა­და­ღე­ბა­ზე ცოლ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და. ისე­თი სე­რი­ო­ზუ­ლი კაცი იყო და ისე გან­სხვავ­დე­ბო­და თა­ვი­სი ეკ­რა­ნუ­ლი გმი­რე­ბის­გან, რომ ყვე­ლა­ნი გა­ოგ­ნე­ბუ­ლე­ბი დავ­რჩით. ეგაა, რომ ქე­ი­ფი და სმა უყ­ვარ­და და სიმ­თვრა­ლის გამო ცოლი სულ ეჩხუ­ბე­ბო­და: იპო­ლი­ტე, შენ მო­უკ­ვდი დე­და­შენს! იპო­ლი­ტე, შენი კუბო ვნა­ხეო! ერთხე­ლაც ამ "საყ­ვა­რე­ლი“ წყევ­ლის დროს ჩა­ვუ­ა­რე მათ კარს და გა­ვი­გო­ნე იპო­ლი­ტეს რეპ­ლი­კა: ქალო, რას შემ­ჭა­მე? და­იდ­გი ცა­რი­ე­ლი კუბო და უყუ­რე, მე მა­ინც არ ჩავ­წვე­ბი შიგო! ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი იყო კოტე და­უშ­ვი­ლი... სე­რი­ო­ზუ­ლი და ეკ­რან­ზე ტი­რი­ლის დი­დოს­ტა­ტი - რა წუთ­შიც ეტყო­დი, ბა­ტო­ნო კოტე, იტი­რეო, იმ წუთ­ში ტი­რო­და. აი, ჩი­ტო­ლია კი სიმ­ღე­რის დი­დოს­ტა­ტი გახ­ლდათ - გი­ტა­რას ხე­ლი­დან არ აგ­დებ­და და გვატ­კბობ­და. თვი­თონ ფილმშიც ხომ უტ­კბე­სი სიმ­ღე­რე­ბია! მგო­ნი, ყვე­ლა თა­ო­ბამ იცის. ამას წი­ნათ თე­ატ­რა­ლუ­რი კვარ­ტე­ტის შეს­რუ­ლე­ბით "მოდი ჩემ­თან, სა­ნამ დროა“ მო­ვის­მი­ნე და ასე მე­გო­ნა, ისევ ფილმში ვი­ყა­ვი, ბონ­დოს სატ­ვირ­თო მან­ქა­ნის ძა­რა­ზე. მარ­თლაც ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ფილ­მი გა­მო­ვი­და და სუ­ლაც არ იყო "კომ­კავ­ში­რუ­ლიო“.

თა­ვის დრო­ზე ხა­ლი­სი­ან­მა, ხმა­უ­რი­ან­მა და მო­სიყ­ვა­რუ­ლე ღუ­ღუ­ნიმ თავს გა­დახ­დე­ნი­ლი ამ­ბე­ბის გახ­სე­ნე­ბით თით­ქოს კი­დევ ერთხელ გა­ა­ცო­ცხლა ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც სა­ქარ­თვე­ლოს კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის ის­ტო­რი­ა­ში დიდი კვა­ლი და­ტო­ვეს - ღუ­ღუ­ნიმ ამ­ჯე­რა­დაც მო­ა­ხერ­ხა და იმ­ქვეყ­ნად, მა­რა­დი­სო­ბა­ში გა­და­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი კი­დევ ერთხელ გა­ა­ერ­თი­ა­ნა, ოღონდ... ამ­ჯე­რად თა­ვა­დაც შე­უ­ერ­თდა მათ დასს!

P.S.

ღუ­ღუ­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ბევ­რი კო­მენ­ტა­რი გაჩ­ნდა მის "ფე­ის­ბუქგ­ვერ­დზე", მათ შო­რის პირ­ვე­ლი­ვე სწო­რედ იმ ადა­მი­ანს ეკუთ­ვნის, ვინც ღუ­ღუ­ნი გა­მაც­ნო - ჩემს მე­გო­ბარს და ღუ­ღუ­ნის მე­გო­ბარს - მუ­სი­კოსს, მომ­ღე­რალს, პე­და­გოგს სი­ო­ნელ ქე­თე­ვან შარ­მი­აშ­ვილს, ამი­ტომ მეც სწო­რედ მისი სი­ტყვე­ბით გა­მო­ვე­თხო­ვე­ბი ღუ­ღუ­ნი კან­დე­ლაკს, ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა, მის ოჯახს კი ვუ­სამ­ძიმ­რებ ამ შე­სა­ნიშ­ნა­ვი ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბას, ვიცი, რომ იგი ყვე­ლას ძა­ლი­ან და­აკ­ლდე­ბა.

"სულ ცოტა ხნის წინ და­ბა­დე­ბის დღე მი­ვუ­ლო­ცეთ ერ­თმა­ნეთს - 24 თე­ბერ­ვა­ლი მე, 25 - შენ... ჩვე­უ­ლი ენერ­გი­ი­თა და ხა­ლი­სი­ა­ნი ხმით ვი­სა­უბ­რეთ...

მუ­დამ სი­ონ­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი და მო­ნატ­რე­ბუ­ლი იყო... სულ მო­მე­ნატ­რე­ბი­თო...ჩა­მო­ვალ დარ­ჩე­ნი­თო... და­სარ­ჩე­ნი კი მთელ სი­ონ­ში ჰქონ­და...

ღუ­ღუ­ნი კან­დე­ლა­კი - სა­უ­კე­თე­სო ოჯა­ხის შვი­ლი, უნი­ჭი­ე­რე­სი და უკე­თილ­შო­ბი­ლე­სი მხატ­ვრის მე­უღ­ლე, ჩემი კა­რის მე­ზო­ბე­ლი, წლე­ბის მე­გო­ბა­რი ... ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბის მი­უ­ხე­და­ვად - ყვე­ლას მე­გო­ბა­რი...

ის ჩემ­თვის უბ­ნის "ტო­რო­ლა“ იყო, დი­ლის 6 სა­ა­თი­დან მისი ხა­ლი­სი­ა­ნი ფუს­ფუ­სი და გა­და­ძა­ხი­ლი ის­მო­და უბან­ში... ყვე­ლა სი­ო­ნე­ლის ოჯა­ხის წევ­რი იყო, ენერ­გი­უ­ლი, ხმა­უ­რი­ა­ნი, ყვე­ლას მომ­კი­თხა­ვი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე, ღი­მი­ლი­ა­ნი, "მა­რა­დი­უ­ლი თი­ნე­ი­ჯე­რი“ , ჩვე­ნი ღუღუ, რო­მე­ლიც, თურ­მე, აღარ გვყავს ამ დი­ლი­დან... რამ­დე­ნი მო­სა­გო­ნა­რი დამ­რჩა მე­გო­ბა­რო, რამ­დე­ნი სა­მახ­სოვ­რო ნივ­თი შენ­გან, რამ­დე­ნი სი­ტყვა მხო­ლოდ ჩვენ ორს შო­რის ნათ­ქვა­მი და რამ­დე­ნი დარ­დი და ტკი­ვი­ლი გა­ი­ყო­ლე მხო­ლოდ შენს გულ­ში...

ძა­ლი­ან და­აკ­ლდე­ბი სი­ონს, დაგ­ვაკ­ლდე­ბი უბანს, სა­მე­ზობ­ლოს...

წარ­მო­უდ­გე­ნელს ვწერ ახლა, რად­გან, შენს სიკ­ვდილს ვერ გა­ვი­აზ­რებ კი­დევ დიდ­ხანს, რო­გორც ამ წუ­თებ­ში...

სიმ­შვი­დე და სა­სუ­ფე­ვე­ლი და­გიმ­კვიდ­როს უფალ­მა, ჩემო ღუღუ, არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბი“...

ავ­ტო­რი: ირმა ხარ­ში­ლა­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

გარდაიცვალა ღუღუნი კანდელაკი -  გოგონა ფილმიდან "განგაში" და  როლები, რომლებიც ქართველ მაყურებელს არასდროს დაავიწყდება

გარდაიცვალა ღუღუნი კანდელაკი -  გოგონა ფილმიდან "განგაში" და  როლები, რომლებიც ქართველ მაყურებელს არასდროს დაავიწყდება

მას სინამდვილეში მზია ერქვა, მაგრამ ქართველმა საზოგადოებამ ღუღუნით გაიცნო.

როგორც გოგონების უმრავლესობის მსგავსად ისიც მსახიობობაზე ოცნებობდა, მაგრამ ტანად ძალიან მაღალი იყო და იფიქრა, ეს ხელს შეუშლიდა, ასე რომ, მალევე გადაიფიქრა. სკოლაში ფრანგულს სწავლობდა და კალათბურთში საქართველოს ნაკრების წევრიც იყო... კალათბურთის გუნდისთვის ქუჩიდან აირჩიეს, პრინციპში - ფილმისთვისაც ანალოგიური ამბავი გადახდა თავს. ხუთ ფილმში გადაიღეს, მაგრამ მათგან გამორჩეული იყო: "ქვევრი“, "განგაში“ და "მზე შემოდგომისა“? თქვენც უეჭველად გემახსოვრებათ მაღალი, გამხდარი სახასიათო გარეგნობის ქალბატონი - ქვევრის გამტეხი გოგონა; ყარამანის მიჯნური ფოთოლა და ანჟელიკა ფილმიდან - "მზე შემოდგომისა“; ბოლოს იგი პოპულარულ სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებშიც“ კი ვიხილეთ...

მას ღუღუნი კანდელაკი ერქვა და წლებია, ვიცნობდი - მუდამ მოღიმარ-მოკისკისეს, ენერგიულს, მუდამ მოსიყვარულეს და ყურადღებიანს, მის ასაკს ვერასდროს გამოიცნობდი, რადგან მუდამ ახალგაზრდა იყო - სულითაც და გარეგნობითაც... ახლახან კი სოციალურ ქსელში მისი შვილიშვილის პოსტი წავიკითხე:

"გაგვიფრინდა ჩვენი ღუღუ ბება, ყველაზე პოზიტიური, ენერგიული, უკეთილშობილესი... ჩემი დიდი გულშემატკივარი... მესაიდუმლე... ძალიან გამიჭირდება უშენოდ ცხოვრება, ღუღუ, მადლობა ჩემთან გატარებული წლებისთვის. ბოდიში, რომ ვერ გიშველე“.

ბოლო ხანს ღუღუნისთან არ მისაუბრია, მხოლოდ დაბადების დღე მივულოცე თებერვალში, ისიც - "ფეისბუქით“. დიდი ხნის წინ გავიცანი ჩემი მეგობარი ქეთევან შარმიაშვილისგან, დაბა სიონში, იქ ღუღუნის სახლი ჰქონდა. მას შემდეგ ინტერვიუც რამდენჯერმე ჩავწერე, რამდენჯერმე შინაც ვეწვიე, თბილისში, ხან ტელეფონის ვსაუბრობდით, ხან სოციალურ ქსელში მოვიკითხავდით ერთმანეთს, ახლა კი... მხოლოდ მოგონებად იქცა ყველაფერი - დიდი სულისა და სიყვარულის ადამიანზე.

ისეთი უშუალო იყო, ინტერვიუს ასაღებად მისულს, მახსოვს, პირველივე შეხვედრისთანავე გავუშინაურდი. ბევრი ამბავი მოვისმინე მისგან, საკუთარ თავზე ნაკლებს საუბრობდა, მეტს კი - ფილმების გადაღებისას შეძენილ მეგობრებზე, რომელთაგან დღეს მხოლოდ თითო-ოროლა ადამიანია ცოცხალი.

  • ყველაზე სახასიათო პერსონაჟი

მისი როლებიდან პირადად ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი მაინც მისი ფოთოლა იყო, 1960-იანი წლების ბოლოს გადაღებული რეჟისორ ნიკოლოზ სანიშვილის ულამაზესი სიმღერებით დამშვენებული მხატვრული ფილმიდან - "განგაში“. ალბათ, უფრო იმიტომ, რომ ჩემს დედულეთში გადაიღეს. მასში პროფესიონალ მსახიობებთან ერთად ბევრი არაპროფესიონალი ახალგაზრდა მონაწილეობს. ერთ-ერთი სწორედ ღუღუნი კანდელაკი იყო - იმჟამინდელ უცხო ენათა ინსტიტუტის ფრანგული ენის სპეციალობის სტუდენტი. 18 წლის ღუღუნი კანდელაკი ნიკოლოზ სანიშვილის ასისტენტმა ირა ბილანიშვილმა ტროლეიბუსში შეამჩნია და სინჯებზე დაიბარა... თავად ღუღუნის მონათხრობს გიამბობთ:

"ფოთოლას როლისთვის მსინჯავდნენ. ბევრი დაბალი ბიჭი დამახვედრეს, ოღონდ ყარამანის როლისთვის ყველას მაინც გოგი ქავთარაძემ აჯობა. პავილიონში გრიმის გარეშე გამატარ-გამომატარეს, რაღაცები მომაყოლეს, მერე ბატონმა კოლიამ: "კანდელაკი ხოჩუო“ (კანდელაკი მინდაო), ბრძანა და მაშინვე დამამტკიცა როლზე. სხვათა შორის, ისე ბუნებრივად ვითამაშე, ბატონმა კოლიამ როლიც კი გამახმოვანებინა.

წარმოგიდგენია, რას მოვესწარი, ვისთან მოვხვდი? - ჩიტოლია ჩხეიძის, კოტე დაუშვილისა და იპოლიტე ხვიჩიას გვერდით ვიყავით ერთი წლის განმავლობაში. ახალგაზრდების უმრავლესობა კი არაპროფესიონალები ვიყავით. რომ იტყვიან, ქუჩიდან აგვიყვანა ბატონმა კოლიამ. თვითონ მამასავით გვედგა თავზე. ძალიან მკაცრი კი იყო, მაგრამ სხვაგვარად ჩვენთან ვერაფერს გახდებოდა - გვარიანად ვცელქობდით და ჩვენს მოთოკვას დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა. მე, გია ფერაძე, მანანა ცხოვრებოვა, ლერი გაფრინდაშვილი, დათო აგიაშვილი ძალიან დაგვაახლოვა, დაგვამეგობრა ამ ფილმმა... იმ ფილმის მონაწილე და შემოქმედი რამდენი ადამიანი გარდაიცვალა! განსაკუთრებით გული მტკივა, ჩემი თანატოლები ან ცოტათი უფროსები რომ გამოგვაკლდნენ - ციცინოს როლის შემსრულებელი მანანა ცხოვრებოვა, ოსიკო - გია ფერაძე, ბონდო - ლერი გაფრინდაშვილი, დათოს როლის შემსრულებელი - დათო აგიაშვილი, ჩემი "შეყვარებული“ გოგი ქავთარაძე“...

მერე იქვე ღიმილით დააყოლა, ახლა არ მითხრა, შენი ჯერიაო... თუმცა ფილმიდან ცოცხალია გია ფერაძის გმირის შეყვარებული ეთერი ბაქრაძე (ფილმში მარიკა ჰქვია), მომღერალ ლიზა ბაგრატიონის დედა“.

ერთ-ერთ ინტერვიუში ღუღუნის ჩავეკითხე, - გოგი ქავთარაძე გულისწორად მოგწონდა-მეთქი? და ღიმილით მითხრა, - გოგი ჩვენზე უფროსი იყო და ძალიან ვერც ვუშინაურდებოდით. გულისსწორად კი, რა მოგახსენო? არც იმას მოვწონდი და არც მე მომწონდა, ძალიან შეუფერებელი წყვილი ვიყავითო.

ტკბილად იხსენებდა ჭიათურას და ჭიათურლებს: უტკბილეს მოგონებად დამრჩნენ იქაურები

"წარმოიდგინე, ამდენი საბაგირო არსად მენახა. ხუთკაპიკიანით მთელი საღამოს განმავლობაში დავსეირნობდით ერთი მთიდან მეორე მთაზე... სხვათა შორის, "განგაში“ ჭიათურელებისთვისაც უსაყვარლესი ფილმია. მისი გადაღებიდან დიდი ხნის შემდეგ ბოსტნეულის საყიდლად გავედი პეკინზე. ერთ მაღაზიაში გამყიდველი მამაკაცი რაღაცას მიწონიდა და თან მაკვირდებოდა. უცებ იმერული კილოთი მკითხა: ქალბატონო, თქვენ შემთხვევით "განგაშში“ რომ ფოთოლა იყო, ის ხომ არ ხართო? ძალიან კი გამიხარდა, მაგრამ ვიეჭვე, ნაღდად ვიღაც ჩემმა ახლობელმა უთხრა, ჩემი გათამაშება უნდათო. მაინც დავუდასტურე, მე ვარ-მეთქი. ათი წლის ვიყავი მაშინ, დედას მოვყავდი ხოლმე გადაღებაზე, თქვენი ხმა დამამახსოვრდა და ახლა რომ მელაპარაკებოდით, სწორედ ხმით გიცანითო, - მითხრა იმ მამაკაცმა“.

ღუღუნი საკუთარ თავზე ყოველთვის ცოტას ლაპარაკობდა, სამაგიეროდ თავის კინო მეგობრებს იხსენებდა თბილად. ულამაზესი და უსიმპათიურესი დათო აგიაშვილი ახალი გარდაცვლილი იყო, მასზე რომ მიამბო:

"ძალიან მიჭირს მისი წარსულ დროში გახსენება... სულ ერთად ვიყავით. იმხანად "პლეხანოვზე“ ვცხოვრობდი და ჩემთან ვიკრიბებოდით ხოლმე. ძალიან მიყვარდა დათოსთან მისვლაც. მაშინ ბატონი ნიკა (დათოს მამა, ცნობილი მწერალი ნიკა აგიაშვილი) ცოცხალი იყო და მასთან და დეიდა ქეთოსთან (დათოს დედა) საუბარი ერთ რამედ ღირდა. ძალიან მებრალება დეიდა ქეთო, შვილის გარდაცვალებას რომ მოესწრო. დათო ჩვენგან ბევრად განსხვავდებოდა, თანატოლები კი ვიყავით, მაგრამ ყველაზე დალაგებული, დინჯი და სერიოზული ადამიანი იყო. ფილმის რეჟისორი ბატონი ნიკოლოზ სანიშვილიც კი ყოველთვის ხაზს უსვამდა დათოს მოწესრიგებულობასა და პასუხისმგებლობას. არადა, ასე ახალგაზრდა ბიჭს როგორი მამაკაცური თვისებები ჰქონდა და რა გარეგნობის იყო! დედა, ნეტავ იცოდე, რამდენ გოგოს უყვარდა! მის ქალიშვილს, მაიკოს კარგად ვიცნობ, გარეგნობით მამამისის ასლია. ვაჟებს კი, ნიკასა და გიორგის არასდროს შევხვედრივარ - ამერიკაში გაიზარდნენ და ახლაც ლოს-ანჟელესში ცხოვრობენ. ტელეეკრანზე მინახავს და ორივე შესანიშნავი გარეგნობისაა. ნიკა კინორეჟისორია, გიორგი, იგივე ჯორჯ ფინი - კინომსახიობი. დათო ჩამოსული იყო ამერიკიდან და შინ მესტუმრა, - ძალიან მომენატრეო. წლების უნახავი გვყავდა ერთმანეთი. ძალიან გაჭაღარავებული იყო. იმდენი რამ და ვინმე გავიხსენეთ... დამპირდა, მომავალ წელსაც ჩამოვალ და ჩემს ვაჟებს გაგაცნობო, თან ხუმრობით დააყოლა: ნიკასთან ჩაგიწყობ, ეგებ ამ სიბერეში ფილმშიც გადაგიღოსო. ნეტავ, ერთი სამახსოვრო ფოტო მაინც გადაგვეღო ერთად, რას წარმოვიდგენდი, ასე თუ მოხდებოდაო..."

მერე გია ფერაძეც გაიხსენა, მასთან ძალიან ვმეგობრობდიო და ფილმის გადაღებებიდან ამბავიც მოაყოლა:

"მახსოვს, ფილმის გამნათებელი თბილისელი რუსის ბიჭი ლიონია გია ფერაძესთან ერთად ცხოვრობდა სასტუმროს ნომერში. ძალიან ნერვიული ბიჭი იყო. ერთხელაც გიაზე გაბრაზდა და მთელი დღის განმავლობაში ყველგან დაეძებდა. არადა, გია საოცრად მშვიდი, ხალისიანი და უკონფლიქტო იყო და პირიქით - ყველა მოჩხუბარს არიგებდა ხოლმე. ლიონიას ამბავმა გიაც გაანერვიულა და გულის გადასაყოლებლად ჭიათურის ქუჩებში გასეირნება მთხოვა. ხან ფეხით ვიარეთ, ხან საბაგიროებით ვიკატავეთ და შემოგვაღამდა კიდეც. სასტუმროსკენ რკინიგზის ლიანდაგს მივყვებოდით, უცებ ბუჩქებიდან მთვარის შუქზე ალაპლაპებული დანით ვიღაც რომ გადმოგვიხტა. შიშისგან გული კინაღამ გამისკდა, დაფეთებული მოვტრიალდი სიტყვებით, - გია, რაღა ვქნათ-მეთქი და... სადაა გია? სიბნელეში ძლივს გავარჩიე - თავში ირტყამდა ფეხებს, ისე გარბოდა, მე კი დანიან კაცს შემატოვა (ენაცვალოს გიას ჩემი თავი... რომ იცოდე, როგორ მენატრება ხოლმე...). ჩემი შემშინებელი კი ჩვენი გამნათებელი ლიონია აღმოჩნდა. იმ წუთას ვერ ვუცნივარ და იცოცხლე, მერე კი მიხადა ბოდიშები. სამაგიეროდ, გიამ იცნო დანახვისთანავე ლიონია და იმიტომაც გაქუსლა. გადავხვიე ლიონიას ხელი და სასტუმრომდე მის დამშვიდებას მოვუნდი. მერე ჩიტოლიამ გაიყვანა, ეფერა და ძლივს დაწყნარდა. მე კი დავბრუნდი ჩემს ოთახში, სადაც ეთერთან ერთად ვცხოვრობდი და რას ვხედავ: ჩემს საწოლზე, ბალიშის ქვეშ ისე იყო დახვეულ-მოკრუნჩხული გია, მეც ძლივს შევნიშნე და ლიონია რას იპოვიდაო! მეორე დღეს, რა თქმა უნდა, შევარიგეთ. ერთხელ კი მეც გამაბრაზა და ცოცხალი თავით არ ვურიგდებოდი. სასტუმროს გვერდით შენობის საძირკველი ამოეთხარათ, დიდი ხანი გასულიყო და იქაურობა უბინძურეს, ბაყაყებით სავსე ჭაობად იყო ქცეული. საძირკველს გვერდები თიხის ჰქონდა. გიამ მითხრა: უნდა შეგირიგდე და ჩამოდი, ნავით გაგასეირნებო - რაღაც ხის კარი ეგდო ჭაობში, ტივს წააგავდა, დიდი ჯოხით ხელში ზედ დამდგარიყო და ჭაობში მეპატიჟებოდა. მეც ხომ მეტი ჭკუა არ მქონდა და ჩავხტი. ძალიან კი ვცადეთ წონასწორობის შენარჩუნება, გია აქეთ-იქით დახტოდა, მაგრამ "ტივი“ მაინც ამოყირავდა და თავზეც დაგვეხურა. ასე ვიყურყუმელავეთ სიბინძურეში. შემთხვევით ჭაობთან ჩვენი ფოტოგრაფი აღმოჩნდა და მყისვე ფირზე აღბეჭდა ჩვენი ამოსვლის მომენტი. გია ამბობდა, ღუღუნის რომ შევხედე, პირიდან ბაყაყები უხტებოდნენო. ასე "გადასარევად“ შემირიგაო“.

მერე ფილმის უფროსი თაობაც გაიხსენა:

"დაუვიწყარი იყო იპოლიტე ხვიჩია. გადაღებაზე ცოლთან ერთად იმყოფებოდა. ისეთი სერიოზული კაცი იყო და ისე განსხვავდებოდა თავისი ეკრანული გმირებისგან, რომ ყველანი გაოგნებულები დავრჩით. ეგაა, რომ ქეიფი და სმა უყვარდა და სიმთვრალის გამო ცოლი სულ ეჩხუბებოდა: იპოლიტე, შენ მოუკვდი დედაშენს! იპოლიტე, შენი კუბო ვნახეო! ერთხელაც ამ "საყვარელი“ წყევლის დროს ჩავუარე მათ კარს და გავიგონე იპოლიტეს რეპლიკა: ქალო, რას შემჭამე? დაიდგი ცარიელი კუბო და უყურე, მე მაინც არ ჩავწვები შიგო! ძალიან სერიოზული იყო კოტე დაუშვილი... სერიოზული და ეკრანზე ტირილის დიდოსტატი - რა წუთშიც ეტყოდი, ბატონო კოტე, იტირეო, იმ წუთში ტიროდა. აი, ჩიტოლია კი სიმღერის დიდოსტატი გახლდათ - გიტარას ხელიდან არ აგდებდა და გვატკბობდა. თვითონ ფილმშიც ხომ უტკბესი სიმღერებია! მგონი, ყველა თაობამ იცის. ამას წინათ თეატრალური კვარტეტის შესრულებით "მოდი ჩემთან, სანამ დროა“ მოვისმინე და ასე მეგონა, ისევ ფილმში ვიყავი, ბონდოს სატვირთო მანქანის ძარაზე. მართლაც ძალიან ლამაზი ფილმი გამოვიდა და სულაც არ იყო "კომკავშირულიო“.

თავის დროზე ხალისიანმა, ხმაურიანმა და მოსიყვარულე ღუღუნიმ თავს გადახდენილი ამბების გახსენებით თითქოს კიდევ ერთხელ გააცოცხლა ადამიანები, ვინც საქართველოს კინემატოგრაფის ისტორიაში დიდი კვალი დატოვეს - ღუღუნიმ ამჯერადაც მოახერხა და იმქვეყნად, მარადისობაში გადასული ადამიანები კიდევ ერთხელ გააერთიანა, ოღონდ... ამჯერად თავადაც შეუერთდა მათ დასს!

P.S.

ღუღუნის გარდაცვალების შემდეგ ბევრი კომენტარი გაჩნდა მის "ფეისბუქგვერდზე", მათ შორის პირველივე სწორედ იმ ადამიანს ეკუთვნის, ვინც ღუღუნი გამაცნო - ჩემს მეგობარს და ღუღუნის მეგობარს - მუსიკოსს, მომღერალს, პედაგოგს სიონელ ქეთევან შარმიაშვილს, ამიტომ მეც სწორედ მისი სიტყვებით გამოვეთხოვები ღუღუნი კანდელაკს, ადამიანს, რომელიც არასდროს დამავიწყდება, მის ოჯახს კი ვუსამძიმრებ ამ შესანიშნავი ადამიანის გარდაცვალებას, ვიცი, რომ იგი ყველას ძალიან დააკლდება.

"სულ ცოტა ხნის წინ დაბადების დღე მივულოცეთ ერთმანეთს - 24 თებერვალი მე, 25 - შენ... ჩვეული ენერგიითა და ხალისიანი ხმით ვისაუბრეთ...

მუდამ სიონზე შეყვარებული და მონატრებული იყო... სულ მომენატრებითო...ჩამოვალ დარჩენითო... დასარჩენი კი მთელ სიონში ჰქონდა...

ღუღუნი კანდელაკი - საუკეთესო ოჯახის შვილი, უნიჭიერესი და უკეთილშობილესი მხატვრის მეუღლე, ჩემი კარის მეზობელი, წლების მეგობარი ... ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად - ყველას მეგობარი...

ის ჩემთვის უბნის "ტოროლა“ იყო, დილის 6 საათიდან მისი ხალისიანი ფუსფუსი და გადაძახილი ისმოდა უბანში... ყველა სიონელის ოჯახის წევრი იყო, ენერგიული, ხმაურიანი, ყველას მომკითხავი და მოსიყვარულე, ღიმილიანი, "მარადიული თინეიჯერი“ , ჩვენი ღუღუ, რომელიც, თურმე, აღარ გვყავს ამ დილიდან... რამდენი მოსაგონარი დამრჩა მეგობარო, რამდენი სამახსოვრო ნივთი შენგან, რამდენი სიტყვა მხოლოდ ჩვენ ორს შორის ნათქვამი და რამდენი დარდი და ტკივილი გაიყოლე მხოლოდ შენს გულში...

ძალიან დააკლდები სიონს, დაგვაკლდები უბანს, სამეზობლოს...

წარმოუდგენელს ვწერ ახლა, რადგან, შენს სიკვდილს ვერ გავიაზრებ კიდევ დიდხანს, როგორც ამ წუთებში...

სიმშვიდე და სასუფეველი დაგიმკვიდროს უფალმა, ჩემო ღუღუ, არასდროს დამავიწყდები“...

ავტორი: ირმა ხარშილაძე