საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მერაბ მეტრეველი - საქართველოში ისეთ მმართველობის სისტემას ვიღებთ, როგორიც ძველ რომში იყო
მერაბ მეტრეველი - საქართველოში ისეთ მმართველობის სისტემას ვიღებთ, როგორიც ძველ რომში იყო

რა­დი­ო­წამ­ყვა­ნი მე­რაბ მეტ­რე­ვე­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე პრე­ზი­დენ­ტის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­ზღუდ­ვის სა­კითხს ეხ­მა­უ­რე­ბა.

"რად­გან პრე­ზი­დენ­ტის უფ­ლე­ბე­ბი შე­ი­ზღუ­და, მაგ­რამ მას დარ­ჩა მა­ღა­ლი ლე­გი­ტი­მა­ცია და ბევრ რა­მე­ზე პრე­ზი­დენ­ტთან ერ­თად პრე­მი­ე­რის ხელ­მო­წე­რა­ცაა სა­ჭი­რო, სა­ქარ­თვე­ლო­ში მგო­ნი და­ახ­ლო­ე­ბით ისეთ მმარ­თვე­ლო­ბის სის­ტე­მას ვი­ღებთ, რო­გო­რიც ერთ დროს ძველ რომ­ში იყო. აი, ორ კონ­სულს რომ ირ­ჩევ­დნენ. თუ მეშ­ლე­ბა რამე? ის­ტო­რი­კო­სი არა­ვინ ხართ აქა?", - წერს ჟურ­ნა­ლის­ტი.

ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის მიერ პოს­ტის და­კა­ვე­ბას მთავ­რო­ბის ხე­ლა­ხა­ლი ფორ­მი­რე­ბა მოჰ­ყვე­ბა, რა დრო­საც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­დატს წა­რად­გენს არა პრე­ზი­დენ­ტი, არა­მედ პარ­ლა­მენ­ტში სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გის მქო­ნე სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტი.

პრე­ზი­დენ­ტი ვალ­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პოსტზე სწო­რედ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის მიერ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი კან­დი­და­ტი და­ნიშ­ნოს. კერ­ძოდ კი, პრე­ზი­დენ­ტი მთავ­რო­ბის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის მოხ­სნი­დან შვი­დი დღის ვა­და­ში, სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გის მქო­ნე სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტის მიერ (ასე­თი კი კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბაა") მის­თვის წარ­დგე­ნილ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის კან­დი­და­ტუ­რას წა­მო­ა­ყე­ნებს. თა­ვის მხრივ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტი შვი­დი დღის ვა­და­ში შე­არ­ჩევს მი­ნის­ტრთა კან­დი­და­ტუ­რებს და ნდო­ბის მი­სა­ღე­ბად, სამ­თავ­რო­ბო პროგ­რა­მას­თან ერ­თად, პარ­ლა­მენტს წა­რუდ­გენს. პარ­ლა­მენ­ტიც შვი­დი დღის ვა­და­ში გა­ნი­ხი­ლავს და კენ­ჭს უყ­რის მთავ­რო­ბის­თვის ნდო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის სა­კითხს.

ახა­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ით იზ­რდე­ბა მთავ­რო­ბის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბი და თა­ვად მთავ­რო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის ძა­ლა­უფ­ლე­ბა. ქვეყ­ნის სა­ში­ნაო და სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი მთავ­რო­ბა ხდე­ბა, რო­მე­ლიც მხო­ლოდ პარ­ლა­მენ­ტის წი­ნა­შე იქ­ნე­ბა ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლი.

მთავ­რო­ბის საქ­მი­ა­ნო­ბას მთლი­ა­ნად პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გან­სა­ზღვრავს, რო­მე­ლიც ორ­გა­ნი­ზე­ბას გა­უ­წევს მას და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს მთავ­რო­ბის წევრთა საქ­მი­ა­ნო­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ას და კონ­ტროლს.

პრე­მი­ერ-მი­ნისტრს თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მთავ­რო­ბის წევ­რე­ბის მოხ­სნა-და­ნიშ­ვნის­თვის პრე­ზი­დენ­ტის თან­ხმო­ბა აღარ დას­ჭირ­დე­ბა და შე­სა­ბა­მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს, პრე­ზი­დენ­ტის გა­რე­შე მი­ი­ღებს.

გარ­და ამი­სა, თუკი დღემ­დე პრე­ზი­დენტს კონ­სტი­ტუ­ცია შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევ­და, გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მთავ­რო­ბის სხდო­მა მო­ეწ­ვია და მისი თავ­მჯდო­მა­რე ყო­ფი­ლი­ყო, ახა­ლი სა­კონ­სტი­ტუ­ციო ნორ­მე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, პრე­ზი­დენ­ტი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი იქ­ნე­ბა, ცალ­კე­ულ სა­კი­თხთა მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გან­ხილ­ვა მო­ი­თხო­ვოს და ამ გან­ხილ­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს.

იხი­ლეთ ასე­ვე: რა იც­ვლე­ბა ქვე­ყა­ნა­ში პრე­ზი­დენ­ტის ინა­უ­გუ­რა­ცი­ის შემ­დეგ

რა ფუნ­ქცი­ე­ბით ისარ­გებ­ლებს პრე­ზი­დენ­ტი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

მერაბ მეტრეველი - საქართველოში ისეთ მმართველობის სისტემას ვიღებთ, როგორიც ძველ რომში იყო

მერაბ მეტრეველი - საქართველოში ისეთ მმართველობის სისტემას ვიღებთ, როგორიც ძველ რომში იყო

რადიოწამყვანი მერაბ მეტრეველი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვის საკითხს ეხმაურება.

"რადგან პრეზიდენტის უფლებები შეიზღუდა, მაგრამ მას დარჩა მაღალი ლეგიტიმაცია და ბევრ რამეზე პრეზიდენტთან ერთად პრემიერის ხელმოწერაცაა საჭირო, საქართველოში მგონი დაახლოებით ისეთ მმართველობის სისტემას ვიღებთ, როგორიც ერთ დროს ძველ რომში იყო. აი, ორ კონსულს რომ ირჩევდნენ. თუ მეშლება რამე? ისტორიკოსი არავინ ხართ აქა?", - წერს ჟურნალისტი.

ახალი პრეზიდენტის მიერ პოსტის დაკავებას მთავრობის ხელახალი ფორმირება მოჰყვება, რა დროსაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს წარადგენს არა პრეზიდენტი, არამედ პარლამენტში საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტი.

პრეზიდენტი ვალდებული იქნება, პრემიერ-მინისტრის პოსტზე სწორედ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დასახელებული კანდიდატი დანიშნოს. კერძოდ კი, პრეზიდენტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან შვიდი დღის ვადაში, საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტის მიერ (ასეთი კი კოალიცია "ქართული ოცნებაა") მისთვის წარდგენილ პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას წამოაყენებს. თავის მხრივ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი შვიდი დღის ვადაში შეარჩევს მინისტრთა კანდიდატურებს და ნდობის მისაღებად, სამთავრობო პროგრამასთან ერთად, პარლამენტს წარუდგენს. პარლამენტიც შვიდი დღის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.

ახალი კონსტიტუციით იზრდება მთავრობის უფლებამოსილებები და თავად მთავრობის ხელმძღვანელის ძალაუფლება. ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განმახორციელებელი მთავრობა ხდება, რომელიც მხოლოდ პარლამენტის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული.

მთავრობის საქმიანობას მთლიანად პრემიერ-მინისტრი განსაზღვრავს, რომელიც ორგანიზებას გაუწევს მას და განახორციელებს მთავრობის წევრთა საქმიანობის კოორდინაციას და კონტროლს.

პრემიერ-მინისტრს თანამდებობაზე მთავრობის წევრების მოხსნა-დანიშვნისთვის პრეზიდენტის თანხმობა აღარ დასჭირდება და შესაბამის გადაწყვეტილებებს, პრეზიდენტის გარეშე მიიღებს.

გარდა ამისა, თუკი დღემდე პრეზიდენტს კონსტიტუცია შესაძლებლობას აძლევდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებთან დაკავშირებით მთავრობის სხდომა მოეწვია და მისი თავმჯდომარე ყოფილიყო, ახალი საკონსტიტუციო ნორმების გათვალისწინებით, პრეზიდენტი უფლებამოსილი იქნება, ცალკეულ საკითხთა მთავრობის სხდომაზე განხილვა მოითხოვოს და ამ განხილვაში მონაწილეობა მიიღოს.

იხილეთ ასევე: რა იცვლება ქვეყანაში პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ

რა ფუნქციებით ისარგებლებს პრეზიდენტი მარგველაშვილი

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს