პოლიტიკა
მსოფლიო

15

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:09-ზე, მთვარე მორიელშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქაშუეთის ეკლესიასთან კარავში დაბანაკებული უსახლკაროების არაადამიანური ყოფა (+ფოტორეპორტაჟი)
ქაშუეთის ეკლესიასთან კარავში დაბანაკებული უსახლკაროების არაადამიანური ყოფა (+ფოტორეპორტაჟი)

თბი­ლი­სის ცენ­ტრში, ქა­შუ­ე­თის ეკ­ლე­სი­ის უკან, 9 აპ­რი­ლის ბაღ­ში, დიდი კა­რა­ვია გაშ­ლი­ლი, მაგ­რამ არ იფიქ­როთ, რომ ეს ტუ­რის­ტე­ბის მო­ზიდ­ვის ახა­ლი ხერ­ხია; კა­რავ­ში ამ­ჟა­მად უსახ­ლკა­რო 10-12 ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს. უკვე აცივ­და, ზამ­თა­რი ახ­ლოვ­დე­ბა, ისი­ნი კი არა­ა­და­მი­ა­ნურ პი­რო­ბებ­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან.

უსახ­ლკა­რო­ებ­თან ინ­ტერ­ვი­უს ჩა­სა­წე­რად სა­ღა­მოს მი­ვე­დი, წვი­მი­ა­ნი და ცივი ამინ­დის მი­უ­ხე­და­ვად, გა­რეთ და­ჟან­გე­ბულ შე­შის ღუ­მელს შე­მოს­ხდო­მოდ­ნენ. ღუ­მელ­ზე საჭ­მლის მო­სა­ხარ­შად პა­ტა­რა ალუ­მი­ნის ქვა­ბი და­ედ­გათ, - "ნა­ჩუ­ქა­რი მა­ტყლის ლე­ი­ბი გავ­ყი­დეთ და იმ ფუ­ლით ცოტა ხორ­ცი ვი­ყი­დე­თო", - მე­უბ­ნე­ბა ხან­ში­შე­სუ­ლი მა­მა­კა­ცი და ცოტა უნ­დობ­ლად მი­ყუ­რებს:

"თით­ქმის ყო­ველ დღე მო­დი­ან ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, ბევ­რს გვა­ლა­პა­რა­კე­ბენ, მაგ­რამ რის­თვის?! 9 თვე გა­დის და ისევ ამ კა­რავ­ში ვართ. სა­ინ­ტე­რე­სო იცი რა არის? ყვე­ლა­ზე მეტი გუ­ლის­ხმი­ე­რე­ბა პო­ლო­ნელ­მა პად­რემ, ვი­ტოლდ შულ­ჩინ­სკიმ გა­მო­ი­ჩი­ნა. ერთ ქალ­ბა­ტონს და მა­მა­კაცს ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე აღ­მო­აჩ­ნდათ. სწო­რედ პად­რემ მო­ი­ძია თან­ხა და უფა­სოდ გა­უ­კე­თა ოპე­რა­ცია. წამ­ლე­ბი­თაც და ზამ­თრის ტან­საც­მლი­თაც ის გვეხ­მა­რე­ბა. ქა­შუ­ე­თის ეკ­ლე­სი­ი­დან სამი თვის წინ ერთი ნა­თუ­რა გვქონ­და გა­მოყ­ვა­ნი­ლი და კა­რავს ასე ვა­ნა­თებ­დით, ახლა არც ეს ნა­თუ­რა გვაქვს. იმი­ზე­ზე­ბენ, თე­ლა­სის წარ­მო­მად­გენ­ლის მოს­ვლაა სა­ჭი­რო გაყ­ვა­ნი­ლო­ბის გა­და­კე­თებ­ლა­დო. ამას სამი თვე სჭირ­დე­ბა?!"

"ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი მო­დი­ან და გვე­კი­თხე­ბი­ან, რა­ტომ და რო­გორ მოხ­ვდით ამ კა­რავ­შიო", - ოდ­ნავ წყე­ნა­შე­პა­რუ­ლი ხმით მე­უბ­ნე­ბა ჭა­ღა­რა მა­მა­კა­ცი, - "მე კი­დევ ვე­უბ­ნე­ბი, ბალ­ღო­ბი­დან აქა ვზი­ვარ-მეთ­ქი... რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, რა­ტომ ან რო­გორ მოვ­ხვდი, ფაქ­ტია, რომ გა­მი­ჭირ­და და სხვა გზა არ მაქვს."

რო­გორც უსახ­ლკა­რო­ე­ბი ამ­ბო­ბენ, მათ­თან რამ­დე­ნი­მე­ჯერ მი­ვიდ­ნენ მე­რი­ი­დან, დახ­მა­რე­ბა­საც შეჰ­პირ­დნენ. ქა­ლა­ქის რუ­კა­ზე და­ტა­ნი­ლი კა­რა­ვიც აჩ­ვე­ნეს, დრო­ე­ბი­თი თავ­შე­საფ­რის სტა­ტუ­სით.

ეს კა­რა­ვი 9 აპ­რი­ლის ბაღ­ში ერთი წლის წინ სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით და­იდ­გა, რა­საც წინ უძღო­და რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის ყინ­ვის­გან გარ­დაც­ვა­ლე­ბა. ზოგ უსახ­ლკა­როს კი იმ ზამ­თარს ყინ­ვის გამო კი­დუ­რე­ბი მო­ე­ყი­ნა და ამ­პუ­ტა­ცია გახ­და სა­ჭი­რო. ამის შემ­დეგ მე­რი­ამ დრო­ე­ბი­თი თავ­შე­სა­ფა­რი გახ­სნა, სა­დაც უსახ­ლკა­რო­ე­ბი ღა­მით აფა­რებ­დნენ თავს, მაგ­რამ მალე ამ თავ­შე­საფ­რებ­მაც შე­წყვი­ტა ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა.

Ambebi.ge და­ინ­ტე­რეს­და, ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლია თუ არა თბი­ლი­სის მე­რია კა­რავ­ში მცხოვ­რე­ბი უსახ­ლკა­რო­ე­ბის შე­სა­ხებ და რო­გორ აპი­რე­ბენ მათი პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბას. მე­რი­ის სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბი­სა და კულ­ტუ­რის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის, მა­მუ­კა ქა­ცა­რა­ვას თქმით, მე­რი­ამ და­ი­წყო დო­ნორ და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი, რათა შე­ი­მუ­შა­ვოს სა­მოქ­მე­დო გეგ­მა მსგავ­სი პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად. მისი თქმით, უკვე შერ­ჩე­უ­ლია შე­ნო­ბე­ბი თბი­ლი­სის მას­შტა­ბით, რათა ამ ადა­მი­ა­ნებს ჰქონ­დეთ თავ­შე­სა­ფა­რი. რო­გორც მე­რი­ა­ში ამ­ბო­ბენ, უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში და­ი­წყე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი შე­ნო­ბე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია და უსახ­ლკა­რო ადა­მი­ა­ნებს ზამ­თრის ცივ დღე­ებ­ში თავ­შე­სა­ფა­რი ექ­ნე­ბათ.

ასე­ვე, მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან საკ­ვე­ბი­თა და სხვა სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნივ­თე­ბით მო­მა­რა­გე­ბის კუ­თხით. მე­რი­ა­ში იმედს გა­მოთ­ქვა­მენ, რომ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის დახ­მა­რე­ბით, თა­და­ნა­ფი­ნან­სე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, 9 აპ­რი­ლის ბაღ­ში მყო­ფი უსახ­ლკა­რო­ე­ბის­თვის დრო­ე­ბი­თი თავ­შე­საფ­რის მო­ძი­ე­ბას შეძ­ლე­ბენ.

სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი კა­ნო­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის შე­სა­ხებ ვრცელ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში კა­ნო­ნი­ერ სა­ფუძ­ველ­ზე მუდ­მი­ვად მცხოვ­რებ, სპე­ცი­ა­ლუ­რი მზრუნ­ვე­ლო­ბის სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე პი­რებ­ზე, ღა­ტაკ ოჯა­ხებ­სა და უსახ­ლკა­რო პი­რებ­ზე. ამა­ვე კა­ნო­ნის მე-4 მუხ­ლში ტერ­მინ "უსახ­ლკა­როს" ასე­თი გან­მარ­ტე­ბა აქვს: უსახ­ლკა­რო პირი - მუდ­მი­ვი, გან­სა­ზღვრუ­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის არმ­ქო­ნე პირი, რო­მე­ლიც ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ორ­გა­ნო­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია, რო­გორც უსახ­ლკა­რო.

ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დახ­მა­რე­ბას იღე­ბენ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან ჯან­საც­ვის სა­მი­ნის­ტროს სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მო­ნა­ცემ­თა ბა­ზა­ში. სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის მი­სა­ღე­ბად კი აუ­ცი­ლე­ბე­ლია ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მო­ნა­ცემ­თა ბა­ზა­ში იყოს და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი.

სა­ლო­მე ში­ხაშ­ვი­ლი, Ambebi.ge

იხი­ლეთ ფო­ტო­რე­პორ­ტა­ჟი

რუბრიკის სხვა სიახლეები

ქაშუეთის ეკლესიასთან კარავში დაბანაკებული უსახლკაროების არაადამიანური ყოფა (+ფოტორეპორტაჟი)

ქაშუეთის ეკლესიასთან კარავში დაბანაკებული უსახლკაროების არაადამიანური ყოფა (+ფოტორეპორტაჟი)

თბილისის ცენტრში, ქაშუეთის ეკლესიის უკან, 9 აპრილის ბაღში, დიდი კარავია გაშლილი, მაგრამ არ იფიქროთ, რომ ეს ტურისტების მოზიდვის ახალი ხერხია; კარავში ამჟამად უსახლკარო 10-12 ადამიანი ცხოვრობს. უკვე აცივდა, ზამთარი ახლოვდება, ისინი კი არაადამიანურ პირობებში იმყოფებიან.

უსახლკაროებთან ინტერვიუს ჩასაწერად საღამოს მივედი, წვიმიანი და ცივი ამინდის მიუხედავად, გარეთ დაჟანგებულ შეშის ღუმელს შემოსხდომოდნენ. ღუმელზე საჭმლის მოსახარშად პატარა ალუმინის ქვაბი დაედგათ, - "ნაჩუქარი მატყლის ლეიბი გავყიდეთ და იმ ფულით ცოტა ხორცი ვიყიდეთო", - მეუბნება ხანშიშესული მამაკაცი და ცოტა უნდობლად მიყურებს:

"თითქმის ყოველ დღე მოდიან ჟურნალისტები, ბევრს გვალაპარაკებენ, მაგრამ რისთვის?! 9 თვე გადის და ისევ ამ კარავში ვართ. საინტერესო იცი რა არის? ყველაზე მეტი გულისხმიერება პოლონელმა პადრემ, ვიტოლდ შულჩინსკიმ გამოიჩინა. ერთ ქალბატონს და მამაკაცს ავთვისებიანი სიმსივნე აღმოაჩნდათ. სწორედ პადრემ მოიძია თანხა და უფასოდ გაუკეთა ოპერაცია. წამლებითაც და ზამთრის ტანსაცმლითაც ის გვეხმარება. ქაშუეთის ეკლესიიდან სამი თვის წინ ერთი ნათურა გვქონდა გამოყვანილი და კარავს ასე ვანათებდით, ახლა არც ეს ნათურა გვაქვს. იმიზეზებენ, თელასის წარმომადგენლის მოსვლაა საჭირო გაყვანილობის გადაკეთებლადო. ამას სამი თვე სჭირდება?!"

"ჟურნალისტები მოდიან და გვეკითხებიან, რატომ და როგორ მოხვდით ამ კარავშიო", - ოდნავ წყენაშეპარული ხმით მეუბნება ჭაღარა მამაკაცი, - "მე კიდევ ვეუბნები, ბალღობიდან აქა ვზივარ-მეთქი... რა მნიშვნელობა აქვს, რატომ ან როგორ მოვხვდი, ფაქტია, რომ გამიჭირდა და სხვა გზა არ მაქვს."

როგორც უსახლკაროები ამბობენ, მათთან რამდენიმეჯერ მივიდნენ მერიიდან, დახმარებასაც შეჰპირდნენ. ქალაქის რუკაზე დატანილი კარავიც აჩვენეს, დროებითი თავშესაფრის სტატუსით.

ეს კარავი 9 აპრილის ბაღში ერთი წლის წინ სამოქალაქო აქტივისტების ინიციატივით დაიდგა, რასაც წინ უძღოდა რამდენიმე ადამიანის ყინვისგან გარდაცვალება. ზოგ უსახლკაროს კი იმ ზამთარს ყინვის გამო კიდურები მოეყინა და ამპუტაცია გახდა საჭირო. ამის შემდეგ მერიამ დროებითი თავშესაფარი გახსნა, სადაც უსახლკაროები ღამით აფარებდნენ თავს, მაგრამ მალე ამ თავშესაფრებმაც შეწყვიტა ფუნქციონირება.

Ambebi.ge დაინტერესდა, ინფორმირებულია თუ არა თბილისის მერია კარავში მცხოვრები უსახლკაროების შესახებ და როგორ აპირებენ მათი პრობლემის მოგვარებას. მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის, მამუკა ქაცარავას თქმით, მერიამ დაიწყო დონორ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციები, რათა შეიმუშავოს სამოქმედო გეგმა მსგავსი პრობლემების მქონე ადამიანების დასახმარებლად. მისი თქმით, უკვე შერჩეულია შენობები თბილისის მასშტაბით, რათა ამ ადამიანებს ჰქონდეთ თავშესაფარი. როგორც მერიაში ამბობენ, უახლოეს დღეებში დაიწყება კონკრეტული შენობების რეაბილიტაცია და უსახლკარო ადამიანებს ზამთრის ცივ დღეებში თავშესაფარი ექნებათ.

ასევე, მიმდინარეობს მოლაპარაკებები საერთაშორისო ორგანიზაციებთან საკვებითა და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით მომარაგების კუთხით. მერიაში იმედს გამოთქვამენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით, თადანაფინანსების მეშვეობით, 9 აპრილის ბაღში მყოფი უსახლკაროებისთვის დროებითი თავშესაფრის მოძიებას შეძლებენ.

საქართველოში მოქმედი კანონი სოციალური დახმარების შესახებ ვრცელდება საქართველოში კანონიერ საფუძველზე მუდმივად მცხოვრებ, სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირებზე, ღატაკ ოჯახებსა და უსახლკარო პირებზე. ამავე კანონის მე-4 მუხლში ტერმინ "უსახლკაროს" ასეთი განმარტება აქვს: უსახლკარო პირი - მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილის არმქონე პირი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში რეგისტრირებულია, როგორც უსახლკარო.

ქვეყანაში არსებული სოციალური პოლიტიკიდან გამომდინარე, დახმარებას იღებენ ის ადამიანები, რომლებიც რეგისტრირებულები არიან ჯანსაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში. სოციალური დახმარების მისაღებად კი აუცილებელია ბენეფიციარი ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემთა ბაზაში იყოს დარეგისტრირებული.

სალომე შიხაშვილი, Ambebi.ge

იხილეთ ფოტორეპორტაჟი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია