ბათუმის ცვილის ფიგურების მუზეუმი გაძარცვეს. მუზეუმში მედეას ქანდაკება და სხვა ქანდაკებები დამტვრეულია, ტექნიკის ნაწილი კი გატანილი. აღნიშნული "ამბები.გე"-ს კორესპონდენტმა აღმოაჩინა, რომელიც მუზეუმში ცვილის ფიგურებისთვის ფოტოს გადასაღებად იყო მისული.
მუზეუმის გარე ფასადიდან მოპარულია სანიაღვრე არხების მილები. ცვილის ფიგურების მუზეუმი გახსნიდან 2 კვირის შემდეგ დაიხურა, სულ ჯამში 20-მდე ბილეთი გაიყიდა.
შენობის გაძარცვის შესახებ კუტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს თანამშრომლებიც საუბრობდნენ.
იხილეთ ფოტოგალერეა