მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში ყოველი 10 ავტომანქანიდან 2 ტაქსია
თბილისში ყოველი 10 ავტომანქანიდან 2 ტაქსია

თბი­ლის­ში კერ­ძო ტაქ­სე­ბი სო­კო­ე­ბი­ვით მომ­რავ­ლდნენ. მათი რა­ო­დე­ნო­ბის შე­სა­ხებ ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი არ მო­ი­პო­ვე­ბა. და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით კი, ყვი­თელ­ნიშ­ნი­ა­ნი მან­ქა­ნე­ბის რი­ცხვი 25 000-ს აჭარ­ბებს. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ყო­ვე­ლი 10 ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან 2 ტაქ­სია.

რაც შე­ე­ხე­ბა ტაქ­სის მძღო­ლის დღი­ურ შე­მო­სა­ვალს, სა­შუ­ა­ლოდ, 20-40 ლა­რის ფარ­გლებ­შია. ტრან­სპორ­ტის ეს სფე­რო ერ­თა­დერ­თი საქ­მი­ა­ნო­ბაა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რომ­ლებ­საც უჭირთ და სხვა შე­მო­სა­ვა­ლი არ გა­აჩ­ნი­ათ, მათ შო­რის, უმე­ტე­სო­ბა ყო­ფი­ლი პრო­ფე­სო­რია, ექი­მი, ჟურ­ნა­ლის­ტი, პე­და­გო­გი, ინ­ჟი­ნე­რი და ეკო­ნო­მის­ტი... მოკ­ლედ, თით­ქოს ყვე­ლა პრო­ფე­სი­ამ ამ ერთ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში მო­ი­ყა­რა თავი.

ყვე­ლა­ზე მე­ტად ამ ფაქ­ტორ­მა ტაქ­სის კომ­პა­ნი­ე­ბი შე­აშ­ფო­თა. ისი­ნი ითხო­ვენ, შე­მო­ი­ღონ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი და მო­ქა­ლა­ქე­ებს ტაქ­სის­ტე­ბად მუ­შა­ო­ბის პი­რო­ბე­ბი გა­ურ­თუ­ლონ.

დღეს სა­კუ­თა­რი მნა­ქა­ნის ტაქ­სად გა­და­კე­თე­ბა, სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, ნე­ბის­მი­ერ პირს შე­უძ­ლია და სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან მას­ზე არა­ნა­ი­რი შე­ზღუდ­ვე­ბი არ წეს­დე­ბა.

ტაქ­სე­ბით მომ­სა­ხუ­რე­ბის კომ­პა­ნია "ომე­გას" წარ­მო­მად­გენ­ლის გან­ცხა­დე­ბით, პრობ­ლე­მებს კლი­ენ­ტე­ბი, ძი­რი­თა­დად, "3-ლა­რი­ა­ნი" და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ტაქ­სე­ბის შემ­თხვე­ვა­ში აწყდე­ბი­ან. მისი თქმით, სა­ხელ­მწი­ფო კონ­ტრო­ლის ან რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, თბი­ლის­ში ამ­დე­ნი ტაქ­სი არ ივ­ლი­და.

კომ­პა­ნი­ა­ში იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ იაფი ტაქ­სე­ბის უმე­ტე­სო­ბა მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლია, არ უტარ­დე­ბა მო­ნი­ტო­რინ­გი და მგზავ­რე­ბის უსაფრ­თხო გა­და­ად­გი­ლე­ბას პრობ­ლე­მებს უქ­მნის.

"ჩვენ­თან ხში­რად რე­კა­ვენ და კი­თხუ­ლო­ბენ, 3-ლა­რი­ა­ნი ტაქ­სე­ბი ვართ თუ არა, რად­გან ია­ფია, თუმ­ცა მი­სით სარ­გებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში ან ქუ­ჩა­ში რჩე­ბით და ან კი­დევ შე­იძ­ლე­ბა და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლამ­დე დრო­უ­ლად ვერ მიხ­ვი­დეთ", - აცხა­დე­ბენ "ომე­გა­ში".

რაც არ უნდა გა­გიკ­ვირ­დეს, რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შე­მო­ღე­ბა­ზე უარს არც კერ­ძო ტაქ­სის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ. მათი თქმით, თბი­ლის­ში, ტაქ­სე­ბის მო­ზღვა­ვე­ბის გამო, პრო­ფე­სი­ო­ნალ მძღო­ლებს კლი­ენ­ტი აკ­ლდე­ბა. ლი­ცენ­ზი­ის და­კის­რე­ბა კი ბა­ზარს შემ­თხვე­ვით ტაქ­სის­ტე­ბის­გან და­ი­ცავს.

"ვი­საც არ ეზა­რე­ბა, ყვე­ლა "ტაქ­სა­ობს". არა­ფერს ვამ­ბობ იმ ადა­მი­ა­ნებ­ზე, რომ­ლებ­მაც შე­მო­სა­ვა­ლი და­კარ­გეს და არ­სე­ბო­ბის სხვა სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვთ. ჩემ გვერ­დით რამ­დე­ნი­მე ისე­თი "ტაქ­სის­ტი" მე­გუ­ლე­ბა, რო­მელ­საც აქვს კარ­გი სამ­სა­ხუ­რი, მაგ­რამ სამ­სა­ხუ­რის და­წყე­ბამ­დე, თუნ­დაც 2 სა­ა­თით, დღი­ურ ფულს ტაქ­სა­ო­ბით იძენს. ასე­თე­ბი არი­ან მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სის მძღო­ლე­ბიც, რომ­ლე­ბიც დღე­გა­მოშ­ვე­ბით მუ­შა­ო­ბენ და დას­ვე­ნე­ბის დღე­ებ­ში "ტაქ­სის­ტო­ბას" ითავ­სე­ბენ. ამით კი ჩვენ ვზა­რალ­დე­ბით.

ლი­ცენ­ზი­ის შე­მო­ღე­ბა, ცხა­დია, ბევ­რს ამ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე ხელს აა­ღე­ბი­ნებს, ზედ­მე­ტი გა­და­სა­ხა­დის გა­ღე­ბა არა­ვის ენ­დო­მე­ბა, მით უმე­ტეს, რომ ისი­ნი მხო­ლოდ დრო­ის მცი­რე მო­ნაკ­ვეთ­ში "ტაქ­სა­ო­ბენ". სხვა გა­მო­სა­ვალს ვერ ვხე­დავ. იმ­დე­ნად ბევ­რი ტაქ­სია, რომ მგზავ­რე­ბის პრობ­ლე­მა გაჩ­ნდა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ამ სერ­ვისს მო­სახ­ლე­ო­ბა, სიძ­ვი­რის გამო აქ­ტი­უ­რად ვერ მი­მარ­თავს. ჩემი დაკ­ვირ­ვე­ბით, თითო მგზავრზე სამი ტაქ­სი მო­დის, ასე მუ­შა­ო­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია", - ამ­ბობს გრი­შა ძა­ძა­მია, ტაქ­სის მძღო­ლი.

თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმ ფაქტსაც, რომ "ტაქ­სა­ო­ბას" სულ უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი მის­დევს, გა­მო­დის, რომ ამ­დე­ნი ტაქ­სი დე­და­ქა­ლა­ქის მას­შტა­ბით, სა­იჭ­როც კია. მით უმე­ტეს, მძღო­ლე­ბი იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ მომ­ხმა­რებ­ლის დე­ფი­ცი­ტი ე.წ. ტაქ­სე­ბის ბიზ­ნეს­ში არ იგ­რძნო­ბა. პი­რი­ქით, რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი მგზავ­რთა რა­ო­დე­ნო­ბის ზრდა­ზეც სა­უბ­რობს.

"ჟურ­ნა­ლის­ტი ვარ, მაგ­რამ ამ საქ­მი­ა­ნო­ბი­დან იმ­დე­ნად მი­ზე­რუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი მაქვს, რომ და­მა­ტე­ბით საქ­მი­ა­ნო­ბა­ზეც ვი­ფიქ­რე. ამ მხრივ ტაქსს ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ აქვს. 40 წელს გა­დავ­ცდი და ჩემ­თვის სხვა სამ­სა­ხუ­რის შოვ­ნა, გა­მოც­დი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვა­დაც კი, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია.

რამ­დე­ნი­მე თვეა, რაც ამ საქ­მი­ა­ნო­ბით დავ­კავ­დი. დღე­ში 4-5 სა­ა­თის მუ­შა­ო­ბით 20 ლა­რამ­დე გა­მომ­დის. ჯერ­ჯე­რო­ბით მგზავ­რთა სიმ­ცი­რეს არ ვუ­ჩი­ვი. ამ მხრივ გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი არ ვარ, მაგ­რამ არც მათი დე­ფი­ცი­ტი მა­წუ­ხებს", - ამ­ბობს კახა ბი­ბი­ლაშ­ვი­ლი, ტაქ­სის მძღო­ლი.

ტაქ­სის მძღო­ლე­ბის ნა­წი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­თხოვ­ნა გაზ­რდი­ლია ცენ­ტრა­ლუ­რი უბ­ნე­ბის ხარ­ჯზე.

"რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტრს ისე გა­ვივ­ლი, რომ მგზავ­რის აყ­ვა­ნას ვერ ვა­ხერ­ხებ. თოვს თუ წვიმს, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ტაქ­სის გა­ჩე­რე­ბას არ ცდი­ლო­ბენ და მკაცრ ამინ­დშიც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის მო­ლო­დინ­ში არი­ან. თუმ­ცა, მო­თხოვ­ნა თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლუ­რი უბ­ნე­ბის ხარ­ჯზე მო­მა­ტე­ბუ­ლია, მაგ­რამ გა­რე­უბ­ნებ­ზე ეს არ აი­სა­ხე­ბა. პე­რი­ფე­რი­ებ­ში მცხოვ­რებ მო­სახ­ლე­ო­ბას, რო­გორც ჩანს, უფრო უჭირს, თან ტა­რი­ფიც მე­ტია და ჯი­ბეს უფრთხილ­დე­ბი­ან. ხალ­ხს ისე­დაც მცი­რე შე­მო­სა­ვა­ლი აქვს ან სა­ერ­თოდ არ აქვს და ტაქ­სის მომ­სა­ხუ­რე­ბის­გან თავს იკა­ვებს.

ნამ­დვი­ლად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ დღეს მგზავ­რი არ იქ­ნე­ბა იმ­დე­ნი, რამ­დე­ნიც ტაქ­სის­ტია, მაგ­რამ სხვა საქ­მეს ვე­რა­ფერს მოვ­კი­დე ხელი, ამი­ტომ ისევ ტაქ­სა­ო­ბით ვირ­ჩენ თავს. სხვა სა­კი­თხია, რამ­დე­ნად შე­იძ­ლე­ბა ამას თა­ვის, მით უმე­ტეს, ოჯა­ხის რჩე­ნა უწო­დო. ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბით ოჯახ­ში მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა არ შეც­ვლი­ლა, ხარ­ჯი კი დღი­თი დღე იზ­რდე­ბა. მხო­ლოდ იმას მი­ვაღ­წიე, რომ არ გვშია და პუ­რის ფული მა­ინც გვაქვს", - ამ­ბობს მძღო­ლი გიო წუ­ლუ­კი­ძე.

მარი ჩი­ტა­ია

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

თბილისში ყოველი 10 ავტომანქანიდან 2 ტაქსია

თბილისში ყოველი 10 ავტომანქანიდან 2 ტაქსია

თბილისში კერძო ტაქსები სოკოებივით მომრავლდნენ. მათი რაოდენობის შესახებ ოფიციალური მონაცემები არ მოიპოვება. დაუზუსტებელი მონაცემებით კი, ყვითელნიშნიანი მანქანების რიცხვი 25 000-ს აჭარბებს. როგორც ამბობენ, ყოველი 10 ავტომანქანიდან 2 ტაქსია.

რაც შეეხება ტაქსის მძღოლის დღიურ შემოსავალს, საშუალოდ, 20-40 ლარის ფარგლებშია. ტრანსპორტის ეს სფერო ერთადერთი საქმიანობაა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც უჭირთ და სხვა შემოსავალი არ გააჩნიათ, მათ შორის, უმეტესობა ყოფილი პროფესორია, ექიმი, ჟურნალისტი, პედაგოგი, ინჟინერი და ეკონომისტი... მოკლედ, თითქოს ყველა პროფესიამ ამ ერთ საქმიანობაში მოიყარა თავი.

ყველაზე მეტად ამ ფაქტორმა ტაქსის კომპანიები შეაშფოთა. ისინი ითხოვენ, შემოიღონ რეგულაციები და მოქალაქეებს ტაქსისტებად მუშაობის პირობები გაურთულონ.

დღეს საკუთარი მნაქანის ტაქსად გადაკეთება, სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერ პირს შეუძლია და სახელმწიფოს მხრიდან მასზე არანაირი შეზღუდვები არ წესდება.

ტაქსებით მომსახურების კომპანია "ომეგას" წარმომადგენლის განცხადებით, პრობლემებს კლიენტები, ძირითადად, "3-ლარიანი" და ინდივიდუალური ტაქსების შემთხვევაში აწყდებიან. მისი თქმით, სახელმწიფო კონტროლის ან რეგულაციების არსებობის შემთხვევაში, თბილისში ამდენი ტაქსი არ ივლიდა.

კომპანიაში იმასაც ამბობენ, რომ იაფი ტაქსების უმეტესობა მოუწესრიგებელია, არ უტარდება მონიტორინგი და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას პრობლემებს უქმნის.

"ჩვენთან ხშირად რეკავენ და კითხულობენ, 3-ლარიანი ტაქსები ვართ თუ არა, რადგან იაფია, თუმცა მისით სარგებლობის შემთხვევაში ან ქუჩაში რჩებით და ან კიდევ შეიძლება დანიშნულების ადგილამდე დროულად ვერ მიხვიდეთ", - აცხადებენ "ომეგაში".

რაც არ უნდა გაგიკვირდეს, რეგულაციების შემოღებაზე უარს არც კერძო ტაქსისტები ამბობენ. მათი თქმით, თბილისში, ტაქსების მოზღვავების გამო, პროფესიონალ მძღოლებს კლიენტი აკლდება. ლიცენზიის დაკისრება კი ბაზარს შემთხვევით ტაქსისტებისგან დაიცავს.

"ვისაც არ ეზარება, ყველა "ტაქსაობს". არაფერს ვამბობ იმ ადამიანებზე, რომლებმაც შემოსავალი დაკარგეს და არსებობის სხვა საშუალება არ აქვთ. ჩემ გვერდით რამდენიმე ისეთი "ტაქსისტი" მეგულება, რომელსაც აქვს კარგი სამსახური, მაგრამ სამსახურის დაწყებამდე, თუნდაც 2 საათით, დღიურ ფულს ტაქსაობით იძენს. ასეთები არიან მიკროავტობუსის მძღოლებიც, რომლებიც დღეგამოშვებით მუშაობენ და დასვენების დღეებში "ტაქსისტობას" ითავსებენ. ამით კი ჩვენ ვზარალდებით.

ლიცენზიის შემოღება, ცხადია, ბევრს ამ საქმიანობაზე ხელს ააღებინებს, ზედმეტი გადასახადის გაღება არავის ენდომება, მით უმეტეს, რომ ისინი მხოლოდ დროის მცირე მონაკვეთში "ტაქსაობენ". სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. იმდენად ბევრი ტაქსია, რომ მგზავრების პრობლემა გაჩნდა. მოგეხსენებათ, რომ ამ სერვისს მოსახლეობა, სიძვირის გამო აქტიურად ვერ მიმართავს. ჩემი დაკვირვებით, თითო მგზავრზე სამი ტაქსი მოდის, ასე მუშაობა წარმოუდგენელია", - ამბობს გრიშა ძაძამია, ტაქსის მძღოლი.

თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტსაც, რომ "ტაქსაობას" სულ უფრო მეტი ადამიანი მისდევს, გამოდის, რომ ამდენი ტაქსი დედაქალაქის მასშტაბით, საიჭროც კია. მით უმეტეს, მძღოლები იმასაც ამბობენ, რომ მომხმარებლის დეფიციტი ე.წ. ტაქსების ბიზნესში არ იგრძნობა. პირიქით, რამდენიმე მათგანი მგზავრთა რაოდენობის ზრდაზეც საუბრობს.

"ჟურნალისტი ვარ, მაგრამ ამ საქმიანობიდან იმდენად მიზერული შემოსავალი მაქვს, რომ დამატებით საქმიანობაზეც ვიფიქრე. ამ მხრივ ტაქსს ალტერნატივა არ აქვს. 40 წელს გადავცდი და ჩემთვის სხვა სამსახურის შოვნა, გამოცდილების მიუხედავადაც კი, წარმოუდგენელია.

რამდენიმე თვეა, რაც ამ საქმიანობით დავკავდი. დღეში 4-5 საათის მუშაობით 20 ლარამდე გამომდის. ჯერჯერობით მგზავრთა სიმცირეს არ ვუჩივი. ამ მხრივ განებივრებული არ ვარ, მაგრამ არც მათი დეფიციტი მაწუხებს", - ამბობს კახა ბიბილაშვილი, ტაქსის მძღოლი.

ტაქსის მძღოლების ნაწილის ინფორმაციით, მოთხოვნა გაზრდილია ცენტრალური უბნების ხარჯზე.

"რამდენიმე კილომეტრს ისე გავივლი, რომ მგზავრის აყვანას ვერ ვახერხებ. თოვს თუ წვიმს, მოქალაქეები ტაქსის გაჩერებას არ ცდილობენ და მკაცრ ამინდშიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოლოდინში არიან. თუმცა, მოთხოვნა თბილისის ცენტრალური უბნების ხარჯზე მომატებულია, მაგრამ გარეუბნებზე ეს არ აისახება. პერიფერიებში მცხოვრებ მოსახლეობას, როგორც ჩანს, უფრო უჭირს, თან ტარიფიც მეტია და ჯიბეს უფრთხილდებიან. ხალხს ისედაც მცირე შემოსავალი აქვს ან საერთოდ არ აქვს და ტაქსის მომსახურებისგან თავს იკავებს.

ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ დღეს მგზავრი არ იქნება იმდენი, რამდენიც ტაქსისტია, მაგრამ სხვა საქმეს ვერაფერს მოვკიდე ხელი, ამიტომ ისევ ტაქსაობით ვირჩენ თავს. სხვა საკითხია, რამდენად შეიძლება ამას თავის, მით უმეტეს, ოჯახის რჩენა უწოდო. ჩემი საქმიანობით ოჯახში მატერიალური მდგომარეობა არ შეცვლილა, ხარჯი კი დღითი დღე იზრდება. მხოლოდ იმას მივაღწიე, რომ არ გვშია და პურის ფული მაინც გვაქვს", - ამბობს მძღოლი გიო წულუკიძე.

მარი ჩიტაია

გაზეთი ”რეზონანსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია