საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რიჩარდ ნორლანდი - ქართული მხარე რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას ცდილობს
რიჩარდ ნორლანდი - ქართული მხარე რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას ცდილობს

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რუ­სეთს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აქვს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის 20%, ქარ­თუ­ლი მხა­რე ცდი­ლობს, გა­უმ­ჯო­ბეს­დეს რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, რაც არის რე­გი­ონ­ში უსაფრ­თხო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ყვე­ლას ინ­ტე­რე­სი, - ამის შე­სა­ხებ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ელჩმა სა­ქარ­თვე­ლო­ში რი­ჩარდ ნორ­ლან­დმა დღეს ბა­თუმ­ში ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც ელჩმა გან­მარ­ტა, სო­ჭის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სა­კი­თხი მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­და­წყდე­ბა. "რაც შე­ე­ხე­ბა სო­ჭის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სა­კითხს, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მოგ­ვი­ა­ნე­ბით, როცა თა­რი­ღი მო­ახ­ლოვ­დე­ბა. გა­სა­გე­ბია, რა­ტომ შე­იძ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში გული დას­წყდეთ ამის გამო, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს სურს კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გას რე­გი­ონ­ში უსაფრ­თხო­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე", - აღ­ნიშ­ნა რი­ჩარდ ნორ­ლან­დმა.

სა­ქარ­თვე­ლოს არ­ჩე­ულ­მა პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა რუ­სე­თის პირ­ველ არხთან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ სო­ჭის ოლიმ­პი­ა­და­ზე მისი გამ­გზავ­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­ნი­ხი­ლე­ბა. "ჩვენ ასე­ვე გან­ვა­ცხა­დეთ, რომ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ვი­ღებთ რუ­სე­თის ის­ტო­რი­ის­თვის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან მოვ­ლე­ნა­ში – ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ში და გავ­ფან­ტეთ და­ძა­ბუ­ლო­ბის ფონი", - აღ­ნიშ­ნა მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა და დას­ძი­ნა, რომ ამ ეტაპ­ზე გა­ნი­ხი­ლე­ბა სო­ჭის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე ქარ­თველ სპორ­ტსმენ­თა მხარ­და­სა­ჭე­რად სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­ურ­თა წას­ვლის სა­კი­თხი. მი­სი­ვე თქმით, სო­ჭის ოლიმ­პი­ა­და­ზე ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბის გამ­გზავ­რე­ბა კარ­გი და­სა­წყი­სია იმის­თვის, რომ არ შე­იქ­მნას რა­ი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი და­ძა­ბუ­ლო­ბა. რო­გორც გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, ქარ­თუ­ლი მხა­რე მო­ლო­დი­ნით უყუ­რებს სო­ჭის ოლიმ­პი­ა­დას და იმე­დოვ­ნებს, რომ სპორ­ტუ­ლი და კე­თი­ლი ნე­ბის ემო­ცია და­სა­ბამს მის­ცემს გარ­კვე­უ­ლი სა­ხის ახალ ურ­თი­ერ­თო­ბებს არა მხო­ლოდ რუ­სეთ­ში, არა­მედ მთელ მსოფ­ლი­ო­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

რიჩარდ ნორლანდი - ქართული მხარე რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას ცდილობს

რიჩარდ ნორლანდი - ქართული მხარე რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას ცდილობს

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%, ქართული მხარე ცდილობს, გაუმჯობესდეს რუსეთთან ურთიერთობა, რაც არის რეგიონში უსაფრთხოებიდან გამომდინარე ყველას ინტერესი, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა დღეს ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ელჩმა განმარტა, სოჭის ოლიმპიურ თამაშებში საქართველოს მონაწილეობის საკითხი მოგვიანებით გადაწყდება. "რაც შეეხება სოჭის ოლიმპიურ თამაშებში საქართველოს მონაწილეობის საკითხს, გადაწყვეტილება მიღებული იქნება მოგვიანებით, როცა თარიღი მოახლოვდება. გასაგებია, რატომ შეიძლება საქართველოში გული დასწყდეთ ამის გამო, მაგრამ საქართველოს სურს კონსტრუქციული ნაბიჯები გადადგას რეგიონში უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.

საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რუსეთის პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სოჭის ოლიმპიადაზე მისი გამგზავრების შესაძლებლობა განიხილება. "ჩვენ ასევე განვაცხადეთ, რომ მონაწილეობას მივიღებთ რუსეთის ისტორიისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენაში – ოლიმპიურ თამაშებში და გავფანტეთ დაძაბულობის ფონი", - აღნიშნა მარგველაშვილმა და დასძინა, რომ ამ ეტაპზე განიხილება სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველ სპორტსმენთა მხარდასაჭერად სახელმწიფოს მეთაურთა წასვლის საკითხი. მისივე თქმით, სოჭის ოლიმპიადაზე ქართველი სპორტსმენების გამგზავრება კარგი დასაწყისია იმისთვის, რომ არ შეიქმნას რაიმე პოლიტიკური დაძაბულობა. როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, ქართული მხარე მოლოდინით უყურებს სოჭის ოლიმპიადას და იმედოვნებს, რომ სპორტული და კეთილი ნების ემოცია დასაბამს მისცემს გარკვეული სახის ახალ ურთიერთობებს არა მხოლოდ რუსეთში, არამედ მთელ მსოფლიოში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა