ზუგდიდში, აფხაზეთის მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობაში ოთხმა დევნილმა შიმშილობის აქცია დაიწყო. მოშიმშილეები აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსგან საკონსტიტუციო ცვლილების იმ მუხლზე უარის თქმას ითხოვენ, სადაც პრეზიდენტს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს ხელმძღვანელის წარდგენის უფლება ერთმევა. დევნილების განცხადებით, უმაღლეს საბჭოს ეს მოთხოვნა 20 წლის განმავლობაში არ დაუყენებია და გიორგი მარგველაშვილის არჩევის შემდეგ ეს მიზანმიმართულად ხდება.
მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, დევნილები ფართომასშტაბიანი შიმშილობის დაწყებას თბილისში უზენაესი საბჭოს შენობასთან აპირებენ. მოშიმშილეთა განცხადებით, ხვალიდან მათ სხვა დევნილებიც შეუერთდებიან.