საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დათო ტურაშვილი - ჩვენ არა ვართ წიგნიერი ერი
დათო ტურაშვილი - ჩვენ არა ვართ წიგნიერი ერი

"ჩვენ არა ვართ კი­თხვის მოყ­ვა­რუ­ლი, წიგ­ნი­ე­რი ერი და ეს არის სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტი", - გა­ნა­ცხა­და მწე­რალ­მა დათო ტუ­რაშ­ვილ­მა ქუ­თა­ის­ში, წე­რეთ­ლის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ტა­რე­ბულ სა­ჯა­რო ლექ­ცი­ა­ზე. შეხ­ვედ­რა ევ­რო­კავ­ში­რის პრო­ექ­ტის "ვი­სა­უბ­როთ წიგ­ნებ­ზე" ფარ­გლებ­ში გა­ი­მარ­თა და ერთ კონ­კრე­ტულ წიგნს, რო­მენ გა­რის "თეთრ ძაღლს" და­ეთ­მო.

რო­გორც მწე­რალ­მა აღ­ნიშ­ნა, რო­მენ გარი არის მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის ფრან­გულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი და შთამ­ბეჭ­და­ვი მის­ტი­ფი­კა­ცი­ის ავ­ტო­რი. ის ერ­თა­დერ­თი მწე­რა­ლია, ვი­საც გონ­კუ­რის პრე­მია ორ­ჯერ გა­და­ე­ცა. მა­შინ, რო­დე­საც აღ­ნიშ­ნუ­ლი პრე­მია ავ­ტორს მხო­ლოდ ერთხელ ენი­ჭე­ბა.

დათო ტუ­რაშ­ვილ­მა წიგ­ნის ან­ტი­რა­სის­ტულ თე­მა­ტი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბით აღ­ნიშ­ნა, რომ მას დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა სწო­რედ ფე­რად­კა­ნი­ან მკი­თხველ­ში ჰქონ­და. მწე­რა­ლი ნი­გე­რი­ე­ლი სტუ­დენ­ტის ცე­მის ფაქტსაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რო­მე­ლიც წე­რეთ­ლის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში 21 ოქ­ტომ­ბერს მოხ­და. "გან­სხვა­ვე­ბუ­ლის მი­მართ შიში გა­მო­იწ­ვია ორას­წლი­ან­მა მო­ნო­ბამ, რად­გან თა­ვი­სუ­ფალ ადა­მი­ანს არაფ­რის ეში­ნია, ეში­ნია მო­ნას. ქარ­თველს არ ეში­ნო­და მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის კულ­ტუ­რუ­ლი, ეთ­ნი­კუ­რი, რე­ლი­გი­უ­რი გან­სხვა­ვე­ბუ­ლო­ბის. ამ მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბამ შექ­მნა ის უნი­კა­ლუ­რი კულ­ტუ­რა, რი­თაც ქარ­თვე­ლი ამა­ყობს, ამ მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა­ზე მი­უ­თი­თებ­და რუს­თა­ვე­ლიც "გვაქვს უთ­ვა­ლა­ვი ფე­რი­თა", - გა­ნა­ცხა­და დათო ტუ­რაშ­ვილ­მა.

იხი­ლეთ ვრცლად

"ახა­ლი გა­ზე­თი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

დათო ტურაშვილი - ჩვენ არა ვართ წიგნიერი ერი

დათო ტურაშვილი - ჩვენ არა ვართ წიგნიერი ერი

"ჩვენ არა ვართ კითხვის მოყვარული, წიგნიერი ერი და ეს არის სამწუხარო ფაქტი", - განაცხადა მწერალმა დათო ტურაშვილმა ქუთაისში, წერეთლის უნივერსიტეტში ჩატარებულ საჯარო ლექციაზე. შეხვედრა ევროკავშირის პროექტის "ვისაუბროთ წიგნებზე" ფარგლებში გაიმართა და ერთ კონკრეტულ წიგნს, რომენ გარის "თეთრ ძაღლს" დაეთმო.

როგორც მწერალმა აღნიშნა, რომენ გარი არის მეოცე საუკუნის ფრანგულ ლიტერატურაში ყველაზე გახმაურებული და შთამბეჭდავი მისტიფიკაციის ავტორი. ის ერთადერთი მწერალია, ვისაც გონკურის პრემია ორჯერ გადაეცა. მაშინ, როდესაც აღნიშნული პრემია ავტორს მხოლოდ ერთხელ ენიჭება.

დათო ტურაშვილმა წიგნის ანტირასისტულ თემატიკასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მას დიდი გამოხმაურება სწორედ ფერადკანიან მკითხველში ჰქონდა. მწერალი ნიგერიელი სტუდენტის ცემის ფაქტსაც გამოეხმაურა, რომელიც წერეთლის უნივერსიტეტში 21 ოქტომბერს მოხდა. "განსხვავებულის მიმართ შიში გამოიწვია ორასწლიანმა მონობამ, რადგან თავისუფალ ადამიანს არაფრის ეშინია, ეშინია მონას. ქართველს არ ეშინოდა მრავალფეროვნების კულტურული, ეთნიკური, რელიგიური განსხვავებულობის. ამ მრავალფეროვნებამ შექმნა ის უნიკალური კულტურა, რითაც ქართველი ამაყობს, ამ მრავალფეროვნებაზე მიუთითებდა რუსთაველიც "გვაქვს უთვალავი ფერითა", - განაცხადა დათო ტურაშვილმა.

იხილეთ ვრცლად

”ახალი გაზეთი”

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს