საცობები თბილისში - როდის მოგვარდება პრობლემა, რომელიც თბილისში გადაადგილებას გაუსაძლისს ხდის

საცობები თბილისში - როდის მოგვარდება პრობლემა, რომელიც თბილისში გადაადგილებას გაუსაძლისს ხდის

საცობი - პრობლემა, რომელიც ბოლო პერიოდში თბილისში გადაადგილებისას მოქალაქეებს დიდ დისკომფორტს უქმნის, განსაკუთრებით პიკის საათებში. საქმე ის არის, რომ საცობი ერთდროულად თბილისის რამდენიმე წერტილში იქმნება, როგორც ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში, ასევე სანაპიროსა და გარეუბნებში.

პრობლემა აქტუალურია და მასზე "თბილისის ფორუმზეც" ბევრს საუბრობენ. იმისათვის, რომ პრობლემამ საზოგადოებრივი ყურადღება მიიპყროს, ინტერნეტმომხმარებლები პეტიციის შექმნას აპირებენ. ამონარიდი საცობებისგან შეწუხებული "თბილისის ფორუმის" მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებული პოსტიდან:

"ეს პრობლემა არის ძალიან სერიოზული, ნერვები ძლივს მყოფნის ყოველდღე და ესე არის ძალიან ბევრი, თბილისის უმრავლესობა და ძალიან გთხოვთ გაითვალისწინოთ საზოგადოების დიდი ინტერესი და პრობლემა.

... შევქმნათ რაიმე პეტიცია ინტერნეტში, დარწმუნებული ვარ ათასობით ადამიანი მოაწერს ხელს, დავარქვათ "განტვირთეთ საცობები", ან რამე მსგავსი...

უბრალოდ, გაუსაძლისია ეს ყველაფერი, სამსახურიდან სახლამდე 40 წუთი, ნერვების მოშლა, გინება და ასე შემდეგ.

პეტიცია იქნება მთავრობის სახელზე, მოთხოვნით - შექმნან კომისია, შევიდნენ ამ კომისიაში თბილისის მერია, ინფრასტრუქტურის და შს- სამინისტრო, ექსპერტები და ყველა საჭირო ადამიანი ვისაც შეუძლია მოიფიქროს როგორ განიტვირთოს ქალაქი საცობებისგან..

მოიფიქრონ პროექტები, გამოაცხადონ კონკურსი იდეებზე, ან რამე ამდაგვარი და როგორც უნდათ განტვირთონ ქალაქი.

ჩემი აზრით ყველაზე მარტივი რაც შეიძლება უმარტივესად გაკეთდეს არის:

1. ავტობუსებს აეკრძალოთ სხვა ზოლებში სიარული და იმოძრავონ მარტო პირველ ზოლში, მარშუტკებსაც დაუწესდეს გაჩერებები. ან მესამე ზოლში გადასვლის შეზღუდვები.

2. ნაგავი გაიტანონ პიკის საათების შემდეგ ან მანამდე.

3. დაწესდეს დიდი ჯარიმები პეკინისნაირ ქუჩებზე არასაპარკინგო ადგილზე გაჩერებისთვის.

4. ტაქსებს დაუწესდეს ლიცენზიები.

ეს არის ის ყველაზე მარტივად გასაკეთებელი საქმე, რაც ოდნავ მაინც შეამცირებს საცობებს ჩემი აზრით, არც ბევრი ფული უნდა ამის გაკეთებას და არაფერი, მხოლოდ კანონებია მისაღები" - წერს ფორუმელი.

ამბები.ge:

"ამბები.ge" დაინტერესებულია თემის მოკვლევით. ჩვენი ჟურნალისტი დაუკავშირდება შესაბამის ინსტანციებს, რათა უახლოეს მომავალში საცობთან დაკავშირებულ ყველა პრობლემაზე ამომწურავი პასუხები მივიღოთ.

ასევე დაგაინტერესებთ:

ავტობუსის ბილეთები - აურზაური ქალაქში

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია