დღეს თბილისში ძლიერი ქარია მოსალოდნელი, ქარის სიჩქარე წამში 17-22 მეტრი იქნება. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროს უფროსის მოადგილემ , ნინო წვერავამ განუცხადა, დღეს დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარი და წვიმა შენარჩუნდება, რაც აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზეც გავრცელდება. იწვიმებს აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში.
ხვალ ასევე იწვიმებს ქვეყნის უმეტეს რაიონებში, მათ შორის თბილისშიც. ჰაერის საშუალო ტემპერატურა აღმოსავლეთში 14, ხოლო დასავლეთში - 18 გრადუსი იქნება.
ამასთან, 10 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში კვლავ მცირე წვიმაა მოსალოდნელი. თბილისში ჰაერის ტემპერატურა 11 გრადუსი იქნება.
11 ნოემბრიდან 16 ნოემბრის ჩათვლით აღმოსავლეთ საქართველოში გამოიდარებს და მზიანი ამინდები იქნება. ჰაერის ტემპერატურა ეტაპობრივად მოიმატებს და 24 გრადუსი იქნება. დასავლეთ საქართველოში 10 ნოემბრიდან 16 ნოემბრის ჩათვლით გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა 26 გრადუსს მიაღწევს.