საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯემალ ჭკუასელი – რუსეთის დროშის დაწვა ვანდალიზმი და ხეპრეობაა!
ჯემალ ჭკუასელი – რუსეთის დროშის დაწვა ვანდალიზმი და ხეპრეობაა!

"ალ­ბათ ბევ­რს აწუ­ხებს კი­თხვა, პრე­ზი­დენ­ტის სა­ი­ნა­უ­გუ­რა­ციო კონ­ცერ­ტზე სა­ცეკ­ვაო ნომ­რე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად მხო­ლოდ ან­სამ­ბლ "ერი­სი­ონ­ზე" რა­ტომ გა­კეთ­და არ­ჩე­ვა­ნი... იმი­ტომ რომ, ჩვენ ყვე­ლა­ზე კარ­გად შეგ­ვიძ­ლია წარ­მო­ვა­ჩი­ნოთ სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ლი­ე­რე­ბა და კულ­ტუ­რა.. - აცხა­დებს ან­სამ­ბლ "ერი­სი­ო­ნის" სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი - ჯე­მალ ჭკუ­ა­სე­ლი.

ჯე­მალ ჭკუ­ა­სე­ლი:

- თით­ქმის ათი წელი "გა­ჩო­ჩე­ბუ­ლი" ვი­ყა­ვით გვერ­დზე. არ მსურს ვიტ­რა­ბა­ხო, მაგ­რამ ასე­თი კო­ლექ­ტი­ვის "ჩა­ჩო­ჩე­ბა" უბ­რა­ლოდ არ შე­იძ­ლე­ბა. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ვის ვახ­სოვ­დით... სა­ი­ნა­უ­გუ­რა­ციო კონ­ცერ­ტზე ჩვე­ნი მიწ­ვე­ვა კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

- რო­გორ ფიქ­რობთ, მა­ინ­ცდა­მა­ინც თქვე­ნი ან­სამ­ბლი რა­ტომ აარ­ჩი­ეს?

- ვფიქ­რობ, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მია მთა­ვა­რი და ამი­ტომ შე­ჩერ­და ჩვენ­ზე არ­ჩე­ვა­ნი.. კი­დევ იმი­ტომ რომ, მხო­ლოდ ჩვენ შეგ­ვიძ­ლია სულ ერთ სა­ათ­ში წარ­მო­ვა­ჩი­ნოთ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო. თუ ისე­თი დო­ნის სპექ­ტაკლს ვერ დგამ, რო­გო­რიც ჩვენ შეგ­ვიძ­ლია, ერთ სა­ათ­ში ვე­რა­ვის ვე­რა­ფერს და­ა­ნა­ხებ, ვერც უცხო­ელს და ვერც ქარ­თველს...

- დიახ, მაგ­რამ ალ­ბათ და­მე­თან­ხმე­ბით, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი გა­ღი­ზი­ან­დე­ბა, მხო­ლოდ "ერი­სი­ო­ნი" რომ აირ­ჩი­ეს. რას ეტყო­დით იმ ხალ­ხს?

- მათ ვე­ტყო­დი, რომ ათი წელი ჩრდილ­ში ვი­ყა­ვით, მაგ­რამ ჩვენ­თვის ვი­ყა­ვით წყნა­რად და ხმას არ ვი­ღებ­დით. არც გვი­ფიქ­რია, სხვე­ბის­თვის ხელი შეგ­ვე­შა­ლა და ინ­ტრი­გე­ბი გვეხ­ლარ­თა. ახლა ჩვენ დაგ­ვა­ცა­დონ. თუ ვინ­მე მო­ინ­დო­მებს ინ­ტრი­გა­ნო­ბას, სულ­ხან სა­ბას სი­ტყვებს შე­ვახ­სე­ნებ - "შური სხვი­სა სი­კე­თი­სა ზედა"... კი­დევ ვი­მე­ო­რებ, რომ აგ­ვარ­ჩი­ეს მხო­ლოდ იმ მო­ტი­ვით, რომ ჩვენ ყვე­ლა­ზე კარ­გად შეგ­ვიძ­ლია წარ­მო­ვა­ჩი­ნოთ სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ლი­ე­რე­ბა და კულ­ტუ­რა.

- წინა მთავ­რო­ბას თა­ვის ფა­ვო­რი­ტი ხე­ლო­ვა­ნე­ბი ჰყავ­და. ახ­ლან­დელ მთავ­რო­ბის ფა­ვო­რი­ტი ან­სამ­ბლი "ერი­სი­ო­ნია"-?

- არა­ვი­თა­რი ფა­ვო­რი­ტე­ბი! სა­ბედ­ნი­ე­როდ, ვიც­ნობ ბა­ტონ ბი­ძი­ნას და პირ­და­პირ გე­ტყვით - არ ახა­სი­ა­თებს ვინ­მე რა­ღაც ნიშ­ნით გა­მო­არ­ჩი­ოს. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი რომ გა­მო­არ­ჩი­ონ, ეს ევა­ლე­ბათ კი­დეც. წარმ­მარ­თვე­ლი უნდა იყოს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი და შე­დე­გი!

იხი­ლეთ სტა­ტის სრუ­ლად Kvirispalitra.ge-ზე

რუბრიკის სხვა სიახლეები

ჯემალ ჭკუასელი – რუსეთის დროშის დაწვა ვანდალიზმი და ხეპრეობაა!

ჯემალ ჭკუასელი – რუსეთის დროშის დაწვა ვანდალიზმი და ხეპრეობაა!

"ალბათ ბევრს აწუხებს კითხვა, პრეზიდენტის საინაუგურაციო კონცერტზე საცეკვაო ნომრების შესასრულებლად მხოლოდ ანსამბლ "ერისიონზე" რატომ გაკეთდა არჩევანი... იმიტომ რომ, ჩვენ ყველაზე კარგად შეგვიძლია წარმოვაჩინოთ საქართველოს სულიერება და კულტურა.. - აცხადებს ანსამბლ "ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელი - ჯემალ ჭკუასელი.

ჯემალ ჭკუასელი:

- თითქმის ათი წელი "გაჩოჩებული" ვიყავით გვერდზე. არ მსურს ვიტრაბახო, მაგრამ ასეთი კოლექტივის "ჩაჩოჩება" უბრალოდ არ შეიძლება. წლების განმავლობაში არავის ვახსოვდით... საინაუგურაციო კონცერტზე ჩვენი მიწვევა კულტურის სამინისტროს დამსახურებაა.

- როგორ ფიქრობთ, მაინცდამაინც თქვენი ანსამბლი რატომ აარჩიეს?

- ვფიქრობ, პროფესიონალიზმია მთავარი და ამიტომ შეჩერდა ჩვენზე არჩევანი.. კიდევ იმიტომ რომ, მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია სულ ერთ საათში წარმოვაჩინოთ სრულიად საქართველო. თუ ისეთი დონის სპექტაკლს ვერ დგამ, როგორიც ჩვენ შეგვიძლია, ერთ საათში ვერავის ვერაფერს დაანახებ, ვერც უცხოელს და ვერც ქართველს...

- დიახ, მაგრამ ალბათ დამეთანხმებით, რომ ძალიან ბევრი გაღიზიანდება, მხოლოდ "ერისიონი" რომ აირჩიეს. რას ეტყოდით იმ ხალხს?

- მათ ვეტყოდი, რომ ათი წელი ჩრდილში ვიყავით, მაგრამ ჩვენთვის ვიყავით წყნარად და ხმას არ ვიღებდით. არც გვიფიქრია, სხვებისთვის ხელი შეგვეშალა და ინტრიგები გვეხლართა. ახლა ჩვენ დაგვაცადონ. თუ ვინმე მოინდომებს ინტრიგანობას, სულხან საბას სიტყვებს შევახსენებ - "შური სხვისა სიკეთისა ზედა"... კიდევ ვიმეორებ, რომ აგვარჩიეს მხოლოდ იმ მოტივით, რომ ჩვენ ყველაზე კარგად შეგვიძლია წარმოვაჩინოთ საქართველოს სულიერება და კულტურა.

- წინა მთავრობას თავის ფავორიტი ხელოვანები ჰყავდა. ახლანდელ მთავრობის ფავორიტი ანსამბლი "ერისიონია"-?

- არავითარი ფავორიტები! საბედნიეროდ, ვიცნობ ბატონ ბიძინას და პირდაპირ გეტყვით - არ ახასიათებს ვინმე რაღაც ნიშნით გამოარჩიოს. პროფესიონალიზმი რომ გამოარჩიონ, ეს ევალებათ კიდეც. წარმმართველი უნდა იყოს პროფესიონალიზმი და შედეგი!

იხილეთ სტატის სრულად Kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია