პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად და როგორ აწყობენ თვითმფრინავებს
სად და როგორ აწყობენ თვითმფრინავებს

11 დღე - სწო­რედ ეს დროა სა­ჭი­რო ერთი ახა­ლი Boeing-737-ის, მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ლა­ი­ნე­რის ასა­წყო­ბად. ამე­რი­კე­ლე­ბი Boeing-737-ს 1967 წლი­დან უშ­ვე­ბენ. მას შემ­დეგ მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე ის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი და კო­მერ­ცი­უ­ლად წარ­მა­ტე­ბუ­ლი თვითმფრი­ნა­ვია. მიმ­დი­ნა­რე წლის მა­ი­სის მდგო­მა­რე­ო­ბით, დამ­კვეთს 7604 სხვა­დას­ხვა მო­დი­ფი­კა­ცი­ის ლა­ი­ნე­რი გა­და­ე­ცა.

თვითმფრი­ნა­ვებს ქა­ლაქ სი­ეტ­ლში, რენ­ტო­ნის სა­ა­ვი­ა­ციო ქარ­ხა­ნა­ში აწყო­ბენ. აქვე მოქ­მე­დებს ტუ­რის­ტუ­ლი ექ­სკურ­სი­ე­ბი. ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს გარ­კვე­უ­ლი თან­ხის გა­დახ­დის შემ­დეგ, Boeing-737-ის დამ­ზა­დე­ბის სრუ­ლი ციკ­ლის ნახ­ვა შე­უძ­ლია. მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს ქარ­ხა­ნა ბომბდამ­შე­ნებს უშ­ვებ­და და პრო­ფი­ლი 1952 წელს შე­იც­ვა­ლა. მას შემ­დეგ აქ მხო­ლოდ სა­მო­ქა­ლა­ქო ლა­ი­ნე­რე­ბი იწყო­ბა.

თვითმფრი­ნა­ვე­ბის ფი­უ­ზე­ლა­ჟებს კან­ზა­სის შტატ­ში აწყო­ბენ და რენ­ტონ­ში რკი­ნიგ­ზით გად­მო­აქვთ. 3218 კმ-ზე ტრან­სპორ­ტი­რე­ბას 8 დღე სჭირ­დე­ბა. ყო­ველ­თვი­უ­რად ქარ­ხა­ნას 38 ახა­ლი თვითმფრი­ნა­ვი ტო­ვებს. ამ­ჟა­მად ერთი თვითმფრი­ნა­ვის აწყო­ბას 11 დღე სჭირ­დე­ბა. პერ­სპექ­ტი­ვა­ში წარ­მო­ე­ბის პრო­ცე­სის ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ის გზით, ამ ვა­დის შემ­ცი­რე­ბას 10 დღემ­დე გეგ­მა­ვენ.

დიდი თვითმფრი­ნა­ვე­ბის აწყო­ბა, დიდ ფართს სა­ჭი­რო­ებს. სა­ამ­ქროს სიგ­რძე, სა­დაც Boeing-737-ებს აწყო­ბენ 340, სი­გა­ნე კი 320 მეტ­რია. ტე­რი­ტო­რი­ის სი­დი­დი­დან გა­მომ­დი­ნა­რე პერ­სო­ნა­ლი სა­ამ­ქროს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბი­სა და მცი­რე ზო­მის ტვირ­თე­ბის გა­და­ტა­ნის­თვის ასეთ სამ­თვლი­ან ვე­ლო­სი­პე­დებს იყე­ნებს.

აწყო­ბის პრო­ცეს­ში თვითმფრი­ნა­ვებ­ზე მაგრდე­ბა ფრთე­ბი, ძრა­ვე­ბი, შასი. მონ­ტაჟ­დე­ბა სა­ლო­ნი, სა­ვარ­ძლე­ბი, ყვე­ლა სა­ჭი­რო ატ­რი­ბუ­ტი და აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა.

დე­ტა­ლუ­რად მოწ­მდე­ბა ყვე­ლა სის­ტე­მის და კვან­ძის გა­მარ­თუ­ლი მუ­შა­ო­ბა. პრო­ცეს­ში მხო­ლოდ მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი პერ­სო­ნა­ლი მო­ნა­წი­ლე­ობს. ყო­ველ­მხრი­ვი შე­მოწ­მე­ბის შემ­დეგ, თვითმფრი­ნა­ვი სა­ამ­ქროს ტო­ვებს და პირ­ვე­ლი აფ­რე­ნის­თვის ემ­ზა­დე­ბა.

7 დღი­ა­ნი გა­მოც­დე­ბის, შემ­დეგ სა­ბო­ლოო შე­ღებ­ვის­თვის თვითმფრი­ნავს უკან ქარ­ხა­ნა­ში აბ­რუ­ნე­ბენ. ერთი Boeing-737-ის შე­ღებ­ვას და­ახ­ლო­ე­ბით 190 ლიტ­რი სა­ღე­ბა­ვი სჭირ­დე­ბა. სა­მო­ქა­ლა­ქო თვითმფრი­ნა­ვე­ბის წარ­მო­ე­ბა­ში, Boeing-ის გა­ყიდ­ვე­ბის 60 %-ზე მეტი სწო­რედ "737" მო­დე­ლის ავი­ლა­ი­ნე­რებ­ზე მო­დის. თვითმფრი­ნა­ვი იმ­დე­ნად პო­პუ­ლა­რუ­ლია, რომ ნე­ბის­მი­ერ მო­მენ­ტში ჰა­ერ­ში ერ­თდრო­უ­ლად ამ მარ­კის 1000-1100 თვითმფრი­ნა­ვი იმ­ყო­ფე­ბა და ყო­ველ 5 წამ­ში მსოფ­ლი­ო­ში, სა­დღაც ერთი Boeing-737 ჯდე­ბა ან ფრინ­დე­ბა.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ fresher.ru-ის მი­ხედ­ვით.

სად და როგორ აწყობენ თვითმფრინავებს

სად და როგორ აწყობენ თვითმფრინავებს

11 დღე - სწორედ ეს დროა საჭირო ერთი ახალი Boeing-737-ის, მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სამოქალაქო ავიალაინერის ასაწყობად. ამერიკელები Boeing-737-ს 1967 წლიდან უშვებენ. მას შემდეგ მსოფლიო ბაზარზე ის ყველაზე პოპულარული და კომერციულად წარმატებული თვითმფრინავია. მიმდინარე წლის მაისის მდგომარეობით, დამკვეთს 7604 სხვადასხვა მოდიფიკაციის ლაინერი გადაეცა.

თვითმფრინავებს ქალაქ სიეტლში, რენტონის საავიაციო ქარხანაში აწყობენ. აქვე მოქმედებს ტურისტული ექსკურსიები. ნებისმიერ მსურველს გარკვეული თანხის გადახდის შემდეგ, Boeing-737-ის დამზადების სრული ციკლის ნახვა შეუძლია. მეორე მსოფლიო ომის დროს ქარხანა ბომბდამშენებს უშვებდა და პროფილი 1952 წელს შეიცვალა. მას შემდეგ აქ მხოლოდ სამოქალაქო ლაინერები იწყობა.

თვითმფრინავების ფიუზელაჟებს კანზასის შტატში აწყობენ და რენტონში რკინიგზით გადმოაქვთ. 3218 კმ-ზე ტრანსპორტირებას 8 დღე სჭირდება. ყოველთვიურად ქარხანას 38 ახალი თვითმფრინავი ტოვებს. ამჟამად ერთი თვითმფრინავის აწყობას 11 დღე სჭირდება. პერსპექტივაში წარმოების პროცესის ოპტიმიზაციის გზით, ამ ვადის შემცირებას 10 დღემდე გეგმავენ.

დიდი თვითმფრინავების აწყობა, დიდ ფართს საჭიროებს. საამქროს სიგრძე, სადაც Boeing-737-ებს აწყობენ 340, სიგანე კი 320 მეტრია. ტერიტორიის სიდიდიდან გამომდინარე პერსონალი საამქროს ტერიტორიაზე გადაადგილებისა და მცირე ზომის ტვირთების გადატანისთვის ასეთ სამთვლიან ველოსიპედებს იყენებს.

აწყობის პროცესში თვითმფრინავებზე მაგრდება ფრთები, ძრავები, შასი. მონტაჟდება სალონი, სავარძლები, ყველა საჭირო ატრიბუტი და აღჭურვილობა.

დეტალურად მოწმდება ყველა სისტემის და კვანძის გამართული მუშაობა. პროცესში მხოლოდ მაღალკვალიფიციური პერსონალი მონაწილეობს. ყოველმხრივი შემოწმების შემდეგ, თვითმფრინავი საამქროს ტოვებს და პირველი აფრენისთვის ემზადება.

7 დღიანი გამოცდების, შემდეგ საბოლოო შეღებვისთვის თვითმფრინავს უკან ქარხანაში აბრუნებენ. ერთი Boeing-737-ის შეღებვას დაახლოებით 190 ლიტრი საღებავი სჭირდება. სამოქალაქო თვითმფრინავების წარმოებაში, Boeing-ის გაყიდვების 60 %-ზე მეტი სწორედ "737" მოდელის ავილაინერებზე მოდის. თვითმფრინავი იმდენად პოპულარულია, რომ ნებისმიერ მომენტში ჰაერში ერთდროულად ამ მარკის 1000-1100 თვითმფრინავი იმყოფება და ყოველ 5 წამში მსოფლიოში, სადღაც ერთი Boeing-737 ჯდება ან ფრინდება.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ fresher.ru-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა