მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილი ნიკოლა სარკოზის შეხვდა
მიხეილ სააკაშვილი ნიკოლა სარკოზის შეხვდა

სა­ქარ­თვე­ლოს მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტი პა­რიზ­ში ნი­კო­ლა სარ­კო­ზის შეხ­ვდა.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, სა­უბ­რის მთა­ვა­რი თემა სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცია და 2008 წელს ე.წ სარ­კო­ზი-მედ­ვე­დე­ვის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა იყო.

პა­რიზ­ში ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ასამ­ბლე­ის წევ­რებ­საც შეხ­ვდა. რო­გორც პრე­ზი­დენ­ტმა აღ­ნიშ­ნა, ვილ­ნი­უ­სის სა­მი­ტის წინ ევ­რო­პის სხვა ქვეყ­ნებ­საც ეს­ტუმ­რე­ბა და და­გეგ­მილ შეხ­ვედ­რებ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებს გა­ნი­ხი­ლავს.

"დიდ­ხანს ვე­სა­უბ­რე ჩემს მე­გო­ბარ ნი­კო­ლა სარ­კო­ზის. ის არა მხო­ლოდ საფ­რან­გე­თის წარ­სუ­ლია, არა­მედ ამ ქვეყ­ნი­სა და ევ­რო­პის მო­მა­ვა­ლი - ეს ყვე­ლამ იცის. ამი­ტომ ამ ურ­თი­ერ­თო­ბას ჩემ­თვის დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. თუმ­ცა, სარ­კო­ზის­თან სა­უ­ბარს სხვა მნიშ­ვნე­ლო­ბაც აქვს. სარ­კო­ზი არის სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის ერთ-ერთი ცო­ცხა­ლი და მოქ­მე­დი სიმ­ბო­ლო. მა­შინ, რო­დე­საც ხელი მო­ე­წე­რა სარ­კო­ზი-მედ­ვე­დე­ვის შე­თან­ხმე­ბას, ძა­ლი­ან დიდი ბრძო­ლის შე­დე­გად მი­ვაღ­წი­ეთ იმას, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბა არის ბო­ლომ­დე და­ცუ­ლი. პრობ­ლე­მა არის ის, რომ თუ გა­სუ­ლი წლის ოქ­ტომ­ბრამ­დე სარ­კო­ზი- მედ­ვე­დე­ვის შე­თან­ხმე­ბას ევ­რო­პე­ლე­ბი და ამე­რი­კე­ლე­ბი რუ­სეთს პრაქ­ტი­კუ­ლად ყო­ველ კვი­რას ახ­სე­ნებ­დენ, 1-ელი ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ, ჩემ­თვის გა­უ­გე­ბა­რი მი­ზე­ზე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ შე­წყვი­ტა ამ შე­თან­ხმე­ბა­ზე ლა­პა­რა­კი და ჩვენ­მა და­სავ­ლელ­მა პარტნი­ო­რებ­მაც მა­შინ­ვე შე­წყვი­ტეს ამ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის დაც­ვა­ზე სა­უ­ბა­რი", - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას "მე­გობ­რუ­ლად ურ­ჩევს", მუდ­მი­ვად ახ­სე­ნონ ის შე­თან­ხმე­ბა, რო­მე­ლიც რუ­სეთ­მა "ვე­რა­გუ­ლად და­არ­ღვია" და ყო­ველ­დღი­უ­რად არ­ღვევს მავ­თულხლარ­თე­ბის გად­მო­წე­ვით თუ ჯა­რე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცი­ით.

"სა­ბო­ლო­ოდ, რუ­სეთს მო­უ­წევს ამ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის დაც­ვა. დღეს ბევ­რი ვი­სა­უბ­რეთ იმა­ზე, რომ ამ სა­კი­თხებ­ზე ყვე­ლამ ერ­თად გა­ვა­მახ­ვი­ლოთ ყუ­რა­დღე­ბა. გარ­და ამი­სა, შევ­ხვდი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ასამ­ბლე­ის წევ­რებს. ჩვენ ვემ­ზა­დე­ბით ვილ­ნი­უ­სის სა­მი­ტის­თვის და ამ სა­მი­ტამ­დე კი­დევ რამ­დე­ნი­მე ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნის მოვ­ლას ვა­პი­რებ. მაქ­სი­მა­ლუ­რად ბევ­რი უნდა მი­ვი­ღოთ სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის თვალ­საზ­რი­სით. ეს არის ერთ-ერთი მთა­ვა­რი რამ, რის­თვი­საც უნდა გა­მო­ვი­ყე­ნო ჩემი პრე­ზი­დენ­ტო­ბის ბოლო დღე­ე­ბი", - აღ­ნიშ­ნა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მიხეილ სააკაშვილი ნიკოლა სარკოზის შეხვდა

მიხეილ სააკაშვილი ნიკოლა სარკოზის შეხვდა

საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი პარიზში ნიკოლა სარკოზის შეხვდა.

მიხეილ სააკაშვილის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, საუბრის მთავარი თემა საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და 2008 წელს ე.წ სარკოზი-მედვედევის ხელშეკრულების მნიშვნელობა იყო.

პარიზში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილი ნაციონალური ასამბლეის წევრებსაც შეხვდა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ვილნიუსის სამიტის წინ ევროპის სხვა ქვეყნებსაც ესტუმრება და დაგეგმილ შეხვედრებზე საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს.

"დიდხანს ვესაუბრე ჩემს მეგობარ ნიკოლა სარკოზის. ის არა მხოლოდ საფრანგეთის წარსულია, არამედ ამ ქვეყნისა და ევროპის მომავალი - ეს ყველამ იცის. ამიტომ ამ ურთიერთობას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. თუმცა, სარკოზისთან საუბარს სხვა მნიშვნელობაც აქვს. სარკოზი არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ერთ-ერთი ცოცხალი და მოქმედი სიმბოლო. მაშინ, როდესაც ხელი მოეწერა სარკოზი-მედვედევის შეთანხმებას, ძალიან დიდი ბრძოლის შედეგად მივაღწიეთ იმას, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არის ბოლომდე დაცული. პრობლემა არის ის, რომ თუ გასული წლის ოქტომბრამდე სარკოზი- მედვედევის შეთანხმებას ევროპელები და ამერიკელები რუსეთს პრაქტიკულად ყოველ კვირას ახსენებდენ, 1-ელი ოქტომბრის შემდეგ, ჩემთვის გაუგებარი მიზეზებით საქართველოს მთავრობამ შეწყვიტა ამ შეთანხმებაზე ლაპარაკი და ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმაც მაშინვე შეწყვიტეს ამ ხელშეკრულების დაცვაზე საუბარი", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მთავრობას "მეგობრულად ურჩევს", მუდმივად ახსენონ ის შეთანხმება, რომელიც რუსეთმა "ვერაგულად დაარღვია" და ყოველდღიურად არღვევს მავთულხლართების გადმოწევით თუ ჯარების კონცენტრაციით.

"საბოლოოდ, რუსეთს მოუწევს ამ ხელშეკრულების დაცვა. დღეს ბევრი ვისაუბრეთ იმაზე, რომ ამ საკითხებზე ყველამ ერთად გავამახვილოთ ყურადღება. გარდა ამისა, შევხვდი ნაციონალური ასამბლეის წევრებს. ჩვენ ვემზადებით ვილნიუსის სამიტისთვის და ამ სამიტამდე კიდევ რამდენიმე ევროპული ქვეყნის მოვლას ვაპირებ. მაქსიმალურად ბევრი უნდა მივიღოთ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის თვალსაზრისით. ეს არის ერთ-ერთი მთავარი რამ, რისთვისაც უნდა გამოვიყენო ჩემი პრეზიდენტობის ბოლო დღეები", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა