საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეკა ნიჟარაძე კახეთში სახლის ყიდვაზე ოცნებობს
ეკა ნიჟარაძე კახეთში სახლის ყიდვაზე ოცნებობს

რამ­დე­ნი­მე თვის წინ მა­ხი­ო­ბი ეკა ნი­ჟა­რა­ძე ბე­ბია გახ­და. პა­ტა­რა თი­ნამ, რო­მელ­საც სა­ხე­ლი მა­მის ბე­ბი­ის პა­ტივ­სა­ცე­მად და­არ­ქვეს, ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რის ცხოვ­რე­ბა შეც­ვა­ლა, მისი და­ბა­დე­ბის შემ­დეგ ეკა­მაც ორი­ენ­ტი­რი მას­ზე აიღო. თუკი სა­ზღვარ­გა­რეთ მი­დის, იმა­ზე ფიქ­რობს, პა­ტა­რას რა ჩა­მო­უ­ტა­ნოს. სა­ნამ თინა და­ი­ბა­დე­ბო­და, მის­თვის ბევ­რი ნივ­თი შე­ი­ძი­ნეს, თუმ­ცა ეკა ფიქ­რობს, რომ ამ მხრივ ზედ­მე­ტად და­ხარ­ჯვა არ ღირს, რად­გან პა­ტა­რა ვერ ას­წრებს ყვე­ლაფ­რის ჩაც­მას.

- ამ პა­ტა­რა გო­გო­ნამ ჩვე­ნი ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რის ცხოვ­რე­ბა შეც­ვა­ლა, დე­და­ჩე­მი­საც კი, რო­მე­ლიც მას დიდ ბე­ბი­ად ეკუთ­ვნის, ასაკ­შია, მაგ­რამ ძალა მო­ე­ცა და ისეთ ენერ­გი­ა­ზეა, რომ ყვე­ლას გვა­ხა­რებს (იღი­მის). თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი აწყო­ბი­ლია თი­ნას რე­ჟიმ­ზე. მის გარ­შე­მო ვტრი­ა­ლებთ. სი­მარ­თლე გი­თხრა, მე­ში­ნია, ცოტა ზედ­მე­ტი არ მოგ­ვი­ვი­დეს და არ გა­თა­მამ­დეს, მაგ­რამ რას ვი­ზამთ?! სხვა­ნა­ი­რად არ გა­მოგ­ვდის, ჯერ პა­ტა­რაა, ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი და ჭკვი­ა­ნია, თან­და­თან თა­ვის ხა­სი­ათს ავ­ლენს. ოთახ­ში მარ­ტო ვერ და­ტო­ვებ, არ უყ­ვარს მარ­ტო­ო­ბა, მოს­წონს ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნა.

- რო­გო­რი ყო­ფი­ლა ბე­ბი­ო­ბა?

- შე­უ­და­რე­ბე­ლი. გა­მო­გი­ტყდე­ბით, ვერ აღ­ვიქ­ვამ, თინა ჩემი შვი­ლია თუ შვი­ლიშ­ვი­ლი, ერ­თა­დერ­თი, რა­შიც სხვა­ო­ბას ვპო­უ­ლობ, რა­დი­კა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის დროს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ნაკ­ლე­ბო­ბაა, ანუ ასეთ დროს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ტასო იღებს, ამ­გვა­რი დე­ტა­ლე­ბი მშობ­ლე­ბის საქ­მეა. სხვა მხრივ კი, რაც შე­მიძ­ლია, ვეხ­მა­რე­ბი. ტასო სწავ­ლობს, სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში უწევს ხოლ­მე მის­ვლა, მე ბავ­შვს ვი­ტო­ვებ, ღა­მი­თაც კი დარ­ჩე­ნი­ლა ჩემ­თან. ვცდი­ლობ, მაქ­სი­მა­ლუ­რად ჩა­ვერ­თო მის გაზ­რდა­ში. კარ­გია, როცა ბავ­შვი ოჯა­ხის წევ­რე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში იზ­რდე­ბა, ამ­ჟა­მად მე ისე­თი და­კა­ვე­ბუ­ლი არ ვარ, რომ ვერ და­ვეხ­მა­რო. თუ მერე საქ­მე გა­მო­მიჩ­ნდე­ბა, რა­ღაც­ნა­ი­რად მო­ვაგ­ვა­რებთ ამ სა­კითხს.

- ტა­სომ მარ­ტი­ვად აუღო ალღო დე­დო­ბას? მის­თვის პირ­ვე­ლი შვი­ლია და ად­ვი­ლი არ იქ­ნე­ბა ამ ყვე­ლა­ფერ­თან შე­გუ­ე­ბა.

- სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან ვიცი, რომ პირ­ვე­ლი შვი­ლის დროს სულ პა­ნი­კა­ში ხარ, ღე­ლავ, არ იცი, რა, რო­გორ უნდა გა­ა­კე­თო და ა.შ. მაგ­რამ მინ­და გი­თხრათ, რომ ტა­სომ გა­მაკ­ვირ­ვა, ასა­კით პა­ტა­რაა, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს ზედ­მი­წევ­ნით კარ­გად აკე­თებს. მარ­თლა არა­ნორ­მა­ლუ­რი დე­დაა, მარ­ტო ზრდის ბავ­შვს, ძი­ძის გა­რე­შე და ყვე­ლა­ფერს თვი­თონ უკე­თებს, იქ­ნე­ბა ეს საჭ­მე­ლი, გა­მოკ­ვებ­ვა თუ სხვა.

- ბავ­შვი გა­რეგ­ნუ­ლად ვის ჰგავს?

- რო­გორც მე ვამ­ბობ, დი­ლა­ო­ბით - ტა­სოს და სა­ღა­მო­ო­ბით - მა­მას (იღი­მის). ფე­რე­ბით უფრო ტა­სოს და მისი მე­უღ­ლის დე­დას, ანუ ბე­ბი­ას ჰგავს.

- ალ­ბათ, ახლა შო­პინ­გის დრო­საც თი­ნა­ზე ხართ გა­დარ­თუ­ლე­ბი, მით უმე­ტეს, რომ ბავ­შვის­თვის ისე­თი ლა­მა­ზი სა­მო­სია მა­ღა­ზი­ებ­ში, თვალს ვერ მოს­წყვეტ...

- სა­ნამ თინა გაჩ­ნდე­ბო­და, მა­ნამ­დეც უკვე გა­დარ­თუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით მის­თვის ლა­მა­ზი სა­მო­სი­სა და ნივ­თე­ბის შე­ძე­ნა­ზე. სა­ზღვარ­გა­რეთ რომ მივ­დი­ვარ, მა­ში­ნაც შვი­ლიშ­ვილ­ზე ვფიქ­რობ. როცა მე შვი­ლე­ბი გა­ვა­ჩი­ნე, მა­შინ არა­ფე­რი იშო­ვე­ბო­და, ამი­ტომ სულ ერ­თმა­ნე­თის გა­მო­ნაც­ვა­ლებ­ში გა­ი­ზარ­დნენ, ახლა კი იმ­დე­ნი რამ იყი­დე­ბა, არ იცი რო­მე­ლი აარ­ჩიო, მით უმე­ტეს, რომ ყვე­ლას სურ­ვი­ლია, შვილს თუ შვი­ლიშ­ვილს არა­ფე­რი მო­აკ­ლოს. თუმ­ცა ერთი მხრივ სი­სუ­ლე­ლე­ცაა ბევ­რი რა­ღა­ცის ყიდ­ვა, რად­გან ბავ­შვი ვერც ას­წრებს ჩაც­მას.

- ზო­გა­დად, შო­პინ­გი თუ გიყ­ვართ, თუ ამ მხრივ გა­მო­ნაკ­ლი­სი ხართ?

- დიახ, სწო­რად აღ­ნიშ­ნე, გა­მო­ნაკ­ლი­სი ვარ, მა­ინ­ცდა­მა­ინც არ ვგიჟ­დე­ბი შო­პინგზე, მაგ­რამ როცა მივ­დი­ვარ, მირ­ჩევ­ნია, მარ­ტომ ვი­ა­რო, რომ არა­ვის­ზე არ ვიყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი. იმავდრო­უ­ლად მა­ინც მჭირ­დე­ბა ვი­ღაც რჩე­ვის­თვის, რად­გან დიდ­ხანს ვფიქ­რობ და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გვი­ან ვი­ღებ, სა­მოსს უფრო პრაქ­ტი­კუ­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სით ვარ­ჩევ, ვიდ­რე მო­დუ­რო­ბის. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამ პრო­ცე­სით სი­ა­მოვ­ნე­ბას არ გან­ვიც­დი, ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, მა­ღა­ზი­ა­ში შე­სულს თავ­ბრუ დამ­ხვე­ვია და ისე გა­მოვ­სულ­ვარ, რომ არა­ფე­რი შე­მი­ძე­ნია.ეს პრო­ცე­სი ფი­ზი­კუ­რად ისე მღლის, რომ ცუ­დად ვხდე­ბი.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

ეკა ნიჟარაძე კახეთში სახლის ყიდვაზე ოცნებობს

ეკა ნიჟარაძე კახეთში სახლის ყიდვაზე ოცნებობს

რამდენიმე თვის წინ მახიობი ეკა ნიჟარაძე ბებია გახდა. პატარა თინამ, რომელსაც სახელი მამის ბებიის პატივსაცემად დაარქვეს, ოჯახის ყველა წევრის ცხოვრება შეცვალა, მისი დაბადების შემდეგ ეკამაც ორიენტირი მასზე აიღო. თუკი საზღვარგარეთ მიდის, იმაზე ფიქრობს, პატარას რა ჩამოუტანოს. სანამ თინა დაიბადებოდა, მისთვის ბევრი ნივთი შეიძინეს, თუმცა ეკა ფიქრობს, რომ ამ მხრივ ზედმეტად დახარჯვა არ ღირს, რადგან პატარა ვერ ასწრებს ყველაფრის ჩაცმას.

- ამ პატარა გოგონამ ჩვენი ოჯახის ყველა წევრის ცხოვრება შეცვალა, დედაჩემისაც კი, რომელიც მას დიდ ბებიად ეკუთვნის, ასაკშია, მაგრამ ძალა მოეცა და ისეთ ენერგიაზეა, რომ ყველას გვახარებს (იღიმის). თითოეული ჩვენგანი აწყობილია თინას რეჟიმზე. მის გარშემო ვტრიალებთ. სიმართლე გითხრა, მეშინია, ცოტა ზედმეტი არ მოგვივიდეს და არ გათამამდეს, მაგრამ რას ვიზამთ?! სხვანაირად არ გამოგვდის, ჯერ პატარაა, ძალიან საყვარელი და ჭკვიანია, თანდათან თავის ხასიათს ავლენს. ოთახში მარტო ვერ დატოვებ, არ უყვარს მარტოობა, მოსწონს ყურადღების ცენტრში ყოფნა.

- როგორი ყოფილა ბებიობა?

- შეუდარებელი. გამოგიტყდებით, ვერ აღვიქვამ, თინა ჩემი შვილია თუ შვილიშვილი, ერთადერთი, რაშიც სხვაობას ვპოულობ, რადიკალური გადაწყვეტილებების დროს პასუხისმგებლობის ნაკლებობაა, ანუ ასეთ დროს გადაწყვეტილებას ტასო იღებს, ამგვარი დეტალები მშობლების საქმეა. სხვა მხრივ კი, რაც შემიძლია, ვეხმარები. ტასო სწავლობს, სამხატვრო აკადემიაში უწევს ხოლმე მისვლა, მე ბავშვს ვიტოვებ, ღამითაც კი დარჩენილა ჩემთან. ვცდილობ, მაქსიმალურად ჩავერთო მის გაზრდაში. კარგია, როცა ბავშვი ოჯახის წევრების გარემოცვაში იზრდება, ამჟამად მე ისეთი დაკავებული არ ვარ, რომ ვერ დავეხმარო. თუ მერე საქმე გამომიჩნდება, რაღაცნაირად მოვაგვარებთ ამ საკითხს.

- ტასომ მარტივად აუღო ალღო დედობას? მისთვის პირველი შვილია და ადვილი არ იქნება ამ ყველაფერთან შეგუება.

- საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, რომ პირველი შვილის დროს სულ პანიკაში ხარ, ღელავ, არ იცი, რა, როგორ უნდა გააკეთო და ა.შ. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ტასომ გამაკვირვა, ასაკით პატარაა, მაგრამ ყველაფერს ზედმიწევნით კარგად აკეთებს. მართლა არანორმალური დედაა, მარტო ზრდის ბავშვს, ძიძის გარეშე და ყველაფერს თვითონ უკეთებს, იქნება ეს საჭმელი, გამოკვებვა თუ სხვა.

- ბავშვი გარეგნულად ვის ჰგავს?

- როგორც მე ვამბობ, დილაობით - ტასოს და საღამოობით - მამას (იღიმის). ფერებით უფრო ტასოს და მისი მეუღლის დედას, ანუ ბებიას ჰგავს.

- ალბათ, ახლა შოპინგის დროსაც თინაზე ხართ გადართულები, მით უმეტეს, რომ ბავშვისთვის ისეთი ლამაზი სამოსია მაღაზიებში, თვალს ვერ მოსწყვეტ...

- სანამ თინა გაჩნდებოდა, მანამდეც უკვე გადართულები ვიყავით მისთვის ლამაზი სამოსისა და ნივთების შეძენაზე. საზღვარგარეთ რომ მივდივარ, მაშინაც შვილიშვილზე ვფიქრობ. როცა მე შვილები გავაჩინე, მაშინ არაფერი იშოვებოდა, ამიტომ სულ ერთმანეთის გამონაცვალებში გაიზარდნენ, ახლა კი იმდენი რამ იყიდება, არ იცი რომელი აარჩიო, მით უმეტეს, რომ ყველას სურვილია, შვილს თუ შვილიშვილს არაფერი მოაკლოს. თუმცა ერთი მხრივ სისულელეცაა ბევრი რაღაცის ყიდვა, რადგან ბავშვი ვერც ასწრებს ჩაცმას.

- ზოგადად, შოპინგი თუ გიყვართ, თუ ამ მხრივ გამონაკლისი ხართ?

- დიახ, სწორად აღნიშნე, გამონაკლისი ვარ, მაინცდამაინც არ ვგიჟდები შოპინგზე, მაგრამ როცა მივდივარ, მირჩევნია, მარტომ ვიარო, რომ არავისზე არ ვიყო დამოკიდებული. იმავდროულად მაინც მჭირდება ვიღაც რჩევისთვის, რადგან დიდხანს ვფიქრობ და გადაწყვეტილებას გვიან ვიღებ, სამოსს უფრო პრაქტიკულობის თვალსაზრისით ვარჩევ, ვიდრე მოდურობის. აქედან გამომდინარე, ამ პროცესით სიამოვნებას არ განვიცდი, ყოფილა შემთხვევა, მაღაზიაში შესულს თავბრუ დამხვევია და ისე გამოვსულვარ, რომ არაფერი შემიძენია.ეს პროცესი ფიზიკურად ისე მღლის, რომ ცუდად ვხდები.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"