მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბათუმი, როგორც ახლო აღმოსავლეთის ლას ვეგასი
ბათუმი, როგორც ახლო აღმოსავლეთის ლას ვეგასი

"ბა­თუ­მი არის ქა­ლა­ქი შავი ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე, რო­მე­ლიც მინი ლას ვე­გა­სად გარ­დაქ­მნის პო­ცეს­შია - იქ არის ბევ­რი კა­ზი­ნო, დიდი სას­ტუმ­რო­ე­ბი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი კულ­ტუ­რუ­ლი ცენ­ტრე­ბი", - ასე შე­ა­ფა­სა და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წლის წინ შავი ზღვის­პი­რა ქა­ლა­ქი აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა. თუმ­ცა, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ევ­რო­პე­ლებ­ზე მე­ტად ბა­თუ­მით აღ­მო­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მო­ი­ხიბლნენ. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის ცნო­ბით, გა­სულ წელს ბა­თუმ­ში ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონ­ზე მეტი ტუ­რის­ტია შე­სუ­ლი. სტა­ტის­ტი­კის თა­ნახ­მად, ყვე­ლა­ზე ხში­რად აჭა­რას თურ­ქე­თი­დან სტუმ­რო­ბენ, მე­ო­რე ად­გილ­ზე კი ირა­ნე­ლე­ბი არი­ან.

სწო­რედ ამი­ტო­მაც ბა­თუმ­ში ახა­ლი თურ­ქუ­ლი ავი­ა­კომ­პა­ნია "ატ­ლას ჯეტი" ოპე­რი­რე­ბას იწყებს. ავი­ა­კომ­პა­ნია ფრე­ნებს აღ­მო­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებ­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს.

"რუს­თა­ვი 2"-სთვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ორ­ჰან კოშ­კუ­ნი ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ზე­ზებს ხსნის. "ჩვენ შე­ვის­წავ­ლეთ ირა­ნის ბა­ზა­რი და აღ­მოჩ­ნდა, რომ ძა­ლი­ან ბევ­რს სურს თბი­ლის­ში ან ბა­თუმ­ში სა­თა­მა­შოდ და ღა­მის კლუ­ბებ­ში დრო­ის გა­სა­ტა­რებ­ლად ჩა­მოს­ვლა. ჩვე­ნი შემ­დგო­მი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა ბე­ი­რუ­თი-თბი­ლი­სის და ბე­ი­რუ­თი-ბა­თუ­მის ხა­ზე­ბი. ზა­ფხუ­ლამ­დე ამ ფრე­ნა­საც და­ვი­წყებთ", - თქვა კოშ­კუნ­მა.

ბა­თუ­მის, რო­გორც კა­ზი­ნო­ე­ბის ქა­ლა­ქის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია პირ­ვე­ლად აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის ტუ­რიზ­მი­სა და კუ­რორ­ტე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა თე­ი­მუ­რაზ დი­ა­სა­მი­ძემ გა­ახ­მო­ვა­ნა. მან გა­სუ­ლი წლის ზამ­თარ­ში ბა­თუ­მე­ლებს აც­ნო­ბა, რომ ნო­ემ­ბერ-დე­კემ­ბერ­ში მხო­ლოდ ის­რა­ე­ლი­დან კა­ზი­ნო­ში სა­თა­მა­შოდ სამი ჩარ­ტე­რუ­ლი რე­ი­სი შეს­რულ­და. დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის თქმით, ბა­თუმს ის­რა­ე­ლის გარ­და, იმა­ვე მი­ზე­ზით, თურ­ქე­თი­დან და აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­და­ნაც სტუმ­რო­ბენ. ამ ქვეყ­ნებ­ში სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სი აკ­რძა­ლუ­ლია.

მი­უ­ხე­და­ვად ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის ამ პერ­სპექ­ტი­ვი­სა, ქარ­თვე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი ამას სკეპ­ტი­კუ­რად უყუ­რე­ბენ და ფიქ­რო­ბენ, რომ ეს ნო­ვა­ცია დიდ ვე­რა­ფერს შე­მა­ტებს ქარ­თულ ეკო­ნო­მი­კას.

ექ­სპერ­ტი ეკო­ნო­მი­კის სა­კი­თხებ­ში დე­მურ გი­ორ­ხე­ლი­ძე ამ­ბობს, რომ ტუ­რის­ტე­ბის შე­მოს­ვლა ქვეყ­ნის­თვის კარ­გია, მით უფრო ბა­თუ­მის­თვის, თუმ­ცა მისი თქმით, გარ­თო­ბა და კა­ზი­ნო­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს საქ­მე არ არის.

"ქვეყ­ნის­თვის თა­ვის­თა­ვად ტუ­რის­ტე­ბის შე­მოს­ვლა ცუდი არ არის და მათ შო­რის თუკი ეს ბა­თუმ­ში ხდე­ბა, მაგ­რამ გა­აჩ­ნია, რა ტი­პის ტუ­რიზ­მი ვი­თარ­დე­ბა. რა არის მიმ­ზიდ­ვე­ლი ბა­თუმ­ში?! მე მა­ინ­ცდა­მა­ინც ბა­თუ­მის ასე­თი პერ­სპექ­ტი­ვა არ მხიბ­ლავს და მე მგო­ნი, არც ბა­თუ­მე­ლებს მოს­წონთ. გა­სა­გე­ბია, რომ გაჩ­ნდა ინ­ტე­რე­სი, მაგ­რამ ჩვენ თუ ამ ინ­ტე­რე­სის სტრუქ­ტუ­რას და­ვი­ნა­ხავთ, სა­ხარ­ბი­ე­ლო ბევ­რი არა­ფე­რი იქ­ნე­ბა. ბოლო დროს გახ­ში­რე­ბუ­ლი სექ­სტუ­რე­ბი უპერ­სპექ­ტი­ვოა", - გვი­თხრა გი­ორ­ხე­ლი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, კა­ზი­ნო­ე­ბის ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბა ქვეყ­ნის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ უნდა იყოს.

"კა­ზი­ნო­ე­ბის ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბა არ მგო­ნია, რომ კარ­გი იყოს. მის­გან შე­მო­ტა­ნი­ლი ფული ვერ გა­და­ფა­რავს იმ და­ნა­კარგს, რო­მე­ლიც წარ­მო­იქ­მნე­ბა.

"კა­ზი­ნო არ არის ად­გი­ლი, სა­დაც მხო­ლოდ თა­მა­შო­ბენ, ეს არის დიდი ინ­დუსტრია, მათ შო­რის ადა­მი­ა­ნუ­რი სი­სუს­ტე­ე­ბი­სა. მე პი­რა­დად მა­ინ­ცდა­მა­ინც არ მომ­წონს, რომ ჩემი ქვეყ­ნის ერთ-ერთი ქა­ლა­ქი შე­იძ­ლე­ბა ამით იყოს და­კა­ვე­ბუ­ლი", - უთხრა "მთელ კვი­რას" გი­ორ­ხე­ლი­ძემ და დას­ძი­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ლას ვე­გა­სი არ სჭირ­დე­ბა.

"უახ­ლო­ე­სი ასი წელი სა­ქარ­თვე­ლოს ლას ვე­გა­სი და სინ­გა­პუ­რი არ სჭირ­დე­ბა. მთა­ვა­რია ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მა, რომ­ლის კონ­ცეფ­ცია შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია.

"ეს არის ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის გა­დაყ­ვა­ნა ინო­ვა­ცი­ურ რელ­სებ­ზე, ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა და გა­ნათ­ლე­ბა, რო­გორც უპირ­ვე­ლე­სი სტრა­ტე­გია. გარ­თო­ბა და კა­ზი­ნო­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს საქ­მე არ არის, ეს ქვე­ყა­ნას გა­და­ა­შე­ნებს. ასე­თი ტუ­რიზ­მი სა­ქარ­თვე­ლოს არ სჭირ­დე­ბა.

"ბა­თუ­მი არ შე­იძ­ლე­ბა ლას ვე­გა­სი იყოს. ამ ქა­ლა­ქის გან­ვი­თა­რე­ბა მა­ფი­ამ და იმ ადა­მი­ა­ნებ­მა და­ი­წყეს, რომ­ლებ­საც კრი­მი­ნა­ლუ­რი ფული ჰქონ­დათ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც იტყვის, რომ ბა­თუ­მი ლას ვე­გა­სი უნდა იყოს, ქვეყ­ნის მტე­რია", - გვი­თხრა გი­ორ­ხე­ლი­ძემ.

ექ­სპერტ ნო­დარ კა­პა­ნა­ძის თქმით კი, ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა უნდა იყოს თუ არა ტუ­რიზ­მზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, ცალ­სა­ხა სა­კი­თხი არ არის. მი­სი­ვე თქმით, ეს შე­იძ­ლე­ბა ეკო­ნო­მი­კის­თვის კარ­გი იყოს, თუმ­ცა, ამას ნე­გა­ტი­უ­რი შე­დე­გე­ბიც აქვს.

"რომ ჩა­მო­დი­ან და ფულს ხარ­ჯა­ვენ, ეკო­ნო­მი­კის­თვის თა­ვის­თა­ვად ცუდი არ არის, მაგ­რამ ამას­თან ერ­თად არის რა­ღაც მო­მენ­ტე­ბი, რო­მე­ლიც, ჩემი აზ­რით, არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. თუმ­ცა, ეს გე­მოვ­ნე­ბის ამ­ბა­ვია.

"სა­ერ­თოდ, ტუ­რის­ტუ­ლი ინ­დუსტრია და ბიზ­ნე­სი გა­სა­გე­ბია, რომ მომ­გე­ბი­ა­ნია, მაგ­რამ ეს რამ­დე­ნად კარ­გია გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში, ამა­ზე ცალ­სა­ხა პა­სუ­ხი არ მაქვს.

"რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სი ვი­თარ­დე­ბა და მის მო­ქა­ლა­ქე­ებს აქვთ უამ­რა­ვი ვალი და ათა­სო­ბით ლარი ტო­ტა­ლი­ზა­ტორ­ში წა­გე­ბუ­ლი, სა­ბო­ლოო ჯამ­ში ამას და­დე­ბი­თი შე­დე­გი არ მო­აქვს.

"ლას ვე­გას­თან და ბა­თუმ­თან პა­რა­ლე­ლის გავ­ლე­ბა, ჩემი აზ­რით, არ იქ­ნე­ბა სწო­რი იმი­ტომ, რომ ლას ვე­გა­სი სულ სხვა კულ­ტუ­რულ სივ­რცე­შია აღ­მო­ცე­ნე­ბუ­ლი. ბა­თუ­მი ლას ვე­გა­სის­გან საკ­მა­ოდ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფე­ნო­მე­ნია", - ამ­ბობს "მთელ კვი­რას­თან" სა­უ­ბარ­ში კა­პა­ნა­ძე.

ტუ­რიზ­მის ექ­სპერ­ტის ნიკო კვა­რა­ცხე­ლი­ას თქმი­თაც, კა­ზი­ნო­ე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია მძი­მე სო­ცი­ა­ლუ­რი ფო­ნის მქო­ნე ქვეყ­ნის­თვის, რო­გო­რიც სა­ქარ­თვე­ლოა, უარ­ყო­ფით როლს ას­რუ­ლებს ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე.

"არ­სე­ბობს ეკო­ნო­მი­კუ­რი გათ­ვლე­ბი და არ­სე­ბობს ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი, მო­რა­ლი და ა.შ. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ფულს სუნი არ აქვს და ლას ვე­გა­სის მა­გა­ლი­თი სწო­რედ ამას გვიჩ­ვე­ნებს.

"სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სი ერთ-ერთი მომ­გე­ბი­ა­ნი ბიზ­ნე­სია და ვფიქ­რობ, ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე მზრუნ­ველ­მა ქვე­ყა­ნამ ამა­ზე უარი არ უნდა თქვას, მაგ­რამ მძი­მე სო­ცი­ა­ლუ­რი ფო­ნის ქვეყ­ნის­თვის ეს უარ­ყო­ფი­თად მოქ­მე­დებს. ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას უფრო მეტ­წი­ლად ით­რევს, რაც სა­სურ­ვე­ლი არ არის.

"ჩვენს კა­ზი­ნო­ებ­ში უფრო მე­ტად ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა შე­დის, ვიდ­რე უცხო­ე­ლი ვი­ზი­ტო­რი. ტუ­რის­ტი, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ამ მიზ­ნით ჩა­მო­დის - სა­თა­მა­შოდ, რა თქმა უნდა, ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ტუ­რის­ტია და მომ­გე­ბი­ა­ნია. თუმ­ცა, ვერ გე­ტყვით, რა შეს­დის ამით ხა­ზი­ნას.

"აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ამას ორი მხა­რე აქვს - ერთი ის, რომ შე­მოვ­ლენ ტუ­რის­ტე­ბი, რაც თა­ვის­თა­ვად კარ­გია, მაგ­რამ კა­ზი­ნო­ე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია მძი­მე სო­ცი­ა­ლუ­რი ფო­ნის მქო­ნე ქვეყ­ნის­თვის, რო­გო­რიც სა­ქარ­თვე­ლოა, უარ­ყო­ფით როლს ას­რუ­ლებს ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე", - გვი­თხრა კვა­რა­ცხე­ლი­ამ.

თიკო ოს­მა­ნო­ვა

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

ბათუმი, როგორც ახლო აღმოსავლეთის ლას ვეგასი

ბათუმი, როგორც ახლო აღმოსავლეთის ლას ვეგასი

"ბათუმი არის ქალაქი შავი ზღვის სანაპიროზე, რომელიც მინი ლას ვეგასად გარდაქმნის პოცესშია - იქ არის ბევრი კაზინო, დიდი სასტუმროები და მრავალფეროვანი კულტურული ცენტრები", - ასე შეაფასა დაახლოებით ერთი წლის წინ შავი ზღვისპირა ქალაქი აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ევროპელებზე მეტად ბათუმით აღმოსავლეთის ქვეყნების წარმომადგენლები მოიხიბლნენ. ყოველ შემთხვევაში, ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, გასულ წელს ბათუმში ნახევარ მილიონზე მეტი ტურისტია შესული. სტატისტიკის თანახმად, ყველაზე ხშირად აჭარას თურქეთიდან სტუმრობენ, მეორე ადგილზე კი ირანელები არიან.

სწორედ ამიტომაც ბათუმში ახალი თურქული ავიაკომპანია "ატლას ჯეტი" ოპერირებას იწყებს. ავიაკომპანია ფრენებს აღმოსავლეთის ქვეყნებში განახორციელებს.

"რუსთავი 2"-სთვის მიცემულ ინტერვიუში კომპანიის წარმომადგენელი ორჰან კოშკუნი ამ გადაწყვეტილების მიზეზებს ხსნის. "ჩვენ შევისწავლეთ ირანის ბაზარი და აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრს სურს თბილისში ან ბათუმში სათამაშოდ და ღამის კლუბებში დროის გასატარებლად ჩამოსვლა. ჩვენი შემდგომი ნაბიჯი იქნება ბეირუთი-თბილისის და ბეირუთი-ბათუმის ხაზები. ზაფხულამდე ამ ფრენასაც დავიწყებთ", - თქვა კოშკუნმა.

ბათუმის, როგორც კაზინოების ქალაქის შესახებ ინფორმაცია პირველად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეიმურაზ დიასამიძემ გაახმოვანა. მან გასული წლის ზამთარში ბათუმელებს აცნობა, რომ ნოემბერ-დეკემბერში მხოლოდ ისრაელიდან კაზინოში სათამაშოდ სამი ჩარტერული რეისი შესრულდა. დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, ბათუმს ისრაელის გარდა, იმავე მიზეზით, თურქეთიდან და აზერბაიჯანიდანაც სტუმრობენ. ამ ქვეყნებში სათამაშო ბიზნესი აკრძალულია.

მიუხედავად ტურიზმის განვითარების ამ პერსპექტივისა, ქართველი ექსპერტები ამას სკეპტიკურად უყურებენ და ფიქრობენ, რომ ეს ნოვაცია დიდ ვერაფერს შემატებს ქართულ ეკონომიკას.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე ამბობს, რომ ტურისტების შემოსვლა ქვეყნისთვის კარგია, მით უფრო ბათუმისთვის, თუმცა მისი თქმით, გართობა და კაზინოები საქართველოს საქმე არ არის.

"ქვეყნისთვის თავისთავად ტურისტების შემოსვლა ცუდი არ არის და მათ შორის თუკი ეს ბათუმში ხდება, მაგრამ გააჩნია, რა ტიპის ტურიზმი ვითარდება. რა არის მიმზიდველი ბათუმში?! მე მაინცდამაინც ბათუმის ასეთი პერსპექტივა არ მხიბლავს და მე მგონი, არც ბათუმელებს მოსწონთ. გასაგებია, რომ გაჩნდა ინტერესი, მაგრამ ჩვენ თუ ამ ინტერესის სტრუქტურას დავინახავთ, სახარბიელო ბევრი არაფერი იქნება. ბოლო დროს გახშირებული სექსტურები უპერსპექტივოა", - გვითხრა გიორხელიძემ.

მისივე თქმით, კაზინოების ბიზნესის განვითარება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი არ უნდა იყოს.

"კაზინოების ბიზნესის განვითარება არ მგონია, რომ კარგი იყოს. მისგან შემოტანილი ფული ვერ გადაფარავს იმ დანაკარგს, რომელიც წარმოიქმნება.

"კაზინო არ არის ადგილი, სადაც მხოლოდ თამაშობენ, ეს არის დიდი ინდუსტრია, მათ შორის ადამიანური სისუსტეებისა. მე პირადად მაინცდამაინც არ მომწონს, რომ ჩემი ქვეყნის ერთ-ერთი ქალაქი შეიძლება ამით იყოს დაკავებული", - უთხრა "მთელ კვირას" გიორხელიძემ და დასძინა, რომ საქართველოს ლას ვეგასი არ სჭირდება.

"უახლოესი ასი წელი საქართველოს ლას ვეგასი და სინგაპური არ სჭირდება. მთავარია ქვეყნის ეკონომიკის განვითარების გეგმა, რომლის კონცეფცია შემუშავებულია.

"ეს არის ქვეყნის ეკონომიკის გადაყვანა ინოვაციურ რელსებზე, ადამიანური რესურსების განვითარება და განათლება, როგორც უპირველესი სტრატეგია. გართობა და კაზინოები საქართველოს საქმე არ არის, ეს ქვეყანას გადააშენებს. ასეთი ტურიზმი საქართველოს არ სჭირდება.

"ბათუმი არ შეიძლება ლას ვეგასი იყოს. ამ ქალაქის განვითარება მაფიამ და იმ ადამიანებმა დაიწყეს, რომლებსაც კრიმინალური ფული ჰქონდათ. ხელისუფლება, რომელიც იტყვის, რომ ბათუმი ლას ვეგასი უნდა იყოს, ქვეყნის მტერია", - გვითხრა გიორხელიძემ.

ექსპერტ ნოდარ კაპანაძის თქმით კი, ქვეყნის ეკონომიკა უნდა იყოს თუ არა ტურიზმზე ორიენტირებული, ცალსახა საკითხი არ არის. მისივე თქმით, ეს შეიძლება ეკონომიკისთვის კარგი იყოს, თუმცა, ამას ნეგატიური შედეგებიც აქვს.

"რომ ჩამოდიან და ფულს ხარჯავენ, ეკონომიკისთვის თავისთავად ცუდი არ არის, მაგრამ ამასთან ერთად არის რაღაც მომენტები, რომელიც, ჩემი აზრით, არანაკლებ მნიშვნელოვანია. თუმცა, ეს გემოვნების ამბავია.

"საერთოდ, ტურისტული ინდუსტრია და ბიზნესი გასაგებია, რომ მომგებიანია, მაგრამ ეს რამდენად კარგია გრძელვადიან პერსპექტივაში, ამაზე ცალსახა პასუხი არ მაქვს.

"როდესაც ქვეყანაში სათამაშო ბიზნესი ვითარდება და მის მოქალაქეებს აქვთ უამრავი ვალი და ათასობით ლარი ტოტალიზატორში წაგებული, საბოლოო ჯამში ამას დადებითი შედეგი არ მოაქვს.

"ლას ვეგასთან და ბათუმთან პარალელის გავლება, ჩემი აზრით, არ იქნება სწორი იმიტომ, რომ ლას ვეგასი სულ სხვა კულტურულ სივრცეშია აღმოცენებული. ბათუმი ლას ვეგასისგან საკმაოდ განსხვავებული ფენომენია", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბარში კაპანაძე.

ტურიზმის ექსპერტის ნიკო კვარაცხელიას თქმითაც, კაზინოების პოპულარიზაცია მძიმე სოციალური ფონის მქონე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, უარყოფით როლს ასრულებს ადგილობრივ მოსახლეობაზე.

"არსებობს ეკონომიკური გათვლები და არსებობს ეროვნული ინტერესები, მორალი და ა.შ. როგორც ამბობენ, ფულს სუნი არ აქვს და ლას ვეგასის მაგალითი სწორედ ამას გვიჩვენებს.

"სათამაშო ბიზნესი ერთ-ერთი მომგებიანი ბიზნესია და ვფიქრობ, ტურიზმის განვითარებაზე მზრუნველმა ქვეყანამ ამაზე უარი არ უნდა თქვას, მაგრამ მძიმე სოციალური ფონის ქვეყნისთვის ეს უარყოფითად მოქმედებს. ადგილობრივ მოსახლეობას უფრო მეტწილად ითრევს, რაც სასურველი არ არის.

"ჩვენს კაზინოებში უფრო მეტად ადგილობრივი მოსახლეობა შედის, ვიდრე უცხოელი ვიზიტორი. ტურისტი, რომელიც მხოლოდ ამ მიზნით ჩამოდის - სათამაშოდ, რა თქმა უნდა, ძვირადღირებული ტურისტია და მომგებიანია. თუმცა, ვერ გეტყვით, რა შესდის ამით ხაზინას.

"აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ამას ორი მხარე აქვს - ერთი ის, რომ შემოვლენ ტურისტები, რაც თავისთავად კარგია, მაგრამ კაზინოების პოპულარიზაცია მძიმე სოციალური ფონის მქონე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, უარყოფით როლს ასრულებს ადგილობრივ მოსახლეობაზე", - გვითხრა კვარაცხელიამ.

თიკო ოსმანოვა

გაზეთი ”რეზონანსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია