მსოფლიო

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოგა ხაინდრავა 20-წლიან ბრალდებებს პასუხობს
გოგა ხაინდრავა 20-წლიან ბრალდებებს პასუხობს

სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი წარ­სულს დღემ­დე ახ­სე­ნებს. ზოგი ამ­ბობს, რომ 1991-1992 წლე­ბის სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბა­ში მთა­ვა­რი როლი შე­ას­რუ­ლა, როცა ქა­შუ­ე­თის ეკ­ლე­სი­ი­დან უზე­ნა­ე­სი საბ­ჭოს წარ­მო­მად­გენ­ლებს ცე­ცხლი გა­უხ­სნა. ზო­გიც აფხა­ზე­თის ომის დროს ქვეყ­ნის ღა­ლატ­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. ნა­ნობს თუ არა ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას­თან და­პი­რის­პი­რე­ბას და რა ვერ აპა­ტია სა­ზო­გა­დო­ე­ბამ? - "ვერ­სი­ას"ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი, კი­ნო­რე­ჟი­სო­რი გოგა ხა­ინ­დრა­ვა ესა­უბ­რა.

- გა­სა­გე­ბია, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი ბრალს სა­მო­ქა­ლა­ქო ომის გაღ­ვი­ვე­ბა­ში მდებს, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც ყვე­ლას ავი­წყდე­ბა, რომ 17 სექ­ტემ­ბერს და­მა­კა­ვეს და ოთხი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, ცი­ხე­ში ვი­ჯე­ქი. თბი­ლის­ში კი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა 21 დე­კემ­ბერს და­ი­წყო, მა­ნამ­დე მშვი­დო­ბი­ა­ნი მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ე­ბი იმარ­თე­ბო­და. ჯარი თავ­დაც­ვის მა­შინ­დელ მი­ნისტრს, კი­ტო­ვანს ჰყავ­და, მე, გია ჭან­ტუ­რია, მა­მუ­კა გი­ორ­გა­ძე, ჯაბა იო­სე­ლი­ა­ნი მხედ­რი­ო­ნი­ა­ნად ცი­ხე­ში ჩაგ­ვსვეს და და­პი­რის­პი­რე­ბა საკ­ნი­დან რო­გორ უნდა და­მე­წყო? როცა გა­მა­თა­ვი­სუფ­ლეს, თბი­ლი­სი და­ბომ­ბი­ლი და დან­გრე­უ­ლი იყო, მე კი, 16 დღის ნა­შიმ­ში­ლა­რი, ქუ­ჩებ­ში ძლივს დავ­დი­ო­დი.

- არ­სე­ბო­ბენ მოწ­მე­ე­ბი, რო­მელ­თაც რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე ია­რა­ღით ხელ­ში ახ­სოვ­ხართ...

- ვინც ამას ამ­ბობს, ავად­მყო­ფი და კერ­პთაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლია, მათ "ზვი­ა­დის­ტო­ბას"არც ვა­კად­რებ, რად­გან ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია, მას­თან და­პი­რის­პი­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლი იყო, ესე­ნი კი ბნე­ლე­ბი არი­ან და იტყუ­ე­ბი­ან! ვი­მე­ო­რებ: როცა ცი­ხი­დან გა­მო­ვე­დი, თბი­ლის­ში ომი მძვინ­ვა­რებ­და და რისი შეც­ვლა შე­მეძ­ლო?

- იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ ქა­შუ­ე­თის ეზო­დან მთავ­რო­ბის სა­სახ­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით პირ­ვე­ლი ტყვია სწო­რედ თქვენ ის­რო­ლეთ, შემ­დეგ კი, 6 იან­ვარს, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ოჯა­ხის წევ­რებ­სა და მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს ცე­ცხლი გა­უხ­სე­ნით. სხვა­თა შო­რის, ამ ფაქტს თა­ვის მო­გო­ნე­ბებ­ში ჯაბა იო­სე­ლი­ა­ნიც იხ­სე­ნებს.

- ვინც ამას ამ­ბობს, რე­ვან­შის­ტია და ვე­რაფ­რით მა­პა­ტია ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას­თან და­პი­რის­პი­რე­ბა. ვი­მე­ო­რებ: ცი­ხე­ში უკა­ნო­ნოდ ვი­ჯე­ქი და მთელ­მა მსოფ­ლი­ომ სინ­დი­სის პა­ტიმ­რად მა­ღი­ა­რა.

რა თქმა უნდა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა უბე­დუ­რე­ბა ჩემ­გან და­ი­წყო. ომიც მე და­ვი­წყე, ხან სი­გუა ვი­ყა­ვი, ხან - კი­ტო­ვა­ნი და ხა­ნაც - გამ­სა­ხურ­დია... სი­სუ­ლე­ლეა... დღე­საც იგი­ვე აზ­რზე ვარ და ვფიქ­რობ, აბ­სო­ლუ­ტუ­რად მარ­თა­ლი ვი­ყა­ვი, როცა ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და­ვუ­პი­რის­პირ­დი. ეს იყო აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­მო­უც­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც სა­ბო­ლო­ოდ, გამ­სა­ხურ­დი­ას ცო­ლის გა­რე­მოც­ვის ხელ­ში აღ­მოჩ­ნდა. ამ ადა­მი­ა­ნებ­მა არა მხო­ლოდ გამ­სა­ხურ­დია, ქვე­ყა­ნაც და­ღუ­პეს. მთავ­რო­ბა შემ­თხვე­ვი­თი ადა­მი­ა­ნე­ბით კომ­პლექტდე­ბო­და. მა­გა­ლი­თად, როცა თენ­გიზ კი­ტო­ვა­ნი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი გახ­და და 15-20 ათა­სი სამ­ხედ­რო, ია­რა­ღი­თურთ, ხელ­ში ჩა­იგ­დო, სა­მო­ქა­ლა­ქო ომი ატე­ხა, შემ­დეგ აფხა­ზეთ­ში შე­ვარ­და და იქაც კრა­ხი გა­ნი­ცა­და. ასე­თი ადა­მი­ა­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში სწო­რედ გამ­სა­ხურ­დი­ამ მო­იყ­ვა­ნა; მე­ტიც - მა­შინ, როცა პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე პრე­ზი­დენტს მხარ­ზე კოც­ნი­და და წმინ­და გი­ორ­გის ეძახ­და, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო დუ­და­ე­ვის პლა­ტა­კე­ბით ხელ­ში და­დი­ო­და და პატ­რი­არ­ქის სუ­რა­თებს ჯვა­რი გა­და­უს­ვა. რა იყო ეს სი­გი­ჟე? - ამას დრო გა­არ­კვევს. ასე რომ, სა­მო­ქა­ლა­ქო ომი გოგა ხა­ინ­დრა­ვამ კი არა, მრგვალ­მა მა­გი­დამ და­ი­წყო, რომ­ლის წევ­რებ­მა სკა­მე­ბი ვერ გა­იყ­ვეს და ქვე­ყა­ნა და­ან­გრი­ეს.

- ამის შემ­დეგ აფხა­ზეთ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრად და­ი­ნიშ­ნეთ და თქვენს წი­ნა­აღ­მდეგ ახა­ლი ბრალ­დე­ბე­ბიც გაჩ­ნდა ომის გა­ყიდ­ვას­თან, რუ­სებ­სა და აფხა­ზებ­თან ბიზ­ნე­სის წარ­მო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

- არ მინ­და, ამ ადა­მი­ა­ნებს ვუ­პა­სუ­ხო... აფხა­ზეთ­ში რისი გა­კე­თე­ბაც შე­მეძ­ლო, გა­ვა­კე­თე - სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი ცხრა­ჯერ შე­ვა­ჩე­რე, არ­ძინ­ბას შევ­ხვდი, ალ­ყა­შე­მორ­ტყმულ ზუგ­დიდ­ში თერ­თმეტ­ჯერ ვი­ყა­ვი და ოჩამ­ჩი­რე­ში ლოთი ქო­ბა­ლია ჩა­ვიყ­ვა­ნე. მა­შინ ცენ­ტრა­ლურ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ნა­წი­ლი გა­ვა­ერ­თი­ა­ნე, რად­გან ვხვდე­ბო­დით, რომ აფხა­ზე­თი ხე­ლი­დან გვეც­ლე­ბო­და. დიახ, დავ­მარ­ცხდით, მაგ­რამ ეს არ იყო იმის ბრა­ლი, რომ ომი გა­ყი­დუ­ლი იყო. ამას ის ადა­მი­ა­ნე­ბი ამ­ბო­ბენ, ვინც იქ ჩა­მოს­ვლა ვერ გა­ბე­და, მი­თე­ბის შექ­მნით თავს იმარ­თლე­ბენ, რად­გან მშიშ­რე­ბი არი­ან და ქვეყ­ნის და­სა­ცა­ვად არა­ფე­რი გა­ა­კე­თეს. როცა აფხა­ზე­თის ომი­დან ჩა­მო­ვე­დი, იქ ზო­გი­ერ­თე­ბი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი დაგ­ვხვდნენ.

- პი­რა­დი კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის ია­რა­ღით არც სა­მეგ­რე­ლო­ში ჩა­სულ­ხართ?

- ტყუ­ი­ლია! სა­მეგ­რე­ლო ჩემი კუ­თხეა და "ზვი­ა­დის­ტებ­ზე"მე­ტად მიყ­ვარს. ათას­წლე­უ­ლის მეგ­რუ­ლი გვა­რი მაქვს და, რო­გორც ფიქ­რობთ, სა­მეგ­რე­ლო­ში ია­რა­ღით ჩამ­სვლე­ლი ვი­ყა­ვი, ჩემს სახ­ლსა და ოჯახ­ში? ამ პრო­ცე­სებ­ში ორი­ვე და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი მხა­რეა დამ­ნა­შა­ვე, მაგ­რამ კი­დევ უფრო დიდი და­ნა­შა­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გულ­გრი­ლო­ბა იყო, რო­მე­ლიც აფხა­ზე­თის ომის პა­რა­ლე­ლუ­რად, დუ­ბა­ი­ში "ლუსტრებ­ზე"და­დი­ო­და. აფხა­ზეთ­ში სამ­შობ­ლოს ბედი წყდე­ბო­და, მაგ­რამ უმე­ცა­რი ხალ­ხი სა­კუ­თა­რი ვიწ­რო პარ­ტი­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან ვერ გა­მო­ვი­და. ამის შემ­დეგ ჩა­მო­ყა­ლიბ­და სექ­ტე­ბი, "მამ­რი­ო­ნე­ბი", "მხედ­რი­ო­ნე­ბი"და ა.შ. ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ჩვე­ნი­ვე ხე­ლით და­ვაქ­ცი­ეთ! ეს ორი­ვე მხა­რის ბრა­ლი იყო, პირ­ველ რიგ­ში კი, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ა­სი, რო­მე­ლიც მა­შინ პრე­ზი­დენ­ტი იყო.

- ამ გან­ცხა­დე­ბე­ბის გამო, სა­ზო­გა­დო­ე­ბის კრი­ტი­კის ობი­ექ­ტი კი­დევ ერთხელ გახ­დე­ბით...

- სი­მარ­თლე სი­მარ­თლეა! ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას მი­მართ ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არა­სო­დეს და­მი­მა­ლავს. "მრგვა­ლი მა­გი­და - თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს"კი­ტო­ვა­ნი, სი­გუა და ვაჟა ადა­მია წარ­მო­ად­გენ­დნენ, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში სა­კუ­თა­რი ბე­ტე­ე­რით და­დი­ო­და. ლოთი ქო­ბა­ლი­ას გვარ­დი­ამ კი თბი­ლი­სი და­ან­გრია. რა გა­ვა­კე­თო, თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბა დღემ­დე ჩემ­ზე ლა­პა­რა­კობს? დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ამას მხო­ლოდ ის 350 ათა­სი ადა­მი­ა­ნი ამ­ბობს, რო­მელ­მაც 27 ოქ­ტომ­ბრის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე ხმა სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბის ცო­ცხით გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბას მის­ცა. დიახ, ამ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის მტე­რი და უვარ­გი­სი ვარ და ვე­რა­ვის გა­და­ვა­კე­თებ, ჩემ­თვის ისი­ნი კეთ­როვ­ნე­ბი არი­ან!

- ვი­საც თქვე­ნი მი­სა­მარ­თით კი­თხვე­ბი უჩ­ნდე­ბა, ყვე­ლა კეთ­რო­ვა­ნია?

- აბა, სხვა­ნა­ი­რად ვერ ვხსნი, რომ ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას არ­ჩევ­ნებ­ში ხმას აძ­ლე­ვენ.

- წლე­ბის შემ­დეგ, ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას რე­კო­მენ­და­ცი­ით, სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრად კი­დევ ერთხელ და­ი­ნიშ­ნეთ, თუმ­ცა ამ შემ­თხვე­ვა­შიც სა­ზო­გა­დო­ე­ბამ თქვე­ნი მოღ­ვა­წე­ო­ბი­დან ნაკ­ლე­ბი შე­დე­გი და­ი­ნა­ხა და შე­კი­თხვე­ბი გა­უჩ­ნდა. ისიც ით­ქვა, რომ ეუთო-ს გრან­ტე­ბი მი­ით­ვი­სეთ...

- ესე დიდი ტყუ­ი­ლია! 2005 წელს ცხინ­ვალ­ში სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის და­წყე­ბა სა­ა­კაშ­ვილს მე გა­და­ვა­ფიქ­რე­ბი­ნე, რა­შიც ზუ­რაბ ჟვა­ნი­ა­მაც მხა­რი და­მი­ჭი­რა. ცხინ­ვა­ლი­დან უამ­რა­ვი და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი და და­კა­ვე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი გა­მო­ვიყ­ვა­ნე. ბო­ლოს და ბო­ლოს, რუ­სე­ბის "კა­მან­დი­რი", რო­მელ­მაც შემ­დეგ ცხინ­ვა­ლი მი­ლეწ-მო­ლე­წა, მა­შინ ჩემს ბრძა­ნე­ბებს ას­რუ­ლებ­და. ახალ­გორ­საც ვა­კონ­ტრო­ლებ­დი, რო­მე­ლიც მე­რა­ბიშ­ვილ­მა და სა­ა­კაშ­ვილ­მა რუ­სებს აჩუ­ქეს. ვერ ვი­ტყვი, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი მი­ნის­ტრი ვი­ყა­ვი, რად­გან ასე­თად მხო­ლოდ იმას მი­ვიჩ­ნევ, ვინც რე­ა­ლურ შე­დეგს აღ­წევს, თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი ისე რომ გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო, რო­გორც სა­ა­კაშ­ვი­ლი ირ­წმუ­ნე­ბო­და, ცხინ­ვა­ლის პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა რთუ­ლი არ იყო. როცა ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­ვი­და, იქ კონ­ფლიქ­ტი თით­ქმის ამო­წუ­რუ­ლი იყო. რო­კის გვი­რაბ­ში ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი თა­ვი­სუფ­ლად და­დი­ოდ­ნენ, ცხინ­ვა­ლე­ლე­ბი გორ­ში ვაჭ­რობ­დნენ და ავ­ტო­ბუ­სიც კი და­დი­ო­და მარ­შრუ­ტით - "თბი­ლი­სი-ცხინ­ვა­ლი". რაც შემ­დეგ წლებ­ში მოხ­და მხო­ლოდ ლო­მა­ი­ას, ბო­კე­რი­ას, სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და მე­რა­ბიშ­ვი­ლის ნა­მოქ­მე­და­რია.

- ოპო­ზი­ცი­ა­ში თქვე­ნი ყოფ­ნაც სკან­და­ლურ გა­მო­ნათ­ქვა­მებს უკავ­შირ­დე­ბა. უცენ­ზუ­როდ თბი­ლი­სე­ლებ­საც მი­მარ­თეთ...

- მა­შინ ფაქ­ტის კონ­სტან­ტი­რე­ბა მო­ვახ­დი­ნე და თბი­ლი­სის მდგო­მა­რე­ო­ბა აღვწე­რე. 6 მა­ისს, გი­ორ­გო­ბას, ვი­გინ­და­რა და თაღ­ლი­თი მე­რა­ბიშ­ვი­ლი აღ­ლუმს მარ­თავ­და, მთელ­მა თბი­ლის­მა კი ეს "შე­ჭა­მა". ჩემი ნათ­ქვა­მი არ ესი­ა­მოვ­ნათ და ცო­ცხე­ბი და ხელ­კე­ტე­ბი მო­ე­წო­ნათ? ან ქუ­ჩა­ში და­ხო­ცი­ლი ბავ­შვე­ბიsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! სამ­ყა­რო!, 7 ნო­ემ­ბერს და­ჩე­ხი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა თბი­ლი­სის­თვის სა­სი­ა­მოვ­ნო იყო? სა­ბედ­ნი­ე­როდ, დღეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა ბევ­რად გაზ­რდი­ლი და სა­სა­ხე­ლოა.

- იქ­ნებ სა­ზო­გა­დო­ე­ბა მა­შინ­დელ ოპო­ზი­ცი­ა­ში ლი­დერს ვერ ხე­დავ­და და თქვენს მი­მართ უნ­დობ­ლო­ბას ამი­ტომ იჩენ­და?

- შე­საძ­ლოა, თუმ­ცა მა­შინ­დელ­მა ლი­დერ­მა ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ სა­ა­კაშ­ვილს არ­ჩევ­ნე­ბი მო­უ­გო. მა­შინ ქალ­ბა­ტონ­მა ბურ­ჯა­ნა­ძემ სა­ა­კაშ­ვილს გა­ყალ­ბე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი "გა­უპ­რა­ვა", თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით, შეც­დო­მა აღი­ა­რა და ახლა პრე­ზი­დენ­ტო­ბა­ზე პრე­ტენ­ზია აქვს. ეს ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის პა­რა­დოქ­სია. სხვა­თა შო­რის, რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის უმ­რავ­ლე­სო­ბა დღე­საც ვერ მპა­ტი­ობს, რომ ოპო­ზი­ცი­ის საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტად ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძე და­ვა­სა­ხე­ლე და არა და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი, თუმ­ცა ცხოვ­რე­ბამ აჩ­ვე­ნა, რომ სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე. დათო დღე­ვან­დე­ლი დღის­თვის შე­მო­ვი­ნა­ხე და ის პარ­ლა­მენ­ტის სა­უ­კე­თე­სო თავ­მჯდო­მა­რეა.

- რეს­პუბ­ლი­კე­ლებ­თან დღე­საც უთან­ხმო­ე­ბა გაქვთ?

- ჩემი ძმა რეს­პუბ­ლი­კე­ლია და, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ამ ადა­მი­ა­ნებ­თან და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი ვიყო. უბ­რა­ლოდ, ეს არის პარ­ტია, რო­მელ­საც თა­ვი­სი ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი აზრი აქვს. როცა ჩემს ძმას­თან ვკა­მა­თობ, მთე­ლი სახ­ლი ზან­ზა­რებს, მაგ­რამ ეს ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე არ აი­სა­ხე­ბა.

- ისე, ბა­ტო­ნო გოგა, ით­ქვა, რომ უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდივ­ნის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე თქვე­ნი კან­დი­და­ტუ­რა გა­ნი­ხი­ლე­ბო­და, თუმ­ცა ცნო­ბი­ლია, რომ ამ პოსტზე გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის რჩე­უ­ლი ირი­ნა იმერ­ლიშ­ვი­ლია...

- არ მგო­ნია, უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდივ­ნად ირი­ნა იმერ­ლიშ­ვი­ლის და­ნიშ­ვნა სა­უ­კე­თე­სო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყოს, რად­გან ამ თა­დამ­დე­ბო­ბა­ზე რო­მე­ლი­მე პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი არ უნდა ინიშ­ნე­ბო­დეს. იმერ­ლიშ­ვილს შე­სა­ბა­მი­სი გა­მოც­დი­ლე­ბაც აკ­ლია, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ არც კი იცის, რას წარ­მო­ად­გენს. მის შე­სა­ხებ მხო­ლოდ ის ვიცი, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის დროს გე­ნე­რა­ლი გახ­და, რაც მსოფ­ლი­ო­ში იშ­ვი­ა­თი მოვ­ლე­ნაა, თუმ­ცა რა დამ­სა­ხუ­რე­ბის­თვის მი­ი­ღო ეს სამ­ხედ­რო წო­დე­ბა, ჩემ­თვის გა­უ­გე­ბა­რია.

რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს კან­დი­და­ტუ­რას, ეს თა­ნამ­დე­ბო­ბა რომ მინ­დო­დეს, წინ არა­ფე­რი მიდ­გას. დიდი ხა­ნია, გი­ორ­გის ახლო მე­გო­ბა­რი ვარ, გა­მარ­ჯვე­ბის დღე­საც აი­ვან­ზე მას­თან ერ­თად ვი­დე­ქი და ხელს არა­ფე­რი მიშ­ლი­და, პირ­და­პირ მეთ­ქვა, უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდივ­ნო­ბა მინ­და-მეთ­ქი.

- თან­ხმო­ბას მა­შინ­ვე მი­ი­ღებ­დით?

- არ ვიცი, მაგ­რამ ასე­თი სურ­ვი­ლი და გან­ზრახ­ვა არ მაქვს. რო­გორც ჩანს, არც გი­ორ­გის. შე­მო­თა­ვა­ზე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! შემ­თხვე­ვა­შიც არ დავ­თან­ხმდე­ბო­დი, რად­გან სხვა ინ­ტე­რე­სე­ბი გა­მიჩ­ნდა, რაც პო­ლი­ტი­კი­დან ძა­ლი­ან შორ­საა.

რუ­სუ­დან შე­ლია

გა­ზე­თი "ვერ­სია"

გოგა ხაინდრავა 20-წლიან ბრალდებებს პასუხობს

გოგა ხაინდრავა 20-წლიან ბრალდებებს პასუხობს

საზოგადოების ნაწილი წარსულს დღემდე ახსენებს. ზოგი ამბობს, რომ 1991-1992 წლების სახელმწიფო გადატრიალებაში მთავარი როლი შეასრულა, როცა ქაშუეთის ეკლესიიდან უზენაესი საბჭოს წარმომადგენლებს ცეცხლი გაუხსნა. ზოგიც აფხაზეთის ომის დროს ქვეყნის ღალატში ადანაშაულებს. ნანობს თუ არა ზვიად გამსახურდიასთან დაპირისპირებას და რა ვერ აპატია საზოგადოებამ? - "ვერსიას"ყოფილი მინისტრი, კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ესაუბრა.

- გასაგებია, რომ საზოგადოების ნაწილი ბრალს სამოქალაქო ომის გაღვივებაში მდებს, მაგრამ რატომღაც ყველას ავიწყდება, რომ 17 სექტემბერს დამაკავეს და ოთხი თვის განმავლობაში, ციხეში ვიჯექი. თბილისში კი შეიარაღებული დაპირისპირება 21 დეკემბერს დაიწყო, მანამდე მშვიდობიანი მანიფესტაციები იმართებოდა. ჯარი თავდაცვის მაშინდელ მინისტრს, კიტოვანს ჰყავდა, მე, გია ჭანტურია, მამუკა გიორგაძე, ჯაბა იოსელიანი მხედრიონიანად ციხეში ჩაგვსვეს და დაპირისპირება საკნიდან როგორ უნდა დამეწყო? როცა გამათავისუფლეს, თბილისი დაბომბილი და დანგრეული იყო, მე კი, 16 დღის ნაშიმშილარი, ქუჩებში ძლივს დავდიოდი.

- არსებობენ მოწმეები, რომელთაც რუსთაველის გამზირზე იარაღით ხელში ახსოვხართ...

- ვინც ამას ამბობს, ავადმყოფი და კერპთაყვანისმცემელია, მათ "ზვიადისტობას"არც ვაკადრებ, რადგან ზვიად გამსახურდია, მასთან დაპირისპირების მიუხედავად, ინტელექტუალი იყო, ესენი კი ბნელები არიან და იტყუებიან! ვიმეორებ: როცა ციხიდან გამოვედი, თბილისში ომი მძვინვარებდა და რისი შეცვლა შემეძლო?

- იმასაც ამბობენ, რომ ქაშუეთის ეზოდან მთავრობის სასახლის მიმართულებით პირველი ტყვია სწორედ თქვენ ისროლეთ, შემდეგ კი, 6 იანვარს, ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრებსა და მთავრობის წარმომადგენლებს ცეცხლი გაუხსენით. სხვათა შორის, ამ ფაქტს თავის მოგონებებში ჯაბა იოსელიანიც იხსენებს.

- ვინც ამას ამბობს, რევანშისტია და ვერაფრით მაპატია ზვიად გამსახურდიასთან დაპირისპირება. ვიმეორებ: ციხეში უკანონოდ ვიჯექი და მთელმა მსოფლიომ სინდისის პატიმრად მაღიარა.

რა თქმა უნდა, საქართველოში ყველა უბედურება ჩემგან დაიწყო. ომიც მე დავიწყე, ხან სიგუა ვიყავი, ხან - კიტოვანი და ხანაც - გამსახურდია... სისულელეა... დღესაც იგივე აზრზე ვარ და ვფიქრობ, აბსოლუტურად მართალი ვიყავი, როცა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებას დავუპირისპირდი. ეს იყო აბსოლუტურად გამოუცდელი ხელისუფლება, რომელიც საბოლოოდ, გამსახურდიას ცოლის გარემოცვის ხელში აღმოჩნდა. ამ ადამიანებმა არა მხოლოდ გამსახურდია, ქვეყანაც დაღუპეს. მთავრობა შემთხვევითი ადამიანებით კომპლექტდებოდა. მაგალითად, როცა თენგიზ კიტოვანი თავდაცვის მინისტრი გახდა და 15-20 ათასი სამხედრო, იარაღითურთ, ხელში ჩაიგდო, სამოქალაქო ომი ატეხა, შემდეგ აფხაზეთში შევარდა და იქაც კრახი განიცადა. ასეთი ადამიანი ხელისუფლებაში სწორედ გამსახურდიამ მოიყვანა; მეტიც - მაშინ, როცა პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტს მხარზე კოცნიდა და წმინდა გიორგის ეძახდა, მთელი საქართველო დუდაევის პლატაკებით ხელში დადიოდა და პატრიარქის სურათებს ჯვარი გადაუსვა. რა იყო ეს სიგიჟე? - ამას დრო გაარკვევს. ასე რომ, სამოქალაქო ომი გოგა ხაინდრავამ კი არა, მრგვალმა მაგიდამ დაიწყო, რომლის წევრებმა სკამები ვერ გაიყვეს და ქვეყანა დაანგრიეს.

- ამის შემდეგ აფხაზეთში სახელმწიფო მინისტრად დაინიშნეთ და თქვენს წინააღმდეგ ახალი ბრალდებებიც გაჩნდა ომის გაყიდვასთან, რუსებსა და აფხაზებთან ბიზნესის წარმოებასთან დაკავშირებით.

- არ მინდა, ამ ადამიანებს ვუპასუხო... აფხაზეთში რისი გაკეთებაც შემეძლო, გავაკეთე - საომარი მოქმედებები ცხრაჯერ შევაჩერე, არძინბას შევხვდი, ალყაშემორტყმულ ზუგდიდში თერთმეტჯერ ვიყავი და ოჩამჩირეში ლოთი ქობალია ჩავიყვანე. მაშინ ცენტრალურ ხელისუფლებასთან დაპირისპირებული ადამიანების ნაწილი გავაერთიანე, რადგან ვხვდებოდით, რომ აფხაზეთი ხელიდან გვეცლებოდა. დიახ, დავმარცხდით, მაგრამ ეს არ იყო იმის ბრალი, რომ ომი გაყიდული იყო. ამას ის ადამიანები ამბობენ, ვინც იქ ჩამოსვლა ვერ გაბედა, მითების შექმნით თავს იმართლებენ, რადგან მშიშრები არიან და ქვეყნის დასაცავად არაფერი გააკეთეს. როცა აფხაზეთის ომიდან ჩამოვედი, იქ ზოგიერთები ბიზნესმენები დაგვხვდნენ.

- პირადი კეთილდღეობისთვის იარაღით არც სამეგრელოში ჩასულხართ?

- ტყუილია! სამეგრელო ჩემი კუთხეა და "ზვიადისტებზე"მეტად მიყვარს. ათასწლეულის მეგრული გვარი მაქვს და, როგორც ფიქრობთ, სამეგრელოში იარაღით ჩამსვლელი ვიყავი, ჩემს სახლსა და ოჯახში? ამ პროცესებში ორივე დაპირისპირებული მხარეა დამნაშავე, მაგრამ კიდევ უფრო დიდი დანაშაული საზოგადოების გულგრილობა იყო, რომელიც აფხაზეთის ომის პარალელურად, დუბაიში "ლუსტრებზე"დადიოდა. აფხაზეთში სამშობლოს ბედი წყდებოდა, მაგრამ უმეცარი ხალხი საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესებიდან ვერ გამოვიდა. ამის შემდეგ ჩამოყალიბდა სექტები, "მამრიონები", "მხედრიონები"და ა.შ. ჩვენი ქვეყანა ჩვენივე ხელით დავაქციეთ! ეს ორივე მხარის ბრალი იყო, პირველ რიგში კი, ზვიად გამსახურდიასი, რომელიც მაშინ პრეზიდენტი იყო.

- ამ განცხადებების გამო, საზოგადოების კრიტიკის ობიექტი კიდევ ერთხელ გახდებით...

- სიმართლე სიმართლეა! ზვიად გამსახურდიას მიმართ ჩემი დამოკიდებულება არასოდეს დამიმალავს. "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს"კიტოვანი, სიგუა და ვაჟა ადამია წარმოადგენდნენ, რომელიც თბილისის ქუჩებში საკუთარი ბეტეერით დადიოდა. ლოთი ქობალიას გვარდიამ კი თბილისი დაანგრია. რა გავაკეთო, თუ საზოგადოება დღემდე ჩემზე ლაპარაკობს? დარწმუნებული ვარ, ამას მხოლოდ ის 350 ათასი ადამიანი ამბობს, რომელმაც 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმა საკუთარი შვილების ცოცხით გაუპატიურებას მისცა. დიახ, ამ ადამიანებისთვის მტერი და უვარგისი ვარ და ვერავის გადავაკეთებ, ჩემთვის ისინი კეთროვნები არიან!

- ვისაც თქვენი მისამართით კითხვები უჩნდება, ყველა კეთროვანია?

- აბა, სხვანაირად ვერ ვხსნი, რომ ნაციონალურ მოძრაობას არჩევნებში ხმას აძლევენ.

- წლების შემდეგ, ზურაბ ჟვანიას რეკომენდაციით, სახელმწიფო მინისტრად კიდევ ერთხელ დაინიშნეთ, თუმცა ამ შემთხვევაშიც საზოგადოებამ თქვენი მოღვაწეობიდან ნაკლები შედეგი დაინახა და შეკითხვები გაუჩნდა. ისიც ითქვა, რომ ეუთო-ს გრანტები მიითვისეთ...

- ესე დიდი ტყუილია! 2005 წელს ცხინვალში საომარი მოქმედებების დაწყება სააკაშვილს მე გადავაფიქრებინე, რაშიც ზურაბ ჟვანიამაც მხარი დამიჭირა. ცხინვალიდან უამრავი დაპატიმრებული და დაკავებული ქართველი გამოვიყვანე. ბოლოს და ბოლოს, რუსების "კამანდირი", რომელმაც შემდეგ ცხინვალი მილეწ-მოლეწა, მაშინ ჩემს ბრძანებებს ასრულებდა. ახალგორსაც ვაკონტროლებდი, რომელიც მერაბიშვილმა და სააკაშვილმა რუსებს აჩუქეს. ვერ ვიტყვი, რომ წარმატებული მინისტრი ვიყავი, რადგან ასეთად მხოლოდ იმას მივიჩნევ, ვინც რეალურ შედეგს აღწევს, თუმცა ყველაფერი ისე რომ გაკეთებულიყო, როგორც სააკაშვილი ირწმუნებოდა, ცხინვალის პრობლემის მოგვარება რთული არ იყო. როცა ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში მოვიდა, იქ კონფლიქტი თითქმის ამოწურული იყო. როკის გვირაბში ჩვენი თანამოქალაქეები თავისუფლად დადიოდნენ, ცხინვალელები გორში ვაჭრობდნენ და ავტობუსიც კი დადიოდა მარშრუტით - "თბილისი-ცხინვალი". რაც შემდეგ წლებში მოხდა მხოლოდ ლომაიას, ბოკერიას, სააკაშვილისა და მერაბიშვილის ნამოქმედარია.

- ოპოზიციაში თქვენი ყოფნაც სკანდალურ გამონათქვამებს უკავშირდება. უცენზუროდ თბილისელებსაც მიმართეთ...

- მაშინ ფაქტის კონსტანტირება მოვახდინე და თბილისის მდგომარეობა აღვწერე. 6 მაისს, გიორგობას, ვიგინდარა და თაღლითი მერაბიშვილი აღლუმს მართავდა, მთელმა თბილისმა კი ეს "შეჭამა". ჩემი ნათქვამი არ ესიამოვნათ და ცოცხები და ხელკეტები მოეწონათ? ან ქუჩაში დახოცილი ბავშვებიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო!, 7 ნოემბერს დაჩეხილი საზოგადოება თბილისისთვის სასიამოვნო იყო? საბედნიეროდ, დღეს საზოგადოება ბევრად გაზრდილი და სასახელოა.

- იქნებ საზოგადოება მაშინდელ ოპოზიციაში ლიდერს ვერ ხედავდა და თქვენს მიმართ უნდობლობას ამიტომ იჩენდა?

- შესაძლოა, თუმცა მაშინდელმა ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ სააკაშვილს არჩევნები მოუგო. მაშინ ქალბატონმა ბურჯანაძემ სააკაშვილს გაყალბებული არჩევნები "გაუპრავა", თუმცა მოგვიანებით, შეცდომა აღიარა და ახლა პრეზიდენტობაზე პრეტენზია აქვს. ეს ქართული საზოგადოების პარადოქსია. სხვათა შორის, რესპუბლიკური პარტიის უმრავლესობა დღესაც ვერ მპატიობს, რომ ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატად ლევან გაჩეჩილაძე დავასახელე და არა დავით უსუფაშვილი, თუმცა ცხოვრებამ აჩვენა, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. დათო დღევანდელი დღისთვის შემოვინახე და ის პარლამენტის საუკეთესო თავმჯდომარეა.

- რესპუბლიკელებთან დღესაც უთანხმოება გაქვთ?

- ჩემი ძმა რესპუბლიკელია და, როგორ შეიძლება, ამ ადამიანებთან დაპირისპირებული ვიყო. უბრალოდ, ეს არის პარტია, რომელსაც თავისი ჩამოყალიბებული აზრი აქვს. როცა ჩემს ძმასთან ვკამათობ, მთელი სახლი ზანზარებს, მაგრამ ეს ჩვენს ურთიერთობაზე არ აისახება.

- ისე, ბატონო გოგა, ითქვა, რომ უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურა განიხილებოდა, თუმცა ცნობილია, რომ ამ პოსტზე გიორგი მარგველაშვილის რჩეული ირინა იმერლიშვილია...

- არ მგონია, უშიშროების საბჭოს მდივნად ირინა იმერლიშვილის დანიშვნა საუკეთესო გადაწყვეტილება იყოს, რადგან ამ თადამდებობაზე რომელიმე პარტიის წარმომადგენელი არ უნდა ინიშნებოდეს. იმერლიშვილს შესაბამისი გამოცდილებაც აკლია, საზოგადოებამ არც კი იცის, რას წარმოადგენს. მის შესახებ მხოლოდ ის ვიცი, რომ სააკაშვილის დროს გენერალი გახდა, რაც მსოფლიოში იშვიათი მოვლენაა, თუმცა რა დამსახურებისთვის მიიღო ეს სამხედრო წოდება, ჩემთვის გაუგებარია.

რაც შეეხება ჩემს კანდიდატურას, ეს თანამდებობა რომ მინდოდეს, წინ არაფერი მიდგას. დიდი ხანია, გიორგის ახლო მეგობარი ვარ, გამარჯვების დღესაც აივანზე მასთან ერთად ვიდექი და ხელს არაფერი მიშლიდა, პირდაპირ მეთქვა, უშიშროების საბჭოს მდივნობა მინდა-მეთქი.

- თანხმობას მაშინვე მიიღებდით?

- არ ვიცი, მაგრამ ასეთი სურვილი და განზრახვა არ მაქვს. როგორც ჩანს, არც გიორგის. შემოთავაზებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! შემთხვევაშიც არ დავთანხმდებოდი, რადგან სხვა ინტერესები გამიჩნდა, რაც პოლიტიკიდან ძალიან შორსაა.

რუსუდან შელია

გაზეთი "ვერსია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა