პოლიტიკა
მოზაიკა
მსოფლიო

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რწმენისა და აღმსარებლობის ხელის შეშლასთან დაკავშირებით კანონს სპეციალური მუხლი დაემატება
რწმენისა და აღმსარებლობის ხელის შეშლასთან დაკავშირებით კანონს სპეციალური მუხლი დაემატება

"ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­თა კო­დექსს" სპე­ცი­ა­ლუ­რი მუხ­ლი ემა­ტე­ბა, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის რწმე­ნი­სა და აღმსა­რებ­ლო­ბის­თვის ხე­ლის შეშ­ლას ეხე­ბა და ასეთ ქმე­დე­ბა­ზე ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ჯა­რი­მის და­კის­რე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი მუხ­ლის სა­მუ­შაო ვა­რი­ან­ტი ასე­თია - ადა­მი­ა­ნის რწმე­ნი­სა და აღმსა­რებ­ლო­ბის­თვის ხე­ლის შეშ­ლა, რაც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა: რე­ლი­გი­უ­რი სიწ­მინ­დე­ე­ბის, რე­ლი­გი­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის, ღვთის­მსა­ხუ­რის ან მორ­წმუ­ნის მი­მართ სი­ძულ­ვი­ლის სა­ჯა­როდ გა­მო­ხატ­ვა­ში ან სხვაგ­ვარ და­მამ­ცი­რე­ბე­ლი ქმე­დე­ბა­ში, რაც მიზ­ნად ისა­ხავს მორ­წმუ­ნე­თა რე­ლი­გი­უ­რი გრძნო­ბე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფას; ღვთის­მსა­ხუ­რე­ბის ან სხვა რე­ლი­გი­უ­რი წე­სი­სა თუ ჩვე­უ­ლე­ბის აღ­სრუ­ლე­ბი­სათ­ვის უკა­ნო­ნოდ ხე­ლის შეშ­ლა­ში; რე­ლი­გი­უ­რი შუღ­ლის და სი­ძულ­ვი­ლის სა­ჯა­როდ გა­მო­ხატ­ვა­ში ან ამ­გვა­რი ქვე­დე­ბის­კენ სა­ჯა­როდ მო­წო­დე­ბა­ში; რე­ლი­გი­უ­რი შე­ნო­ბე­ბის და სხვა სიწ­მინ­დე­ე­ბის წა­ბილწვა­ში, მას­ზე ნე­ბის­მი­ე­რი წარ­წე­რის გა­კე­თე­ბა­ში ან მათ და­ზი­ა­ნე­ბა­ში - პრო­ექ­ტის თა­ნახ­მად, ასე­თი ქმე­დე­ბა გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 300-დან 500 ლა­რამ­დე, ხოლო წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მისი გან­მე­ო­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში პირი 1000- დან 1500 ლა­რამ­დე და­ჯა­რიმ­დე­ბა ან 15 დღემ­დე ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­ტიმ­რო­ბა და­ე­კის­რე­ბა.

ადა­მი­ა­ნის რწმე­ნის და აღმსა­რებ­ლო­ბის ხე­ლის შეშ­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მუხ­ლი "ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­თა კო­დექ­სის" იმ პრო­ექტს ემა­ტე­ბა, რო­მე­ლიც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ პარ­ლა­მენტს ივ­ნის­ში წა­რუდ­გი­ნა. კა­ნონპ­რო­ექ­ტის თავ­და­პირ­ველ ვა­რი­ან­ტში ასე­თი ტი­პის სა­მარ­თალ­დარ­ვე­ვა­ზე არა­ფე­რი ეწე­რა და მუხ­ლი პრო­ექტს მოგ­ვი­ა­ნე­ბით ჩა­ე­მა­ტა.

კა­ნონპ­რო­ექ­ტი პარ­ლა­მენ­ტში მე­ო­რე მოს­მე­ნით გან­ხილ­ვის სა­განს წარ­მო­ად­გენს. სა­კი­თხის ინი­ცი­ა­ტო­რე­ბი­სა და იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­ტე­ტის სურ­ვი­ლია, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი მუხ­ლის კენსჭისყრა­ზე და­ყე­ნე­ბამ­დე, და­ზუს­ტდეს მისი შე­სა­ბა­მი­სო­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კა­ნონ­მდებ­ლო­ბას­თან და სა­ერ­თა­შო­რი­სო აქ­ტებ­თან.

ადა­მი­ა­ნის რწმე­ნი­სა და აღმსა­რებ­ლო­ბის ხე­ლის შეშ­ლის ქმე­დე­ბის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი პი­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას პარ­ლა­მენ­ტი სწო­რედ ამის შემ­დეგ მი­ი­ღებს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რწმენისა და აღმსარებლობის ხელის შეშლასთან დაკავშირებით კანონს სპეციალური მუხლი დაემატება

რწმენისა და აღმსარებლობის ხელის შეშლასთან დაკავშირებით კანონს სპეციალური მუხლი დაემატება

"ადმინისტრაციულ სამართალდარღვეთა კოდექსს" სპეციალური მუხლი ემატება, რომელიც ადამიანის რწმენისა და აღმსარებლობისთვის ხელის შეშლას ეხება და ასეთ ქმედებაზე ადმინისტრაციული ჯარიმის დაკისრებას ითვალისწინებს.

აღნიშნული მუხლის სამუშაო ვარიანტი ასეთია - ადამიანის რწმენისა და აღმსარებლობისთვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატება: რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის ან მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვაში ან სხვაგვარ დამამცირებელი ქმედებაში, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას; ღვთისმსახურების ან სხვა რელიგიური წესისა თუ ჩვეულების აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლაში; რელიგიური შუღლის და სიძულვილის საჯაროდ გამოხატვაში ან ამგვარი ქვედებისკენ საჯაროდ მოწოდებაში; რელიგიური შენობების და სხვა სიწმინდეების წაბილწვაში, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთებაში ან მათ დაზიანებაში - პროექტის თანახმად, ასეთი ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 300-დან 500 ლარამდე, ხოლო წლის განმავლობაში მისი განმეორების შემთხვევაში პირი 1000- დან 1500 ლარამდე დაჯარიმდება ან 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა დაეკისრება.

ადამიანის რწმენის და აღმსარებლობის ხელის შეშლასთან დაკავშირებული მუხლი "ადმინისტრაციულ სამართალდარღვეთა კოდექსის" იმ პროექტს ემატება, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტს ივნისში წარუდგინა. კანონპროექტის თავდაპირველ ვარიანტში ასეთი ტიპის სამართალდარვევაზე არაფერი ეწერა და მუხლი პროექტს მოგვიანებით ჩაემატა.

კანონპროექტი პარლამენტში მეორე მოსმენით განხილვის საგანს წარმოადგენს. საკითხის ინიციატორებისა და იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სურვილია, რომ აღნიშნული მუხლის კენსჭისყრაზე დაყენებამდე, დაზუსტდეს მისი შესაბამისობა სისხლის სამართლის კანონმდებლობასთან და საერთაშორისო აქტებთან.

ადამიანის რწმენისა და აღმსარებლობის ხელის შეშლის ქმედების განმახორციელებელი პირების წინააღმდეგ გადაწყვეტილებას პარლამენტი სწორედ ამის შემდეგ მიიღებს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია