მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით საგანელიძე მესამე შვილის მოლოდინში
დავით საგანელიძე მესამე შვილის მოლოდინში

და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძის სახ­ლში შე­სულს თბი­ლი და მხი­ა­რუ­ლი გა­რე­მო დამ­ხვდა. სოფო ფარ­ცხა­ლა­ძე­ზე პო­ლი­ტი­კოს­მა ოთხი წლის წინ იქორ­წი­ნა და დღეს უკვე სამი წლის ნო­და­რი­კოს და წლი­ნა­ხევ­რის ელე­ნეს ზრდი­ან. იან­ვარ­ში კი მე­სა­მე შვილს, ან­დრი­ას ელო­დე­ბი­ან. სახ­ლში მუდ­მი­ვად ბავ­შვე­ბის ჟრი­ა­მუ­ლია. მამა სულ ენატ­რე­ბათ და ამი­ტომ კარ­ზე ზა­რის გა­გო­ნე­ბის­თა­ნა­ვე შე­სა­გე­ბებ­ლად გარ­ბი­ან. შინ შე­მო­სულ­მა ბა­ტონ­მა და­ვით­მა შვი­ლე­ბი გულ­ში ჩა­იკ­რა და გვი­თხრა, რომ მის­თვის ამა­ზე დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა არ არ­სე­ბობს. მარ­თა­ლია, შინ შვი­ლე­ბის გარ­და ყო­ველ­დღი­უ­რად ფეხ­მძი­მე მე­უღ­ლე ელო­დე­ბა, მაგ­რამ პო­ლი­ტი­კუ­რი გა­რე­მო და ქუ­თა­ის­ში გა­და­ტა­ნი­ლი პარ­ლა­მენ­ტი სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევს, რომ მათ­თან დიდი დრო გა­ა­ტა­როს, თუმ­ცა იმე­დი აქვს, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი დრო­ე­ბი­თია და საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ყვე­ლა­ფე­რი და­ლაგ­დე­ბა.

- ბა­ტო­ნო და­ვით, უკვე მე­სა­მე შვილს ელო­დე­ბით...

- რა­ტომ­ღაც ისე მოხ­და, რომ ცხოვ­რე­ბის 50 წელი ისე გა­ვი­ა­რე, არ ვი­ცო­დი, რა იყო მა­მო­ბის გრძნო­ბა. ახლა ვხვდე­ბი, რომ ამის­თვის ყო­ფილ­ხარ ადა­მი­ა­ნი და­ბა­დე­ბუ­ლი. სამი-ოთხი წლის წინ მე­გო­ნა, რომ ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი ვნა­ხე, არა­ფე­რი აღარ გა­მაკ­ვირ­ვებ­და და შემ­ცვლი­და. ამას მა­ში­ნაც ვამ­ბობ­დი, რო­დე­საც 50 წლის გავ­ხდი, მაგ­რამ შემ­დეგ ძა­ლი­ან მალე გა­ვი­ცა­ნი ჩემი მე­უღ­ლე სოფო. და­ო­ჯა­ხე­ბას მოჰ­ყვა პირ­ვე­ლი შვი­ლი, ნო­და­რი­კო, წე­ლი­წად-ნა­ხე­ვარ­ში ელე­ნე შეგ­ვე­ძი­ნა. იან­ვარ­ში ან­დრი­ას ვე­ლო­დე­ბით. დღეს ვხვდე­ბი, რომ 50 წელი ამა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არა­ფე­რი მი­კე­თე­ბია და გან­მიც­დია. ოჯახ­ზე დიდი ფა­სე­უ­ლო­ბა, ოჯახ­ზე დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არ არ­სე­ბობს ცხოვ­რე­ბა­ში. როცა მამა გავ­ხდი, უკვე ჩემი შვი­ლე­ბის გა­და­სა­ხე­დი­დან და­ვუ­წყე ყვე­ლა­ფერს ყუ­რე­ბა... რაც შე­ე­ხე­ბა მე­უღ­ლეს - მი­მაჩ­ნია, რომ მას­ზე დიდ­წი­ლა­დაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რამ­დე­ნად წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მა­მა­კა­ცი და ალ­ბათ ქა­ლიც, თა­ვის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ჩემ გვერ­დით არის სოფო.

- მე­სა­მე შვილს სა­ხე­ლი თქვენ შე­ურ­ჩი­ეთ?

- თა­ვი­დან ექოს­კო­პი­ა­ზე გვი­თხრეს, რომ მე­სა­მე გოგო შეგ­ვე­ძი­ნე­ბო­და. დე­დამ მი­თხრა, ვიცი, რომ გოგო კი არა, ბიჭი გე­ყო­ლე­ბათ, სიზ­მა­რი ვნა­ხე, ახ­ლო­ბე­ლი მე­კი­თხე­ბო­და, რო­გორ არი­ან ნო­და­რი­კო, ელე­ნე და ან­დრი­აო. ამა­ზე მხო­ლოდ გა­მე­ცი­ნა, მაგ­რამ ერთი თვის შემ­დეგ გეგ­მურ შე­მოწ­მე­ბა­ზე რომ მი­ვე­დით, გვი­თხრეს, რომ ბიჭი შეგ­ვე­ძი­ნე­ბო­და.

- სოფო, რო­გო­რი მა­მაა ბა­ტო­ნი და­ვი­თი?

- ძა­ლი­ან თბი­ლი, უბ­რა­ლოდ, დრო არ რჩე­ბა. ბავ­შვებს მამა ძა­ლი­ან უყ­ვართ. ყო­ველ სა­ღა­მოს მო­უთ­მენ­ლად ელო­დე­ბი­ან, რო­დის მოვა სახ­ლში. ბევრ შვილ­ზე ადრე მეც მი­ფიქ­რია და ეს ოც­ნე­ბა იან­ვარ­ში ამიხ­დე­ბა.

და­ვი­თი:

- რამ­დენ შვილ­საც ღმერ­თი მოგ­ვცემს, იმ­დე­ნი გვე­ყო­ლე­ბა.

- სოფო, ბა­ტო­ნი და­ვი­თი ხში­რად არის ქუ­თა­ის­ში. ალ­ბათ ძა­ლი­ან გე­ნატ­რე­ბათ ხოლ­მე მე­უღ­ლე.

- რა თქმა უნდა, მე­ნატ­რე­ბა. თან ჩემს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არის მო­მენ­ტე­ბი, როცა ძა­ლი­ან გინ­და, რომ ქმა­რი შენ გვერ­დით იყოს. ახლა პო­ლი­ტი­კუ­რად ყვე­ლა­ზე რთუ­ლი პე­რი­ო­დია და მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ, გვერ­დში და­ვუდ­გე და ოჯა­ხის თე­მე­ბით ნაკ­ლე­ბად ვა­წუ­ხებ. იმე­დია, არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ დაგ­ვიბ­რუნ­დე­ბა (იღი­მე­ბა). ვიცი, რომ ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არ უნდა ვი­ნერ­ვი­უ­ლო და სი­მარ­თლე რომ გი­თხრათ, ტე­ლე­ვი­ზორს არ ვრთავ, რამე ისე­თი ინ­ფორ­მა­ცია რომ არ მო­ვის­მი­ნო, მაგ­რამ ხან ახ­ლო­ბე­ლი მკი­თხავს რა­ღა­ცას, ხა­ნაც ინ­ტერ­ნეტ­ში ვკი­თხუ­ლობ რა­ღაც არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნოს. არ ვიმ­ჩნევ, მაგ­რამ ვნერ­ვი­უ­ლობ. ქუ­თა­ის­ში ყოფ­ნის დროს დათო დღე­ში რამ­დენ­ჯერ­მე მი­რე­კავს.

- მე­სი­ჯებს არ გწერს?

- ახლა აღარ (იღი­მე­ბა).

და­ვი­თი:

- მა­გა­ზე დროს არ ვკარ­გავ, თუ რამე სათ­ქმე­ლი მაქვს, არ ჯო­ბია, და­ვურ­ე­კო და ისე ვუ­თხრა? თან ამ დროს სო­ფოს ხმაც მეს­მის. ხან­და­ხან მე­უბ­ნე­ბა, რომ კარ­გად არის, მაგ­რამ ხმა თუ არ მო­მე­წო­ნა, უცებ ვხვდე­ბი, რომ რა­ღაც პრობ­ლე­მა აქვს. ბოლო დროს უფრო ხში­რად თბი­ლის­ში ვარ, მაგ­რამ სახ­ლში დიდ­ხანს ყოფ­ნას ვერ ვა­ხერ­ხებ. ძი­რი­თა­დად სა­არ­ჩევ­ნო შტაბ­ში ვარ. დი­ლას რომ მივ­დი­ვარ, ბავ­შვებს სძი­ნავთ, მოვ­დი­ვარ და ისევ და­ძი­ნე­ბუ­ლე­ბი მხვდე­ბი­ან.

- ძა­ლი­ან დიდი სიყ­ვა­რუ­ლით შე­იქ­მნა თქვე­ნი ოჯა­ხი. რა შეც­ვა­ლა ამ წლებ­მა. რთუ­ლი პე­რი­ო­დე­ბი თუ გა­და­ი­ტა­ნეთ?

სოფო:

- ოთხი წელი გა­დის უკვე და გვყავს ორი შვი­ლი, მე­სა­მეს ვე­ლო­დე­ბით, მხო­ლოდ ის შე­იც­ვა­ლა, რომ ჩვე­ნი ოჯა­ხი დღეს უფრო ძლი­ე­რია.

და­ვი­თი:

- მე ამ პე­რი­ოდ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 24 წელი და­ვი­კე­ლი, ახალ­გაზ­რდა გახ­ლა­ვართ, რაც ძა­ლი­ან კარ­გია (იღი­მე­ბა). ცუდი ერ­თა­დერ­თი ის არის, რომ სო­ფომ მუდ­მი­ვი ორ­სუ­ლო­ბე­ბის ფონ­ზე ვერა და ვერ მო­ა­ხერ­ხა მარ­თვის მოწ­მო­ბის აღე­ბა, არა­და, მან­ქა­ნას კარ­გად მარ­თავს. ვე­უბ­ნე­ბი, იარე კურ­სებ­ზე, მაგ­რამ მა­შინ, როცა ორ­სუ­ლად არ იქ­ნე­ბი-მეთ­ქი. რაც შენი ცოლი ვარ, ყო­ველ წელს ორ­სუ­ლად ვარ და რო­დის უნდა ვი­ა­როო (იცი­ნის).

- სოფო, და­ო­ჯა­ხე­ბის შემ­დეგ აღარ მუ­შა­ობ?

- სახ­ლში ვმუ­შა­ობ...

და­ვი­თი:

- რომ მუ­შა­ობ­დეს, რაც ჩემი მე­უღ­ლეა, სულ დეკ­რე­ტულ შვე­ბუ­ლე­ბა­ში იქ­ნე­ბო­და.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დავით საგანელიძე მესამე შვილის მოლოდინში

დავით საგანელიძე მესამე შვილის მოლოდინში

დავით საგანელიძის სახლში შესულს თბილი და მხიარული გარემო დამხვდა. სოფო ფარცხალაძეზე პოლიტიკოსმა ოთხი წლის წინ იქორწინა და დღეს უკვე სამი წლის ნოდარიკოს და წლინახევრის ელენეს ზრდიან. იანვარში კი მესამე შვილს, ანდრიას ელოდებიან. სახლში მუდმივად ბავშვების ჟრიამულია. მამა სულ ენატრებათ და ამიტომ კარზე ზარის გაგონებისთანავე შესაგებებლად გარბიან. შინ შემოსულმა ბატონმა დავითმა შვილები გულში ჩაიკრა და გვითხრა, რომ მისთვის ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. მართალია, შინ შვილების გარდა ყოველდღიურად ფეხმძიმე მეუღლე ელოდება, მაგრამ პოლიტიკური გარემო და ქუთაისში გადატანილი პარლამენტი საშუალებას არ აძლევს, რომ მათთან დიდი დრო გაატაროს, თუმცა იმედი აქვს, რომ ეს ყველაფერი დროებითია და საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ყველაფერი დალაგდება.

- ბატონო დავით, უკვე მესამე შვილს ელოდებით...

- რატომღაც ისე მოხდა, რომ ცხოვრების 50 წელი ისე გავიარე, არ ვიცოდი, რა იყო მამობის გრძნობა. ახლა ვხვდები, რომ ამისთვის ყოფილხარ ადამიანი დაბადებული. სამი-ოთხი წლის წინ მეგონა, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ვნახე, არაფერი აღარ გამაკვირვებდა და შემცვლიდა. ამას მაშინაც ვამბობდი, როდესაც 50 წლის გავხდი, მაგრამ შემდეგ ძალიან მალე გავიცანი ჩემი მეუღლე სოფო. დაოჯახებას მოჰყვა პირველი შვილი, ნოდარიკო, წელიწად-ნახევარში ელენე შეგვეძინა. იანვარში ანდრიას ველოდებით. დღეს ვხვდები, რომ 50 წელი ამაზე მნიშვნელოვანი არაფერი მიკეთებია და განმიცდია. ოჯახზე დიდი ფასეულობა, ოჯახზე დიდი პასუხისმგებლობა არ არსებობს ცხოვრებაში. როცა მამა გავხდი, უკვე ჩემი შვილების გადასახედიდან დავუწყე ყველაფერს ყურება... რაც შეეხება მეუღლეს - მიმაჩნია, რომ მასზე დიდწილადაა დამოკიდებული, რამდენად წარმატებული იქნება მამაკაცი და ალბათ ქალიც, თავის საქმიანობაში. ბედნიერი ვარ, რომ ჩემ გვერდით არის სოფო.

- მესამე შვილს სახელი თქვენ შეურჩიეთ?

- თავიდან ექოსკოპიაზე გვითხრეს, რომ მესამე გოგო შეგვეძინებოდა. დედამ მითხრა, ვიცი, რომ გოგო კი არა, ბიჭი გეყოლებათ, სიზმარი ვნახე, ახლობელი მეკითხებოდა, როგორ არიან ნოდარიკო, ელენე და ანდრიაო. ამაზე მხოლოდ გამეცინა, მაგრამ ერთი თვის შემდეგ გეგმურ შემოწმებაზე რომ მივედით, გვითხრეს, რომ ბიჭი შეგვეძინებოდა.

- სოფო, როგორი მამაა ბატონი დავითი?

- ძალიან თბილი, უბრალოდ, დრო არ რჩება. ბავშვებს მამა ძალიან უყვართ. ყოველ საღამოს მოუთმენლად ელოდებიან, როდის მოვა სახლში. ბევრ შვილზე ადრე მეც მიფიქრია და ეს ოცნება იანვარში ამიხდება.

დავითი:

- რამდენ შვილსაც ღმერთი მოგვცემს, იმდენი გვეყოლება.

- სოფო, ბატონი დავითი ხშირად არის ქუთაისში. ალბათ ძალიან გენატრებათ ხოლმე მეუღლე.

- რა თქმა უნდა, მენატრება. თან ჩემს მდგომარეობაში არის მომენტები, როცა ძალიან გინდა, რომ ქმარი შენ გვერდით იყოს. ახლა პოლიტიკურად ყველაზე რთული პერიოდია და მაქსიმალურად ვცდილობ, გვერდში დავუდგე და ოჯახის თემებით ნაკლებად ვაწუხებ. იმედია, არჩევნების შემდეგ დაგვიბრუნდება (იღიმება). ვიცი, რომ ამ მდგომარეობაში არ უნდა ვინერვიულო და სიმართლე რომ გითხრათ, ტელევიზორს არ ვრთავ, რამე ისეთი ინფორმაცია რომ არ მოვისმინო, მაგრამ ხან ახლობელი მკითხავს რაღაცას, ხანაც ინტერნეტში ვკითხულობ რაღაც არასასიამოვნოს. არ ვიმჩნევ, მაგრამ ვნერვიულობ. ქუთაისში ყოფნის დროს დათო დღეში რამდენჯერმე მირეკავს.

- მესიჯებს არ გწერს?

- ახლა აღარ (იღიმება).

დავითი:

- მაგაზე დროს არ ვკარგავ, თუ რამე სათქმელი მაქვს, არ ჯობია, დავურეკო და ისე ვუთხრა? თან ამ დროს სოფოს ხმაც მესმის. ხანდახან მეუბნება, რომ კარგად არის, მაგრამ ხმა თუ არ მომეწონა, უცებ ვხვდები, რომ რაღაც პრობლემა აქვს. ბოლო დროს უფრო ხშირად თბილისში ვარ, მაგრამ სახლში დიდხანს ყოფნას ვერ ვახერხებ. ძირითადად საარჩევნო შტაბში ვარ. დილას რომ მივდივარ, ბავშვებს სძინავთ, მოვდივარ და ისევ დაძინებულები მხვდებიან.

- ძალიან დიდი სიყვარულით შეიქმნა თქვენი ოჯახი. რა შეცვალა ამ წლებმა. რთული პერიოდები თუ გადაიტანეთ?

სოფო:

- ოთხი წელი გადის უკვე და გვყავს ორი შვილი, მესამეს ველოდებით, მხოლოდ ის შეიცვალა, რომ ჩვენი ოჯახი დღეს უფრო ძლიერია.

დავითი:

- მე ამ პერიოდში დაახლოებით 24 წელი დავიკელი, ახალგაზრდა გახლავართ, რაც ძალიან კარგია (იღიმება). ცუდი ერთადერთი ის არის, რომ სოფომ მუდმივი ორსულობების ფონზე ვერა და ვერ მოახერხა მართვის მოწმობის აღება, არადა, მანქანას კარგად მართავს. ვეუბნები, იარე კურსებზე, მაგრამ მაშინ, როცა ორსულად არ იქნები-მეთქი. რაც შენი ცოლი ვარ, ყოველ წელს ორსულად ვარ და როდის უნდა ვიაროო (იცინის).

- სოფო, დაოჯახების შემდეგ აღარ მუშაობ?

- სახლში ვმუშაობ...

დავითი:

- რომ მუშაობდეს, რაც ჩემი მეუღლეა, სულ დეკრეტულ შვებულებაში იქნებოდა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია