პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 00:21-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული აჩქარება, აქტიურობა. ხელშეკრულებების და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. დღე ხელსაყრელია მოგზაურობისა და მივლინებისთვის. დღე შესაფერისია ორგანიზმის გასაწმენდად. არ არის რეკომენდებული სოკოსა და ნესვის ჭამა.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაზეთ "P.S"-ის ჟურნალისტს რესპონდენტმა კამერა წაართვა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა
გაზეთ "P.S"-ის ჟურნალისტს რესპონდენტმა კამერა წაართვა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

ქუ­თა­ი­სის ცენ­ტრში ფარ­თის უკა­ნო­ნო ფლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ტერ­ვი­უ­ზე მი­სულ გა­ზეთ "პოსტსკრიპ­ტუ­მის" ჟურ­ნა­ლისტს, ჟანა ჯა­ნე­ლი­ძეს, რეს­პონ­დენ­ტმა, ინდ. მე­წარ­მე მზია გი­ორ­გა­ძემ და მის­მა ქა­ლიშ­ვილ­მა აგ­რე­სი­უ­ლი შეხ­ვედ­რა მო­უ­წყვეს. მათ ჟურ­ნა­ლისტს შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს, კა­მე­რა წა­არ­თვეს და და­ე­მუქრნენ, რომ თუ ამ თე­მას თავს არ და­ა­ნე­ბებ­და, ყვე­ლა­ფე­რი სა­ნა­ნე­ბე­ლი გა­უხ­დე­ბო­და და მისი ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი კა­რი­ე­რა აქ დამ­თავ­რდე­ბო­და.

"პოს­ტკრიპ­ტუ­მის" ჟურ­ნა­ლის­ტი რეს­პო­დენ­ტთან სა­და­ვო თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ტერ­ვი­უ­ზე წი­ნას­წარ იყო შე­თან­ხმე­ბუ­ლი. თუმ­ცა ად­გილ­ზე მი­სუ­ლი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მოგ­ზავ­ნი­ლად მი­იჩ­ნი­ეს და სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რით ცდი­ლობ­დნენ მისი ვი­ნა­ო­ბის გა­და­მოწ­მე­ბას. "ბი­ძი­ნას ოფის­ში და­რე­კეთ სას­წრა­ფო­დო" - ამ­ბობ­და მზია გი­ორ­გა­ძის შვი­ლი. მზია გი­ორ­გა­ძემ ტე­ლე­ფო­ნით შე­თან­ხმე­ბაც უარ­ყო და გა­ნა­ცხა­და, რომ ტე­ლე­ფონ­ზე სა­უბ­რის დროს კომ­პო­ტებს აკე­თებ­და და მხო­ლოდ დღეს გა­მო­უჩ­ნდა იმის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბის დრო, რომ არ უნ­დო­და ჟურ­ნა­ლის­ტთან გა­სა­უბ­რე­ბა.

ინ­ცი­დენ­ტის მი­უ­ხე­და­ვად გა­მო­ცე­მა თე­მა­ზე მუ­შა­ო­ბას აგ­რძე­ლებს. ამას­თან, გა­ზე­თის რე­დაქ­ცია მო­უ­წო­დებს სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორგნო­ებს რე­ა­გი­რე­ბის გა­რე­შე არ და­ტო­ვონ აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი.

იხი­ლეთ ვრცლად

"P.S." (პოსტსკრიპ­ტუ­მი - ქუ­თა­ი­სი)

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

გაზეთ "P.S"-ის ჟურნალისტს რესპონდენტმა კამერა წაართვა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

გაზეთ "P.S"-ის ჟურნალისტს რესპონდენტმა კამერა წაართვა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

ქუთაისის ცენტრში ფართის უკანონო ფლობასთან დაკავშირებით ინტერვიუზე მისულ გაზეთ "პოსტსკრიპტუმის" ჟურნალისტს, ჟანა ჯანელიძეს, რესპონდენტმა, ინდ. მეწარმე მზია გიორგაძემ და მისმა ქალიშვილმა აგრესიული შეხვედრა მოუწყვეს. მათ ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენეს, კამერა წაართვეს და დაემუქრნენ, რომ თუ ამ თემას თავს არ დაანებებდა, ყველაფერი სანანებელი გაუხდებოდა და მისი ჟურნალისტური კარიერა აქ დამთავრდებოდა.

"პოსტკრიპტუმის" ჟურნალისტი რესპოდენტთან სადავო თემასთან დაკავშირებით ინტერვიუზე წინასწარ იყო შეთანხმებული. თუმცა ადგილზე მისული "ქართული ოცნების" მოგზავნილად მიიჩნიეს და სატელეფონო ზარით ცდილობდნენ მისი ვინაობის გადამოწმებას. "ბიძინას ოფისში დარეკეთ სასწრაფოდო" - ამბობდა მზია გიორგაძის შვილი. მზია გიორგაძემ ტელეფონით შეთანხმებაც უარყო და განაცხადა, რომ ტელეფონზე საუბრის დროს კომპოტებს აკეთებდა და მხოლოდ დღეს გამოუჩნდა იმის გაანალიზების დრო, რომ არ უნდოდა ჟურნალისტთან გასაუბრება.

ინციდენტის მიუხედავად გამოცემა თემაზე მუშაობას აგრძელებს. ამასთან, გაზეთის რედაქცია მოუწოდებს სამართალდამცავ ორგნოებს რეაგირების გარეშე არ დატოვონ აღნიშნული ფაქტი.

იხილეთ ვრცლად

”P.S.” (პოსტსკრიპტუმი - ქუთაისი)

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა