პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინა წკრიალაშვილი - "მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო მა­ფურ­თხებ­და"

ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი, მომ­ღე­რა­ლი ნი­ნა წკრი­ა­ლაშ­ვი­ლი ამ­ჯე­რად და­კა­ვე­ბუ­ლია პრო­ექ­ტით "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" და მთელ დროს რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე ატა­რებს.

- რა­ტომ გა­დაწყ­ვი­ტეთ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბა?

- წი­ნა სე­ზონ­ზეც მქონ­და შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, მაგ­რამ ვი­უ­ა­რე... მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვა სტრე­სის მოხ­სნის უე­ბა­რი სა­შუა­ლე­ბაა და სწო­რედ ამან გა­და­მაწყ­ვე­ტი­ნა პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ამ ყვე­ლა­ფერ­მა გა­ა­მარ­თლა - ძი­ლიც გა­მო­მი­კეთ­და და ჯან­მრთე­ლო­ბაც, სი­სუ­ლე­ლე­ებ­ზე ფიქ­რის დრო ნაკ­ლე­ბად მაქვს. რო­ცა რე­პე­ტი­ცი­ა­ზე არ ვარ, მა­ში­ნაც პრო­ექ­ტზე ვფიქ­რობ. ჩე­მი ნატ­ვრა­ა, ტან­გო ვი­ცეკ­ვო და იმე­დი­ა, ეს სურ­ვი­ლიც ამიხ­დე­ბა...

- თუ სა­ი­დუმ­ლო არ არის, ვის მი­ე­ცით ხმა არ­ჩევ­ნებ­ზე?

- ამ არ­ჩევ­ნებ­ზე მის­ვლა ვერ მო­ვას­წა­რი. ვერც კი ვიგ­რძე­ნი, წელს თუ არ­ჩევ­ნე­ბი ტარ­დე­ბო­და - ქუ­ჩებ­ში დი­დი პლა­კა­ტე­ბი­თაც არა­ვის უვ­ლი­ა. ისე, კარ­გია ასე­თი არ­ჩევ­ნე­ბი. ყო­ველ­თვის ვი­ცი, ვის უნ­და მივ­ცე ხმა არ­ჩევ­ნებ­ზე და ამას არც არას­დროს ვმა­ლავ - და­თო ბაქ­რა­ძის მხარ­დამ­ჭე­რი ვარ, თუმ­ცა, ნი­ნო ბურ­ჯა­ნა­ძე­სა და გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს შო­რის თუ მო­მი­წევ­და არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა, მარ­გვე­ლაშ­ვილს და­ვუ­ჭერ­დი მხარს. ნი­ნო ბურ­ჯა­ნა­ძის პრე­ზი­დენ­ტო­ბა აბ­სურ­დი­ა.

- ერ­თი წლის წინ გა­ნაცხ­ა­დეთ, თუ არ­ჩევ­ნებ­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ვერ გა­ი­მარ­ჯვებს, ხა­რა­კირს ჩა­ვი­ტა­რე­ბო, ხომ არ ნა­ნობთ ამ გან­ცხა­დე­ბას?

- მა­შინ ლა­მის მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო მა­ფურ­თხებ­და, მაგ­რამ მე ასე არ მით­ქვამს. "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა" ბევ­რი რამ გა­ა­კე­თეს ქვეყ­ნის­თვის, მაგ­რამ ბო­ლოს ყვე­ლა­ფერს ხა­ზი გა­და­ეს­ვა იმ ლაფ­სუ­სე­ბის ფონ­ზე, რა­მაც ქარ­თვე­ლე­ბი და­ა­ზა­რა­ლა...

- "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დრო­საც და ახ­ლაც მომ­ღერ­ლე­ბი ჩი­ოდ­ნენ, რომ მა­თი გვა­რე­ბი ე.წ. "შავ სი­ებ­ში"­ ჰქონ­დათ შე­ტა­ნი­ლი და არ­სად ამ­ღე­რებ­დნენ, ეთან­ხმე­ბით თუ არა მათ მო­საზ­რე­ბას და იბ­ლო­კე­ბით თუ არა ამ­ჯე­რად თქვენ?

- კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­ში ჩე­მი მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდ­ში ბევ­რჯერ დაგ­ვი­რე­კავს იმა­ვე ნა­ტო მე­ტო­ნი­ძეს­თან, ლი­ზა ბაგ­რა­ტი­ონ­თან, ეკა მა­მა­ლა­ძეს­თან და ისი­ნი თა­ვად ამ­ბობ­დნენ უარს კონ­ცერ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე. სა­ეს­ტრა­დო კონ­ცერ­ტი სულ ორ­ჯერ ჩა­ტარ­და ჩე­მი ორ­გა­ნი­ზე­ბით და მეც არ მი­მი­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, უფ­რო კლა­სი­კურ სა­ღა­მო­ებს ვმარ­თავ­დით. ისე, ყვე­ლას აქვს უა­რის თქმის უფ­ლე­ბა, ვი­საც უნ­დო­და, მო­ვი­დო­და... ახ­ლან­დელ "შავ სი­ებს" რაც შე­ე­ხე­ბა, ვერ ვიტყ­ვი, არ­სე­ბობს თუ არა ასე­თი რამ, მაგ­რამ 26 მა­ი­სის კონ­ცერ­ტზე ყვე­ლას და­უ­რე­კეს, ნი­ნო ჩხე­ი­ძის, სტე­ფა­ნე­სა და ჩემ გარ­და. ზუს­ტად ვი­ცი, რომ კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­დან და­ვიბ­ლო­კე, არც ვი­ცი, მი­ვი­ღებ­დი თუ არა იმ კონ­ცერ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, მაგ­რამ ახ­ლა თუ მექ­ნე­ბა მსგავ­სი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა იმ ხალ­ხის­გან, ვინც მა­შინ დამ­ბლო­კა, ნამ­დვი­ლად უარს ვიტყ­ვი. ვიმ­ღე­რებ თუ არა კონ­ცერ­ტზე, ამას ჩემ­თვის სა­სი­ცოცხ­ლო მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს.

- თუმ­ცა, რამ­დე­ნი­მე მომ­ღე­რა­ლი, რო­მე­ლიც შარ­შან წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" უჭერ­და მხარს, დღეს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მხარ­დამ­ჭე­რი­ა...

- ვი­საც სა­დაც უნ­და, იქ წა­ვი­დეს. მძულს მო­ღა­ლა­ტე ადა­მი­ა­ნე­ბი. ერ­თი ღა­ლა­ტის გა­მოც შე­მიძ­ლია გუ­ლი­დან ამო­ვიგ­დო. ვა­ფა­სებ ადა­მი­ანს, ვინც ბო­ლომ­დე დგას სა­კუ­თა­რი, თუნ­დაც ჩემ­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბის და­სა­ცა­ვად, მეც მყავს ასე­თი მე­გობ­რე­ბი, მაგ­რამ ამის გა­მო არა­ვინ და­მი­კარ­გავს. ზო­გი­ერ­თი რომ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის გა­მოცხ­ა­დე­ბი­დან 20 წუთ­ში სხვა პარ­ტი­ის მა­ი­სურს ჩა­იც­ვამს, ეს მა­გი­ჟებს. იმ­ხა­ნა­დაც გა­მა­ოგ­ნა არა არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებ­მა, არა­მედ ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის საქ­ცი­ელ­მა, მით უმე­ტეს, რო­ცა ამას მა­მა­კა­ცე­ბი აკე­თე­ბენ. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში რომ იც­ვლი პო­ზი­ცი­ას, ეს ნორ­მა­ლუ­რი­ა, მაგ­რამ რო­ცა არ­ჩევ­ნე­ბის დამ­თავ­რე­ბამ­დე წი­თე­ლი მა­ი­სუ­რი გაც­ვია და არ­ჩევ­ნე­ბის დამ­თავ­რე­ბის­თა­ნა­ვე ლურ­ჯი მა­ი­სუ­რით და ტორ­ტით ხელ­ში მი­დი­ხარ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის სახ­ლში, ეს მა­რაზ­მი­ა. ამის გა­მო ისე ვი­ყა­ვი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, ერ­თი თვე ვერ გა­მოვ­დი­ო­დი სახ­ლი­დან...

- ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან მე­გობ­რობთ?

- რა მე­რე, რომ ვმე­გობ­რობ? დი­ახ, ახ­ლოს ვარ მი­ნის­ტრებ­თა­ნაც, პარ­ლა­მენ­ტა­რებ­თა­ნაც და ცო­ტა ზე­მო­თაც. მა­თაც ისე­ვე სჯე­რათ თა­ვი­ან­თი პო­ზი­ცი­ის, რო­გორც მე, ამის გა­მო არ დაგ­ვი­კარ­გავს ერ­თმა­ნე­თი.

- ქმრის და­კარ­გვა მძი­მედ გა­ნი­ცა­დეთ...

- მარ­თა­ლი­ა, მე და თენ­გო ბო­ლო სამ თვეს გა­შო­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით, მაგ­რამ დი­დი ტკი­ვი­ლი მი­ვი­ღე. ჩემს თავს ვა­და­ნა­შა­უ­ლებ­დი, რომ არ დავ­შო­რე­ბო­დით, ასე არ მოხ­დე­ბო­და-­მეთ­ქი. მას შემ­დეგ ბევ­რი რა­მ გა­და­ვა­ფა­სე, მივ­ხვდი, რომ უბე­დუ­რე­ბა მხო­ლოდ ადა­მი­ა­ნის სიკ­ვდი­ლი­ა, რო­მელ­საც ვე­რა­ფერს უშ­ვე­ლი. რაც არ უნ­და მოხ­დეს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, თენ­გო მო­უ­შუ­შე­ბელ ტკი­ვი­ლად დამ­რჩე­ბა...

- რაც შე­ე­ხე­ბა თქვე­ნი და პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ძმის­შვი­ლის რო­მანს?..

- მე გულს ვე­ღა­რა­ვინ მატ­კენს. ჩე­მი ფო­ტო ჯერ გუ­რამ ტა­ტიშ­ვი­ლის ფო­ტო­სთან ერ­თად და­ა­მონ­ტა­ჟეს, მე­რე კო­ბას­თან ერ­თად. მა­მა­ჩემს ეს ფო­ტო­ე­ბი რომ ვაჩ­ვე­ნე, გა­გიჟ­და კა­ცი (ი­ცი­ნის). მე და მა­მა ვმე­გობ­რობთ და მას ყვე­ლა­ფერს ვუყ­ვე­ბი. ისე მო­მე­რი­და კო­ბას ცო­ლის, რამ­დე­ნი­მე დღე მას­თან შეხ­ვედ­რას გა­ვურ­ბო­დი, მაგ­რამ მე­რე და­ვფიქ­რდი, რომ ვი­ღა­ცის ავად­მყო­ფუ­რი ფან­ტა­ზი­ე­ბის გა­მო არ უნ­და და­მე­კარ­გა, დღემ­დე ვმე­გობ­რობთ მე და კო­ბა. მო­მე­რი­და თენ­გოს დე­დი­საც, თუმ­ცა თვი­თონ მე­უბ­ნე­ბა, ახალ­გაზ­რდა ხარ და ცხოვ­რე­ბა უნ­და გა­აგ­რძე­ლო­ო...

ესა­უბ­რა თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

ნინა წკრიალაშვილი - "მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო მა­ფურ­თხებ­და"

ნინა წკრიალაშვილი - "მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო მა­ფურ­თხებ­და"

ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი, მომ­ღე­რა­ლი ნი­ნა წკრი­ა­ლაშ­ვი­ლი ამ­ჯე­რად და­კა­ვე­ბუ­ლია პრო­ექ­ტით "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" და მთელ დროს რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე ატა­რებს.

-  რა­ტომ გა­დაწყ­ვი­ტეთ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბა?

-  წი­ნა სე­ზონ­ზეც მქონ­და შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, მაგ­რამ ვი­უ­ა­რე... მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვა სტრე­სის მოხ­სნის უე­ბა­რი სა­შუა­ლე­ბაა და სწო­რედ ამან გა­და­მაწყ­ვე­ტი­ნა პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ამ ყვე­ლა­ფერ­მა გა­ა­მარ­თლა - ძი­ლიც გა­მო­მი­კეთ­და და ჯან­მრთე­ლო­ბაც, სი­სუ­ლე­ლე­ებ­ზე ფიქ­რის დრო ნაკ­ლე­ბად მაქვს. რო­ცა რე­პე­ტი­ცი­ა­ზე არ ვარ, მა­ში­ნაც პრო­ექ­ტზე ვფიქ­რობ. ჩე­მი ნატ­ვრა­ა, ტან­გო ვი­ცეკ­ვო და იმე­დი­ა, ეს სურ­ვი­ლიც ამიხ­დე­ბა...

-  თუ სა­ი­დუმ­ლო არ არის, ვის მი­ე­ცით ხმა არ­ჩევ­ნებ­ზე?

-  ამ არ­ჩევ­ნებ­ზე მის­ვლა ვერ მო­ვას­წა­რი. ვერც კი ვიგ­რძე­ნი, წელს თუ არ­ჩევ­ნე­ბი ტარ­დე­ბო­და - ქუ­ჩებ­ში დი­დი პლა­კა­ტე­ბი­თაც არა­ვის უვ­ლი­ა. ისე, კარ­გია ასე­თი არ­ჩევ­ნე­ბი. ყო­ველ­თვის ვი­ცი, ვის უნ­და მივ­ცე ხმა არ­ჩევ­ნებ­ზე და ამას არც არას­დროს ვმა­ლავ - და­თო ბაქ­რა­ძის მხარ­დამ­ჭე­რი ვარ, თუმ­ცა, ნი­ნო ბურ­ჯა­ნა­ძე­სა და გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს შო­რის თუ მო­მი­წევ­და არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა, მარ­გვე­ლაშ­ვილს და­ვუ­ჭერ­დი მხარს. ნი­ნო ბურ­ჯა­ნა­ძის პრე­ზი­დენ­ტო­ბა აბ­სურ­დი­ა.

-  ერ­თი წლის წინ გა­ნაცხ­ა­დეთ, თუ არ­ჩევ­ნებ­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ვერ გა­ი­მარ­ჯვებს, ხა­რა­კირს ჩა­ვი­ტა­რე­ბო, ხომ არ ნა­ნობთ ამ გან­ცხა­დე­ბას?

-  მა­შინ ლა­მის მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო მა­ფურ­თხებ­და, მაგ­რამ მე ასე არ მით­ქვამს. "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა" ბევ­რი რამ გა­ა­კე­თეს ქვეყ­ნის­თვის, მაგ­რამ ბო­ლოს ყვე­ლა­ფერს ხა­ზი გა­და­ეს­ვა იმ ლაფ­სუ­სე­ბის ფონ­ზე, რა­მაც ქარ­თვე­ლე­ბი და­ა­ზა­რა­ლა...

-  "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დრო­საც და ახ­ლაც მომ­ღერ­ლე­ბი ჩი­ოდ­ნენ, რომ მა­თი გვა­რე­ბი ე.წ. "შავ სი­ებ­ში"­ ჰქონ­დათ შე­ტა­ნი­ლი და არ­სად ამ­ღე­რებ­დნენ, ეთან­ხმე­ბით თუ არა მათ მო­საზ­რე­ბას და იბ­ლო­კე­ბით თუ არა ამ­ჯე­რად თქვენ?

-  კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­ში ჩე­მი მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდ­ში ბევ­რჯერ დაგ­ვი­რე­კავს იმა­ვე ნა­ტო მე­ტო­ნი­ძეს­თან, ლი­ზა ბაგ­რა­ტი­ონ­თან, ეკა მა­მა­ლა­ძეს­თან და ისი­ნი თა­ვად ამ­ბობ­დნენ უარს კონ­ცერ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე. სა­ეს­ტრა­დო კონ­ცერ­ტი სულ ორ­ჯერ ჩა­ტარ­და ჩე­მი ორ­გა­ნი­ზე­ბით და მეც არ მი­მი­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, უფ­რო კლა­სი­კურ სა­ღა­მო­ებს ვმარ­თავ­დით. ისე, ყვე­ლას აქვს უა­რის თქმის უფ­ლე­ბა, ვი­საც უნ­დო­და, მო­ვი­დო­და... ახ­ლან­დელ "შავ სი­ებს" რაც შე­ე­ხე­ბა, ვერ ვიტყ­ვი, არ­სე­ბობს თუ არა ასე­თი რამ, მაგ­რამ 26 მა­ი­სის კონ­ცერ­ტზე ყვე­ლას და­უ­რე­კეს, ნი­ნო ჩხე­ი­ძის, სტე­ფა­ნე­სა და ჩემ გარ­და. ზუს­ტად ვი­ცი, რომ კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­დან და­ვიბ­ლო­კე, არც ვი­ცი, მი­ვი­ღებ­დი თუ არა იმ კონ­ცერ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, მაგ­რამ ახ­ლა თუ მექ­ნე­ბა მსგავ­სი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა იმ ხალ­ხის­გან, ვინც მა­შინ დამ­ბლო­კა, ნამ­დვი­ლად უარს ვიტყ­ვი. ვიმ­ღე­რებ თუ არა კონ­ცერ­ტზე, ამას ჩემ­თვის სა­სი­ცოცხ­ლო მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს.

-  თუმ­ცა, რამ­დე­ნი­მე მომ­ღე­რა­ლი, რო­მე­ლიც შარ­შან წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" უჭერ­და მხარს, დღეს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მხარ­დამ­ჭე­რი­ა...

-  ვი­საც სა­დაც უნ­და, იქ წა­ვი­დეს. მძულს მო­ღა­ლა­ტე ადა­მი­ა­ნე­ბი. ერ­თი ღა­ლა­ტის გა­მოც შე­მიძ­ლია გუ­ლი­დან ამო­ვიგ­დო. ვა­ფა­სებ ადა­მი­ანს, ვინც ბო­ლომ­დე დგას სა­კუ­თა­რი, თუნ­დაც ჩემ­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბის და­სა­ცა­ვად, მეც მყავს ასე­თი მე­გობ­რე­ბი, მაგ­რამ ამის გა­მო არა­ვინ და­მი­კარ­გავს. ზო­გი­ერ­თი რომ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის გა­მოცხ­ა­დე­ბი­დან 20 წუთ­ში სხვა პარ­ტი­ის მა­ი­სურს ჩა­იც­ვამს, ეს მა­გი­ჟებს. იმ­ხა­ნა­დაც გა­მა­ოგ­ნა არა არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებ­მა, არა­მედ ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის საქ­ცი­ელ­მა, მით უმე­ტეს, რო­ცა ამას მა­მა­კა­ცე­ბი აკე­თე­ბენ. დრო­თა გან­მავლო­ბა­ში რომ იც­ვლი პო­ზი­ცი­ას, ეს ნორ­მა­ლუ­რი­ა, მაგ­რამ რო­ცა არ­ჩევ­ნე­ბის დამ­თავ­რე­ბამ­დე წი­თე­ლი მა­ი­სუ­რი გაც­ვია და არ­ჩევ­ნე­ბის დამ­თავ­რე­ბის­თა­ნა­ვე ლურ­ჯი მა­ი­სუ­რით და ტორ­ტით ხელ­ში მი­დი­ხარ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის სახ­ლში, ეს მა­რაზ­მი­ა. ამის გა­მო ისე ვი­ყა­ვი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, ერ­თი თვე ვერ გა­მოვ­დი­ო­დი სახ­ლი­დან...

-  ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან მე­გობ­რობთ?

-  რა მე­რე, რომ ვმე­გობ­რობ? დი­ახ, ახ­ლოს ვარ მი­ნის­ტრებ­თა­ნაც, პარ­ლა­მენ­ტა­რებ­თა­ნაც და ცო­ტა ზე­მო­თაც. მა­თაც ისე­ვე სჯე­რათ თა­ვი­ან­თი პო­ზი­ცი­ის, რო­გორც მე, ამის გა­მო არ დაგ­ვი­კარ­გავს ერ­თმა­ნე­თი.

-  ქმრის და­კარ­გვა მძი­მედ გა­ნი­ცა­დეთ...

-  მარ­თა­ლი­ა, მე და თენ­გო ბო­ლო სამ თვეს გა­შო­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით, მაგ­რამ დი­დი ტკი­ვი­ლი მი­ვი­ღე. ჩემს თავს ვა­და­ნა­შა­უ­ლებ­დი, რომ არ დავ­შო­რე­ბო­დით, ასე არ მოხ­დე­ბო­და-­მეთ­ქი. მას შემ­დეგ ბევ­რი რა­მ გა­და­ვა­ფა­სე, მივ­ხვდი, რომ უბე­დუ­რე­ბა მხო­ლოდ ადა­მი­ა­ნის სიკ­ვდი­ლი­ა, რო­მელ­საც ვე­რა­ფერს უშ­ვე­ლი. რაც არ უნ­და მოხ­დეს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, თენ­გო მო­უ­შუ­შე­ბელ ტკი­ვი­ლად დამ­რჩე­ბა...

-  რაც შე­ე­ხე­ბა თქვე­ნი და პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ძმის­შვი­ლის რო­მანს?..

-  მე გულს ვე­ღა­რა­ვინ მატ­კენს. ჩე­მი ფო­ტო ჯერ გუ­რამ ტა­ტიშ­ვი­ლის ფო­ტო­სთან ერთად და­ა­მონ­ტა­ჟეს, მე­რე კო­ბას­თან ერ­თად. მა­მა­ჩემს ეს ფო­ტო­ე­ბი რომ ვაჩ­ვე­ნე, გა­გიჟ­და კა­ცი (ი­ცი­ნის). მე და მა­მა ვმე­გობ­რობთ და მას ყვე­ლა­ფერს ვუყ­ვე­ბი. ისე მო­მე­რი­და კო­ბას ცო­ლის, რამ­დე­ნი­მე დღე მას­თან შეხ­ვედ­რას გა­ვურ­ბო­დი, მაგ­რამ მე­რე და­ვფიქ­რდი, რომ ვი­ღა­ცის ავად­მყო­ფუ­რი ფან­ტა­ზი­ე­ბის გა­მო არ უნ­და და­მე­კარ­გა, დღემ­დე ვმე­გობ­რობთ მე და კო­ბა. მო­მე­რი­და თენ­გოს დე­დი­საც, თუმცა თვი­თონ მე­უბ­ნე­ბა, ახალ­გაზ­რდა ხარ და ცხოვ­რე­ბა უნ­და გა­აგ­რძე­ლო­ო...

ესაუბრა თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება