მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტოლი ბოისამ რეპეტიციაზე სუხიშვილები გააოცა
ტოლი ბოისამ რეპეტიციაზე სუხიშვილები გააოცა

"ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" მო­რი­გი ტუ­რის­თვის (ქარ­თუ­ლი ცეკ­ვე­ბი) ემ­ზა­დე­ბა. ვარ­სკვლა­ვე­ბი რამ­დე­ნი­მე დღეა სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის მო­ცეკ­ვა­ვე­ებ­თან ერ­თად, ინ­ტენ­სი­ურ რე­პე­ტი­ცი­ებს გა­დი­ან. ყვე­ლა ძა­ლი­ან მონ­დო­მე­ბუ­ლია, რომ ქარ­თუ­ლი ცეკ­ვა ღირ­სე­უ­ლად წარ­მო­ად­გი­ნოს.

"ამ­ბე­ბი.გე" ცირ­კის კუ­ლი­სებს ეს­ტუმ­რა. სცე­ნა­ზე ანა­ტო­ლი ბო­ი­სა და სა­ლო­მე ჭა­ჭუა იდ­გნენ... მათ ცეკ­ვას ყუ­რა­დღე­ბით ვა­დევ­ნებ­დით თვალ-ყურს. პა­ტა­რა პა­უ­ზის დროს კი ტო­ლი­საც გა­ვე­სა­უბ­რეთ.

- ცოტა ხნის წინ ვარ­ჯი­ში­დან, რე­პე­ტი­ცი­ა­ზე მო­ვე­დი. აქე­დან სახ­ლში უნდა გა­ვიქ­ცე, რომ ვი­სა­დი­ლო და მერე ისევ კა­ლათ­ბურთში გა­ვაგ­რძე­ლო ვარ­ჯი­ში. ყვე­ლა­ზე მცი­რე, დღე­ში 3 ვარ­ჯი­ში მა­ინც მი­წევს.

- ამ პრო­ექ­ტის გამო კა­ლათ­ბურთს ყუ­რა­დღე­ბა ხომ არ მო­ა­კე­ლი?

- არა, კა­ლათ­ბურთს ყურ­დღე­ბას რო­გორ მო­ვაკ­ლებ? ეგ ხომ ჩემი პრო­ფე­სი­აა, რი­თაც თავ­საც ვი­ნა­ხავ და ოჯახ­საც ვარ­ჩენ. ამი­ტომ ვალ­დე­ბუ­ლი ვარ, მთე­ლი ყუ­რა­დღე­ბა კა­ლათ­ბურ­თის­კენ მივ­მარ­თო, თუმ­ცა ვცდი­ლობ, პრო­ექ­ტშიც მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ვი­ხარ­ჯო. მინ­და, რომ ყო­ვე­ლი ტური ჩემ­თვის წინ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი იყოს. სა­მუ­შაო პრო­ცესს ბევ­რი შე­ფერ­ხე­ბა ახ­ლავს ხოლ­მე, რა­ღა­ცე­ბი არ გა­მო­დის, რა­ზეც მერე ვკა­მა­თობთ. ძი­რი­თა­დად შე­ნიშ­ვნებს ქო­რე­ოგ­რა­ფე­ბი მაძ­ლე­ვენ. ვცდი­ლობ, გო­ნებ­რი­ვად ვიყო ჩარ­თუ­ლი და ეს პრო­ცე­სი რთუ­ლია (ჩემი გრა­ფი­კით მა­გათ არ უცხოვ­რი­ათ და არ იცი­ან ეს ყვე­ლა­ფე­რი). ამი­ტომ მი­მაჩ­ნია, ცეკ­ვას ნორ­მა­ლუ­რად ვარ­თმევ თავს. იმ ნომ­რებ­მაც, რაც აქამ­დე ჩემს პარტნი­ორ­თან ერ­თად წარ­მო­ვად­გი­ნე, აჩ­ვე­ნა, რომ მარ­თლაც ვცდი­ლობ და შე­მიძ­ლია, რაც თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბას მმა­ტებს. მჯე­რა, თუ ასე­თი შე­მარ­თე­ბი­თა და ასე და­უ­ღა­ლა­ვად გა­ვაგ­რძე­ლებ მუ­შა­ო­ბას, რა­ღაც წარ­მა­ტე­ბას მი­ვაღ­წევ.

- ტოლი, გა­გი­მარ­თლა სა­ო­ცა­რი და სუ­პერპრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მო­ცეკ­ვა­ვე - სა­ლო­მე ჭა­ჭუა შეგ­ხვდა.

- ვფიქ­რობ, რომ ამ პრო­ექ­ტში ყვე­ლა მა­გა­რი მო­ცეკ­ვა­ვეა... სა­ლო­მე რომ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია, ამა­ზე არა­ვინ და­ვობს. მაგ­რად რომ არ ცეკ­ვავ­დეს, ამ პრო­ექ­ტშიც არ იქ­ნე­ბო­და.

- ჭა­ჭუ­ასთან ცეკ­ვა "ჩა­ა­წყვე"?

- არ ჩა­მი­წყვია (სი­ცი­ლით ამ­ბობს). ამას­თან, სა­ლო­მეს მე­წყვი­ლე­ო­ბით მი­მაჩ­ნია, რომ დი­დად არც გა­მი­მარ­თლა, რად­გა­ნაც ჩემ­გან გა­ცი­ლე­ბით მეტს მო­ე­ლი­ან. რაც შე­ე­ხე­ბა "ჩა­წყო­ბას", რა­ნა­ი­რად "ჩა­ვა­წყობ­დი?" მაგ დროს, როცა გა­და­წყვი­ტეს, რომ სა­ლო­მე ჩემი პარტნი­ო­რი უნდა ყო­ფი­ლი­ყო, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ვი­ყა­ვი. ნაკ­რებ­თან ერ­თად, შეკ­რე­ბა­ზე გახ­ლდით.

- რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე "გა­წა­მებს" სა­ლო­მე?

- "წა­მე­ბით" რა გი­თხრათ და შე­ნიშ­ვნებს მაძ­ლევს, როცა რა­ღაც მეშ­ლე­ბა. რო­დე­საც დაღ­ლი­ლი, კა­ლათ­ბურ­თის ვარ­ჯი­ში­დან რე­პე­ტი­ცი­ა­ზე მოვ­დი­ვარ, რა თქმა უნდა, რა­ღაც მეშ­ლე­ბა... ეს ჯან­სა­ღი, სას­წავ­ლო პრო­ცე­სია და ასეც უნდა იყოს. შეც­დო­მე­ბი კი­დე­ვაც მექ­ნე­ბა, სხვა­ნა­ი­რად არც იქ­ნე­ბა. მეც რომ პე­და­გო­გი ვიყო და მო­წა­ფე ჩემს მი­თი­თე­ბებს არ ას­რუ­ლებ­დეს, შე­ნიშ­ვნებს მეც მივ­ცემ­დი. ამი­ტომ ბუ­ნებ­რი­ვი რამ არის, როცა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მო­ცეკ­ვა­ვე თა­ვის არაპრო­ფე­სი­ო­ნალ მე­წყვი­ლეს შე­ნიშ­ვნებს აძ­ლევს.

- "ქარ­თუ­ლი ცეკ­ვე­ბის" ტუ­რის­თვის რო­გორ ემ­ზა­დე­ბი?

- "დავ­ლურს" ვცეკ­ვავ და ძა­ლი­ან მსი­ა­მოვ­ნებს. მნიშ­ვნე­ლო­ბა რო­გორ არ ჰქონ­და იმას, რო­მელს ვი­ცეკ­ვებ­დი, რად­გა­ნაც რამ­დე­ნი­მე ცეკ­ვა მაქვს, რომ­ლე­ბიც მიყ­ვარს და ნე­ბის­მი­ერ მა­თაგნს, სი­ა­მოვ­ნე­ბით წარ­მო­ვად­გენ­დი. მათ­გან ერთ-ერთი "დავ­ლუ­რია". ეს ცეკ­ვა ჩემს ქორ­წილ­შიც ვი­ცეკ­ვე. ასე­თი სა­ხით არა, მაგ­რამ რა­ღაც ელე­მენ­ტე­ბი ვი­ცო­დი... მინ­და, რომ ხვალ კარ­გად შე­ვას­რუ­ლო და ხალ­ხს მო­ე­წო­ნოს.

- ამ დღის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­მო­სიც შე­გი­კე­რეს?

- კი, რა თქმა უნდა, აი, ხე­დავთ, რო­გო­რი აზი­აც­კე­ბი მაც­ვია?.. ჩოხა სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის კოს­ტი­უ­მე­ბი­დან იქ­ნე­ბა, რის გა­მოც დიდ მად­ლო­ბას გა­და­ვუხ­დი და სა­ერ­თოდ, მად­ლო­ბა სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის მო­ცეკ­ვა­ვე­ებს, ამ ცეკ­ვის მომ­ზა­დე­ბა­ში ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბი­ან. სწორ შე­ნიშ­ვნებს მაძ­ლე­ვენ და კარ­გად მიხ­სნი­ან.

- ცოლს მო­ცეკ­ვა­ვის ამ­პლუ­ა­ში მოს­წონ­ხარ?

- ცოლს კი არ მოვ­წონ­ვარ, ვუყ­ვარ­ვარ და ამი­ტო­მაც გა­მომ­ყვა. სა­ერ­თოდ, ერ­თად გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ ამ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­მე­ღო. ჩემს მე­უღ­ლეს მარ­თლა მოს­წონს, რა­საც ვა­კე­თებ. რა საქ­მე­საც არ უნდა მოვ­კი­დო ხელი, ყო­ველ­თვის გვერ­დში მიდ­გას.

- მოკ­ლედ, ცეკ­ვა ის­წავ­ლე, ხომ?

- ცეკ­ვა ვი­ცო­დი, მაგ­რამ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად - არა. გა­დაღ­ლი­ლი და ნერ­ვებ­მოშ­ლი­ლი კი ვარ, მაგ­რამ ცუდ საქ­მეს არ ვა­კე­თებ. ისე, სულ პარ­კეტ­ზე კი მი­წევს ყოფ­ნა კა­ლათ­ბურთზეც და ცეკ­ვებ­ზეც, მაგ­რამ ორი­ვე ძა­ლი­ან მა­გა­რია! ალ­ბათ ცოტა ხან­ში პარ­კე­ტის და­გე­ბა­საც და­ვი­წყებ...

პუს­კა გამ­სა­ხურ­დია, სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის სო­ლის­ტი:

- უკვე მე­სა­მე წე­ლია, აქ­ტი­უ­რად ვა­დევ­ნებ თვალ­ყურს ამ პრო­ექტს. არა­ვის ეწყი­ნოს, მაგ­რამ წელს ძა­ლი­ან კარ­გი შე­მად­გენ­ლო­ბაა. მთლი­ა­ნო­ბა­ში მონ­დო­მე­ბუ­ლე­ბი, მშრო­მე­ლე­ბი არი­ან... რაც შე­ე­ხე­ბა ტო­ლი­კას, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი და პუნ­ქტუ­ა­ლუ­რია. ამას­თან, აქვს კარ­გი იუ­მო­რის გრძნო­ბა, რა­საც რე­პე­ტი­ცი­ა­ზე ავ­ლენს. ხა­ლი­სი­ა­ნი და სა­ერ­თოდ, კარ­გი ადა­მი­ნია. შე­საძ­ლებ­ლო­ბის მაქ­სი­მუმს აკე­თებს. მეც შე­სა­ბა­მი­სად ვეხ­მა­რე­ბი. ამ ცეკ­ვას, რა­საც ახლა ვამ­ზა­დებთ, ძა­ლი­ან კარ­გად ას­რუ­ლებს. თან, სა­ლო­მე ჭა­ჭუ­ას პარტნი­ო­რო­ბა ად­ვი­ლი საქ­მე არ არის, მაგ­რამ თავს არ­თმევს. არა­და, მარ­თლა რთუ­ლია ადა­მი­ანს, რო­მელ­საც შე­ხე­ბა არ აქვს ცეკ­ვას­თან, მით უმე­ტეს, კა­ლათ­ბურ­თე­ლია, ამ სი­მაღ­ლე კაც­მა ერთ კვი­რა­ში ცეკ­ვა ის­წავ­ლოს. ამის­თვის სი­თა­მა­მეც გჭირ­დე­ბა, რომ ამ­ხე­ლა პუბ­ლი­კის წი­ნა­შე წარ­სდგე, რო­გორც მო­ცეკ­ვა­ვე. ვფიქ­რობ, რომ ეს ტური კარ­გი სა­ნა­ხა­ვი იქ­ნე­ბა და მა­ყუ­რე­ბე­ლიც და ჟი­უ­რიც კმა­ყო­ფი­ლი დარ­ჩე­ბა.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

ასე­ვე იხი­ლეთ:

-გლა­დი­ა­ტო­რის და ვე­ფხვის შერ­კი­ნე­ბა - ბო­ი­სა-ჭა­ჭუ­ას "პასო დობ­ლე" და პირ­ვე­ლი 40 ქულა

-სა­ლო­მე ჭა­ჭუ­ას ცე­ცხლო­ვა­ნი "ჯა­ი­ვი" ანა­ტო­ლი ბო­ი­სას­თან

ტოლი ბოისამ რეპეტიციაზე სუხიშვილები გააოცა

ტოლი ბოისამ რეპეტიციაზე სუხიშვილები გააოცა

"ცეკვავენ ვარსკვლავები" მორიგი ტურისთვის (ქართული ცეკვები) ემზადება. ვარსკვლავები რამდენიმე დღეა სუხიშვილების მოცეკვავეებთან ერთად, ინტენსიურ რეპეტიციებს გადიან. ყველა ძალიან მონდომებულია, რომ ქართული ცეკვა ღირსეულად წარმოადგინოს.

"ამბები.გე" ცირკის კულისებს ესტუმრა. სცენაზე ანატოლი ბოისა და სალომე ჭაჭუა იდგნენ... მათ ცეკვას ყურადღებით ვადევნებდით თვალ-ყურს. პატარა პაუზის დროს კი ტოლისაც გავესაუბრეთ.

- ცოტა ხნის წინ ვარჯიშიდან, რეპეტიციაზე მოვედი. აქედან სახლში უნდა გავიქცე, რომ ვისადილო და მერე ისევ კალათბურთში გავაგრძელო ვარჯიში. ყველაზე მცირე, დღეში 3 ვარჯიში მაინც მიწევს.

- ამ პროექტის გამო კალათბურთს ყურადღება ხომ არ მოაკელი?

- არა, კალათბურთს ყურდღებას როგორ მოვაკლებ? ეგ ხომ ჩემი პროფესიაა, რითაც თავსაც ვინახავ და ოჯახსაც ვარჩენ. ამიტომ ვალდებული ვარ, მთელი ყურადღება კალათბურთისკენ მივმართო, თუმცა ვცდილობ, პროექტშიც მაქსიმალურად დავიხარჯო. მინდა, რომ ყოველი ტური ჩემთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იყოს. სამუშაო პროცესს ბევრი შეფერხება ახლავს ხოლმე, რაღაცები არ გამოდის, რაზეც მერე ვკამათობთ. ძირითადად შენიშვნებს ქორეოგრაფები მაძლევენ. ვცდილობ, გონებრივად ვიყო ჩართული და ეს პროცესი რთულია (ჩემი გრაფიკით მაგათ არ უცხოვრიათ და არ იციან ეს ყველაფერი). ამიტომ მიმაჩნია, ცეკვას ნორმალურად ვართმევ თავს. იმ ნომრებმაც, რაც აქამდე ჩემს პარტნიორთან ერთად წარმოვადგინე, აჩვენა, რომ მართლაც ვცდილობ და შემიძლია, რაც თავდაჯერებულობას მმატებს. მჯერა, თუ ასეთი შემართებითა და ასე დაუღალავად გავაგრძელებ მუშაობას, რაღაც წარმატებას მივაღწევ.

- ტოლი, გაგიმართლა საოცარი და სუპერპროფესიონალი მოცეკვავე - სალომე ჭაჭუა შეგხვდა.

- ვფიქრობ, რომ ამ პროექტში ყველა მაგარი მოცეკვავეა... სალომე რომ პროფესიონალია, ამაზე არავინ დავობს. მაგრად რომ არ ცეკვავდეს, ამ პროექტშიც არ იქნებოდა.

- ჭაჭუასთან ცეკვა "ჩააწყვე"?

- არ ჩამიწყვია (სიცილით ამბობს). ამასთან, სალომეს მეწყვილეობით მიმაჩნია, რომ დიდად არც გამიმართლა, რადგანაც ჩემგან გაცილებით მეტს მოელიან. რაც შეეხება "ჩაწყობას", რანაირად "ჩავაწყობდი?" მაგ დროს, როცა გადაწყვიტეს, რომ სალომე ჩემი პარტნიორი უნდა ყოფილიყო, საქართველოში არ ვიყავი. ნაკრებთან ერთად, შეკრებაზე გახლდით.

- რეპეტიციებზე "გაწამებს" სალომე?

- "წამებით" რა გითხრათ და შენიშვნებს მაძლევს, როცა რაღაც მეშლება. როდესაც დაღლილი, კალათბურთის ვარჯიშიდან რეპეტიციაზე მოვდივარ, რა თქმა უნდა, რაღაც მეშლება... ეს ჯანსაღი, სასწავლო პროცესია და ასეც უნდა იყოს. შეცდომები კიდევაც მექნება, სხვანაირად არც იქნება. მეც რომ პედაგოგი ვიყო და მოწაფე ჩემს მითითებებს არ ასრულებდეს, შენიშვნებს მეც მივცემდი. ამიტომ ბუნებრივი რამ არის, როცა პროფესიონალი მოცეკვავე თავის არაპროფესიონალ მეწყვილეს შენიშვნებს აძლევს.

- "ქართული ცეკვების" ტურისთვის როგორ ემზადები?

- "დავლურს" ვცეკვავ და ძალიან მსიამოვნებს. მნიშვნელობა როგორ არ ჰქონდა იმას, რომელს ვიცეკვებდი, რადგანაც რამდენიმე ცეკვა მაქვს, რომლებიც მიყვარს და ნებისმიერ მათაგნს, სიამოვნებით წარმოვადგენდი. მათგან ერთ-ერთი "დავლურია". ეს ცეკვა ჩემს ქორწილშიც ვიცეკვე. ასეთი სახით არა, მაგრამ რაღაც ელემენტები ვიცოდი... მინდა, რომ ხვალ კარგად შევასრულო და ხალხს მოეწონოს.

- ამ დღისთვის სპეციალური სამოსიც შეგიკერეს?

- კი, რა თქმა უნდა, აი, ხედავთ, როგორი აზიაცკები მაცვია?.. ჩოხა სუხიშვილების კოსტიუმებიდან იქნება, რის გამოც დიდ მადლობას გადავუხდი და საერთოდ, მადლობა სუხიშვილების მოცეკვავეებს, ამ ცეკვის მომზადებაში ძალიან მეხმარებიან. სწორ შენიშვნებს მაძლევენ და კარგად მიხსნიან.

- ცოლს მოცეკვავის ამპლუაში მოსწონხარ?

- ცოლს კი არ მოვწონვარ, ვუყვარვარ და ამიტომაც გამომყვა. საერთოდ, ერთად გადავწყვიტეთ, რომ ამ პროექტში მონაწილეობა მიმეღო. ჩემს მეუღლეს მართლა მოსწონს, რასაც ვაკეთებ. რა საქმესაც არ უნდა მოვკიდო ხელი, ყოველთვის გვერდში მიდგას.

- მოკლედ, ცეკვა ისწავლე, ხომ?

- ცეკვა ვიცოდი, მაგრამ პროფესიონალურად - არა. გადაღლილი და ნერვებმოშლილი კი ვარ, მაგრამ ცუდ საქმეს არ ვაკეთებ. ისე, სულ პარკეტზე კი მიწევს ყოფნა კალათბურთზეც და ცეკვებზეც, მაგრამ ორივე ძალიან მაგარია! ალბათ ცოტა ხანში პარკეტის დაგებასაც დავიწყებ...

პუსკა გამსახურდია, სუხიშვილების სოლისტი:

- უკვე მესამე წელია, აქტიურად ვადევნებ თვალყურს ამ პროექტს. არავის ეწყინოს, მაგრამ წელს ძალიან კარგი შემადგენლობაა. მთლიანობაში მონდომებულები, მშრომელები არიან... რაც შეეხება ტოლიკას, მოწესრიგებული და პუნქტუალურია. ამასთან, აქვს კარგი იუმორის გრძნობა, რასაც რეპეტიციაზე ავლენს. ხალისიანი და საერთოდ, კარგი ადამინია. შესაძლებლობის მაქსიმუმს აკეთებს. მეც შესაბამისად ვეხმარები. ამ ცეკვას, რასაც ახლა ვამზადებთ, ძალიან კარგად ასრულებს. თან, სალომე ჭაჭუას პარტნიორობა ადვილი საქმე არ არის, მაგრამ თავს ართმევს. არადა, მართლა რთულია ადამიანს, რომელსაც შეხება არ აქვს ცეკვასთან, მით უმეტეს, კალათბურთელია, ამ სიმაღლე კაცმა ერთ კვირაში ცეკვა ისწავლოს. ამისთვის სითამამეც გჭირდება, რომ ამხელა პუბლიკის წინაშე წარსდგე, როგორც მოცეკვავე. ვფიქრობ, რომ ეს ტური კარგი სანახავი იქნება და მაყურებელიც და ჟიურიც კმაყოფილი დარჩება.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ასევე იხილეთ:

-გლადიატორის და ვეფხვის შერკინება - ბოისა-ჭაჭუას "პასო დობლე" და პირველი 40 ქულა

-სალომე ჭაჭუას ცეცხლოვანი "ჯაივი" ანატოლი ბოისასთან

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება