პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

8

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:02-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 17:43-ზე დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველო ბიზნესის წარმოების სიმარტივის მიხედვით მე-8 ადგილზეა
საქართველო ბიზნესის წარმოების სიმარტივის მიხედვით მე-8 ადგილზეა

სა­ქარ­თვე­ლო ბიზ­ნე­სის წარ­მო­ე­ბის სი­მარ­ტი­ვის მი­ხედ­ვით მე-8 ად­გილ­ზეა. აღ­ნიშ­ნულ პო­ზი­ცი­ა­ზე სა­ქარ­თვე­ლო მსოფ­ლი­ოს 189 ქვე­ყა­ნას შო­რის "Doing Business"-ის 2014 წლის ან­გა­რიშ­ში და­სა­ხელ­და.

გა­სულ წელ­თან შე­და­რე­ბით, ეს პო­ზი­ცი­ის ერთი სა­ფე­ხუ­რით გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბაა.

"Doing Business 2014"-ის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლო ბიზ­ნეს­გა­რე­მოს გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის თვალ­საზ­რი­სით მო­წი­ნა­ვეა ევ­რო­პი­სა და ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ის ქვეყ­ნებს შო­რის.

ან­გა­რი­შის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლო ოთხი მაჩ­ვე­ნებ­ლით - ბიზ­ნე­სის და­წყე­ბა, მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვის მი­ღე­ბა, ქო­ნე­ბის რე­გის­ტრა­ცია და კრე­დი­ტის მი­ღე­ბა - მსოფ­ლიო მას­შტა­ბით ქვეყ­ნე­ბის პირ­ველ ათე­ულ­ში შე­დის, ქო­ნე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის სი­მარ­ტი­ვით კი, გა­სუ­ლი წლის მსგავ­სად, მსოფ­ლი­ო­ში პირ­ველ ად­გილ­ზეა.

ამას­თან, გა­სულ წელ­თან შე­და­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­უმ­ჯო­ბეს­და საკ­რე­დი­ტო ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი სის­ტე­მა პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის დაც­ვის კუ­თხით.

წინა წელ­თან შე­და­რე­ბით, ქვეყ­ნის პო­ზი­ცი­ე­ბი შემ­დეგ 3 მაჩ­ვე­ნე­ბელ­შიც გა­უმ­ჯო­ბეს­და: გა­კოტ­რე­ბის პრო­ცე­დუ­რე­ბი, სა­ზღვრებს შო­რის ვაჭ­რო­ბა და გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­დახ­და.

ცნო­ბის­თვის, "Doing Business 2014"-ის ან­გა­რიშ­ში, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს 189 ქვე­ყა­ნას მსოფ­ლი­ო­ში ბიზ­ნე­სის წარ­მო­ე­ბის სი­მარ­ტი­ვის თვალ­საზ­რი­სით აფა­სებს, პირ­ვე­ლი ად­გი­ლი სინ­გა­პურს, ხოლო უკა­ნას­კნე­ლი - ჩადს უკა­ვია.

"Doing Business"-ის რე­ი­ტინ­გი 10 ინ­დექ­სის (ბიზ­ნე­სის და­წყე­ბა, მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვის მი­ღე­ბა, ელექტრო­ე­ნერ­გი­ით მო­მა­რა­გე­ბა, ქო­ნე­ბის რე­გის­ტრა­ცია, კრე­დი­ტის მი­ღე­ბა, ინ­ვეს­ტორ­თა და­ცუ­ლო­ბა, გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­დახ­და, სა­ზღვრებს შო­რის ვაჭ­რო­ბა, კონ­ტრაქ­ტე­ბის აღ­სრუ­ლე­ბა, გა­კოტ­რე­ბა) სა­ბო­ლოო ქუ­ლე­ბის შე­ჯა­მე­ბით გა­მო­ით­ვლე­ბა.

რა? სად? რა ფა­სად?

გა­ი­გეთ "რა­დიო მარ­კეტ­ში"

ყო­ველ სა­მუ­შაო დღეს 10:50 და 11:50 სა­ათ­ზე

რა­დიო "პა­ლიტ­რის" ეთერ­ში - FM 103.9

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

საქართველო ბიზნესის წარმოების სიმარტივის მიხედვით მე-8 ადგილზეა

საქართველო ბიზნესის წარმოების სიმარტივის მიხედვით მე-8 ადგილზეა

საქართველო ბიზნესის წარმოების სიმარტივის მიხედვით მე-8 ადგილზეა. აღნიშნულ პოზიციაზე საქართველო მსოფლიოს 189 ქვეყანას შორის "Doing Business"-ის 2014 წლის ანგარიშში დასახელდა.

გასულ წელთან შედარებით, ეს პოზიციის ერთი საფეხურით გაუმჯობესებაა.

"Doing Business 2014"-ის თანახმად, საქართველო ბიზნესგარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით მოწინავეა ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის.

ანგარიშის მიხედვით, საქართველო ოთხი მაჩვენებლით - ბიზნესის დაწყება, მშენებლობის ნებართვის მიღება, ქონების რეგისტრაცია და კრედიტის მიღება - მსოფლიო მასშტაბით ქვეყნების პირველ ათეულში შედის, ქონების რეგისტრაციის სიმარტივით კი, გასული წლის მსგავსად, მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

ამასთან, გასულ წელთან შედარებით, საქართველოში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საკრედიტო ინფორმაციული სისტემა პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით.

წინა წელთან შედარებით, ქვეყნის პოზიციები შემდეგ 3 მაჩვენებელშიც გაუმჯობესდა: გაკოტრების პროცედურები, საზღვრებს შორის ვაჭრობა და გადასახადების გადახდა.

ცნობისთვის, "Doing Business 2014"-ის ანგარიშში, რომელიც მსოფლიოს 189 ქვეყანას მსოფლიოში ბიზნესის წარმოების სიმარტივის თვალსაზრისით აფასებს, პირველი ადგილი სინგაპურს, ხოლო უკანასკნელი - ჩადს უკავია.

"Doing Business"-ის რეიტინგი 10 ინდექსის (ბიზნესის დაწყება, მშენებლობის ნებართვის მიღება, ელექტროენერგიით მომარაგება, ქონების რეგისტრაცია, კრედიტის მიღება, ინვესტორთა დაცულობა, გადასახადების გადახდა, საზღვრებს შორის ვაჭრობა, კონტრაქტების აღსრულება, გაკოტრება) საბოლოო ქულების შეჯამებით გამოითვლება.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ