ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი კიდევ ერთხელ გადაიდო. ამ ფაქტს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს გენერალური დირექტორი Facebook-ზე ვრცელ პოსტს უძღვნის:
"კიდევ გადაიდო დღეს ჩვენი პროცესი. 2 კვირით. ამჯერად პროკურორი "მივლინებაში" მიიმალა. ეს ის შემთხვევა არაა, როცა რამის მომზადებისთვის დროის მოგება დაჭირდათ. ბრალდებამ ამოწურა თავისი საქმე და დღეს მხოლოდ ბრალდებულთა ბოლო სიტყვები უნდა მოესმინა. რას ემსახურება ეს ყველაფერი, გაუგებარი ხდება. მოწმეების დაკაჩავებას? - დიდი ხანია დაიწყეს. ბრალდებულების გაპრესვას? - უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ აზრი არა აქვს. რუსთავი 2-ის შანტაჟს - მიხვედრა არ უნდა, ტვ თუ ჩართული აქვთ, გასაგებია, რომ აზრი არა აქვს - მე ჩემს პირადს და სამსახურს არ ვურევ ერთმანეთში. თუ იმას, რომ სააკაშვილი გადააგორონ და ვერ შეგვიწყალოს - პირდაპირ ვეუბნები მთავარ პროკურატურას: დარწმუნებული ვარ გამამართლებელ განაჩენში იმ მარტივი მიზეზით, რომ არავის არაფერი ჩაგვიდენია, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში არავითარ შეწყალებას არ ვითხოვ - ვიბრძოლებ ბოლომდე, გამამართლებელ განაჩენამდე და მაინც ამოგთხრით!",- წერს გვარამია.