მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა შემთხვევაშია საჭირო გლანდების ამოკვეთა
რა შემთხვევაშია საჭირო გლანდების ამოკვეთა

ნუ­შუ­რა ჯირ­კვლებს ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მის ინ­ფექ­ცი­ე­ბის­გან დაც­ვა აკის­რია. თუმ­ცა ან­თე­ბი­თი პრო­ცე­სის გან­ვი­თა­რე­ბამ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ყელ­თან, ყურ­თან, ცხვირ­თან, ნერ­ვულ სის­ტე­მას­თან, ენ­დოკ­რი­ნულ, გულ­სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მებ­თან, ასე­ვე, ხერ­ხე­მალ­თან და და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი. არის შემ­თხვე­ვე­ბი, როცა გლან­დე­ბის ამოკ­ვე­თის შემ­დეგ ჯან­მრთე­ლო­ბა ყო­ველ­თვის არ უმ­ჯო­ბეს­დე­ბა. სა­ჭი­როა თუ არა გლან­დე­ბის ოპე­რა­ცია, კი­თხვებს მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, ნატო ნა­კუ­დაშ­ვი­ლი პა­სუ­ხობს.

გა­მოგ­ზავ­ნი­ლი კი­თხვე­ბი

სოფო ტა­ბა­ტა­ძე:

ჩემი შვი­ლი 6.5 წლი­საა. ოთხი წლის ასაკ­ში გა­და­ი­ტა­ნა ინ­ფექ­ცი­უ­რი მო­ნო­ნუკ­ლე­ო­ზი,მას შემ­დეგ დარ­ჩა გა­დი­დე­ბუ­ლი გლან­დე­ბი და ტრონ­ზი­ლე­ბი, და­უქ­ვე­ით­და იმუ­ნი­ტე­ტიც. პე­დი­ატ­რი მირ­ჩევს ოპე­რა­ცი­ას და ტრონ­ზი­ლე­ბის ამო­ღე­ბა­საც, მაგ­რამ მინ­და ვი­ცო­დე არ­სე­ბობს თუ არა სხვა გა­მო­სა­ვა­ლი. შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა ჯირ­კვლე­ბის და­პა­ტა­რა­ვე­ბა, და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა თუ არა ფი­ზი­ო­თე­რა­პი­ას. რა ეტა­პე­ბი უნდა გა­ვი­ა­რო იმის­თვის რომ დად­გინ­დეს რე­ა­ლუ­რად ოპე­რა­ცი­ის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა?

-ჩემ­თვის რო­გორც ექი­მის­თვის სა­ინ­ტე­რე­სოა თქვენს ბავ­შვს აქვს თუ არა სა­სის­ტონ­ზი­ლებ­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი ჩირ­ქი. ოპე­რა­ცი­ის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა დგინ­დე­ბა არა­მარ­ტო იმი­თი, რომ ადა­მი­ან­მა ერთხელ ცხოვ­რე­ბა­ში ინ­ფექ­ცი­უ­რი მო­ნო­ნუკ­ლე­ო­ზი გა­და­ი­ტა­ნა, არა­მედ გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, ამ­ჟა­მად რო­გო­რი მდგო­მა­რე­ო­ბაა. არის თუ არა ორ­გა­ნიზ­მის ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის სუ­რა­თი , აქვს თუ არა ბავ­შვს ად­ვი­ლად დაღ­ლა, სა­ერ­თო სი­სუს­ტე, ოფ­ლი­ა­ნო­ბა, სწო­რედ ამ ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის სუ­რა­თის ხა­რის­ხის შე­ფა­სე­ბის მი­ხედ­ვით წყდე­ბა ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა თუ არა ეს ბავ­შვი თე­რა­პი­ულ მკურ­ნა­ლო­ბას, რო­გო­რი­ცაა ფი­ზიო თე­რა­პია, ად­გი­ლობ­რი­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის, იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის მო­მა­წეს­რი­გე­ბე­ლი პრე­პა­რა­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ერ­თი­ა­ნი კურ­სის სა­ხით და ამ ყვე­ლაფ­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გა­დავ­წყვეტთ ოპე­რა­ცი­უ­ლი ჩა­რე­ვაა უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­ცე­მუ­ლი პა­ცი­ენ­ტის­თვის , თუ შე­საძ­ლე­ბე­ლია მისი მკურ­ნა­ლო­ბა თე­რა­პი­უ­ლი გზით.

თიკო:

ვარ 23 წლის, საკ­მა­ოდ ხში­რად მა­წუ­ხებს რევ­მა­ტუ­ლი ტკი­ვი­ლე­ბი, მუხ­ლის არე­ში, მა­ჯებ­ზე- ამინ­დის ცვლი­ლე­ბას­თან ერ­თად. ჩიყვზე ვმკურ­ნა­ლობ და­ახ­ლო­ე­ბით 5–6 წე­ლია. (ნორ­მა­ში მაქვს, მაგ­რამ ვა­კონ­ტრო­ლებ). და­ახ­ლო­ე­ბით ერთი კვი­რის წინ გა­ვი­კე­თე ანა­ლი­ზე­ბი და მი­ვუ­ტა­ნე ჩემს ექიმს, მას ვუ­თხა­რი ჩემი ტკი­ვი­ლე­ბის შე­სა­ხებ და მი­თხრა რომ ასე­თი ტკი­ვი­ლე­ბი იცის გლან­დებ­მა, ამას­თან ზამ­თარ­ში მაქვს და­ბა­ლი სი­ცხე­ე­ბი ხში­რად, 37.5 ხაზი, ამა­ზე მა­ღა­ლი არ მქო­ნია დიდი ხა­ნია. ვცივ­დე­ბი მარ­ტი­ვად. ამ სიპ­ტო­მე­ბის ფონ­ზე შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ გლან­დე­ბი ამო­საკ­ვე­თი მქონ­დეს?

-თიკო რა­საკ­ვირ­ვე­ლია თქვე­ნი ექი­მი აბ­სო­ლი­ტუ­რად მარ­თა­ლია. სახ­სრე­ბის ტკი­ვი­ლი ხში­რად და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სა­სის­ტონ­ზი­ლებ­ში მიმ­დი­ნა­რე ქრო­ნი­კულ პრო­ცე­სებ­თან. რა­საკ­ვირ­ვე­ლია ჩიყ­ვის­თვი­საც ერთ-ერთი და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სიმპტო­მია სახ­სრე­ბის ტკი­ვი­ლი , მაგ­რამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გა­ვარ­კვი­ოთ შე­ი­ცავს თუ არა თქვე­ნი სა­სის­ტონ­ზი­ლე­ბი თა­ვი­სუ­ფალ ჩირ­ქს და იწ­ვევს თუ არა თქვენს ორ­გა­ნიზ­მში ისეთ ცვლი­ლე­ბებს, რო­მე­ლიც ზე­გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს სახ­სრე­ბის იმ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე რაც დღეს გა­გაჩ­ნი­ათ. სა­ჭი­როა პა­ცი­ენ­ტის გა­სინ­ჯვა , ანუ კლი­ნი­კუ­რად დად­გე­ნა, არის თუ არა თა­ვი­სუ­ფა­ლი ჩირ­ქი თქვენს სა­სის­ტონ­ზი­ლებ­ში. გარ­და ამი­სა, ვი­ყე­ნებთ ლა­ბო­რა­ტო­ლი­უ­რი კვლე­ვის მე­თო­დებს, რო­გო­რი­ცაა სე­რე­აქ­ტი­უ­ლი ცი­ლის გან­სა­ზღვრა, ან­ტის­ტეპ­ტო­ლი­ზი­ნი და ა.შ. ეს გა­მომ­დი­ნა­რე­ობს სი­ტუ­ა­ცი­ი­დან რა­საც ვნა­ხავთ კლი­ნი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით. მე თქვენ გირ­ჩევ­დით ვი­ზიტს ოტო­რა­ლინ­გო­ლოკ­თან რო­მე­ლიც ნა­ხავს,– შე­ი­ცავს თუ არა თქვე­ნი სა­სის­ტონ­ზი­ლე­ბი თა­ვი­სუ­ფალ ჩირ­ქს, მი­თუ­მე­ტეს რომ ტემ­პე­რა­ტუ­რა ხში­რად სუ­პებ­რი­ლუ­რი გაქვთ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე მი­ი­ღე­ბენ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­ჭი­როა თუ არა თქვენ­თვის შე­სა­ბა­მი­სად ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბა.

ნა­ზიბ­რო­ლა პა­პუ­ნაშ­ვი­ლი:

რა სიმპტო­მე­ბი ახა­სი­ა­თებს გლან­დებს, ან რო­გორ უნდა გა­ვი­გო ამო­საკ­ვე­თი მაქვს თუ არა?

-სა­სის­ტონ­ზი­ლე­ბის ქრო­ნი­კუ­ლი ჩირ­ქო­ვა­ნი ან­თე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია: წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დენ­ჯერ­მე ან­გი­ნე­ბი, ან­გი­ნა ეს არის სა­სის­ტონ­ზი­ლე­ბის მწვა­ვე ან­თე­ბა. მა­გა­ლი­თად სხე­უ­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რა 37-37,5 -დან 38-39,5 გრა­დუ­სამ­დე. ასე­ვე და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია ტკი­ვი­ლი ყლაპ­ვის დროს, ად­ვი­ლად დაღ­ლა, ოფ­ლი­ა­ნო­ბა. შე­იძ­ლე­ბა გა­მოვ­ლინ­დეს რო­გორც წინა რეს­პო­დენ­ტთან სახ­სრე­ბის ტკი­ვი­ლიც, ზო­გი­ერ­თი პა­ცი­ენ­ტის შემ­თხვე­ვა­ში და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია გუ­ლის არე­ში ჩი­ვი­ლი. ყვე­ლა პა­ცი­ენ­ტის შემ­თხვე­ვა­ში ხდე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მიდ­გო­მა და გან­სა­ზღვრა იმი­სი , არის თუ არა მო­ცე­მულ შემ­თხვე­ვა­ში სა­სის­ტონ­ზი­ლებ­ში არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ორ­გა­ნიზ­მში არ­სე­ბუ­ლი ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის მდგო­მა­რე­ო­ბას­თან. ხში­რად პა­ცი­ენტს გო­ნია, თუ მას ახა­სი­ა­თებს ად­ვი­ლად დაღ­ლა, შე­იძ­ლე­ბა ეს მხო­ლოდ და მხო­ლოდ გლან­დე­ბის ბრა­ლი იყოს და­ფიქ­რო­ბენ, რომ მარ­ტო გლან­დე­ბის ოპე­რა­ცია გა­და­წყვი­ტავს მის მდგო­მა­რე­ო­ბას. თუმ­ცა შე­იძ­ლე­ბა ეს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყოს სხვა რო­მე­ლი­მე და­ა­ვა­დე­ბას­თან . ად­ვი­ლად დაღ­ლით და მსგავ­სი სიმპტო­მე­ბით ძა­ლი­ან ბევ­რი და­ა­ვა­დე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე თქვე­ნი სიპმ­ტო­მე­ბი და ჩი­ვი­ლე­ბი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია თუ არა ყე­ლის მდგო­მარ­ტე­ო­ბას­თან ამის გა­სარ­კვე­ვად აუ­ცი­ლე­ბე­ლია ექიმ­თან ვი­ზი­ტი. მთა­ვა­რი ოპე­რა­ცი­ის ჩვე­ნე­ბა გახ­ლავთ ის რომ პა­ცი­ენტს უნდა აღე­ნიშ­ნე­ბო­დეს ჩირ­ქო­ვა­ნი შიგ­თავ­სი სა­სის­ტონ­ზი­ლებ­ში და ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში ამას ემა­ტე­ბა სხვა­დას­ხვა სა­ხით ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის სუ­რა­თი.

ნინი:

ჩემი მე­უღ­ლე 25 წლი­საა. ად­ვი­ლად ცივ­დე­ბა, აძ­ლევს მა­ღალ სი­ცხეს. ახ­ლა­ხანს ვირუს­მა და­უ­ტო­ვა ბრო­ხე­ბის ან­თე­ბა ად­ვილ ფორ­მებ­ში. ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი და­უ­ნიშ­ნა ექიმ­მა და ნელ–ნელა გა­დის. სი­ცხე 37 მა­ინც აქვს, გლან­დე­ბის ამოჭ­რა აუ­ცი­ლე­ბე­ლია? საკ­მა­ოდ მალე ცივ­დე­ბა. სხვა რა ნიშ­ნით შე­იძ­ლე­ბა მივ­ხვდეთ რომ გლან­დე­ბის ბრა­ლია?

-ბრონ­ხი­ტი ადა­მი­ანს შე­იძ­ლე­ბა ცალ­კეც და­ე­მარ­თოს , აქ არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი სა­სის­ტონ­ზი­ლებ­თან იყოს ეს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. იმ შემ­თხვე­ვა­ში თუკი სა­სის­ტონ­ზი­ლა წარ­მო­ად­გენს ინ­ფექ­ცი­ის ბუ­დეს , მხო­ლოდ ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ვუ­კავ­ში­რებთ ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბას ქვე­და სა­სუნ­თქ გზებ­ში სა­სის­ტონ­ზი­ლებს. მხო­ლოდ ისე­თი სიმპტო­მით რო­გო­რიც ბრონ­ხი­ტია იმის გან­სა­ზღვრა არის თუ არა ეს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­სის­ტონ­ზი­ლებ­თან აბ­სო­ლი­ტუ­რად შე­უძ­ლე­ბე­ლია, მი­თუ­მე­ტეს თუ არ გა­ი­სინ­ჯა ასე­თი პა­ცი­ენ­ტი. ბრონ­ხი­ტი შე­იძ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს და­ე­მარ­თოს და მათ შპო­რის თუნ­დაც იმას ვი­საც ამოჭ­რი­ლი აქვს იგი­ვე სა­სის­ტონ­ზი­ლე­ბი. რად­გან პა­ცი­ენ­ტმა ერთხელ ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თა გლან­დე­ბის სუ­ლაც არ ნიშ­ნავს რომ არა­სო­დეს არ და­გე­მარ­თე­ბათ ან ყე­ლის ტკი­ვი­ლი, ფა­რინ­გი­ტი, ან ბრონ­ხი­ტი და ნე­ბის­მი­ე­რი სხვა რა­ი­მე და­ა­ვა­დე­ბა.

ლია:

რო­გორ ხდე­ბა გლან­დე­ბის ამოჭ­რა, თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნამ თუ შეც­ვა­ლა რამე და რა შემ­თხვე­ვა­შია აუ­ცი­ლე­ბე­ლი?

-სა­სის­ტონ­ზი­ლე­ბის ამოკ­ვე­თის სხვა­დას­ხვა მე­თო­დი შე­მუ­შავ­და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. სა­ზღვარ­გა­რე­თაც დღეს­დღე­ო­ბით ფარ­თოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ისე­თი მე­თო­დი, რო­გო­რი­ცაა რა­დი­ო­ტალ­ღე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით სა­სის­ტონ­ზი­ლე­ბის ამოკ­ვე­თა და ამ მე­თო­დით ჩვენც ვმუ­შა­ობთ. ასე­ვე ვი­ყე­ნებთ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბლაგვ წესს, რაც აქამ­დეც გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და. ასე­ვე ვი­ყე­ნებთ ლა­ზე­რულ მე­თოდს, მინ­და აქვე ვთქვა რომ რა­ი­მე პრინ­ცი­პუ­ლი სხვა­ო­ბა არ არ­სე­ბობს ოპე­რა­ცი­ის მე­თო­დებს შო­რის, გარ­და იმი­სა რომ უფრო მეტი კომ­ფორ­ტია ექი­მის­თვის და ამის სა­შუ­ა­ლე­ბას ჩვენ თა­ნა­მედ­რო­ვე აპა­რა­ტუ­რა გვაძ­ლევს.

ქე­თი­ნო:

მსმე­ნია, რომ გლან­დე­ბის პრობ­ლე­მა სიყ­რუ­ეს იწ­ვევს. რამ­დე­ნად შე­ე­სა­ბა­მე­ბა ეს სი­მარ­თლეს და რო­გორ ავი­ცი­ლოთ თა­ვი­დან რის­კი?

-გლან­დე­ბის პრობ­ლე­მა სიყ­რუ­ეს არ იწ­ვევს, ეს ცალ­სა­ხად შე­მიძ­ლია გი­თხრათ. თე­ო­რი­უ­ლად რომ გან­ვი­ხი­ლოთ ასე­თი სა­კი­თხი გე­ტყვით, რომ თუ ადა­მი­ა­ნი გახ­და რა­ი­მე მძი­მე ინ­ფექ­ცი­ით ავად თა­ვის­თა­ვად ცხა­დია ამან შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს სმე­ნის დაქ­ვე­ი­თე­ბა, მაგ­რამ ეს მძი­მე ინ­ფექ­ცია იქ­ნე­ბა ჩუ­ტყვა­ვი­ლა, უფრო ხში­რად წი­თე­ლა ვიდ­რე სა­სის­ტონ­ზი­ლე­ბი. ასე­თი მო­ნა­ცე­მე­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში ამ ეტაპ­ზე არ არ­სე­ბობს.

2) ადე­ნო­ი­დე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ რამ­დნად ეფექ­ტუ­რია ცხვი­რის აბა­ზა­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, რას გვირ­ჩევთ?

-ცხვი­რის აბა­ზა­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა ეს არის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მე­თო­დი, რომ­ლი­თაც დიდ ქა­ლა­ქებ­ში, მე­გა­პო­ლი­სებ­ში მა­ცხოვ­რე­ბელ ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია და­იც­ვას თა­ვის თავი სხვა­დას­ხვა ინ­ფექ­ცი­ე­ბი­სა­გან , პი­რის ღრუს ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი­სა­გან. ჩემი აზ­რით ამის­თვის არის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მე­თო­დი რო­მე­ლიც ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს შე­უძ­ლია თა­ვი­სუფ­ლად გა­მო­ი­ყე­ნოს. ხდე­ბა ცხვი­რის ლორ­წო­ვა­ნი გარ­სის და­ტე­ნი­ა­ნე­ბა ასე­თი სა­შუ­ა­ლე­ბით, გარ­და ამი­სა მტვრის ნა­წი­ლა­კე­ბის მე­ქა­ნი­კუ­რად მო­შო­რე­ბაც ხდე­ბა.

მკი­თხვე­ლი:

ჩემი შვი­ლი 4 წლი­საა. ად­რე­ულ ასაკ­ში საკ­მა­ოდ ხში­რად აწუ­ხებ­და გლან­დე­ბი, სი­ცხეც ხში­რად ჰქონ­და. ეხლა ხში­რად აღარ აწუ­ხებს, მაგ­რამ ვა­ტყობ რომ გლან­დე­ბი ზო­მით დი­დია, სა­ჭი­რო­ებს ოპე­რა­ცი­ას?

-არა არ სა­ჭი­რო­ებს. სა­სის­ტონ­ზი­ლე­ბის ზომა არ არის ოპე­რა­ცი­ის ჩვე­ნე­ბა, გარ­და ერთი შემ­თხვე­ვი­სა, ეს კი არის რო­დე­საც სა­სის­ტონ­ზი­ლე­ბი თა­ვი­სი ზო­მით უქ­მნის პრობ­ლე­მას პა­ცი­ენტს ყლაპ­ვა­ში, რო­დე­საც ამის გამო ბავ­შვი ვერ იკ­ვე­ბე­ბა და ფი­ზი­კუ­ე­რი ზრდის გან­ვი­თა­რე­ბის ჩა­მორ­ჩე­ნი­ლო­ბაა. ოპე­რა­ცია არ კეთ­დე­ბა იმ­ნის­თვის რომ მშო­ბელს ოდ­ნავ დიდი ეჩ­ვე­ნე­ბა ვიდ­რე ეს სა­შუ­ა­ლო სტა­ტის­ტი­კუ­რად ადა­მი­ანს შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს. კი­დევ ერთხელ ვი­ტყვი ამ შემ­თხვე­ვა­ში ოპე­რა­ცია არ არის სა­ჭი­რო.

გელა ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი:

მა­ინ­ტე­რე­სებს 5,5 წლის ბავ­შვის­თვის თუ შე­იძ­ლე­ბა ერ­თდრო­უ­ლად გა­კეთ­დეს ცხვი­რის პო­ლი­პე­ბი­სა და გლან­დე­ბის ოპე­რა­ცია. შე­იძ­ლე­ბა თუ არა გა­კეთ­დეს ნარ­კო­ზით, ად­გი­ლობ­რი­ვი ანეს­თე­ზი­ის ნაც­ვლად?

-5 წლის ბავ­შვის­თვის თა­ვი­სუფ­ლად შე­იძ­ლე­ბა გა­კეთ­დეს 2 ოპე­რა­ცია. უბ­რა­ლოდ და­ვა­ზუს­ტებ ერთ რა­ღა­ცას. ცხვირ­ში რაც კეთ­დე­ბა– ამას პო­ლი­პე­ბი არ ჰქვია , ეს არის ადე­ნო­ი­დე­ბი და ამას პრინ­ცი­პუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. პო­ლი­პო­ზი ასე­თი და­ა­ვა­დე­ბაც არ­სე­ბობს, თუმ­ცა ეს სულ სხვაა და უფრო მოზ­რდი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის არის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი. თა­ვი­სუფ­ლად შე­იძ­ლე­ბა ორი ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბა და აქვე ვი­ტყვი რომ მე პი­რი­ქით გირ­ჩევ­დით რომ ნარ­კო­ზით გა­უ­კე­თოთ ბავ­შვს ოპე­რა­ცია. ბავ­შვი ამ შემ­თხვე­ვა­ში ნაკ­ლე­ბად გა­ნიც­დის , ვერ იგებს ოპე­რა­ცი­ის მსვლე­ლო­ბას რაც მის­თვის ნაკ­ლე­ბად არის შე­მა­წუ­ხე­ბე­ლი და თა­ვის­თა­ვად ცხა­დია რომ სტრე­საც ვერ მი­ი­ღებს. აქვე ავღ­ნიშ­ნავ რომ რო­გორც ექი­მის­თვის ასე­ვე ოპე­რა­ცი­ის შე­დე­გის­თვი­საც უკე­თე­სია ნარ­კო­ზით გა­კე­თე­ბა რო­დე­სა\ც მშვიდ გა­რე­მო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს პრო­ცე­სი.

რა შემთხვევაშია საჭირო გლანდების ამოკვეთა

რა შემთხვევაშია საჭირო გლანდების ამოკვეთა

ნუშურა ჯირკვლებს ადამიანის ორგანიზმის ინფექციებისგან დაცვა აკისრია. თუმცა ანთებითი პროცესის განვითარებამ შეიძლება გამოიწვიოს ყელთან, ყურთან, ცხვირთან, ნერვულ სისტემასთან, ენდოკრინულ, გულსისხლძარღვთა სისტემებთან, ასევე, ხერხემალთან და დაკავშირებული პრობლემები. არის შემთხვევები, როცა გლანდების ამოკვეთის შემდეგ ჯანმრთელობა ყოველთვის არ უმჯობესდება. საჭიროა თუ არა გლანდების ოპერაცია, კითხვებს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ნატო ნაკუდაშვილი პასუხობს.

გამოგზავნილი კითხვები

სოფო ტაბატაძე:

ჩემი შვილი 6.5 წლისაა. ოთხი წლის ასაკში გადაიტანა ინფექციური მონონუკლეოზი,მას შემდეგ დარჩა გადიდებული გლანდები და ტრონზილები, დაუქვეითდა იმუნიტეტიც. პედიატრი მირჩევს ოპერაციას და ტრონზილების ამოღებასაც, მაგრამ მინდა ვიცოდე არსებობს თუ არა სხვა გამოსავალი. შესაძლებელია თუ არა ჯირკვლების დაპატარავება, დაექვემდებარება თუ არა ფიზიოთერაპიას. რა ეტაპები უნდა გავიარო იმისთვის რომ დადგინდეს რეალურად ოპერაციის აუცილებლობა?

-ჩემთვის როგორც ექიმისთვის საინტერესოა თქვენს ბავშვს აქვს თუ არა სასისტონზილებში თავისუფალი ჩირქი. ოპერაციის აუცილებლობა დგინდება არამარტო იმითი, რომ ადამიანმა ერთხელ ცხოვრებაში ინფექციური მონონუკლეოზი გადაიტანა, არამედ გამომდინარე იქიდან, ამჟამად როგორი მდგომარეობაა. არის თუ არა ორგანიზმის ინტოქსიკაციის სურათი , აქვს თუ არა ბავშვს ადვილად დაღლა, საერთო სისუსტე, ოფლიანობა, სწორედ ამ ინტოქსიკაციის სურათის ხარისხის შეფასების მიხედვით წყდება ექვემდებარება თუ არა ეს ბავშვი თერაპიულ მკურნალობას, როგორიცაა ფიზიო თერაპია, ადგილობრივი საშუალებების, იმუნური სისტემის მომაწესრიგებელი პრეპარატების გამოყენება ერთიანი კურსის სახით და ამ ყველაფრიდან გამომდინარე გადავწყვეტთ ოპერაციული ჩარევაა უფრო მნიშვნელოვანი მოცემული პაციენტისთვის , თუ შესაძლებელია მისი მკურნალობა თერაპიული გზით.

თიკო:

ვარ 23 წლის, საკმაოდ ხშირად მაწუხებს რევმატული ტკივილები, მუხლის არეში, მაჯებზე- ამინდის ცვლილებასთან ერთად. ჩიყვზე ვმკურნალობ დაახლოებით 5–6 წელია. (ნორმაში მაქვს, მაგრამ ვაკონტროლებ). დაახლოებით ერთი კვირის წინ გავიკეთე ანალიზები და მივუტანე ჩემს ექიმს, მას ვუთხარი ჩემი ტკივილების შესახებ და მითხრა რომ ასეთი ტკივილები იცის გლანდებმა,  ამასთან ზამთარში მაქვს დაბალი სიცხეები ხშირად, 37.5 ხაზი, ამაზე მაღალი არ მქონია დიდი ხანია. ვცივდები მარტივად. ამ სიპტომების ფონზე შესაძლებელია, რომ გლანდები ამოსაკვეთი მქონდეს?

-თიკო რასაკვირველია თქვენი ექიმი აბსოლიტურად მართალია. სახსრების ტკივილი ხშირად დაკავშირებულია სასისტონზილებში მიმდინარე ქრონიკულ პროცესებთან. რასაკვირველია ჩიყვისთვისაც ერთ-ერთი დამახასიათებელი სიმპტომია სახსრების ტკივილი , მაგრამ მნიშვნელოვანია გავარკვიოთ შეიცავს თუ არა თქვენი სასისტონზილები თავისუფალ ჩირქს და იწვევს თუ არა თქვენს ორგანიზმში ისეთ ცვლილებებს, რომელიც ზეგავლენას მოახდენს სახსრების იმ მდგომარეობაზე რაც დღეს გაგაჩნიათ. საჭიროა პაციენტის გასინჯვა , ანუ კლინიკურად დადგენა, არის თუ არა თავისუფალი ჩირქი თქვენს სასისტონზილებში. გარდა ამისა, ვიყენებთ ლაბორატოლიური კვლევის მეთოდებს, როგორიცაა სერეაქტიული ცილის განსაზღვრა, ანტისტეპტოლიზინი და ა.შ. ეს გამომდინარეობს სიტუაციიდან რასაც ვნახავთ კლინიკური მონაცემების მიხედვით. მე თქვენ გირჩევდით ვიზიტს ოტორალინგოლოკთან რომელიც ნახავს,– შეიცავს თუ არა თქვენი სასისტონზილები თავისუფალ ჩირქს, მითუმეტეს რომ ტემპერატურა ხშირად სუპებრილური გაქვთ. აქედან გამომდინარე მიიღებენ გადაწყვეტილებას საჭიროა თუ არა თქვენთვის შესაბამისად ლაბორატორიული კვლევების ჩატარება.

ნაზიბროლა პაპუნაშვილი:

რა სიმპტომები ახასიათებს გლანდებს, ან როგორ უნდა გავიგო ამოსაკვეთი მაქვს თუ არა?

-სასისტონზილების ქრონიკული ჩირქოვანი ანთებისთვის დამახასიათებელია: წლის განმავლობაში რამდენჯერმე ანგინები, ანგინა ეს არის სასისტონზილების მწვავე ანთება. მაგალითად სხეულის ტემპერატურა 37-37,5 -დან 38-39,5 გრადუსამდე. ასევე დამახასიათებელია ტკივილი ყლაპვის დროს, ადვილად დაღლა, ოფლიანობა. შეიძლება გამოვლინდეს როგორც წინა რესპოდენტთან სახსრების ტკივილიც, ზოგიერთი პაციენტის შემთხვევაში დამახასიათებელია გულის არეში ჩივილი. ყველა პაციენტის შემთხვევაში ხდება ინდივიდუალური მიდგომა და განსაზღვრა იმისი , არის თუ არა მოცემულ შემთხვევაში სასისტონზილებში არსებული მდგომარეობა დაკავშირებული, ორგანიზმში არსებული ინტოქსიკაციის მდგომარეობასთან. ხშირად პაციენტს გონია, თუ მას ახასიათებს ადვილად დაღლა, შეიძლება ეს მხოლოდ და მხოლოდ გლანდების ბრალი იყოს დაფიქრობენ, რომ მარტო გლანდების ოპერაცია გადაწყვიტავს მის მდგომარეობას. თუმცა შეიძლება ეს დაკავშირებული იყოს სხვა რომელიმე დაავადებასთან . ადვილად დაღლით და მსგავსი სიმპტომებით ძალიან ბევრი დაავადება მიმდინარეობს და აქედან გამომდინარე თქვენი სიპმტომები და ჩივილები დაკავშირებულია თუ არა ყელის მდგომარტეობასთან ამის გასარკვევად აუცილებელია ექიმთან ვიზიტი. მთავარი ოპერაციის ჩვენება გახლავთ ის რომ პაციენტს უნდა აღენიშნებოდეს ჩირქოვანი შიგთავსი სასისტონზილებში და ზოგიერთ შემთხვევაში ამას ემატება სხვადასხვა სახით ინტოქსიკაციის სურათი.

ნინი:

ჩემი მეუღლე 25 წლისაა. ადვილად ცივდება, აძლევს მაღალ სიცხეს. ახლახანს ვირუსმა დაუტოვა ბროხების ანთება ადვილ ფორმებში. ანტიბიოტიკები დაუნიშნა ექიმმა და ნელ–ნელა გადის. სიცხე 37 მაინც აქვს, გლანდების ამოჭრა აუცილებელია? საკმაოდ მალე ცივდება. სხვა რა ნიშნით შეიძლება მივხვდეთ რომ გლანდების ბრალია?

-ბრონხიტი ადამიანს შეიძლება ცალკეც დაემართოს , აქ არ არის აუცილებელი სასისტონზილებთან იყოს ეს დაკავშირებული. იმ შემთხვევაში თუკი სასისტონზილა წარმოადგენს ინფექციის ბუდეს , მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ვუკავშირებთ ინფექციის გავრცელებას ქვედა სასუნთქ გზებში სასისტონზილებს. მხოლოდ ისეთი სიმპტომით როგორიც ბრონხიტია იმის განსაზღვრა არის თუ არა ეს დაკავშირებული სასისტონზილებთან აბსოლიტურად შეუძლებელია, მითუმეტეს თუ არ გაისინჯა ასეთი პაციენტი. ბრონხიტი შეიძლება ნებისმიერ ადამიანს დაემართოს და მათ შპორის თუნდაც იმას ვისაც ამოჭრილი აქვს იგივე სასისტონზილები. რადგან პაციენტმა ერთხელ ოპერაცია გაიკეთა გლანდების სულაც არ ნიშნავს რომ არასოდეს არ დაგემართებათ ან ყელის ტკივილი, ფარინგიტი, ან ბრონხიტი და ნებისმიერი სხვა რაიმე დაავადება.

ლია:

როგორ ხდება გლანდების ამოჭრა, თანამედროვე მედიცინამ თუ შეცვალა რამე და რა შემთხვევაშია  აუცილებელი?

-სასისტონზილების ამოკვეთის სხვადასხვა მეთოდი შემუშავდა წლების განმავლობაში. საზღვარგარეთაც დღესდღეობით ფართოდ გამოიყენება ისეთი მეთოდი, როგორიცაა რადიოტალღების გამოყენებით სასისტონზილების ამოკვეთა და ამ მეთოდით ჩვენც ვმუშაობთ. ასევე ვიყენებთ ჩვეულებრივი ბლაგვ წესს, რაც აქამდეც გამოიყენებოდა. ასევე ვიყენებთ ლაზერულ მეთოდს, მინდა აქვე ვთქვა რომ რაიმე პრინციპული სხვაობა არ არსებობს ოპერაციის მეთოდებს შორის, გარდა იმისა რომ უფრო მეტი კომფორტია ექიმისთვის და ამის საშუალებას ჩვენ თანამედროვე აპარატურა გვაძლევს.

ქეთინო:

მსმენია, რომ გლანდების პრობლემა სიყრუეს იწვევს. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს და როგორ ავიცილოთ თავიდან რისკი?

-გლანდების პრობლემა სიყრუეს არ იწვევს, ეს ცალსახად შემიძლია გითხრათ. თეორიულად რომ განვიხილოთ ასეთი საკითხი გეტყვით, რომ თუ ადამიანი გახდა რაიმე მძიმე ინფექციით ავად თავისთავად ცხადია ამან შეიძლება გამოიწვიოს სმენის დაქვეითება, მაგრამ ეს მძიმე ინფექცია იქნება ჩუტყვავილა, უფრო ხშირად წითელა ვიდრე სასისტონზილები. ასეთი მონაცემები ლიტერატურაში ამ ეტაპზე არ არსებობს.

2) ადენოიდების სამკურნალოდ რამდნად ეფექტურია ცხვირის აბაზანების ჩატარება, რას გვირჩევთ?

-ცხვირის აბაზანების ჩატარება ეს არის არაჩვეულებრივი მეთოდი, რომლითაც დიდ ქალაქებში, მეგაპოლისებში მაცხოვრებელ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაიცვას თავის თავი სხვადასხვა ინფექციებისაგან , პირის ღრუს ქრონიკული დაავადებებისაგან. ჩემი აზრით ამისთვის არის არაჩვეულებრივი მეთოდი რომელიც ყველა მოქალაქეს შეუძლია თავისუფლად გამოიყენოს. ხდება ცხვირის ლორწოვანი გარსის დატენიანება ასეთი საშუალებით, გარდა ამისა მტვრის ნაწილაკების მექანიკურად მოშორებაც ხდება.

მკითხველი:

ჩემი შვილი 4 წლისაა. ადრეულ ასაკში საკმაოდ ხშირად აწუხებდა გლანდები, სიცხეც ხშირად ჰქონდა. ეხლა ხშირად აღარ აწუხებს, მაგრამ ვატყობ რომ გლანდები ზომით დიდია, საჭიროებს ოპერაციას?

-არა არ საჭიროებს. სასისტონზილების ზომა არ არის ოპერაციის ჩვენება, გარდა ერთი შემთხვევისა, ეს კი არის როდესაც სასისტონზილები თავისი ზომით უქმნის პრობლემას პაციენტს ყლაპვაში, როდესაც ამის გამო ბავშვი ვერ იკვებება და ფიზიკუერი ზრდის განვითარების ჩამორჩენილობაა. ოპერაცია არ კეთდება იმნისთვის რომ მშობელს ოდნავ დიდი ეჩვენება ვიდრე ეს საშუალო სტატისტიკურად ადამიანს შეიძლება ჰქონდეს. კიდევ ერთხელ ვიტყვი ამ შემთხვევაში ოპერაცია არ არის საჭირო.

გელა ბოჭორიშვილი:

მაინტერესებს 5,5 წლის ბავშვისთვის თუ შეიძლება ერთდროულად გაკეთდეს ცხვირის პოლიპებისა და გლანდების ოპერაცია. შეიძლება თუ არა გაკეთდეს ნარკოზით, ადგილობრივი ანესთეზიის ნაცვლად?

-5 წლის ბავშვისთვის თავისუფლად შეიძლება გაკეთდეს 2 ოპერაცია. უბრალოდ დავაზუსტებ ერთ რაღაცას. ცხვირში რაც კეთდება– ამას პოლიპები არ ჰქვია , ეს არის ადენოიდები და ამას პრინციპული მნიშვნელობა აქვს. პოლიპოზი ასეთი დაავადებაც არსებობს, თუმცა ეს სულ სხვაა და უფრო მოზრდილი ადამიანებისთვის არის დამახასიათებელი. თავისუფლად შეიძლება ორი ოპერაციის გაკეთება და აქვე ვიტყვი რომ მე პირიქით გირჩევდით რომ ნარკოზით გაუკეთოთ ბავშვს ოპერაცია. ბავშვი ამ შემთხვევაში ნაკლებად განიცდის , ვერ იგებს ოპერაციის მსვლელობას რაც მისთვის ნაკლებად არის შემაწუხებელი და თავისთავად ცხადია რომ სტრესაც ვერ მიიღებს. აქვე ავღნიშნავ რომ როგორც ექიმისთვის ასევე ოპერაციის შედეგისთვისაც უკეთესია ნარკოზით გაკეთება როდესა\ც მშვიდ გარემოში მიმდინარეობს პროცესი.

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას