პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩავხედოთ ბიოგრაფიებს და მერე ვისაუბროთ ვინ ვის გაურიგდა" - საგანელიძე ბურჯანაძის ბრალდებას პასუხობს
"ჩავხედოთ ბიოგრაფიებს და მერე ვისაუბროთ ვინ ვის გაურიგდა" - საგანელიძე ბურჯანაძის ბრალდებას პასუხობს

გა­უ­რიგ­და თუ არა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას", ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, ტელე/რა­დიო "პა­ლიტ­რის" გა­და­ცე­მა "რე­ზი­უ­მეს" ეთერ­ში უმ­რავ­ლე­სო­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძემ გან­მარ­ტე­ბა გა­ა­კე­თა.

მისი გან­ცხა­დე­ბით, ნინო ბურ­ჯა­ნა­ძის გან­ცხა­დე­ბა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ "ოც­ნე­ბა" და "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" გა­რიგ­დნენ, აბ­სურ­დია. თუმ­ცა საპ­რა­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში ამომ­რჩე­ველ­თა ხმის ათი პრო­ცენ­ტის მო­პო­ვე­ბას ულო­ცავს.

"ის რომ ნინო ბურ­ჯა­ნა­ძემ ნო­ლი­დან შეძ­ლო რა­დი­კა­ლუ­რი ელექ­ტო­რა­ტის 10 პრო­ცენ­ტის აკ­რე­ფა სა­ქარ­თვე­ლო­ში, ეს მის­თვის მი­სა­ლო­ცია. მაგ­რამ ის, რომ ათ პრო­ცენტზე მეტი ვერ აიღო, ამას სხვას ნუ და­აბ­რა­ლებს. ერთი ფაქ­ტი და­დოს, რომ ჩვენ ვინ­მეს­თან გავ­რიგ­დით.

ქალ­ბა­ტო­ნი ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, შე­ვარ­დნა­ძის დრო­ი­დან იყო იმ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლა­ში, რო­დე­საც ასე­თი რამ ხდე­ბო­და. შე­ვარ­დნა­ძე-ას­ლან აბა­ში­ძეს, "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­სა" და მის სა­ტე­ლიტ პარ­ტი­ებს შო­რის იყო გა­რი­გე­ბა, ამ­დე­ნი პრო­ცენ­ტი შენ, ამ­დე­ნი მე და ამი­ტო­მაც არის, რომ ქალ­ბა­ტონ ნი­ნოს ჰგო­ნია, რა­საც მუდ­მი­ვად აკე­თებ­და ის პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა, სა­დაც თვი­თონ იყო ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი ლი­დე­რი, რომ ეს არის წესი და ასე უნდა იყოს. - არა, ქალ­ბა­ტო­ნო ნინო, ეს არ მომ­ხდა­რა. ძა­ლი­ან გთხოვთ, ჩავ­ხე­დოთ ბი­ოგ­რა­ფი­ებს და შე­სა­ბა­მი­სად მერე ვი­სა­უბ­როთ, ვინ ვის გა­უ­რიგ­და. უბ­რა­ლოდ, ცხოვ­რე­ბის სტი­ლი, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ­სე­ბობ­და, მი­გაჩ­ნი­ათ, რომ სხვის­თვის შე­იძ­ლე­ბა ეს სტი­ლი იყოს ბუ­ნებ­რი­ვი." -გა­ნა­ცხა­და და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძემ.

იხი­ლეთ ვი­დეო

იხი­ლეთ გა­და­ცე­მა "რე­ზი­უ­მე" სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

"ჩავხედოთ ბიოგრაფიებს და მერე ვისაუბროთ ვინ ვის გაურიგდა" - საგანელიძე ბურჯანაძის ბრალდებას პასუხობს

"ჩავხედოთ ბიოგრაფიებს და მერე ვისაუბროთ ვინ ვის გაურიგდა" - საგანელიძე ბურჯანაძის ბრალდებას პასუხობს

გაურიგდა თუ არა "ქართული ოცნება" "ნაციონალურ მოძრაობას", ამ საკითხთან დაკავშირებით, ტელე/რადიო "პალიტრის" გადაცემა "რეზიუმეს" ეთერში უმრავლესობის წარმომადგენელმა, დავით საგანელიძემ განმარტება გააკეთა.

მისი განცხადებით, ნინო ბურჯანაძის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ "ოცნება" და "ნაციონალები" გარიგდნენ, აბსურდია. თუმცა საპრაზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა ხმის ათი პროცენტის მოპოვებას ულოცავს.

"ის რომ ნინო ბურჯანაძემ ნოლიდან შეძლო რადიკალური ელექტორატის 10 პროცენტის აკრეფა საქართველოში, ეს მისთვის მისალოცია. მაგრამ ის, რომ ათ პროცენტზე მეტი ვერ აიღო, ამას სხვას ნუ დააბრალებს. ერთი ფაქტი დადოს, რომ ჩვენ ვინმესთან გავრიგდით.

ქალბატონი ნინო ბურჯანაძე წლების განმავლობაში, შევარდნაძის დროიდან იყო იმ პოლიტიკურ ძალაში, როდესაც ასეთი რამ ხდებოდა. შევარდნაძე-ასლან აბაშიძეს, "ნაციონალებსა" და მის სატელიტ პარტიებს შორის იყო გარიგება, ამდენი პროცენტი შენ, ამდენი მე და ამიტომაც არის, რომ ქალბატონ ნინოს ჰგონია, რასაც მუდმივად აკეთებდა ის პოლიტიკური ძალა, სადაც თვითონ იყო ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი, რომ ეს არის წესი და ასე უნდა იყოს. - არა, ქალბატონო ნინო, ეს არ მომხდარა. ძალიან გთხოვთ, ჩავხედოთ ბიოგრაფიებს და შესაბამისად მერე ვისაუბროთ, ვინ ვის გაურიგდა. უბრალოდ, ცხოვრების სტილი, რომელიც წლების განმავლობაში არსებობდა, მიგაჩნიათ, რომ სხვისთვის შეიძლება ეს სტილი იყოს ბუნებრივი." -განაცხადა დავით საგანელიძემ.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ გადაცემა "რეზიუმე" სრულად

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა