საზოგადოება
პოლიტიკა

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვის გამო თქვა უარი ექსტრიმზე ანნა იმედაშვილმა
ვის გამო თქვა უარი ექსტრიმზე ანნა იმედაშვილმა

"ახა­ლი ხმის" წამ­ყვანს ანნა იმე­დაშ­ვილ­სა და პრო­ექ­ტის აღ­მას­რუ­ლე­ბელ პრო­დი­უ­სერს დათო იმე­დაშ­ვილს შვიდ­წ­ლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბა აკავ­ში­რებთ. ახ­ლა­ხან შე­ე­ძი­ნათ პა­ტა­რა, პეტ­რე, რო­მე­ლიც მხო­ლოდ სამი თვის გახ­ლავთ. წყვი­ლი მცი­რე ხა­ნია, სა­ცხოვ­რებ­ლად კერ­ძო ორ­სარ­თუ­ლი­ან, ძა­ლი­ან ლა­მაზ სახ­ლში გა­და­ვი­და, რომ­ლის მოვ­ლას ანნა ვე­ღარ აუ­დის, თუმ­ცა კვი­რა­ში რამ­დენ­ჯერ­მე ქალი ეხ­მა­რე­ბა. ძიძა არ ჰყავს და ბავ­შვს თა­ვად უვ­ლის, ძა­ლი­ან სი­ა­მოვ­ნებს დე­დო­ბის სიტ­კბო­ე­ბის შეგ­რძნე­ბა და თუკი ბავ­შვი და­სა­ტო­ვე­ბე­ლია, მა­შინ ან დე­დას მი­მარ­თავს თხოვ­ნით, ან - დე­დამ­თილს.

ვი­ნა­ი­დან "ახა­ლი ხმის" ჩა­წე­რე­ბი დას­რუ­ლე­ბუ­ლია, ახლა ან­ნაც და დიმა ტა­ტიშ­ვი­ლიც, ანუ მისი თა­ნა­მე­წყვი­ლე, ლა­ივ­შო­უ­ე­ბის და­წყე­ბას ელო­დე­ბი­ან. ან­ნას სახ­ლში ვეს­ტუმ­რეთ და ოჯა­ხურ და საქ­მი­ან ამ­ბებ­ზე და­ვუს­ვით შე­კი­თხვე­ბი.

- მე შენ მახ­სოვ­ხარ ადრე, რო­გორც რა­დი­ო­წამ­ყვა­ნი. ტე­ლე­წამ­ყვა­ნო­ბას რო­გორ შე­ე­გუე?

- ამ ორ რა­მეს ერ­თმა­ნეთს არ ვა­და­რებ, რად­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სპე­ცი­ფი­კაა რა­დი­ო­ში, სა­დაც ბევ­რად ინ­ტი­მუ­რი გარე-მოა და წამ­ყვა­ნის მხო­ლოდ ხმა ის­მის. რა­დი­ო­ში გარ­კვე­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით უფრო კომ­ფორ­ტუ­ლად ხარ, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, მა­კი­ა­ჟი გაქვს თუ არა, ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში კი სულ ფორ­მა­ში უნდა იყო, უფრო მე­ტად აქ­ცე­ვენ ყუ­რა­დღე­ბას ვი­ზუ­ალს და ზოგ­ჯერ სა­ერ­თოდ არ აინ­ტე­რე­სებთ, რას ამ­ბობ. ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში "ახა­ლი ხმის" წამ­ყვა­ნად უცა­ბე­დად მოვ­ხვდი და არ მი­ფიქ­რია ამ ორი რა­მის შე­თან­ხმე­ბა­ზე, თუმ­ცა ტე­ლე­წამ­ყვა­ნო­ბა მო­ვირ­გე. ძა­ლი­ან მო­მე­ნატ­რა იმი­ტომ, რომ ბავ­შვე­ბის "ახა­ლი ხმა" ფეხ­მძი­მო­ბის გამო ვერ წა­ვიყ­ვა­ნე.

- შემ­დეგ გა­და­ცე­მის ჩა­ნა­წერს თუ უყუ­რებ ხოლ­მე?

- ყო­ველ­თვის ვუ­ყუ­რებ და მა­ინ­ტე­რე­სებს, რო­გორ გა­მო­ვე­დი, რა ვთქვი. ამ სე­ზონ­ზე ჯერ მხო­ლოდ ჩა­ნა­წე­რე­ბი გა­ვი­და ეთერ­ში და ვნა­ხე. რო­გორც სხვე­ბიც მე­უბ­ნე­ბი­ან და აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი პრო­დი­უ­სე­რიც (იღი­მის), ახლა ბევ­რად თა­ვი­სუ­ფა­ლი ვარ. "ბრმა კას­ტინ­გე­ბის" ჩა­წე­რა ძა­ლი­ან აზარ­ტუ­ლია. თა­ნაც, იმ­დე­ნად მო­ნატ­რე­ბუ­ლი მქონ­და ეს საქ­მე, რომ აღ­ტკი­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. ბევ­რი ემო­ცია გა­მოვ­ხა­ტე, რაც, ვფიქ­რობ, გა­და­ცე­მას მო­უხ­და, თუმ­ცა მონ­ტა­ჟის დროს ვთხოვ­დი, რაც ზედ­მე­ტია, ამო­ი­ღეთ-მეთ­ქი.

- ანუ მე­უღ­ლის წყა­ლო­ბით, გარ­კვე­უ­ლი "ბლა­ტე­ბი" გაქვს?

- (იცი­ნის) არა, პი­რი­ქით, რად­გან და­თოს ცოლი ვარ, ვფიქ­რობ, ყვე­ლა­ზე მე­ტად ვი­ჩაგ­რე­ბი. ასე რომ, "ბლა­ტე­ბი" არ მაქვს. რამ­დე­ნად გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს ჩემი თხოვ­ნა, ეს სხვა საქ­მეა (იცი­ნის). იმის გამო, რომ ჩემი ქმა­რი ამ პრო­ექ­ტის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რია, ყვე­ლა­ზე ადრე უნდა მი­ვი­დე სამ­სა­ხურ­ში, ყვე­ლა­ზე მეტ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას უნდა ვგრძნობ­დე, არ და­ვიმ­სა­ხუ­რო შე­ნიშ­ვნე­ბი და ა.შ. მე და და­თოს სამ­სა­ხურ­ში ურ­თი­ერ­თო­ბა მხო­ლოდ ჩა­წე­რებ­ზე გვი­წევს, ისიც, მცი­რე დრო­ით. ძი­რი­თა­დად, სცე­ნა­რისტსა და რე­ჟი­სორ­თან ვკონ­ტაქ­ტობ.

- თუ ნა­ხუ­ლობ კო­მენ­ტა­რებს, რაც შენ­თან და­კავ­ში­რე­ბით იწე­რე­ბა ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში და კრი­ტი­კას რო­გორ იღებ?

- დღეს ყვე­ლა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია მი­საწ­ვდო­მია და მეც ვცდი­ლობ, რომ გა­ვეც­ნო კო­მენ­ტა­რებს. "ახა­ლი ხმის" ოფი­ცი­ა­ლუ­რი "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე ყვე­ლას აქვს თა­ვი­სი აზ­რის გა­მოთ­ქმის სა­შუ­ა­ლე­ბა და შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ვკი­თხუ­ლობ. თუკი კრი­ტი­კა ჯან­სა­ღია და არა სუ­ბი­ექ­ტუ­რი, ვცდი­ლობ გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბას, უფრო მე­ტად გა­რეგ­ნო­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ ხოლ­მე, მაგ­რამ წელს ბევ­რი და­დე­ბი­თი კო­მენ­ტა­რი წა­ვი­კი­თხე.

- დიმა ტა­ტიშ­ვილს რო­გორ შე­ე­წყვე?

- ვამ­ბობ, დი­მიტ­რებ­ში მი­მარ­თლებს-მეთ­ქი (იღი­მის). დიმა ისე­თი ადა­მი­ა­ნია, რომ მას­ზე მხო­ლოდ და­დე­ბით გა­მოხ­მა­უ­რე­ბებს ვის­მენ. აქვს ძა­ლი­ან კარ­გი იუ­მო­რის გრძნო­ბა, ჩა­წე­რებ­ზე ბევ­რი ვი­ხა­ლი­სეთ და ამ დღე­ებ­მა ხუმ­რო­ბა-ხუმ­რო­ბა­ში გა­ი­ა­რა. დიმა ჩემ­ზე ბევ­რად უფ­რო­სია და გა­მოც­დი­ლე­ბაც მეტი აქვს, მე­უბ­ნე­ბა ხოლ­მე, წამ­ყვა­ნო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა არ მაქვს და შენ­გან უფრო ვსწავ­ლო­ბო, მაგ­რამ მე არ ვე­თან­ხმე­ბი. დი­მას მა­გივ­რად უფრო ახალ­გაზ­რდა რომ ყო­ფი­ლი­ყო, ასე თავ­და­ჯე­რე-ბუ­ლად თავს ვერ ვიგ­რძნობ­დი.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

ვის გამო თქვა უარი ექსტრიმზე ანნა იმედაშვილმა

ვის გამო თქვა უარი ექსტრიმზე ანნა იმედაშვილმა

"ახალი ხმის" წამყვანს ანნა იმედაშვილსა და პროექტის აღმასრულებელ პროდიუსერს დათო იმედაშვილს შვიდწლიანი თანაცხოვრება აკავშირებთ. ახლახან შეეძინათ პატარა, პეტრე, რომელიც მხოლოდ სამი თვის გახლავთ. წყვილი მცირე ხანია, საცხოვრებლად კერძო ორსართულიან, ძალიან ლამაზ სახლში გადავიდა, რომლის მოვლას ანნა ვეღარ აუდის, თუმცა კვირაში რამდენჯერმე ქალი ეხმარება. ძიძა არ ჰყავს და ბავშვს თავად უვლის, ძალიან სიამოვნებს დედობის სიტკბოების შეგრძნება და თუკი ბავშვი დასატოვებელია, მაშინ ან დედას მიმართავს თხოვნით, ან - დედამთილს.

ვინაიდან "ახალი ხმის" ჩაწერები დასრულებულია, ახლა ანნაც და დიმა ტატიშვილიც, ანუ მისი თანამეწყვილე, ლაივშოუების დაწყებას ელოდებიან. ანნას სახლში ვესტუმრეთ და ოჯახურ და საქმიან ამბებზე დავუსვით შეკითხვები.

- მე შენ მახსოვხარ ადრე, როგორც რადიოწამყვანი. ტელეწამყვანობას როგორ შეეგუე?

- ამ ორ რამეს ერთმანეთს არ ვადარებ, რადგან განსხვავებული სპეციფიკაა რადიოში, სადაც ბევრად ინტიმური გარე-მოა და წამყვანის მხოლოდ ხმა ისმის. რადიოში გარკვეული თვალსაზრისით უფრო კომფორტულად ხარ, არ აქვს მნიშვნელობა, მაკიაჟი გაქვს თუ არა, ტელევიზიაში კი სულ ფორმაში უნდა იყო, უფრო მეტად აქცევენ ყურადღებას ვიზუალს და ზოგჯერ საერთოდ არ აინტერესებთ, რას ამბობ. ტელევიზიაში "ახალი ხმის" წამყვანად უცაბედად მოვხვდი და არ მიფიქრია ამ ორი რამის შეთანხმებაზე, თუმცა ტელეწამყვანობა მოვირგე. ძალიან მომენატრა იმიტომ, რომ ბავშვების "ახალი ხმა" ფეხმძიმობის გამო ვერ წავიყვანე.

- შემდეგ გადაცემის ჩანაწერს თუ უყურებ ხოლმე?

- ყოველთვის ვუყურებ და მაინტერესებს, როგორ გამოვედი, რა ვთქვი. ამ სეზონზე ჯერ მხოლოდ ჩანაწერები გავიდა ეთერში და ვნახე. როგორც სხვებიც მეუბნებიან და აღმასრულებელი პროდიუსერიც (იღიმის), ახლა ბევრად თავისუფალი ვარ. "ბრმა კასტინგების" ჩაწერა ძალიან აზარტულია. თანაც, იმდენად მონატრებული მქონდა ეს საქმე, რომ აღტკინებული ვიყავი. ბევრი ემოცია გამოვხატე, რაც, ვფიქრობ, გადაცემას მოუხდა, თუმცა მონტაჟის დროს ვთხოვდი, რაც ზედმეტია, ამოიღეთ-მეთქი.

- ანუ მეუღლის წყალობით, გარკვეული "ბლატები" გაქვს?

- (იცინის) არა, პირიქით, რადგან დათოს ცოლი ვარ, ვფიქრობ, ყველაზე მეტად ვიჩაგრები. ასე რომ, "ბლატები" არ მაქვს. რამდენად გაითვალისწინეს ჩემი თხოვნა, ეს სხვა საქმეა (იცინის). იმის გამო, რომ ჩემი ქმარი ამ პროექტის აღმასრულებელი დირექტორია, ყველაზე ადრე უნდა მივიდე სამსახურში, ყველაზე მეტ პასუხისმგებლობას უნდა ვგრძნობდე, არ დავიმსახურო შენიშვნები და ა.შ. მე და დათოს სამსახურში ურთიერთობა მხოლოდ ჩაწერებზე გვიწევს, ისიც, მცირე დროით. ძირითადად, სცენარისტსა და რეჟისორთან ვკონტაქტობ.

- თუ ნახულობ კომენტარებს, რაც შენთან დაკავშირებით იწერება ინტერნეტსივრცეში და კრიტიკას როგორ იღებ?

- დღეს ყველანაირი ინფორმაცია მისაწვდომია და მეც ვცდილობ, რომ გავეცნო კომენტარებს. "ახალი ხმის" ოფიციალური "ფეისბუქის" გვერდზე ყველას აქვს თავისი აზრის გამოთქმის საშუალება და შეძლებისდაგვარად ვკითხულობ. თუკი კრიტიკა ჯანსაღია და არა სუბიექტური, ვცდილობ გათვალისწინებას, უფრო მეტად გარეგნობაზე საუბრობენ ხოლმე, მაგრამ წელს ბევრი დადებითი კომენტარი წავიკითხე.

- დიმა ტატიშვილს როგორ შეეწყვე?

- ვამბობ, დიმიტრებში მიმართლებს-მეთქი (იღიმის). დიმა ისეთი ადამიანია, რომ მასზე მხოლოდ დადებით გამოხმაურებებს ვისმენ. აქვს ძალიან კარგი იუმორის გრძნობა, ჩაწერებზე ბევრი ვიხალისეთ და ამ დღეებმა ხუმრობა-ხუმრობაში გაიარა. დიმა ჩემზე ბევრად უფროსია და გამოცდილებაც მეტი აქვს, მეუბნება ხოლმე, წამყვანობის გამოცდილება არ მაქვს და შენგან უფრო ვსწავლობო, მაგრამ მე არ ვეთანხმები. დიმას მაგივრად უფრო ახალგაზრდა რომ ყოფილიყო, ასე თავდაჯერე-ბულად თავს ვერ ვიგრძნობდი.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"